კონფლიქტები
საზოგადოება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 05:38-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბაქო-ჯეიჰანის სარკინიგზო მაგისტრალის გაქურდვის ფაქტზე 10 პირი დააკავეს
ბაქო-ჯეიჰანის სარკინიგზო მაგისტრალის გაქურდვის ფაქტზე 10 პირი დააკავეს

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ბაქო-ჯე­ი­ჰა­ნის სარ­კი­ნიგ­ზო მა­გის­ტრა­ლის გა­ქურდვის ფაქ­ტზე 10 პირი და­ა­კა­ვეს, ხოლო ერთ მო­ქა­ლა­ქეს ამა­ვე და­ნა­შა­უ­ლის­თვის ბრა­ლი წა­რედ­გი­ნა.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" შსს-დან აც­ნო­ბეს, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა 5 პირი – 1984 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გი­ორ­გი ჯ, 1991 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გი­ორ­გი ქ, 1986 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ზვი­ად ბ, 1980 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გი­ორ­გი ჯ. და 1985 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გი­ორ­გი ყ. იმ დროს და­ა­კა­ვეს, როცა ისი­ნი თეთ­რი­წყა­როს რა­ი­ონ­ში, სარ­კი­ნიგ­ზო მა­გის­ტრა­ლის ბე­დე­ნის ზე­გა­ნის მო­ნაკ­ვეთ­ზე სა­კონ­ტაქ­ტო სა­დე­ნებს ჭრიდ­ნენ.

რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ კი­დევ 5 პირი – 1982 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გი­ორ­გი ნ, 1971 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი ზაზა მ, 1977 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი და­ვით მ, 1983 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი ვა­სილ ძ. და 1979 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი შალ­ვა ძ. და­ა­კა­ვეს, ხოლო 1987 წელს და­ბა­დე­ბულ, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლევ ლაშა ბ-ს ამა­ვე და­ნა­შა­უ­ლის­თვის წა­რედ­გი­ნა ბრა­ლი.

გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა ბაქო-ჯე­ი­ჰა­ნის სარ­კი­ნიგ­ზო მა­გის­ტრა­ლის სხვა­დას­ხვა მო­ნაკ­ვეთ­ზე სა­კონ­ტაქ­ტო სა­დე­ნე­ბი მოჭ­რეს და სა­რე­ა­ლი­ზა­ცი­ოდ ამ­ზა­დებ­დნენ. კომ­პა­ნი­ის­თვის მი­ყე­ნე­ბულ­მა ზა­რალ­მა 52 000 ლარი შე­ად­გი­ნა.

შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან ნივთმტკი­ცე­ბის სა­ხით ამო­ღე­ბუ­ლია მო­პა­რუ­ლი სა­დე­ნე­ბი. ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­ულს აღი­ა­რე­ბენ. გა­მო­ძი­ე­ბა ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი ქურ­დო­ბის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე­ობს (სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ს 177-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის "ა" და მე-4 ნა­წი­ლის "ბ" ქვე­პუნ­ქტე­ბით).

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

ბაქო-ჯეიჰანის სარკინიგზო მაგისტრალის გაქურდვის ფაქტზე 10 პირი დააკავეს

ბაქო-ჯეიჰანის სარკინიგზო მაგისტრალის გაქურდვის ფაქტზე 10 პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა ბაქო-ჯეიჰანის სარკინიგზო მაგისტრალის გაქურდვის ფაქტზე 10 პირი დააკავეს, ხოლო ერთ მოქალაქეს ამავე დანაშაულისთვის ბრალი წარედგინა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-დან აცნობეს, სამართალდამცველებმა 5 პირი – 1984 წელს დაბადებული გიორგი ჯ, 1991 წელს დაბადებული გიორგი ქ, 1986 წელს დაბადებული ზვიად ბ, 1980 წელს დაბადებული გიორგი ჯ. და 1985 წელს დაბადებული გიორგი ყ. იმ დროს დააკავეს, როცა ისინი თეთრიწყაროს რაიონში, სარკინიგზო მაგისტრალის ბედენის ზეგანის მონაკვეთზე საკონტაქტო სადენებს ჭრიდნენ.

რამდენიმე დღის შემდეგ კიდევ 5 პირი – 1982 წელს დაბადებული გიორგი ნ, 1971 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ზაზა მ, 1977 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი დავით მ, 1983 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ვასილ ძ. და 1979 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი შალვა ძ. დააკავეს, ხოლო 1987 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ ლაშა ბ-ს ამავე დანაშაულისთვის წარედგინა ბრალი.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა ბაქო-ჯეიჰანის სარკინიგზო მაგისტრალის სხვადასხვა მონაკვეთზე საკონტაქტო სადენები მოჭრეს და სარეალიზაციოდ ამზადებდნენ. კომპანიისთვის მიყენებულმა ზარალმა 52 000 ლარი შეადგინა.

შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცების სახით ამოღებულია მოპარული სადენები. ბრალდებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ. გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" და მე-4 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით).

იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ