სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
''კაცები სიყვარულს მეფიცებოდნენ და მეორე დღეს სხვასთან გარბოდნენ''
''კაცები სიყვარულს მეფიცებოდნენ და მეორე დღეს სხვასთან გარბოდნენ''

ნა­თია მარ­ტო­ხე­ლა დე­დაა. 34 წლის ქალი შვი­ლის გა­ჩე­ნას თა­ვის ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა­ზე სწორ ნა­ბიჯს უწო­დებს. ამ­ბობს, რომ მი­უ­ხე­და­ვად უამ­რა­ვი სირ­თუ­ლი­სა, რაც ბავ­შვის მარ­ტო გაზ­რდას­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, ყვე­ლა დარ­დი და ტკი­ვი­ლი მე­ა­თასე­ხა­რის­ხო­ვა­ნი ხდე­ბა, როცა შვი­ლი "დე­დას" გე­ძა­ხის...

- სიყ­ვა­რულ­ში არა­სო­დეს მი­მარ­თლებ­და. რა­ტომ­ღაც ასე აე­წყო სკო­ლის პე­რი­ო­დი­დან. პირ­ვე­ლად სწო­რედ იმ დროს ვი­ყა­ვი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი.

- რა­ტომ არ გა­გი­მარ­თლათ? შე­გიძ­ლი­ათ მოგ­ვიყ­ვეთ?

- ჩემ­მა პირ­ვე­ლი შეყ­ვა­რე­ბულ­მა მე­გო­ბა­რი დაჭ­რა, რო­მე­ლიც სიკ­ვდილს ძლივს გა­და­ურ­ჩა. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ნიკა და­ი­ჭი­რეს, მაგ­რამ სა­ნამ გა­ნა­ჩენს გა­მო­უ­ტან­დნენ, მა­მა­მის­მა მისი ცი­ხი­დან გა­მოყ­ვა­ნა და სა­ზღვარ­გა­რეთ გაგ­ზავ­ნა შეძ­ლო. მას შემ­დეგ მას­თან კავ­ში­რი აღარ მქო­ნია. ხში­რად ვფიქ­რობ, ნიკა იყო ერ­თა­დერ­თი მა­მა­კა­ცი, რო­მელ­თა­ნაც რე­ა­ლუ­რად მა­კავ­ში­რებ­და ის გრძნო­ბა, რა­საც სიყ­ვა­რუ­ლი ჰქვია. ეს ბავ­შვუ­რი, თუმ­ცა ამა­ვე დროს ძა­ლი­ან ძლი­ე­რი გრძნო­ბა იყო, რომ­ლის გა­მოც შე­გიძ­ლია მთე­ბი გა­დად­გა, ქვეყ­ნი­ე­რე­ბას და­უ­პი­რის­პირ­დე და თუ სა­ჭი­რო გახ­და მსხვერ­პლა­დაც კი შე­ე­წი­რო. ალ­ბათ ასე­თი სიყ­ვა­რუ­ლით მხო­ლოდ იმ ასაკ­ში გიყ­ვარს, როცა შენ­თვის სამ­ყა­რო ჯერ კი­დევ ვარ­დის­ფე­რია. მის შემ­დეგ კი­დევ რამ­დენ­ჯერ­მე მქონ­და პა­ტა­რა თუ დიდი სიმ­პა­ტი­ე­ბი მამ­რო­ბი­თი სქე­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მი­მართ (იღი­მის), მაგ­რამ არ ვიცი, რა­ტომ ხდე­ბო­და ისე, რომ ყო­ველ­თვის ყვე­ლა მა­ტყუ­ებ­და. მა­მა­კა­ცე­ბი სიყ­ვა­რულს მე­ფი­ცე­ბოდ­ნენ და მე­ო­რე დღეს ან სხვას­თან გარ­ბოდ­ნენ, ან უბ­რა­ლოდ, სა­კუ­თარ თავ­ში აღ­მო­ა­ჩენ­დნენ, რომ ჩემ მი­მართ სიყ­ვა­რუ­ლი კი არა, მხო­ლოდ გა­ტა­ცე­ბა ჰქონ­დათ. ყო­ველ ჯერ­ზე ვამ­ბობ­დი, რომ აღა­რა­ვის­თან მექ­ნე­ბო­და თუნ­დაც ფლირ­ტის დო­ნე­ზე ურ­თი­ერ­თო­ბა, მაგ­რამ ქალი ვარ და ვა­ღი­ა­რებ, რომ ბო­ლოს მა­ინც ფარ-ხმალს ვყრი­დი. თან ვფიქ­რობ­დი, იქ­ნე­ბა ახლა მა­ინც, იქ­ნებ ამ­ჯე­რად მა­ინც გა­მი­მარ­თლოს-მეთ­ქი, მაგ­რამ არა და არა! როცა უბე­დურ ვარ­სკვლავ­ზე იბა­დე­ბი, შენი ბე­დის - კა­რი­ე­რა­ში, ზოგს - მშობ­ლებ­ში, მე­გობ­რებ­სა და ახ­ლობ­ლებ­ში. ყვე­ლა­ფერ­ში ერ­თად გა­მარ­თლე­ბა, იშ­ვი­ა­თო­ბაა.

- თქვე­ნი შვი­ლის მამა ვინ არის?

- ერთი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი კაცი, მაგ­რამ ჩემ­თვის ის არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვია და აგიხ­სნით რა­ტო­მაც. მას არა­სო­დეს მო­ვუ­ტყუ­ე­ბი­ვარ, არა­სო­დეს არა­ფერს შემ­პი­რე­ბია და ჩემ­თან ყო­ველ­თვის გულ­წრფე­ლი იყო. მას ოჯა­ხი ჰყავს. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, თა­ვი­დან­ვე ვი­ცო­დი, მაგ­რამ მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა მსი­ა­მოვ­ნებ­და და მო­მა­ვალ­ში რა იქ­ნე­ბო­და, სულ არ მა­ინ­ტე­რე­სებ­და. ამ ადა­მი­ანს ბო­ლომ­დე ვენ­დო­ბო­დი. არ ვიცი რო­გორ აგიხ­სნათ. სა­ერ­თოდ ძა­ლი­ან ძნე­ლია მე­სა­მე პირს გა­ა­გე­ბი­ნო, რა გა­კავ­ში­რებს ადა­მი­ან­თან, რო­მელ­საც შენ თავს ჩუქ­ნი. ის ჩემ­თვის პირ­ვე­ლი მა­მა­კა­ცი იყო და ეს არც მი­ნა­ნია. შე­იძ­ლე­ბა ბევ­რმა ვერ გა­მი­გოს, მაგ­რამ ჩემ­თვის ეს ის შემ­თხვე­ვაა, რო­მელ­საც არა­სო­დეს ვი­ნა­ნებ. თუნ­დაც საყ­ვარ­ლის სტა­ტუ­სით ამ ადა­მი­ან­თან რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გა­ტა­რე­ბა, ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. დღეს ის თა­ვის ოჯახ­თან ერ­თად სა­ზღვარ­გა­რეთ იმ­ყო­ფე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, ხში­რად ჩა­მოს­ვლას ვერ ახერ­ხებს, მაგ­რამ როცა ჩა­მო­დის, მე და თა­ვის შვილს გვნა­ხუ­ლობს. ბოლო ორი წე­ლია მა­ტე­რი­ა­ლუ­რა­დაც გვეხ­მა­რე­ბა.

- როცა მის­გან შვი­ლის გა­ჩე­ნა გა­და­წყვი­ტეთ, ის ამის წი­ნა­აღ­მდე­გი არ ყო­ფი­ლა?

- ჩვენ ამ თე­მა­ზე თა­ვი­დან­ვე გვქო­და სა­უ­ბა­რი - ურ­თი­ერ­თო­ბის და­წყე­ბის პირ­ველ ეტაპს ვგუ­ლის­ხმობ. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მას არ სურ­და, რომ ბავ­შვი გა­მე­ჩი­ნა, მაგ­რამ რო­დე­საც ფაქ­ტის წი­ნა­შე აღ­მოვ­ჩნდით. არ უთ­ქვამს, წადი და აბორ­ტი გა­ი­კე­თეო. მშვი­დად და წყნა­რად ავუხ­სე­ნი, რომ ბავ­შვის გა­ჩე­ნას ვა­პი­რებ­დი. მას არც "ჰო" უთ­ქვამს და არც "არა", უბ­რა­ლოდ თავ­ზე მა­კო­ცა და მი­თხრა, ეს შენი არ­ჩე­ვა­ნია, დე­დო­ბის უფ­ლე­ბა გაქვს და რა­ხან ასე გა­და­წყვი­ტე, არა­ფე­რი მეთ­ქმის, რო­გორც შევ­ძლებ და­გეხ­მა­რე­ბიო. სამ­წუ­ხა­როდ, სამ­სა­ხუ­რის გამო ქვეყ­ნი­დან წას­ვლა მო­უხ­და და ჩემი ორ­სუ­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში მარ­თლაც სრუ­ლი­ად მარ­ტო აღ­მოვ­ჩნდი. მშობ­ლებ­მა ვერ გა­მი­გეს და სკან­და­ლი მო­მი­წყვეს, შე­მი­ფა­რა და­ქალ­მა, რო­მე­ლიც მარ­ტო ცხოვ­რობ­და. ორ­სუ­ლო­ბის ბოლო თვე­ე­ბი ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდა. არ მქონ­და სამ­სა­ხუ­რი, სა­კუ­თა­რი ბინა. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ბავ­შვი ჯან­მრთე­ლი და უვ­ნე­ბე­ლი და­ი­ბა­და. თუმ­ცა წლამ­დე ძა­ლი­ან ავად­მყო­ფობ­და. ხში­რად აღ­მოვ­ჩე­ნილ­ვარ ურ­თუ­ლეს სი­ტუ­ა­ცი­ა­ში და თან ამ ყვე­ლა­ფერს ჩემი მარ­ტო­ო­ბაც ემა­ტე­ბო­და. ერთხელ მახ­სოვს, მა­რი­ტამ ძილ­ში სუნ­თქვა შე­წყვი­ტა. ზამ­თრის პე­რი­ო­დი იყო. ტან­ზე არა­ფე­რი შე­მო­მიც­ვამს, ბავ­შვი ხელ­ში ისე ავი­ტა­ცე და იქვე, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­ვი­ქე­ცი. ლიფტ­თან ხალ­ხი იდგა. შეშ­ლი­ლი სა­ხით ვთხო­ვე, პირ­ვე­ლი მე შე­მიშ­ვით, ბავ­შვთა გან­ყო­ფი­ლე­ბა მე­ექ­ვსე სა­რულ­ზეა და ფე­ხით ვერ ავალ-მეთ­ქი, მაგ­რამ იცით რა მი­თხრეს?! რიგი და­ი­ცა­ვიო. თუ იქვე არ მოვ­კვდე­ბო­დი, არ მე­გო­ნა, მაგ­რამ რას ვი­ზამთ, ხალ­ხი გა­ცი­ვე­ბუ­ლია, გუ­ლე­ბი გა­ე­ყი­ნათ... მა­რი­ტა ერთი წლის რომ შეს­რულ­და, მას შემ­დეგ ნელ-ნელა მო­კეთ­და. წო­ნა­შიც მო­ი­მა­ტა, აღარც ისე ხში­რად ავად­მყო­ფობს.

იხი­ლეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

''კაცები სიყვარულს მეფიცებოდნენ და მეორე დღეს სხვასთან გარბოდნენ''

''კაცები სიყვარულს მეფიცებოდნენ და მეორე დღეს სხვასთან გარბოდნენ''

ნათია მარტოხელა დედაა. 34 წლის ქალი შვილის გაჩენას თავის ცხოვრების ყველაზე სწორ ნაბიჯს უწოდებს. ამბობს, რომ მიუხედავად უამრავი სირთულისა, რაც ბავშვის მარტო გაზრდასთან არის დაკავშირებული, ყველა დარდი და ტკივილი მეათასეხარისხოვანი ხდება, როცა შვილი ''დედას'' გეძახის...

- სიყვარულში არასოდეს მიმართლებდა. რატომღაც ასე აეწყო სკოლის პერიოდიდან. პირველად სწორედ იმ დროს ვიყავი შეყვარებული.

- რატომ არ გაგიმართლათ? შეგიძლიათ მოგვიყვეთ?

- ჩემმა პირველი შეყვარებულმა მეგობარი დაჭრა, რომელიც სიკვდილს ძლივს გადაურჩა. რასაკვირველია, ნიკა დაიჭირეს, მაგრამ სანამ განაჩენს გამოუტანდნენ, მამამისმა მისი ციხიდან გამოყვანა და საზღვარგარეთ გაგზავნა შეძლო. მას შემდეგ მასთან კავშირი აღარ მქონია. ხშირად ვფიქრობ, ნიკა იყო ერთადერთი მამაკაცი, რომელთანაც რეალურად მაკავშირებდა ის გრძნობა, რასაც სიყვარული ჰქვია. ეს ბავშვური, თუმცა ამავე დროს ძალიან ძლიერი გრძნობა იყო, რომლის გამოც შეგიძლია მთები გადადგა, ქვეყნიერებას დაუპირისპირდე და თუ საჭირო გახდა მსხვერპლადაც კი შეეწირო. ალბათ ასეთი სიყვარულით მხოლოდ იმ ასაკში გიყვარს, როცა შენთვის სამყარო ჯერ კიდევ ვარდისფერია. მის შემდეგ კიდევ რამდენჯერმე მქონდა პატარა თუ დიდი სიმპატიები მამრობითი სქესის წარმომადგენლების მიმართ (იღიმის), მაგრამ არ ვიცი, რატომ ხდებოდა ისე, რომ ყოველთვის ყველა მატყუებდა. მამაკაცები სიყვარულს მეფიცებოდნენ და მეორე დღეს ან სხვასთან გარბოდნენ, ან უბრალოდ, საკუთარ თავში აღმოაჩენდნენ, რომ ჩემ მიმართ სიყვარული კი არა, მხოლოდ გატაცება ჰქონდათ. ყოველ ჯერზე ვამბობდი, რომ აღარავისთან მექნებოდა თუნდაც ფლირტის დონეზე ურთიერთობა, მაგრამ ქალი ვარ და ვაღიარებ, რომ ბოლოს მაინც ფარ-ხმალს ვყრიდი. თან ვფიქრობდი, იქნება ახლა მაინც, იქნებ ამჯერად მაინც გამიმართლოს-მეთქი, მაგრამ არა და არა! როცა უბედურ ვარსკვლავზე იბადები, შენი ბედის - კარიერაში, ზოგს - მშობლებში, მეგობრებსა და ახლობლებში. ყველაფერში ერთად გამართლება, იშვიათობაა.

- თქვენი შვილის მამა ვინ არის?

- ერთი ჩვეულებრივი კაცი, მაგრამ ჩემთვის ის არაჩვეულებრივია და აგიხსნით რატომაც. მას არასოდეს მოვუტყუებივარ, არასოდეს არაფერს შემპირებია და ჩემთან ყოველთვის გულწრფელი იყო. მას ოჯახი ჰყავს. რასაკვირველია, თავიდანვე ვიცოდი, მაგრამ მასთან ურთიერთობა მსიამოვნებდა და მომავალში რა იქნებოდა, სულ არ მაინტერესებდა. ამ ადამიანს ბოლომდე ვენდობოდი. არ ვიცი როგორ აგიხსნათ. საერთოდ ძალიან ძნელია მესამე პირს გააგებინო, რა გაკავშირებს ადამიანთან, რომელსაც შენ თავს ჩუქნი. ის ჩემთვის პირველი მამაკაცი იყო და ეს არც მინანია. შეიძლება ბევრმა ვერ გამიგოს, მაგრამ ჩემთვის ეს ის შემთხვევაა, რომელსაც არასოდეს ვინანებ. თუნდაც საყვარლის სტატუსით ამ ადამიანთან რამდენიმე საათის გატარება, ჩემთვის მნიშვნელოვანია. დღეს ის თავის ოჯახთან ერთად საზღვარგარეთ იმყოფება. სამწუხაროდ, ხშირად ჩამოსვლას ვერ ახერხებს, მაგრამ როცა ჩამოდის, მე და თავის შვილს გვნახულობს. ბოლო ორი წელია მატერიალურადაც გვეხმარება.

- როცა მისგან შვილის გაჩენა გადაწყვიტეთ, ის ამის წინააღმდეგი არ ყოფილა?

- ჩვენ ამ თემაზე თავიდანვე გვქოდა საუბარი - ურთიერთობის დაწყების პირველ ეტაპს ვგულისხმობ. რასაკვირველია, მას არ სურდა, რომ ბავშვი გამეჩინა, მაგრამ როდესაც ფაქტის წინაშე აღმოვჩნდით. არ უთქვამს, წადი და აბორტი გაიკეთეო. მშვიდად და წყნარად ავუხსენი, რომ ბავშვის გაჩენას ვაპირებდი. მას არც ''ჰო'' უთქვამს და არც ''არა'', უბრალოდ თავზე მაკოცა და მითხრა, ეს შენი არჩევანია, დედობის უფლება გაქვს და რახან ასე გადაწყვიტე, არაფერი მეთქმის, როგორც შევძლებ დაგეხმარებიო. სამწუხაროდ, სამსახურის გამო ქვეყნიდან წასვლა მოუხდა და ჩემი ორსულობის პერიოდში მართლაც სრულიად მარტო აღმოვჩნდი. მშობლებმა ვერ გამიგეს და სკანდალი მომიწყვეს, შემიფარა დაქალმა, რომელიც მარტო ცხოვრობდა. ორსულობის ბოლო თვეები ჩემთვის ყველაზე რთული აღმოჩნდა. არ მქონდა სამსახური, საკუთარი ბინა. საბედნიეროდ, ბავშვი ჯანმრთელი და უვნებელი დაიბადა. თუმცა წლამდე ძალიან ავადმყოფობდა. ხშირად აღმოვჩენილვარ ურთულეს სიტუაციაში და თან ამ ყველაფერს ჩემი მარტოობაც ემატებოდა. ერთხელ მახსოვს, მარიტამ ძილში სუნთქვა შეწყვიტა. ზამთრის პერიოდი იყო. ტანზე არაფერი შემომიცვამს, ბავშვი ხელში ისე ავიტაცე და იქვე, საავადმყოფოში გავიქეცი. ლიფტთან ხალხი იდგა. შეშლილი სახით ვთხოვე, პირველი მე შემიშვით, ბავშვთა განყოფილება მეექვსე სარულზეა და ფეხით ვერ ავალ-მეთქი, მაგრამ იცით რა მითხრეს?! რიგი დაიცავიო. თუ იქვე არ მოვკვდებოდი, არ მეგონა, მაგრამ რას ვიზამთ, ხალხი გაცივებულია, გულები გაეყინათ... მარიტა ერთი წლის რომ შესრულდა, მას შემდეგ ნელ-ნელა მოკეთდა. წონაშიც მოიმატა, აღარც ისე ხშირად ავადმყოფობს.

იხილეთ სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია