კონფლიქტები
საზოგადოება

28

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 05:38-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გარდაცვლილის ცხედარს სიგარეტის ნამწვს აქრობდნენ" - სასტიკი მკვლელობა კახეთში
"გარდაცვლილის ცხედარს სიგარეტის ნამწვს აქრობდნენ" - სასტიკი მკვლელობა კახეთში

სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ო­ნის სო­ფელ კაზ­ლარ­ში, მოკ­ლუ­ლი ულ­ფუ­კარ კ.-ს ოჯა­ხი მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის ოჯა­ხის სხვა წევ­რე­ბის და­კა­ვე­ბა­საც ითხოვს. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" კო­რეს­პონ­დენ­ტი შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან იუ­წყე­ბა, გარ­დაც­ვლი­ლის ბიძა ამ­ბობს, რომ მსხვერ­პლს არა მხო­ლოდ და­კა­ვე­ბუ­ლი, არა­მედ მისი მე­უღ­ლე და ორი შვი­ლი ურტყამ­და.

"ერთი წელი უყ­ვარ­დათ ერ­თმა­ნე­თი, ულ­ფუ­კარ­მა გო­გო­ნას­გან ღამე მე­სი­ჯი მი­ი­ღო - მა­მა­ჩე­მი სახ­ლში არ არის და წა­მიყ­ვა­ნეო. ისი­ნი მან­ქა­ნით აპი­რებ­დნენ გა­პარ­ვას, რო­დე­საც მო­უ­ლოდ­ნე­ლად გო­გოს მამა მი­ვი­და. მან მან­ქა­ნის შუ­შე­ბი ნა­ჯა­ხით ჩა­ამ­ტვრია, ბიჭს ხელ-ფეხი შე­უკ­რა და სახ­ლში შე­ათ­რია. სახ­ლში კი მას გო­გოს მა­მას­თან ერ­თად მისი ცოლი და ორი ბიჭი ღა­მის 12-დან დი­ლის 5 სა­ა­თამ­დე ურტყამ­და. უკვე გარ­დაც­ვლი­ლის ცხე­დარს კი სი­გა­რე­ტის ნამ­წვს აქ­რობ­დნენ", - აცხა­დებს გარ­დაც­ვლი­ლის ბიძა.

მი­სი­ვე თქმით, და­კა­ვე­ბუ­ლია მხო­ლოდ გო­გოს მამა, ახ­ლობ­ლე­ბი კი და­ნა­შა­ულ­ში მო­ნა­წი­ლე სხვა პი­რე­ბის და­კა­ვე­ბა­საც ითხო­ვენ, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში მათი ლინ­ჩის წე­სით გა­სა­მარ­თლე­ბას გეგ­მა­ვენ. მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის სახ­ლს ამ­ჟა­მად პო­ლი­ცია იცავს.

გარ­დაც­ვლი­ლი ულ­ფუ­კარ კ. უკვე დაკ­რძა­ლეს. გარ­დაც­ვლი­ლის ახ­ლობ­ლე­ბის თქმით, და­ე­ლო­დე­ბი­ან გა­მო­ძი­ე­ბის დას­რუ­ლე­ბას, შემ­დეგ კი შე­სა­ბა­მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღე­ბენ.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს კა­ხე­თის სამ­ხა­რეო მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ცხელ კვალ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, 1972 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ნოვ­რუზ ქ. გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ო­ნის სო­ფელ კაზ­ლარ­ში და­ა­კა­ვეს.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ ნოვ­რუზ ქ-მ ღა­მით, თა­ვის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში, ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბი­სას ჯო­ხით სცე­მა 1993 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ულ­ფუ­კარ კ, რო­მე­ლიც ფა­რუ­ლად შე­ი­პა­რა ნოვ­რუზ ქ-ს სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში და მისი არას­რულ­წლო­ვა­ნი ქა­ლიშ­ვი­ლის ცო­ლო­ბის მიზ­ნით მო­ტა­ცე­ბას შე­ე­ცა­და.

ულ­ფუ­კარ კ. მი­ყე­ნე­ბუ­ლი სხე­უ­ლის და­ზი­ა­ნე­ბე­ბით სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნამ­დე გარ­და­იც­ვა­ლა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა, ცხელ კვალ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, ნოვ­რუზ ქ. მომ­ხდა­რი­დან რამ­დე­ნი­მე წუთ­ში და­ა­კა­ვეს. და­კა­ვე­ბუ­ლი აღი­ა­რებს ჩა­დე­ნილ და­ნა­შულს.

გა­მო­ძი­ე­ბა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე­ობს (სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 108-ე მუხ­ლით).

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

"გარდაცვლილის ცხედარს სიგარეტის ნამწვს აქრობდნენ" - სასტიკი მკვლელობა კახეთში

"გარდაცვლილის ცხედარს სიგარეტის ნამწვს აქრობდნენ" - სასტიკი მკვლელობა კახეთში

საგარეჯოს რაიონის სოფელ კაზლარში, მოკლული ულფუკარ კ.-ს ოჯახი მკვლელობაში ბრალდებულის ოჯახის სხვა წევრების დაკავებასაც ითხოვს. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება, გარდაცვლილის ბიძა ამბობს, რომ მსხვერპლს არა მხოლოდ დაკავებული, არამედ მისი მეუღლე და ორი შვილი ურტყამდა.

"ერთი წელი უყვარდათ ერთმანეთი, ულფუკარმა გოგონასგან ღამე მესიჯი მიიღო - მამაჩემი სახლში არ არის და წამიყვანეო. ისინი მანქანით აპირებდნენ გაპარვას, როდესაც მოულოდნელად გოგოს მამა მივიდა. მან მანქანის შუშები ნაჯახით ჩაამტვრია, ბიჭს ხელ-ფეხი შეუკრა და სახლში შეათრია. სახლში კი მას გოგოს მამასთან ერთად მისი ცოლი და ორი ბიჭი ღამის 12-დან დილის 5 საათამდე ურტყამდა. უკვე გარდაცვლილის ცხედარს კი სიგარეტის ნამწვს აქრობდნენ", - აცხადებს გარდაცვლილის ბიძა.

მისივე თქმით, დაკავებულია მხოლოდ გოგოს მამა, ახლობლები კი დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დაკავებასაც ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი ლინჩის წესით გასამართლებას გეგმავენ. მკვლელობაში ბრალდებულის სახლს ამჟამად პოლიცია იცავს.

გარდაცვლილი ულფუკარ კ. უკვე დაკრძალეს. გარდაცვლილის ახლობლების თქმით, დაელოდებიან გამოძიების დასრულებას, შემდეგ კი შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1972 წელს დაბადებული ნოვრუზ ქ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით საგარეჯოს რაიონის სოფელ კაზლარში დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ნოვრუზ ქ-მ ღამით, თავის საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას ჯოხით სცემა 1993 წელს დაბადებული ულფუკარ კ, რომელიც ფარულად შეიპარა ნოვრუზ ქ-ს საცხოვრებელ სახლში და მისი არასრულწლოვანი ქალიშვილის ცოლობის მიზნით მოტაცებას შეეცადა.

ულფუკარ კ. მიყენებული სხეულის დაზიანებებით საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნოვრუზ ქ. მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშულს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).

იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ