კონფლიქტები
საზოგადოება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 05:38-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ აშენდა ვაკე-საბურთალო - ქალაქის პრესტიჟული უბნების მოკლე ისტორია
როგორ აშენდა ვაკე-საბურთალო - ქალაქის პრესტიჟული უბნების მოკლე ისტორია

თბი­ლი­სის ის­ტო­რი­ა­ში თით­ქმის ყვე­ლა ეპი­ზო­დი სა­ინ­ტე­რე­სოა, გან­სა­კუთ­რე­ბით კი მისი ცენ­ტრა­ლუ­რი თუ გა­რე­უბ­ნე­ბის და­არ­სე­ბი­სა და გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბის ამ­ბა­ვი.

ამი­ტომ გვინ­და, ის­ტო­რი­ას XIX სა­უ­კუ­ნი­დან მოვ­ყვეთ და დღე­ვან­დე­ლო­ბამ­დე მო­ვი­დეთ. ამ­ჯე­რად მთა­ვა­რი აქ­ცენ­ტე­ბი კი თბი­ლი­სის ისეთ ცენ­ტრა­ლურ უბ­ნებ­ზე გა­ვა­კე­თოთ, რო­გო­რიც არის, ვაკე-სა­ბურ­თა­ლო. რა უძღო­და წინ ამ პრეს­ტი­ჟუ­ლი უბ­ნე­ბის გა­შე­ნე­ბა-გან­ვი­თა­რე­ბას?

თე­მის გაშ­ლა კი ის­ტო­რი­ის დოქ­ტორს, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ასის­ტენტ-პრო­ფე­სორს, ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის მეც­ნი­ერ-თა­ნამ­შრო­მელს, ალექ­სან­დრე ბო­შიშ­ვილს ვთხო­ვეთ:

- თბი­ლი­სი მდი­ნა­რე მტკვრის ორი­ვე ნა­პირ­ზე, ანუ თბი­ლი­სის ქვა­ბულ­შია გა­შე­ნე­ბუ­ლი და ბუ­ნებ­რი­ვია, მთე­ლი ის­ტო­რი­ის მან­ძილ­ზე, ქა­ლა­ქის გა­ფარ­თო­ე­ბა, მდი­ნა­რის სა­ნა­პი­რო­ებს მი­უყ­ვე­ბო­და.

XIX სა­უ­კუ­ნის და­სა­წყი­სი­დან, რო­დე­საც თბი­ლი­სი კავ­კა­სი­ის ცენ­ტრად გა­მო­ცხად­და და რუსი მთა­ვარ­მარ­თებ­ლე­ბი­სა და მე­ფის­ნაც­ვლე­ბის სამ­ყო­ფელს წარ­მო­ად­გენ­და, იმ დრო­ი­დან, სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის ფე­ო­და­ლურ ეპო­ქა­ში ქა­ლაქ­მა გა­შე­ნე­ბა შე­მო­სა­ზღვრუ­ლი კედ­ლე­ბის გა­რეთ და­ი­წყო, პირ­ვე­ლად, ცი­ხის კედ­ლის მიღ­მა არ­სე­ბუ­ლი "გა­რე­თუ­ბა­ნი" (დღე­ვან­დე­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­და­ნი) იქნა ათ­ვი­სე­ბუ­ლი, მალე მის გა­ყო­ლე­ბა­ზე, მთე­ლი პროს­პექ­ტი გა­შენ­და და ქა­ლაქ­მა, მა­ნამ­დე მის­გან ოდ­ნავ მო­შო­რე­ბულ სო­ფელ ვე­რემ­დეც მი­აღ­წია.

XIX სა­უ­კუ­ნე­ში გა­შე­ნე­ბუ­ლი უბ­ნე­ბი, დღე­ვან­დე­ლი რუს­თა­ვე­ლის გამ­ზი­რი, მთაწ­მინ­და და სო­ლო­ლა­კი, მე­ფის­ნაც­ვლის, ქარ­თვე­ლი დი­დე­ბუ­ლე­ბის, ქა­ლა­ქი­სა და მთლი­ა­ნად, ქვეყ­ნის მმარ­თვე­ლი ელი­ტის, ასე­ვე დიდ­ვაჭ­რე­ბის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი იყო, შე­სა­ბა­მი­სად ისი­ნი იმ დროს, უკვე ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟულ უბ­ნე­ბად მი­იჩ­ნე­ო­და. ერ­თმა­ნე­თის მი­ყო­ლე­ბით შენ­დე­ბო­და მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი არ­ქი­ტექ­ტო­რე­ბის მიერ დაპ­რო­ექ­ტე­ბუ­ლი სახ­ლე­ბი, რო­მელ­თაც, მოგ­ვი­ა­ნე­ბით ცნო­ბი­ლი მხატ­ვრე­ბი ხა­ტავ­დნენ და ა.შ.

- ქა­ლა­ქი, რო­გორც ცნო­ბი­ლია, მტკვრის მე­ო­რე მხა­რე­საც გან­ვი­თარ­და...

- რა თქმა უნდა, მე­ო­რე კედ­ლი­და­ნაც გა­ვი­და, და იქაც გაჩ­ნდა ახა­ლი უბ­ნე­ბი და და­სახ­ლე­ბე­ბი, სა­დაც შე­და­რე­ბით და­ბა­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი ფე­ნის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ცხოვ­რობ­დნენ, ამი­ტომ ამ უბ­ნებ­მა (ავ­ლა­ბა­რი, ელია და სხვა) ისე­თი სტა­ტუ­სი ვერ მო­ი­პო­ვა, რო­გო­რიც სო­ლო­ლაკ­მა, გო­ლო­ვი­ნის პროს­პექ­ტმა (დღე­ვან­დე­ლი რუს­თა­ვე­ლის გამ­ზი­რი), მთაწ­მინ­დამ...

- სო­ფე­ლი ვერე ახ­სე­ნეთ. მას­ზე უფრო ვრცლად რომ ვი­სა­უბ­როთ...

- დიახ, XIX სა­უ­კუ­ნის ბო­ლოს და გან­სა­კუთ­რე­ბით, XX სა­უ­კუ­ნის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში, თბი­ლი­სი ორი­ვე მი­მარ­თუ­ლე­ბით ფარ­თოვ­დე­ბო­და და გო­ლო­ვი­ნის პროს­პექ­ტის გაგ­რძე­ლე­ბა­ზე, ყვე­ლა­ზე ადრე ქა­ლაქ­მა ვერე შთან­თქა, რო­მე­ლიც მა­ნამ­დე თა­ვი­სი ბა­ღე­ბით იყო ცნო­ბი­ლი და ქა­ლაქს ხი­ლი­თა და ბოსტნე­უ­ლით ამა­რა­გებ­და.

ვერე ის­ტო­რი­ულ წყა­რო­ებ­ში XIII სა­უ­კუ­ნი­დან ჩანს, ამა­ვე პე­რი­ოდ­შია აგე­ბუ­ლი "ლურ­ჯი მო­ნას­ტე­რიც". იქ XIX სა­უ­კუ­ნე­ში ახა­ლი უბ­ნე­ბი გაჩ­ნდა (ვარ­დი­სუ­ბა­ნი, ვაკე, სა­ბურ­თა­ლო), რომ­ლე­ბიც მდი­ნა­რე ვე­რეს ხე­ო­ბა­ში იყო გან­ლა­გე­ბუ­ლი. სო­ფელ ვე­რე­ში XIX სა­უ­კუ­ნის 80-იან წლებ­ში და­წყე­ბულ­მა ქა­ლა­ქუ­რი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბის გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბამ, სა­უ­კუ­ნის ბო­ლოს უკვე ვა­კის სა­ზღვარს (ვა­რა­ზის ხევს) მი­აღ­წია. ვა­რა­ზის ხევი, რო­გორც სა­ხე­ლიც გვე­უბ­ნე­ბა, იმ დროს უზარ­მა­ზარ ხევს წარ­მო­ად­გენ­და.

- და XX სა­უ­კუ­ნე­ში ქა­ლა­ქი უკვე ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე დად­გა?

- XX სა­უ­კუ­ნე­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ქა­ლა­ქის გა­ფარ­თო­ე­ბა და გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბა ყვე­ლა დრო­ში აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

ვა­რა­ზის ხევ­ზე დიდი ხიდი იყო გა­დე­ბუ­ლი, ხოლო ხე­ვის გაღ­მა სა­თა­ვა­დაზ­ნა­უ­რო გიმ­ნა­ზი­ის, დღე­ვან­დე­ლი ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პირ­ვე­ლი კორ­პუ­სის მშე­ნებ­ლო­ბა და­ი­წყო. რო­გორც ჩანს, ამ უბ­ნის შემ­დგომ გან­ვი­თა­რე­ბას და მისი, რო­გორც ქა­ლა­ქის პრეს­ტი­ჟულ, გან­ვი­თა­რე­ბულ და კე­თილ­მო­წყო­ბილ უბ­ნე­ბად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში უნი­ვერ­სი­ტე­ტის მშე­ნებ­ლო­ბამ დიდი როლი შე­ას­რუ­ლა.

გა­ნათ­ლე­ბის ამ ტაძ­რის აშე­ნე­ბი­დან ძა­ლი­ან მალე, 1907 წელს, ვაკე თბი­ლისს შე­მო­უ­ერ­თდა. მისი ინ­ტენ­სი­უ­რი გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბა კი XX სა­უ­კუ­ნის 20-იანი წლე­ბის შემ­დეგ და­ი­წყო, ხოლო ვა­რა­ზის ხე­ვის ამოვ­სე­ბის შემ­დეგ კი ვაკე ფარ­თო ქუ­ჩით ქა­ლა­ქის სხვა ცენ­ტრა­ლურ რა­ი­ო­ნებ­საც და­უ­კავ­შირ­და. დღეს ის ერთ-ერთი დიდი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი რა­ი­ო­ნია, სა­დაც სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბი, სას­წავ­ლო და სა­მეც­ნი­ე­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი აშენ­და. სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა საბ­ჭო­თა კავ­ში­რი-გერ­მა­ნი­ის ომის (1941-1945 წწ.) წინა პე­რი­ოდ­ში (არ­ქი­ტექ­ტო­რე­ბი: ნ. სე­ვე­რო­ვი, ი. მე­გე­ლი, გ. ხიმ­ში­აშვლი, ნ. ლე­ონ­ტი­ე­ვი, ა. კო­ჩი­ნაშ­ვი­ლი, გ. ჯან­დი­ე­რი) აიგო, რად­გა­ნაც იქ სახ­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა საბ­ჭო­თა კავ­ში­რის პე­რი­ოდ­ში აშენ­და.

ამი­ტომ შე­იძ­ლე­ბა გვე­ფიქ­რა, რომ ამ უბ­ნის და­წი­ნა­უ­რე­ბა საბ­ჭო­თა ხე­ლისფლე­ბის მეს­ვე­ურ­თა სურ­ვი­ლის, ანდა, რა­ი­მე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გამო მოხ­და, ეს ასეც რომ ყო­ფი­ლი­ყო, უნი­ვერ­სი­ტე­ტის აქ აშე­ნე­ბით ამ საქ­მეს უკვე სა­ფუძ­ვე­ლი ჰქონ­და ჩაყ­რი­ლი.

- ვა­კე­ში თავ­და­პირ­ვე­ლად მთავრ ქუ­ჩას რა ერ­ქვა?

- მთა­ვარ ქუ­ჩას წყნე­თის გზა წარ­მო­ად­გენ­და და მას მოგ­ვი­ა­ნე­ბით წყნე­თის ქუ­ჩაც ეწო­და, იგი და­ახ­ლო­ე­ბით დღე­ვან­დე­ლი ფი­ლარ­მო­ნი­ი­დან იწყე­ბო­და და წყნე­თამ­დე გრძელ­დე­ბო­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი ქუჩა 1867 წელს უკვე არ­სე­ბობ­და, XX სა­უ­კუ­ნის 20-იან წლებ­ში მას უნი­ვერ­სი­ტე­ტის ქუჩა და­ერ­ქვა და ამ სა­ხე­ლით არის და­ტა­ნი­ლი იმ დროს შედ­გე­ნილ თბი­ლი­სის გეგ­მებ­სა და რუ­კებ­ზე, ხოლო 1935 წელს ის ნიკო მა­რის ქუჩა გახ­და, 1950-იან წლებ­ში ცოტა ხანს უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ხე­ლი და­უბ­რუნ­და, ხოლო 1957 წლი­დან მას ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის სა­ხე­ლი მი­ა­ნი­ჭეს, და­ბა­დე­ბი­დან 129 წლი­სა და გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან 50 წლის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად.

- ვა­რა­ზის ხევს ალ­ბათ თა­ვის ის­ტო­რია აქვს...

- კი, სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რია აქვს ვა­რა­ზის ხევს, რო­მე­ლიც მარ­თლაც უზარ­მა­ზა­რი ხევი გახ­ლდათ. იგი XX სა­უ­კუ­ნის 40-იან წლე­ბის ბო­ლოს იქნა ამოვ­სე­ბუ­ლი, მა­ნამ­დე, რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნე, დღე­ვან­დე­ლი პეტ­რე მე­ლი­ქიშ­ვი­ლი­სა და ილია ჭვა­ჭა­ვა­ძის გამ­ზი­რე­ბი ვა­რა­ზის ხევ­ზე გა­დე­ბუ­ლი ხი­დით იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ვა­რა­ზის ხე­ვის ზედა ნა­წი­ლის ამოვ­სე­ბის შე­დე­გად წარ­მო­იქ­მნა კ. კე­კე­ლი­ძის ქუჩა, სა­ხე­ლი 1962 წელს ეწო­და, ხოლო 60-70-იან წლებ­ში აქ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სე­ბი აშენ­და...

დღე­ვან­დე­ლი ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზი­რის პა­რა­ლე­ლუ­რად, ვა­კე­ში სხვა ქუ­ჩე­ბიც წარ­მო­იქ­მნა, რომ­ლე­ბიც და­ახ­ლო­ვე­ბით ერთ პე­რი­ოდ­ში გა­შენ­და. მა­გა­ლი­თად, დღე­ვან­დე­ლი ფა­ლი­აშ­ვი­ლის ქუ­ჩაც XX სა­უ­კუ­ნის 20-იან წლებ­ში გაჩ­ნდა, თა­ვი­დან ვა­კის ქუჩა, ხან ვა­კის გამ­ზი­რი ერ­ქვა, ხოლო 30-იან წლებ­ში ზა­ქა­რია ფა­ლი­აშ­ვი­ლის სა­ხე­ლი ეწო­და.

- სა­ბურ­თა­ლო ვა­კის პა­რა­ლე­ლუ­რად ვი­თარ­დე­ბო­და?

- თბი­ლი­სი ვა­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ფარ­თო­ე­ბით არ კმა­ყო­ფილ­დე­ბო­და და პა­რა­ლე­ლუ­რად, სა­ბურ­თა­ლოს გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბაც მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. სა­ბურ­თა­ლო მტკვრის მარ­ჯვე­ნა მხა­რეს, და­სავ­ლე­თით მდე­ბა­რე­ობს. მდი­ნა­რე ვე­რე­სა და მტკვარს შო­რის. მის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე აღ­მო­ჩე­ნი­ლი არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი მა­სა­ლა ადას­ტუ­რებს, რომ ადა­მი­ა­ნი იქ ჯერ კი­დევ ძვ.წ. V-IV ათას­წლე­ულ­ში სახ­ლობ­და, XI-XIII სა­უ­კუ­ნე­ებ­ში სა­ბურ­თა­ლო ქა­ლა­ქის­პი­რა მზარ­დი უბა­ნი ყო­ფი­ლა. ხოლო XVII-XVIII სა­უ­კუ­ნე­ებ­ში ვე­რეს ფარ­გლებ­ში შე­დი­ო­და და მის და­წი­ნა­უ­რე­ბულ სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო რა­ი­ონს წარ­მო­ად­გენ­და. სა­ბურ­თა­ლოს ვე­ლის მო­რი­გი და­სახ­ლე­ბა XIX სა­უ­კუ­ნის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში და­ი­წყო. 1917 წელს კი სა­ბურ­თა­ლო უშუ­ა­ლოდ ქა­ლა­ქის ტე­რი­ტო­რი­უ­ლი ნა­წი­ლი გახ­და.

სა­ბურ­თა­ლო­ზე XX სა­უ­კუ­ნის 20-იან წლებ­ში, დღე­ვან­დე­ლი პე­კი­ნის, ალექ­სან­დრე ყაზ­ბე­გის გამ­ზი­რე­ბი­სა და მათ ირ­გვლივ ქუ­ჩე­ბის გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბა და­ი­წყო, მალე ქა­ლაქს შე­მო­უ­ერ­თდა სო­ფე­ლი დე­ლი­სიც. მისი ად­რინ­დე­ლი სა­ხე­ლი გდე­ლი­სი იყო. ტო­პო­ნი­მი XVIII სა­უ­კუ­ნე­ში იესე ოსეს ძის თხზუ­ლე­ბა­ში და ვა­ხუშ­ტი ბა­ტო­ნიშ­ვი­ლის 1745 წლის "პე­ტერ­ბურ­გულ ატ­ლას­შია" და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი. მოგ­ვი­ნა­ბე­ით ბგე­რა "გ" და­ი­კარ­გა და მი­ვი­ღეთ ტო­პო­ნი­მი - "დე­ლი­სი".

შე­და­რე­ბით, გვი­ან, XX სა­უ­კუ­ნის 50-იან წლებ­ში, წარ­მო­იქ­მნა ვაჟა-ფშა­ვე­ლას გამ­ზი­რი, პირ­ვე­ლად კო­მინ­ტერ­ნის ქუჩა ერ­ქვა, ხოლო 1961 წლი­დან ვაჟა-ფშა­ვე­ლას სა­ხე­ლი ეწო­და.

XX სა­უ­კუ­ნის შუა ხა­ნებ­ში სა­ბურ­თა­ლოს გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბამ ინ­ტენ­სი­უ­რი ხა­სი­ა­თი მი­ი­ღო, გარ­და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბი­სა, აქ გან­ლა­გე­ბუ­ლი იყო სას­წავ­ლო, სა­მეც­ნი­ე­რო, ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი, კულ­ტუ­რულ-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და სხვა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის შე­ნო­ბე­ბი.

ქა­ლა­ქის სხვა უბ­ნე­ბი უფრო მე­ტად იყო დატ­ვირ­თუ­ლი ქარ­ხნე­ბით და ფაბ­რი­კე­ბით, ამი­ტომ, ამა­ნაც შე­უ­წყო ხელი ამ ორი უბ­ნის უფრო მე­ტად და­წი­ნა­უ­რე­ბას.

1958 წლი­დან ვაკე და სა­ბურ­თა­ლო დე­ლი­სის მხრი­დან, ერ­თმა­ნეთს და­უ­კავ­შირ­და, გა­იყ­ვა­ნეს გზა, თავ­და­პირ­ვე­ლად, მას და­ვით გუ­რა­მიშ­ვი­ლის ქუჩა ერ­ქვა, ხოლო 1990 წლი­დან მი­ხე­ილ თა­მა­რაშ­ვი­ლის სა­ხე­ლი ეწო­და.

XX სა­უ­კუ­ნის 50-70-იან წლებ­ში, ვა­კის ტე­რი­ტო­რია, ისე­ვე, რო­გორც სა­ბურ­თა­ლოს მი­და­მო­ე­ბი ერთ დიდ უზარ­მა­ზარ სამ­შე­ნებ­ლო მო­ე­დანს წარ­მო­ად­გენ­და. შე­იქ­მნა გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბის ერ­თი­ა­ნი სა­მოქ­მე­დო გეგ­მა და შენ­დე­ბო­და ასო­ბით სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი შე­ნო­ბა და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი, სა­ფუძ­ვე­ლი ეყ­რე­ბო­და პარ­კებ­სა და ბა­ღებს, გაჰ­ყავ­დათ გზე­ბი, იქ­მნე­ბო­და ახა­ლი ქუ­ჩე­ბი.

ამის შე­დე­გად, მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ვა­კე­სა და სა­ბურ­თა­ლო­ზე თავი მო­ი­ყა­რა, უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბის, სტუ­დენ­ტთა სა­ერ­თო სა­ცხოვ­რებ­ლე­ბის, სა­მეც­ნი­ე­რო-კვლე­ვი­თი და საპ­რო­ექ­ტო-სა­კონ­სტურ­ქციო ინ­სტი­ტუ­ტე­ბის ძი­რი­თად­მა ნა­წილ­მა, კულ­ტუ­რის მრა­ვალ­მა და­წე­სე­ბუ­ლე­ბამ და სპორ­ტულ­მა ნა­გე­ბო­ბამ. ამ თვალ­საზ­რი­სით ვაკე და სა­ბურ­თა­ლო წარ­მო­ად­გენ­და არა მარ­ტო ახალ­გაზ­რდულ, არა­მედ ისეთ რა­ი­ო­ნებს, სა­დაც ცხოვ­რობ­და და მუ­შა­ობ­და ქვეყ­ნის სა­მეც­ნი­ე­რო-ტექ­ნი­კუ­რი და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ინ­ტე­ლი­გენ­ცი­ის უდი­დე­სი ნა­წი­ლი.

დღეს ამ მხრივ, მთელს ქა­ლაქ­ში, სამ­წუ­ხა­როდ, სუ­რა­თი უა­რე­სო­ბის­კენ არის შეც­ვლი­ლი. უნდა ით­ქვას, რომ გან­სა­კუთ­რე­ბით სწო­რედ ვა­კეს და სა­ბურ­თა­ლოს ეხე­ბა, - აღ­ნიშ­ნულ უბ­ნებ­ში სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნებ­ზე გაზ­რდილ­მა მო­თხოვ­ნი­ლე­ბამ, ის გა­მო­იწ­ვია, რომ ბევ­რი ბაღი გა­ნად­გურ­და, უამ­რა­ვი ხე მო­ის­პო, ქუ­ჩე­ბი და მო­ედ­ნე­ბი შემ­ცირ­და, ამის ხარ­ჯზე აშენ­და და დღე­საც შენ­დე­ბა მრა­ვალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი შე­ნო­ბე­ბი, რაც ქა­ლაქს და აღ­ნიშ­ნულ უბ­ნებ­საც სა­კუ­თარ სა­ხეს უკარ­გავს, ამას­თან ეკო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბაც მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­უ­ა­რეს­და.

მო­ამ­ზა­და ლალი ფა­ცი­ამ

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიო
2

დავიბადე და გავიზარდე თბილისში,ერთი პერიოდი ვცხოვრობდი ნიუორკში, მერე ისევ თბილისში დავბრუნდი,დაბრუნების დღე არ დამავიწყდება,ისეთი ბომჟური და ჩაჩუხანებული ჩანდა თბილისი ნიუორკის მერე რომ აი არ ვიცი რა,დეპრესიაშიც კი ჩავვარდი კაი ხნით სანამ მივეჩვეოდი ისევ,თქვენ კი აქ რაღაც პრესტიჟულობას გვტენით,კარგით რააა...

მანჩო
2

პრესტიჟული არა კვახი. ეს მემგონი მაკლერების სარეკლამო ,,ხოდია,,. აბოლებენ ხალხს ბევრი ფული გამოსცინცლონ. აბა წიყვანეთ ერთი უცხოელი ტურისტი რას დაინახავს პრესტიჟულს, განსაკუთრებით 9 საავადმყოფოს ტერიტორიაზე და ვაჟა ფშაველაზე. აღარ ვამბობ ნუცუბიძე დოლიძე ქავთარაძე ,,,,

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

როგორ აშენდა ვაკე-საბურთალო - ქალაქის პრესტიჟული უბნების მოკლე ისტორია

როგორ აშენდა ვაკე-საბურთალო - ქალაქის პრესტიჟული უბნების მოკლე ისტორია

თბილისის ისტორიაში თითქმის ყველა ეპიზოდი საინტერესოა, განსაკუთრებით კი მისი ცენტრალური თუ გარეუბნების დაარსებისა და განაშენიანების ამბავი.

ამიტომ გვინდა, ისტორიას XIX საუკუნიდან მოვყვეთ და დღევანდელობამდე მოვიდეთ. ამჯერად მთავარი აქცენტები კი თბილისის ისეთ ცენტრალურ უბნებზე გავაკეთოთ, როგორიც არის, ვაკე-საბურთალო. რა უძღოდა წინ ამ პრესტიჟული უბნების გაშენება-განვითარებას?

თემის გაშლა კი ისტორიის დოქტორს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორს, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელს, ალექსანდრე ბოშიშვილს ვთხოვეთ:

- თბილისი მდინარე მტკვრის ორივე ნაპირზე, ანუ თბილისის ქვაბულშია გაშენებული და ბუნებრივია, მთელი ისტორიის მანძილზე, ქალაქის გაფართოება, მდინარის სანაპიროებს მიუყვებოდა.

XIX საუკუნის დასაწყისიდან, როდესაც თბილისი კავკასიის ცენტრად გამოცხადდა და რუსი მთავარმართებლებისა და მეფისნაცვლების სამყოფელს წარმოადგენდა, იმ დროიდან, საქართველოს ისტორიის ფეოდალურ ეპოქაში ქალაქმა გაშენება შემოსაზღვრული კედლების გარეთ დაიწყო, პირველად, ციხის კედლის მიღმა არსებული "გარეთუბანი" (დღევანდელი თავისუფლების მოედანი) იქნა ათვისებული, მალე მის გაყოლებაზე, მთელი პროსპექტი გაშენდა და ქალაქმა, მანამდე მისგან ოდნავ მოშორებულ სოფელ ვერემდეც მიაღწია.

XIX საუკუნეში გაშენებული უბნები, დღევანდელი რუსთაველის გამზირი, მთაწმინდა და სოლოლაკი, მეფისნაცვლის, ქართველი დიდებულების, ქალაქისა და მთლიანად, ქვეყნის მმართველი ელიტის, ასევე დიდვაჭრების საცხოვრებელი იყო, შესაბამისად ისინი იმ დროს, უკვე ყველაზე პრესტიჟულ უბნებად მიიჩნეოდა. ერთმანეთის მიყოლებით შენდებოდა მსოფლიოში ცნობილი არქიტექტორების მიერ დაპროექტებული სახლები, რომელთაც, მოგვიანებით ცნობილი მხატვრები ხატავდნენ და ა.შ.

- ქალაქი, როგორც ცნობილია, მტკვრის მეორე მხარესაც განვითარდა...

- რა თქმა უნდა, მეორე კედლიდანაც გავიდა, და იქაც გაჩნდა ახალი უბნები და დასახლებები, სადაც შედარებით დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენლები ცხოვრობდნენ, ამიტომ ამ უბნებმა (ავლაბარი, ელია და სხვა) ისეთი სტატუსი ვერ მოიპოვა, როგორიც სოლოლაკმა, გოლოვინის პროსპექტმა (დღევანდელი რუსთაველის გამზირი), მთაწმინდამ...

- სოფელი ვერე ახსენეთ. მასზე უფრო ვრცლად რომ ვისაუბროთ...

- დიახ, XIX საუკუნის ბოლოს და განსაკუთრებით, XX საუკუნის პირველ ნახევარში, თბილისი ორივე მიმართულებით ფართოვდებოდა და გოლოვინის პროსპექტის გაგრძელებაზე, ყველაზე ადრე ქალაქმა ვერე შთანთქა, რომელიც მანამდე თავისი ბაღებით იყო ცნობილი და ქალაქს ხილითა და ბოსტნეულით ამარაგებდა.

ვერე ისტორიულ წყაროებში XIII საუკუნიდან ჩანს, ამავე პერიოდშია აგებული "ლურჯი მონასტერიც". იქ XIX საუკუნეში ახალი უბნები გაჩნდა (ვარდისუბანი, ვაკე, საბურთალო), რომლებიც მდინარე ვერეს ხეობაში იყო განლაგებული. სოფელ ვერეში XIX საუკუნის 80-იან წლებში დაწყებულმა ქალაქური საცხოვრებელი სახლების განაშენიანებამ, საუკუნის ბოლოს უკვე ვაკის საზღვარს (ვარაზის ხევს) მიაღწია. ვარაზის ხევი, როგორც სახელიც გვეუბნება, იმ დროს უზარმაზარ ხევს წარმოადგენდა.

- და XX საუკუნეში ქალაქი უკვე ახალი გამოწვევების წინაშე დადგა?

- XX საუკუნეში ხელისუფლების ცვლილებების მიუხედავად, ქალაქის გაფართოება და განაშენიანება ყველა დროში აქტიურად მიმდინარეობდა.

ვარაზის ხევზე დიდი ხიდი იყო გადებული, ხოლო ხევის გაღმა სათავადაზნაურო გიმნაზიის, დღევანდელი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მშენებლობა დაიწყო. როგორც ჩანს, ამ უბნის შემდგომ განვითარებას და მისი, როგორც ქალაქის პრესტიჟულ, განვითარებულ და კეთილმოწყობილ უბნებად ჩამოყალიბებაში უნივერსიტეტის მშენებლობამ დიდი როლი შეასრულა.

განათლების ამ ტაძრის აშენებიდან ძალიან მალე, 1907 წელს, ვაკე თბილისს შემოუერთდა. მისი ინტენსიური განაშენიანება კი XX საუკუნის 20-იანი წლების შემდეგ დაიწყო, ხოლო ვარაზის ხევის ამოვსების შემდეგ კი ვაკე ფართო ქუჩით ქალაქის სხვა ცენტრალურ რაიონებსაც დაუკავშირდა. დღეს ის ერთ-ერთი დიდი საცხოვრებელი რაიონია, სადაც საცხოვრებელი სახლები, სასწავლო და სამეცნიერო დაწესებულებები აშენდა. საცხოვრებელი სახლების უმეტესობა საბჭოთა კავშირი-გერმანიის ომის (1941-1945 წწ.) წინა პერიოდში (არქიტექტორები: ნ. სევეროვი, ი. მეგელი, გ. ხიმშიაშვლი, ნ. ლეონტიევი, ა. კოჩინაშვილი, გ. ჯანდიერი) აიგო, რადგანაც იქ სახლების უმეტესობა საბჭოთა კავშირის პერიოდში აშენდა.

ამიტომ შეიძლება გვეფიქრა, რომ ამ უბნის დაწინაურება საბჭოთა ხელისფლების მესვეურთა სურვილის, ანდა, რაიმე გადაწყვეტილების გამო მოხდა, ეს ასეც რომ ყოფილიყო, უნივერსიტეტის აქ აშენებით ამ საქმეს უკვე საფუძველი ჰქონდა ჩაყრილი.

- ვაკეში თავდაპირველად მთავრ ქუჩას რა ერქვა?

- მთავარ ქუჩას წყნეთის გზა წარმოადგენდა და მას მოგვიანებით წყნეთის ქუჩაც ეწოდა, იგი დაახლოებით დღევანდელი ფილარმონიიდან იწყებოდა და წყნეთამდე გრძელდებოდა. აღნიშნული ქუჩა 1867 წელს უკვე არსებობდა, XX საუკუნის 20-იან წლებში მას უნივერსიტეტის ქუჩა დაერქვა და ამ სახელით არის დატანილი იმ დროს შედგენილ თბილისის გეგმებსა და რუკებზე, ხოლო 1935 წელს ის ნიკო მარის ქუჩა გახდა, 1950-იან წლებში ცოტა ხანს უნივერსიტეტის სახელი დაუბრუნდა, ხოლო 1957 წლიდან მას ილია ჭავჭავაძის სახელი მიანიჭეს, დაბადებიდან 129 წლისა და გარდაცვალებიდან 50 წლის აღსანიშნავად.

- ვარაზის ხევს ალბათ თავის ისტორია აქვს...

- კი, საინტერესო ისტორია აქვს ვარაზის ხევს, რომელიც მართლაც უზარმაზარი ხევი გახლდათ. იგი XX საუკუნის 40-იან წლების ბოლოს იქნა ამოვსებული, მანამდე, როგორც უკვე აღვნიშნე, დღევანდელი პეტრე მელიქიშვილისა და ილია ჭვაჭავაძის გამზირები ვარაზის ხევზე გადებული ხიდით იყო დაკავშირებული. ვარაზის ხევის ზედა ნაწილის ამოვსების შედეგად წარმოიქმნა კ. კეკელიძის ქუჩა, სახელი 1962 წელს ეწოდა, ხოლო 60-70-იან წლებში აქ საცხოვრებელი კორპუსები აშენდა...

დღევანდელი ჭავჭავაძის გამზირის პარალელურად, ვაკეში სხვა ქუჩებიც წარმოიქმნა, რომლებიც დაახლოვებით ერთ პერიოდში გაშენდა. მაგალითად, დღევანდელი ფალიაშვილის ქუჩაც XX საუკუნის 20-იან წლებში გაჩნდა, თავიდან ვაკის ქუჩა, ხან ვაკის გამზირი ერქვა, ხოლო 30-იან წლებში ზაქარია ფალიაშვილის სახელი ეწოდა.

- საბურთალო ვაკის პარალელურად ვითარდებოდა?

- თბილისი ვაკის მიმართულებით გაფართოებით არ კმაყოფილდებოდა და პარალელურად, საბურთალოს განაშენიანებაც მიმდინარეობდა. საბურთალო მტკვრის მარჯვენა მხარეს, დასავლეთით მდებარეობს. მდინარე ვერესა და მტკვარს შორის. მის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა ადასტურებს, რომ ადამიანი იქ ჯერ კიდევ ძვ.წ. V-IV ათასწლეულში სახლობდა, XI-XIII საუკუნეებში საბურთალო ქალაქისპირა მზარდი უბანი ყოფილა. ხოლო XVII-XVIII საუკუნეებში ვერეს ფარგლებში შედიოდა და მის დაწინაურებულ სასოფლო-სამეურნეო რაიონს წარმოადგენდა. საბურთალოს ველის მორიგი დასახლება XIX საუკუნის მეორე ნახევარში დაიწყო. 1917 წელს კი საბურთალო უშუალოდ ქალაქის ტერიტორიული ნაწილი გახდა.

საბურთალოზე XX საუკუნის 20-იან წლებში, დღევანდელი პეკინის, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირებისა და მათ ირგვლივ ქუჩების განაშენიანება დაიწყო, მალე ქალაქს შემოუერთდა სოფელი დელისიც. მისი ადრინდელი სახელი გდელისი იყო. ტოპონიმი XVIII საუკუნეში იესე ოსეს ძის თხზულებაში და ვახუშტი ბატონიშვილის 1745 წლის "პეტერბურგულ ატლასშია" დადასტურებული. მოგვინაბეით ბგერა "გ" დაიკარგა და მივიღეთ ტოპონიმი - "დელისი".

შედარებით, გვიან, XX საუკუნის 50-იან წლებში, წარმოიქმნა ვაჟა-ფშაველას გამზირი, პირველად კომინტერნის ქუჩა ერქვა, ხოლო 1961 წლიდან ვაჟა-ფშაველას სახელი ეწოდა.

XX საუკუნის შუა ხანებში საბურთალოს განაშენიანებამ ინტენსიური ხასიათი მიიღო, გარდა საცხოვრებელი სახლებისა, აქ განლაგებული იყო სასწავლო, სამეცნიერო, ადმინისტრაციული, კულტურულ-საგანმანათლებლო და სხვა საზოგადოებრივი დანიშნულების შენობები.

ქალაქის სხვა უბნები უფრო მეტად იყო დატვირთული ქარხნებით და ფაბრიკებით, ამიტომ, ამანაც შეუწყო ხელი ამ ორი უბნის უფრო მეტად დაწინაურებას.

1958 წლიდან ვაკე და საბურთალო დელისის მხრიდან, ერთმანეთს დაუკავშირდა, გაიყვანეს გზა, თავდაპირველად, მას დავით გურამიშვილის ქუჩა ერქვა, ხოლო 1990 წლიდან მიხეილ თამარაშვილის სახელი ეწოდა.

XX საუკუნის 50-70-იან წლებში, ვაკის ტერიტორია, ისევე, როგორც საბურთალოს მიდამოები ერთ დიდ უზარმაზარ სამშენებლო მოედანს წარმოადგენდა. შეიქმნა განაშენიანების ერთიანი სამოქმედო გეგმა და შენდებოდა ასობით საზოგადოებრივი შენობა და საცხოვრებელი სახლი, საფუძველი ეყრებოდა პარკებსა და ბაღებს, გაჰყავდათ გზები, იქმნებოდა ახალი ქუჩები.

ამის შედეგად, მოგვიანებით, ვაკესა და საბურთალოზე თავი მოიყარა, უმაღლესი სასწავლებლების, სტუდენტთა საერთო საცხოვრებლების, სამეცნიერო-კვლევითი და საპროექტო-საკონსტურქციო ინსტიტუტების ძირითადმა ნაწილმა, კულტურის მრავალმა დაწესებულებამ და სპორტულმა ნაგებობამ. ამ თვალსაზრისით ვაკე და საბურთალო წარმოადგენდა არა მარტო ახალგაზრდულ, არამედ ისეთ რაიონებს, სადაც ცხოვრობდა და მუშაობდა ქვეყნის სამეცნიერო-ტექნიკური და შემოქმედებითი ინტელიგენციის უდიდესი ნაწილი.

დღეს ამ მხრივ, მთელს ქალაქში, სამწუხაროდ, სურათი უარესობისკენ არის შეცვლილი. უნდა ითქვას, რომ განსაკუთრებით სწორედ ვაკეს და საბურთალოს ეხება, - აღნიშნულ უბნებში საცხოვრებელ ბინებზე გაზრდილმა მოთხოვნილებამ, ის გამოიწვია, რომ ბევრი ბაღი განადგურდა, უამრავი ხე მოისპო, ქუჩები და მოედნები შემცირდა, ამის ხარჯზე აშენდა და დღესაც შენდება მრავალსართულიანი შენობები, რაც ქალაქს და აღნიშნულ უბნებსაც საკუთარ სახეს უკარგავს, ამასთან ეკოლოგიური მდგომარეობაც მნიშვნელოვნად გაუარესდა.

მოამზადა ლალი ფაციამ