სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩაშლილი პირველი ღამე - 42 წლის პატარძალი ქალიშვილი არ აღმოჩნდა
ჩაშლილი პირველი ღამე - 42 წლის პატარძალი ქალიშვილი არ აღმოჩნდა

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, როცა მა­მა­კა­ცი გარ­კვე­ულ ასაკს გა­და­ა­ბი­ჯებს, გარ­შე­მო მყო­ფე­ბი ერთი კი­თხვით აბეზ­რე­ბენ თავს: "ცოლი არ მოგ­ყავს?" ში­ნა­უ­რი თუ "გა­რე­უ­ლი" ამ თე­მით ისე ინ­ტე­რეს­დე­ბა, თით­ქოს სხვა სა­ფიქ­რა­ლი არ ჰქონ­დეს. სხვის ცხოვ­რე­ბა­ში ჩა­რე­ვა ვერ მო­ვი­შა­ლეთ და ზოგ­ჯერ ეს იმ­დე­ნად მო­მა­ბეზ­რე­ბე­ლი ხდე­ბა, რომ შე­იძ­ლე­ბა უაღ­რე­სად მშვი­დი და გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნიც კი გა­მო­ვი­დეს წყო­ბი­დან...

ნა­თია, 43 წლის:

- ჩემი ბი­ძაშ­ვი­ლი 46 წლი­საა. 18 წლის ასაკ­ში ცოლი მო­იყ­ვა­ნა, მაგ­რამ ექვს თვე­ში და­შორ­დნენ. ორი­ვე ბავ­შვი იყო და სახ­ლო­ბა­ნას თა­მა­ში არ გა­მო­უ­ვი­დათ. მშვი­დად, წყნა­რად გა­ი­ყარ­ნენ, ყო­ველ­გვა­რი აურ­ზა­უ­რის გა­რე­შე. ხუთი წლის შემ­დეგ ის გოგო მე­ო­რედ გა­თხოვ­და და დღეს სამი შვი­ლის დე­დაა. რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს ბი­ძაშ­ვილს, ბი­ძა­ჩემ­მა გა­და­წყვი­ტა, თა­ვის ერ­თა­დერ­თი შვი­ლის­თვის სა­ფუძ­ვლი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბა მი­ე­ცა და რუ­სეთ­ში, თა­ვის ძმა­კაც­თან გაგ­ზავ­ნა. ირაკ­ლი საკ­მა­ოდ ნი­ჭი­ე­რი კა­ცია, სა­მე­დი­ცი­ნო სფე­რო აირ­ჩია და კარ­გი ექი­მია. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ბევრ ქვე­ყა­ნა­ში მუ­შა­ობ­და. რო­გორც ვიცი, არა­ერ­თი წამ­ყვა­ნი კლი­ნი­კა სთა­ვა­ზობ­და დარ­ჩე­ნას, მაგ­რამ ბუ­ნე­ბით ისე­თია, ერთ ად­გი­ლას დიდ­ხანს ვერ ჩერ­დე­ბა. მსოფ­ლიო მო­ი­ა­რა, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე დიდ­ხანს მხო­ლოდ ორი წელი რჩე­ბო­და. რო­გორც ვიცი, სა­ქარ­თვე­ლო­და­ნაც ჰქონ­და შე­თა­ვა­ზე­ბე­ბი, მაგ­რამ ბო­ლოს მა­ინც კი­ე­ვი აირ­ჩია და ბოლო ხუთი წე­ლია იქაა. სახ­ლიც შე­ი­ძი­ნა და კარ­გი სამ­სა­ხუ­რიც აქვს, მაგ­რამ, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მის მშობ­ლებ­სა და ახ­ლობ­ლებს ირაკ­ლის კა­რი­ე­რუ­ლი წინსვლა არ აკ­მა­ყო­ფი­ლებთ. სურთ რომ ოჯა­ხი შექ­მნას და თან ცო­ლად აუ­ცი­ლებ­ლად ქარ­თვე­ლი ქალი მო­იყ­ვა­ნოს. ირაკ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში წე­ლი­წად­ში რამ­დენ­ჯერ­მე ჩა­მო­დის, ყო­ველ­დღე რე­კავს და როცა კი მო­ი­ხელ­თე­ბენ, ყვე­ლა ამ თე­მა­ზე ელა­პა­რა­კე­ბა. მოკ­ლედ, ამას წი­ნათ, ირაკ­ლი ჩვე­ნი ნა­თე­სა­ვის დაკ­რძალ­ვის­თვის ჩა­მო­ვი­და სა­ქარ­თვე­ლო­ში. დატ­რი­ალ­და ნა­თე­სა­ო­ბა, ამ ჯერ­ზე მას ნამ­დი­ლად აღარ გა­ვუშ­ვებთ ისე, რომ ერთი კარ­გი გოგო არ გა­ვაც­ნო­თო. ასე­თი მცდე­ლო­ბე­ბი მა­ნამ­დეც ჰქო­ნი­ათ, თუმ­ცა უშე­დე­გოდ. ირაკ­ლი მსგავს გა­რი­გე­ბებს არა­სო­დეს აღი­ა­რებ­და, რაც სა­ახ­ლობ­ლო­ში დიდ გა­ღი­ზი­ა­ნე­ბას იწ­ვევ­და.

ზო­გი­ერ­თებს ეჭ­ვიც კი შეჰ­ქონ­დათ მის ორი­ენ­ტა­ცი­ა­ში. ჩემი ყუ­რით მო­ვის­მი­ნე რო­გორ ეუბ­ნე­ბო­და ერთი მე­ო­რეს, იქ­ნებ ცოლი იმი­ტომ არ მოჰ­ყავს, რომ მა­მა­კა­ცე­ბი იზი­დავ­სო (იცი­ნის). მერ­წმუ­ნეთ, ირაკ­ლის ორი­ენ­ტა­ცი­ის სა­კი­თხი სა­ეჭ­ვო ნამ­დვი­ლად არ არის, უბ­რა­ლოდ ალ­ბათ აქამ­დე ვერ იპო­ვა ის ერთი, რომ­ლის გვერ­დი­თაც და­ი­ძი­ნებ­და, გა­იღ­ვი­ძებ­და და ვინც მისი შვი­ლე­ბის დედა იქ­ნე­ბო­და. მოკ­ლედ, პა­ნაშ­ვი­დებ­ზე რომ დავ­დი­ო­დი, მა­შინ და­მა­ნახ­ვეს ის გოგო, რომ­ლის გა­რი­გე­ბა­საც ირაკ­ლის­თვის აპი­რებ­დნენ. თუმ­ცა, რაღა გოგო, 42 წლის ქალი იყო უკვე. ეს ამ­ბა­ვი ცოტა არ იყოს კი გა­მიკ­ვირ­და, რად­გან მა­ნამ­დე სულ "ქორ­ფა-ქორ­ფა" ქა­ლებ­ზე ჰქონ­დათ ხოლ­მე თვა­ლი დად­გმუ­ლი. ვერ მივ­ხვდი, ამ­ჯე­რად რა­ტომ შე­არ­ჩი­ეს არ­ჩე­ვა­ნი ნა­ნი­ზე. თუმ­ცა, ამას ახლა არა­ვი­თა­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს. ჩა­მო­ვი­და თუ არა ირაკ­ლი, დე­და­მის­მა მა­შინ­ვე და­ა­ნა­ხა "ის" და უთხრა, იცო­დე, ამ­ჯე­რად თბი­ლი­სი­დან ისე არ გა­გიშ­ვებ, სა­ნამ არ გა­იც­ნობ, არ და­უ­ახ­ლოვ­დე­ბი და ცო­ლად არ მო­იყ­ვა­ნო.

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

ჩაშლილი პირველი ღამე - 42 წლის პატარძალი ქალიშვილი არ აღმოჩნდა

ჩაშლილი პირველი ღამე - 42 წლის პატარძალი ქალიშვილი არ აღმოჩნდა

მოგეხსენებათ, როცა მამაკაცი გარკვეულ ასაკს გადააბიჯებს, გარშემო მყოფები ერთი კითხვით აბეზრებენ თავს: ''ცოლი არ მოგყავს?'' შინაური თუ ''გარეული'' ამ თემით ისე ინტერესდება, თითქოს სხვა საფიქრალი არ ჰქონდეს. სხვის ცხოვრებაში ჩარევა ვერ მოვიშალეთ და ზოგჯერ ეს იმდენად მომაბეზრებელი ხდება, რომ შეიძლება უაღრესად მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანიც კი გამოვიდეს წყობიდან...

ნათია, 43 წლის:

- ჩემი ბიძაშვილი 46 წლისაა. 18 წლის ასაკში ცოლი მოიყვანა, მაგრამ ექვს თვეში დაშორდნენ. ორივე ბავშვი იყო და სახლობანას თამაში არ გამოუვიდათ. მშვიდად, წყნარად გაიყარნენ, ყოველგვარი აურზაურის გარეშე. ხუთი წლის შემდეგ ის გოგო მეორედ გათხოვდა და დღეს სამი შვილის დედაა. რაც შეეხება ჩემს ბიძაშვილს, ბიძაჩემმა გადაწყვიტა, თავის ერთადერთი შვილისთვის საფუძვლიანი განათლება მიეცა და რუსეთში, თავის ძმაკაცთან გაგზავნა. ირაკლი საკმაოდ ნიჭიერი კაცია, სამედიცინო სფერო აირჩია და კარგი ექიმია. წლების განმავლობაში ბევრ ქვეყანაში მუშაობდა. როგორც ვიცი, არაერთი წამყვანი კლინიკა სთავაზობდა დარჩენას, მაგრამ ბუნებით ისეთია, ერთ ადგილას დიდხანს ვერ ჩერდება. მსოფლიო მოიარა, მაგრამ ყველაზე დიდხანს მხოლოდ ორი წელი რჩებოდა. როგორც ვიცი, საქართველოდანაც ჰქონდა შეთავაზებები, მაგრამ ბოლოს მაინც კიევი აირჩია და ბოლო ხუთი წელია იქაა. სახლიც შეიძინა და კარგი სამსახურიც აქვს, მაგრამ, რასაკვირველია, მის მშობლებსა და ახლობლებს ირაკლის კარიერული წინსვლა არ აკმაყოფილებთ. სურთ რომ ოჯახი შექმნას და თან ცოლად აუცილებლად ქართველი ქალი მოიყვანოს. ირაკლი საქართველოში წელიწადში რამდენჯერმე ჩამოდის, ყოველდღე რეკავს და როცა კი მოიხელთებენ, ყველა ამ თემაზე ელაპარაკება. მოკლედ, ამას წინათ, ირაკლი ჩვენი ნათესავის დაკრძალვისთვის ჩამოვიდა საქართველოში. დატრიალდა ნათესაობა, ამ ჯერზე მას ნამდილად აღარ გავუშვებთ ისე, რომ ერთი კარგი გოგო არ გავაცნოთო. ასეთი მცდელობები მანამდეც ჰქონიათ, თუმცა უშედეგოდ. ირაკლი მსგავს გარიგებებს არასოდეს აღიარებდა, რაც საახლობლოში დიდ გაღიზიანებას იწვევდა.

ზოგიერთებს ეჭვიც კი შეჰქონდათ მის ორიენტაციაში. ჩემი ყურით მოვისმინე როგორ ეუბნებოდა ერთი მეორეს, იქნებ ცოლი იმიტომ არ მოჰყავს, რომ მამაკაცები იზიდავსო (იცინის). მერწმუნეთ, ირაკლის ორიენტაციის საკითხი საეჭვო ნამდვილად არ არის, უბრალოდ ალბათ აქამდე ვერ იპოვა ის ერთი, რომლის გვერდითაც დაიძინებდა, გაიღვიძებდა და ვინც მისი შვილების დედა იქნებოდა. მოკლედ, პანაშვიდებზე რომ დავდიოდი, მაშინ დამანახვეს ის გოგო, რომლის გარიგებასაც ირაკლისთვის აპირებდნენ. თუმცა, რაღა გოგო, 42 წლის ქალი იყო უკვე. ეს ამბავი ცოტა არ იყოს კი გამიკვირდა, რადგან მანამდე სულ ''ქორფა-ქორფა'' ქალებზე ჰქონდათ ხოლმე თვალი დადგმული. ვერ მივხვდი, ამჯერად რატომ შეარჩიეს არჩევანი ნანიზე. თუმცა, ამას ახლა არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ჩამოვიდა თუ არა ირაკლი, დედამისმა მაშინვე დაანახა ''ის'' და უთხრა, იცოდე, ამჯერად თბილისიდან ისე არ გაგიშვებ, სანამ არ გაიცნობ, არ დაუახლოვდები და ცოლად არ მოიყვანო.

გაგრძელება

ხმაური ცესკოში - დაპირისპირება თამარ ჟვანიასა და ხათუნა გოგორიშვილს შორის მოხდა

"ნუ ვიტყვით ვინ არის დამნაშავე და ვინ, სად, რა შეცდომა დაუშვა" - რატომ დგას სწრაფი ტესტის მოლოდინში გრძელი რიგები და რას ამბობენ ექიმები კორონავირუსით რეინფიცირებაზე

"რემდისივირი საქართველოში ორ კვირაში შემოვა, მაგრამ აფთიაქებში არ გაიყიდება" - ამირან გამყრელიძე