კონფლიქტები
საზოგადოება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კახში მცხოვრები 600 ადამიანის მიმართვა საქართველოს მთავრობას
კახში მცხოვრები 600 ადამიანის მიმართვა საქართველოს მთავრობას

რა­დიო "ჰე­რეთ­მა" აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან, კა­ხის რა­ი­ო­ნი­დან წე­რი­ლი მი­ი­ღო. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას სა­ვი­ზო რე­ჟი­მის გა­მარ­ტი­ვე­ბას სთხო­ვენ. მი­მარ­თვას 600 ადა­მი­ა­ნი აწერს ხელს.

ambebi.ge წე­რილს უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს, მთავ­რო­ბას, სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს, მოგ­მარ­თავთ თხოვ­ნით აზერ­ბა­ი­ჯა­ნის რეს­პუბ­ლი­კის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის, სა­ინ­გი­ლოს ქარ­თვე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის სა­ხე­ლით, რომ გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ ჩვე­ნი მდგო­მა­რე­ო­ბა და მი­ი­ღოთ სა­ვი­ზო რე­ჟი­მის გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და შე­უმ­სუ­ბო­ქოთ სა­ვი­ზო რე­ჟი­მით გა­მოწ­ვე­უ­ლი რთუ­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბი სა­ინ­გი­ლოს ქარ­თვე­ლებს. პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნათ სტუ­დენ­ტებს, რომ­ლე­ბიც სწავ­ლო­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რებ და მო­მუ­შა­ვე სა­ინ­გი­ლოს ქარ­თვე­ლებს, რომ­ლებ­მაც გა­და­წყვი­ტეს იცხოვ­რონ დე­და­სამ­შობ­ლო­ში და ახლა ეუბ­ნე­ბი­ან, რომ თქვენ სა­ინ­გი­ლოს ქარ­თვე­ლე­ბი და ინ­დო­ე­ლე­ბი, ჩი­ნე­ლე­ბი და სხვა ქვეყ­ნის უცხო­ე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ერ­თნა­ი­რი უფ­ლე­ბე­ბით ისარ­გებ­ლებთ. გარ­თუ­ლე­ბუ­ლი სა­ვი­ზო რე­ჟი­მი, დიდი ფი­ნან­სე­ბი და უამ­რა­ვი სა­ბუ­თე­ბის შედ­გე­ნა, 50 დო­ლა­რი სა­ელ­ჩოს ან­გა­რიშ­ზე, 5 ათა­სი ლარი რო­მე­ლი­მე ბან­კის ან­გა­რიშ­ზე, ქ. გენ­ჯა­ში ორ­ჯერ ჩას­ვლა და სხვა სა­ბუ­თე­ბი სა­ინ­გი­ლოს ქარ­თვე­ლე­ბის ისე­დაც მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბას უფრო და­ამ­ძი­მებს. სა­ინ­გი­ლოს ქარ­თვე­ლებს, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან ყო­ველ­თვის ჰქონ­დათ გარ­კვე­უ­ლი შე­ღა­ვა­თე­ბი და პრი­ვი­ლე­გი­ე­ბი დე­და­სამ­შობ­ლოს­თან და­სა­ახ­ლო­ებ­ლად. ჩვენ, სხვა სამ­შობ­ლო არ გაგ­ვაჩ­ნია, ჩვე­ნი სამ­შობ­ლო სა­ქარ­თვე­ლოა, ჩვე­ნი შვი­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში სწავ­ლო­ბენ და მუ­შა­ო­ბენ და მათი იზო­ლი­რე­ბა და თა­ვი­სუ­ფა­ლი გა­და­ად­გი­ლე­ბის შე­ზღუდ­ვა უარ­ყო­ფით შე­დეგს მო­ი­ტანს. ამი­ტომ, მოგ­მარ­თავთ, თხოვ­ნით, რომ მოხ­დეს სა­ვი­ზო რე­ჟი­მის გა­მარ­ტი­ვე­ბა, სა­ინ­გი­ლოს ქარ­თვე­ლე­ბი­სათ­ვის სა­ქარ­თვე­ლო­ში თა­ვი­სუფ­ლად გა­და­ად­გი­ლე­ბის უფ­ლე­ბით, დრო­ე­ბი­თი და მუდ­მი­ვი ბი­ნად­რო­ბის მი­ღე­ბის უფ­ლე­ბით, რათა მა­თაც შე­ეძ­ლოთ სა­ქარ­თვე­ლო­ში სწავ­ლის, ცხოვ­რე­ბის, თა­ვი­სუფ­ლად გა­და­ად­გი­ლე­ბის უფ­ლე­ბაც და სა­შუ­ა­ლე­ბაც", - ნათ­ქვა­მია წე­რილ­ში.

რა­დიო "ჰე­რე­თი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

კახში მცხოვრები 600 ადამიანის მიმართვა საქართველოს მთავრობას

კახში მცხოვრები 600 ადამიანის მიმართვა საქართველოს მთავრობას

რადიო "ჰერეთმა" აზერბაიჯანიდან, კახის რაიონიდან წერილი მიიღო. ადგილობრივები საქართველოს მთავრობას სავიზო რეჟიმის გამარტივებას სთხოვენ. მიმართვას 600 ადამიანი აწერს ხელს.

ambebi.ge წერილს უცვლელად გთავაზობთ:

"საქართველოს პრეზიდენტს, მთავრობას, საგარეო საქმეთა სამინისტროს, მოგმართავთ თხოვნით აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეების, საინგილოს ქართველი მოსახლეობის სახელით, რომ გაითვალისწინოთ ჩვენი მდგომარეობა და მიიღოთ სავიზო რეჟიმის გამარტივებული გადაწყვეტილება და შეუმსუბოქოთ სავიზო რეჟიმით გამოწვეული რთული პროცედურები საინგილოს ქართველებს. პრობლემები შეექმნათ სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში, საქართველოში მცხოვრებ და მომუშავე საინგილოს ქართველებს, რომლებმაც გადაწყვიტეს იცხოვრონ დედასამშობლოში და ახლა ეუბნებიან, რომ თქვენ საინგილოს ქართველები და ინდოელები, ჩინელები და სხვა ქვეყნის უცხოეთის მოქალაქეები ერთნაირი უფლებებით ისარგებლებთ. გართულებული სავიზო რეჟიმი, დიდი ფინანსები და უამრავი საბუთების შედგენა, 50 დოლარი საელჩოს ანგარიშზე, 5 ათასი ლარი რომელიმე ბანკის ანგარიშზე, ქ. გენჯაში ორჯერ ჩასვლა და სხვა საბუთები საინგილოს ქართველების ისედაც მძიმე მდგომარეობას უფრო დაამძიმებს. საინგილოს ქართველებს, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ყოველთვის ჰქონდათ გარკვეული შეღავათები და პრივილეგიები დედასამშობლოსთან დასაახლოებლად. ჩვენ, სხვა სამშობლო არ გაგვაჩნია, ჩვენი სამშობლო საქართველოა, ჩვენი შვილები საქართველოში სწავლობენ და მუშაობენ და მათი იზოლირება და თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა უარყოფით შედეგს მოიტანს. ამიტომ, მოგმართავთ, თხოვნით, რომ მოხდეს სავიზო რეჟიმის გამარტივება, საინგილოს ქართველებისათვის საქართველოში თავისუფლად გადაადგილების უფლებით, დროებითი და მუდმივი ბინადრობის მიღების უფლებით, რათა მათაც შეეძლოთ საქართველოში სწავლის, ცხოვრების, თავისუფლად გადაადგილების უფლებაც და საშუალებაც", - ნათქვამია წერილში.

რადიო "ჰერეთი"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა