კონფლიქტები
საზოგადოება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 05:38-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი ვაჭარაძე ალეკო ელისაშვილის სამ უმძიმეს შეცდომას ასახელებს
ირაკლი ვაჭარაძე ალეკო ელისაშვილის სამ უმძიმეს შეცდომას ასახელებს

ლგბტ პი­რე­ბის უფ­ლე­ბე­ბის დამ­ცვე­ლი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "იდენ­ტო­ბის" ლი­დე­რი ირაკ­ლი ვა­ჭა­რა­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ალე­კო ელი­საშ­ვილს სა­ჯა­როდ მი­მარ­თავს და მის "სამ უმ­ძი­მეს შეც­დო­მას" ამ­ხელს.

"ალე­კო ელი­საშ­ვილს მსურს სა­ჯა­როდ მივ­მარ­თო.

ბა­ტო­ნო ალე­კო,

თქვენ მე ერთხელ უკვე მწა­რედ გა­მიც­რუ­ეთ იმე­დი, რო­დე­საც და­ჟი­ნე­ბუ­ლი თხოვ­ნის მი­უ­ხე­და­ვად, მა­ინც წაბ­რძან­დით შსს-ში ადა­მი­ა­ნე­ბის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის და წა­მე­ბის ვი­დე­ო­ე­ბის სა­ყუ­რებ­ლად და ამით თქვენ, მრა­ვალ ადა­მი­ან­თან ერ­თად, კი­დევ ერთხელ შე­ბღა­ლეთ ადა­მი­ან­თა პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის უფ­ლე­ბა, მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ იქე­დან გა­მო­სულს შეგ­ძლე­ბო­დათ თავი გა­და­გექ­ნი­ათ და ნაც­მოძ­რა­ო­ბა სი­სა­ტი­კე­ში გემ­ხი­ლე­ბი­ნათ (რა­საც ვი­დე­ო­ე­ბის ნახ­ვის გა­რე­შეც მშვე­ნივ­რად ვა­ხერ­ხებთ ზო­გი­ერ­თე­ბი).

მახ­სოვს რო­გორ გთხოვ­დით, რომ იქ არ წა­სუ­ლი­ყა­ვით... იმე­დი მაქვს ახლა ნა­ნობთ, რომ სხვის პორ­ნო­ებს უყუ­რეთ, მსხვერ­პლე­ბის ნე­ბარ­თვის გა­რე­შე.

მე­ო­რედ, მა­შინ გავ­ხდი ცუ­დად, თქვენ ბოლო გა­და­ცე­მა­ში ფა­შის­ტი რომ და­მის­ვით და სა­ო­ცა­რი რა­მე­ე­ბი აძა­ხე­ბი­ნეთ. მა­შინ გა­და­ცე­მი­დან წა­მო­ვე­დი, რად­გან თქვენ მა­გი­დის ქვე­მოთ და­ი­მა­ლეთ და იმ ფა­შისტს და­უთ­მეთ სივ­რცე.

იმე­დი მაქვს ახლა ნა­ნობთ, რომ ფა­შის­ტებს უთ­მობ­დით სივ­რცეს, რა­საც წყე­ნის, ტკი­ვი­ლის და გაბ­რა­ზე­ბის მეტი არა­ვის­თვის არა­ფე­რი სი­კე­თე მო­უ­ტა­ნია.

ახლა კი მე­სა­მე უმ­ძი­მეს შეც­დო­მას უშ­ვებთ. არა, დი­ა­ნა ტრა­პა­ი­ძე­სა და თე­ო­ნა გე­გე­ლი­ას ად­გი­ლის და­კა­ვე­ბას არ ვგუ­ლის­ხმობ. ეგ თქვე­ნი მო­რა­ლის და კო­ლე­გი­ა­ლო­ბის ამ­ბა­ვია. ბუ­ნებ­რი­ვია, მე არ ვი­ზამ­დი, მაგ­რამ თქვენ მა­გივ­რა­დაც ვერ გან­ვსჯი. მე­სა­მე უმ­ძი­მეს შეც­დო­მა­ში იმას ვგუ­ლის­ხმობ, რომ თქვენ ვერ ჩა­მო­ყა­ლიბ­დით შემ­დეგ­ში - და­უშ­ვე­ბე­ლია, პო­ლი­ტი­კუ­რად წამ­გე­ბი­ა­ნია, ეთი­კუ­რად არას­წო­რია და ყვე­ლა­ნა­ი­რად ვნებს დე­მოკ­რა­ტი­ას ჟურ­ნა­ლის­ტის პო­ლი­ტი­კო­სო­ბა და პო­ლი­ტი­კო­სის ჟურ­ნა­ლის­ტო­ბა. მე­დია უნდა იყოს თქვე­ნი მა­კონ­ტრო­ლე­ბე­ლი.

რო­გორ უნდა გახ­დეს მე­დია თქვე­ნი მა­კონ­ტრო­ლე­ბე­ლი თუ თქვენ თა­ვად ხართ მე­დია?

კი­დევ ერთხელ და ალ­ბათ უკა­ნას­კნე­ლად, და­ბე­ჯი­თე­ბით გთხოვთ, რომ არ და­თან­ხმდეთ მა­ესტროს წამ­ყვა­ნის პო­ზი­ცი­ას და დარ­ჩეთ იქ, სა­დაც ხალ­ხმა აგირ­ჩი­ათ.

პა­ტი­ვის­ცე­მით", - წერს ვა­ჭა­რა­ძე.

იხი­ლეთ ასე­ვე: "ორი ადა­მი­ა­ნი გა­კა­პას­და ჩემი და­ნიშ­ვნით" - ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

ირაკლი ვაჭარაძე ალეკო ელისაშვილის სამ უმძიმეს შეცდომას ასახელებს

ირაკლი ვაჭარაძე ალეკო ელისაშვილის სამ უმძიმეს შეცდომას ასახელებს

ლგბტ პირების უფლებების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია "იდენტობის" ლიდერი ირაკლი ვაჭარაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე ალეკო ელისაშვილს საჯაროდ მიმართავს და მის "სამ უმძიმეს შეცდომას" ამხელს.

"ალეკო ელისაშვილს მსურს საჯაროდ მივმართო.

ბატონო ალეკო,

თქვენ მე ერთხელ უკვე მწარედ გამიცრუეთ იმედი, როდესაც დაჟინებული თხოვნის მიუხედავად, მაინც წაბრძანდით შსს-ში ადამიანების გაუპატიურების და წამების ვიდეოების საყურებლად და ამით თქვენ, მრავალ ადამიანთან ერთად, კიდევ ერთხელ შებღალეთ ადამიანთა პირადი ცხოვრების უფლება, მხოლოდ იმიტომ, რომ იქედან გამოსულს შეგძლებოდათ თავი გადაგექნიათ და ნაცმოძრაობა სისატიკეში გემხილებინათ (რასაც ვიდეოების ნახვის გარეშეც მშვენივრად ვახერხებთ ზოგიერთები).

მახსოვს როგორ გთხოვდით, რომ იქ არ წასულიყავით... იმედი მაქვს ახლა ნანობთ, რომ სხვის პორნოებს უყურეთ, მსხვერპლების ნებართვის გარეშე.

მეორედ, მაშინ გავხდი ცუდად, თქვენ ბოლო გადაცემაში ფაშისტი რომ დამისვით და საოცარი რამეები აძახებინეთ. მაშინ გადაცემიდან წამოვედი, რადგან თქვენ მაგიდის ქვემოთ დაიმალეთ და იმ ფაშისტს დაუთმეთ სივრცე.

იმედი მაქვს ახლა ნანობთ, რომ ფაშისტებს უთმობდით სივრცეს, რასაც წყენის, ტკივილის და გაბრაზების მეტი არავისთვის არაფერი სიკეთე მოუტანია.

ახლა კი მესამე უმძიმეს შეცდომას უშვებთ. არა, დიანა ტრაპაიძესა და თეონა გეგელიას ადგილის დაკავებას არ ვგულისხმობ. ეგ თქვენი მორალის და კოლეგიალობის ამბავია. ბუნებრივია, მე არ ვიზამდი, მაგრამ თქვენ მაგივრადაც ვერ განვსჯი. მესამე უმძიმეს შეცდომაში იმას ვგულისხმობ, რომ თქვენ ვერ ჩამოყალიბდით შემდეგში - დაუშვებელია, პოლიტიკურად წამგებიანია, ეთიკურად არასწორია და ყველანაირად ვნებს დემოკრატიას ჟურნალისტის პოლიტიკოსობა და პოლიტიკოსის ჟურნალისტობა. მედია უნდა იყოს თქვენი მაკონტროლებელი.

როგორ უნდა გახდეს მედია თქვენი მაკონტროლებელი თუ თქვენ თავად ხართ მედია?

კიდევ ერთხელ და ალბათ უკანასკნელად, დაბეჯითებით გთხოვთ, რომ არ დათანხმდეთ მაესტროს წამყვანის პოზიციას და დარჩეთ იქ, სადაც ხალხმა აგირჩიათ.

პატივისცემით", - წერს ვაჭარაძე.

იხილეთ ასევე: "ორი ადამიანი გაკაპასდა ჩემი დანიშვნით" - ალეკო ელისაშვილი

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს