კონფლიქტები
საზოგადოება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
''ყველას გეხვეწებით, ბავშვის გაჩენა მინდა, ხელი არ მკრათ, არ გამკიცხოთ''
''ყველას გეხვეწებით, ბავშვის გაჩენა მინდა, ხელი არ მკრათ, არ გამკიცხოთ''

"პირ­ვე­ლად თბი­ლის­ში 18 წლის ასაკ­ში ჩა­მო­ვე­დი. მა­ნამ­დე აქ მხო­ლოდ პა­ტა­რა­ო­ბი­სას ვყო­ფილ­ვარ. ბოტ­კი­ნი მქონ­და და თბი­ლი­სის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიმ­კურ­ნა­ლეს. მა­შინ 3-4 წლის ვი­ყა­ვი და არა­ფე­რი მახ­სოვს. ასე რომ, როცა ვამ­ბობ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ვცხოვ­რობ და სა­ნამ სტუ­დენ­ტი არ გავ­ხდი, მა­ნამ­დე დე­და­ქა­ლაქ­ში არ ვყო­ფილ­ვარ-მეთ­ქი, მგო­ნი მარ­თა­ლი ვარ. არ მე­თან­ხმე­ბით?!" - ღი­მი­ლით კი და­ი­წყო სა­უ­ბა­რი ნა­ტომ, თუმ­ცა ბო­ლოს ოთა­ხი აც­რემ­ლე­ბულ­მა და­ტო­ვა...

- ნორ­მა­ლუ­რად ვსწავ­ლობ­დი. ვერ ვი­ტყვი, რომ ხუ­თო­სა­ნი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ არც ერთი სა­მი­ა­ნი არ მყავ­და. ბავ­შვო­ბი­დან მინ­დო­და და­წყე­ბი­თი კლა­სის პე­და­გო­გი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, მაგ­რამ მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შე­ვიც­ვა­ლე. მე­ო­თხე კურ­სზე სკო­ლებ­ში პრაქ­ტი­კა გა­ვი­ა­რეთ და მა­შინ მივ­ხვდი, რომ ჩემ­გან პე­და­გო­გი არ დად­გე­ბო­და. როცა ვხე­დავ­დი, რომ ბავ­შვი ზარ­მა­ცობ­და და გაკ­ვე­თილს არ სწავ­ლობ­და, ისე გან­ვიც­დი­დი, მთე­ლი ღამე არ მე­ძი­ნა. ყვე­ლა მე­უბ­ნე­ბო­და, მას­წავ­ლე­ბე­ლი რომ გახ­დე­ბი, ამ­დენს აღარ ინერ­ვი­უ­ლებ, შე­ეჩ­ვე­ვიო, მაგ­რამ გულ­გრი­ლო­ბა ჩემს ხა­სი­ათ­ში არ დევს. სწავ­ლა­ზე და სა­ერ­თოდ, ამ პრო­ფე­სი­ა­ზე გული ამიც­რუვ­და. უმაღ­ლე­სი კი და­ვამ­თავ­რე, მაგ­რამ სკო­ლა­ში მუ­შა­ო­ბის და­წყე­ბას არ ვა­პი­რებ­დი.

- სტუ­დენ­ტო­ბის დროს თბი­ლის­ში მარ­ტო ცხოვ­რობ­დით?

- როცა ჩა­ვა­ბა­რე, დე­და­ჩემ­მა და მა­მა­ჩემ­მა ბი­ძა­ჩე­მის ოჯახ­ში მი­მიყ­ვა­ნეს, მაგ­რამ იქ ერთი წე­ლიც ვერ გავ­ჩერ­დი. ორი ბი­ძაშ­ვი­ლი მყავს და მათ­თან ერ­თად ვი­ყა­ვი ოთახ­ში. თუმ­ცა თავს ზედ­მე­ტად ვგრძნობ­დი. ჩემი ბი­ძაშ­ვი­ლე­ბი ამ­რე­ზით მი­ყუ­რებ­დნენ, მგო­ნი, ერ­თმა­ნეთ­ში "სოფ­ლელ­საც" კი მე­ძახ­დნენ. არ მოს­წონ­დათ ჩემი გუ­რუ­ლი კილო, ჩაც­მის სტი­ლი, ცხოვ­რე­ბის წესი. თუ ჩემი ჯგუ­ფე­ლე­ბი გარ­თო­ბა­ზე ფიქ­რობ­დნენ, მე ლექ­ცი­ე­ბის შემ­დეგ პირ­და­პირ სახ­ლში ან სა­ჯა­რო ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში მივ­დი­ო­დი. ერთხე­ლად ბი­ცო­ლა­ჩემ­მა სა­დი­ლად გვიხ­მო. ქა­თა­მი ჰქონ­და შემ­წვა­რი, დაჭ­რა თუ არა, თეთ­რი ხორ­ცი შვი­ლებს თეფ­შებ­ზე და­უ­ლა­გა. მერე დე­სერ­ტად სა­ზამ­თრო მო­ი­ტა­ნა და ყვე­ლა­ზე კარ­გი ნაჭ­რე­ბიც შვი­ლე­ბის თეფ­შებ­ზე და­ა­წყო. ამის გამო თავი შე­უ­რა­ცხყო­ფი­ლად ვიგ­რძე­ნი და ჩემს მშობ­ლებს შე­ვუთ­ვა­ლე, ან ბი­ნას მი­ქი­რა­ვებთ და სა­ცხოვ­რებ­ლად მარ­ტო გა­და­ვალ, ან სო­ფელ­ში დავ­ბრუნ­დე­ბი-მეთ­ქი. დე­და­ჩე­მი ჩვე­ნი სოფ­ლის სკო­ლა­ში ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში მუ­შა­ობ­და. ამ­ბობ­და, როცა ნატო სწავ­ლას და­ამ­თავ­რებს, ამ სკო­ლა­ში მას­წავ­ლებ­ლად მო­ვა­წყო­ბო. მან მამა ბი­ნის და­ქი­რა­ვე­ბა­ზე და­ი­ყო­ლია. სა­ბედ­ნი­ე­როდ, მა­შინ არ გვი­ჭირ­და და ამის სა­შუ­ა­ლე­ბა გვქონ­და.

- დედ­მა­მიშ­ვი­ლი გყავთ?

- ჩემი უმ­ცრო­სი და ქუ­თა­ის­შია გა­თხო­ვი­ლი. 14 წლის იყო, როცა მის­მა ქმარ­მა მო­ი­ტა­ცა. ჩე­მებს ვეხ­ვე­წე­ბო­დი, სულ მთლად ბავ­შვია, სახ­ლში წა­მო­ვიყ­ვა­ნოთ-მეთ­ქი, მაგ­რამ ჩემ­მა ძმამ და მა­მამ ეს არ და­უშ­ვეს, მო­ნა­ტა­ცე­ბის სა­ხე­ლით ცხოვ­რე­ბა გა­უ­ჭირ­დე­ბაო. ჩემი პა­ტა­რა და­ი­კო ასე გა­ი­მე­ტეს. ახლა 22 წლი­საა და 3 შვი­ლის დე­დაა. 17 წლის იყო, როცა უკვე 2 შვი­ლი ჰყავ­და. კი­დევ კარ­გი, ნორ­მა­ლურ ოჯახ­ში მოხ­ვდა და ქმარ­შიც ასე თუ ისე გა­უ­მარ­თლა.

მა­მამ ბინა მი­ქი­რა­ვა და მარ­ტო ცხოვ­რე­ბა და­ვი­წყე. მშობ­ლე­ბი ფულს კი მიგ­ზავ­ნიდ­ნენ, მაგ­რამ მინ­დო­და და­მო­უ­კი­დებ­ლად მე­ცხოვ­რა. ბუ­ღალ­ტე­რია ვის­წავ­ლე. ყო­ველ სა­ღა­მოს ჩემს მე­ზო­ბელ­თან ერ­თად ინ­გლი­სურს ვმე­ცა­დი­ნე­ობ­დი და ეს ენაც ავით­ვი­სე. დე­და­ჩემს იმე­დე­ბი კი გა­ვუც­რუ­ვე, როცა ვუ­თხა­რი სო­ფელ­ში აღარ დავ­ბრუნ­დე­ბი და სკო­ლა­ში მას­წავ­ლებ­ლად არ ვი­მუ­შა­ვებ-მეთ­ქი. მას შემ­დეგ დავმკვიდ­რდი თბი­ლის­ში და ჩემი თა­ვის ბა­ტონ-პატ­რო­ნი გავ­ხდი. თუმ­ცა ბო­ლომ­დე ასე მა­ინც არ არის. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ უკვე 32 წლის ქალი ვარ, მაქვს სა­კუ­თა­რი ორო­თა­ხი­ა­ნი ბინა, სამ­სა­ხუ­რი და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს და­მო­უ­კი­დებ­ლად ვი­ღებ, მა­ინც ვერ ვიქ­ცე­ვი ისე, რო­გორც მსურს.

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

''ყველას გეხვეწებით, ბავშვის გაჩენა მინდა, ხელი არ მკრათ, არ გამკიცხოთ''

''ყველას გეხვეწებით, ბავშვის გაჩენა მინდა, ხელი არ მკრათ, არ გამკიცხოთ''

''პირველად თბილისში 18 წლის ასაკში ჩამოვედი. მანამდე აქ მხოლოდ პატარაობისას ვყოფილვარ. ბოტკინი მქონდა და თბილისის საავადმყოფოში მიმკურნალეს. მაშინ 3-4 წლის ვიყავი და არაფერი მახსოვს. ასე რომ, როცა ვამბობ, საქართველოში ვცხოვრობ და სანამ სტუდენტი არ გავხდი, მანამდე დედაქალაქში არ ვყოფილვარ-მეთქი, მგონი მართალი ვარ. არ მეთანხმებით?!'' - ღიმილით კი დაიწყო საუბარი ნატომ, თუმცა ბოლოს ოთახი აცრემლებულმა დატოვა...

- ნორმალურად ვსწავლობდი. ვერ ვიტყვი, რომ ხუთოსანი ვიყავი, მაგრამ არც ერთი სამიანი არ მყავდა. ბავშვობიდან მინდოდა დაწყებითი კლასის პედაგოგი ვყოფილიყავი, მაგრამ მოგვიანებით გადაწყვეტილება შევიცვალე. მეოთხე კურსზე სკოლებში პრაქტიკა გავიარეთ და მაშინ მივხვდი, რომ ჩემგან პედაგოგი არ დადგებოდა. როცა ვხედავდი, რომ ბავშვი ზარმაცობდა და გაკვეთილს არ სწავლობდა, ისე განვიცდიდი, მთელი ღამე არ მეძინა. ყველა მეუბნებოდა, მასწავლებელი რომ გახდები, ამდენს აღარ ინერვიულებ, შეეჩვევიო, მაგრამ გულგრილობა ჩემს ხასიათში არ დევს. სწავლაზე და საერთოდ, ამ პროფესიაზე გული ამიცრუვდა. უმაღლესი კი დავამთავრე, მაგრამ სკოლაში მუშაობის დაწყებას არ ვაპირებდი.

- სტუდენტობის დროს თბილისში მარტო ცხოვრობდით?

- როცა ჩავაბარე, დედაჩემმა და მამაჩემმა ბიძაჩემის ოჯახში მიმიყვანეს, მაგრამ იქ ერთი წელიც ვერ გავჩერდი. ორი ბიძაშვილი მყავს და მათთან ერთად ვიყავი ოთახში. თუმცა თავს ზედმეტად ვგრძნობდი. ჩემი ბიძაშვილები ამრეზით მიყურებდნენ, მგონი, ერთმანეთში ''სოფლელსაც'' კი მეძახდნენ. არ მოსწონდათ ჩემი გურული კილო, ჩაცმის სტილი, ცხოვრების წესი. თუ ჩემი ჯგუფელები გართობაზე ფიქრობდნენ, მე ლექციების შემდეგ პირდაპირ სახლში ან საჯარო ბიბლიოთეკაში მივდიოდი. ერთხელად ბიცოლაჩემმა სადილად გვიხმო. ქათამი ჰქონდა შემწვარი, დაჭრა თუ არა, თეთრი ხორცი შვილებს თეფშებზე დაულაგა. მერე დესერტად საზამთრო მოიტანა და ყველაზე კარგი ნაჭრებიც შვილების თეფშებზე დააწყო. ამის გამო თავი შეურაცხყოფილად ვიგრძენი და ჩემს მშობლებს შევუთვალე, ან ბინას მიქირავებთ და საცხოვრებლად მარტო გადავალ, ან სოფელში დავბრუნდები-მეთქი. დედაჩემი ჩვენი სოფლის სკოლაში ბიბლიოთეკაში მუშაობდა. ამბობდა, როცა ნატო სწავლას დაამთავრებს, ამ სკოლაში მასწავლებლად მოვაწყობო. მან მამა ბინის დაქირავებაზე დაიყოლია. საბედნიეროდ, მაშინ არ გვიჭირდა და ამის საშუალება გვქონდა.

- დედმამიშვილი გყავთ?

- ჩემი უმცროსი და ქუთაისშია გათხოვილი. 14 წლის იყო, როცა მისმა ქმარმა მოიტაცა. ჩემებს ვეხვეწებოდი, სულ მთლად ბავშვია, სახლში წამოვიყვანოთ-მეთქი, მაგრამ ჩემმა ძმამ და მამამ ეს არ დაუშვეს, მონატაცების სახელით ცხოვრება გაუჭირდებაო. ჩემი პატარა დაიკო ასე გაიმეტეს. ახლა 22 წლისაა და 3 შვილის დედაა. 17 წლის იყო, როცა უკვე 2 შვილი ჰყავდა. კიდევ კარგი, ნორმალურ ოჯახში მოხვდა და ქმარშიც ასე თუ ისე გაუმართლა.

მამამ ბინა მიქირავა და მარტო ცხოვრება დავიწყე. მშობლები ფულს კი მიგზავნიდნენ, მაგრამ მინდოდა დამოუკიდებლად მეცხოვრა. ბუღალტერია ვისწავლე. ყოველ საღამოს ჩემს მეზობელთან ერთად ინგლისურს ვმეცადინეობდი და ეს ენაც ავითვისე. დედაჩემს იმედები კი გავუცრუვე, როცა ვუთხარი სოფელში აღარ დავბრუნდები და სკოლაში მასწავლებლად არ ვიმუშავებ-მეთქი. მას შემდეგ დავმკვიდრდი თბილისში და ჩემი თავის ბატონ-პატრონი გავხდი. თუმცა ბოლომდე ასე მაინც არ არის. მიუხედავად იმისა, რომ უკვე 32 წლის ქალი ვარ, მაქვს საკუთარი ოროთახიანი ბინა, სამსახური და გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად ვიღებ, მაინც ვერ ვიქცევი ისე, როგორც მსურს.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია