პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ შეიძლება შექმნა ყალბი ”ბედნიერება” ფეისბუქზე
როგორ შეიძლება შექმნა ყალბი ”ბედნიერება” ფეისბუქზე

ჰო­ლან­დი­ელ­მა სტუ­დენ­ტმა ზილა ვან დენ ბორნ­მა გა­და­წყვი­ტა, ყვე­ლა­ზე იაფი დას­ვე­ნე­ბა მო­ე­წყო: ხუთკვი­რი­ა­ნი მოგ­ზა­უ­რო­ბა სამ­ხრეთ აზი­ა­ში ფო­ტო­შო­პის ჯა­დოქ­რო­ბის წყა­ლო­ბით. სი­მარ­თლე მხო­ლოდ ვან დენ ბორ­ნის შეყ­ვა­რე­ბულ­მა იცო­და, ყვე­ლა და­ნარ­ჩენ­მა უბ­რა­ლოდ იხი­ლა მისი პოს­ტე­ბი "ფე­ის­ბუქ­ზე", სა­დაც უხ­ვად დებ­და "მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას" გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებს. ვან დენ ბორნ­მა სახ­ლის დე­კო­რა­ცი­ე­ბიც კი შეც­ვა­ლა, რომ მე­გობ­რებ­თან და ოჯა­ხის წევ­რებ­თან სკა­იპ­ში სა­უბ­რის დროს ყვე­ლა­ფე­რი სას­ტუმ­როს ნო­მერს დამ­სგავ­სე­ბო­და.

 

ალ­ბო­მი, რო­მელ­შიც ვან დენ ბორ­ნის ყალ­ბი მოგ­ზა­უ­რო­ბის ამ­სახ­ვე­ლი ფო­ტო­ე­ბია გან­თავ­სე­ბუ­ლი, სავ­სეა ფო­ტო­ე­ბით, სა­დაც გო­გო­ნა ბე­რებ­თან ერ­თად პო­ზი­რებს, წყალ­ქვეშ ცუ­რავს და ად­გი­ლობ­რივ აზი­ურ რეს­ტო­რან­ში მი­ირ­თმევს ტრა­დი­ცი­ულ კერ­ძებს. ფო­ტო­ე­ბის და პოს­ტე­ბის შემ­ხედ­ვა­რე ყვე­ლა მის­მა მე­გო­ბარ­მა და­ი­ჯე­რა, რომ ის თვე­ზე მეტ­ხანს უცხო ქვე­ყა­ნა­ში ერ­თო­ბო­და.

ვან დენ ბორ­ნი სო­ცი­ო­პა­თი სუ­ლაც არაა და არც ის ჰქო­ნია მიზ­ნად, ყვე­ლას ჰგო­ნე­ბო­და, რომ მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და სა­ინ­ტე­რე­სო ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობს. ეს პრო­ექ­ტი სკო­ლის­თვის გა­კეთ­და. გო­გო­ნას სურ­და ეჩ­ვე­ნე­ბი­ნა, თუ რამ­დე­ნად მარ­ტი­ვია ფე­ის­ბუქ­ზე რე­ა­ლო­ბის შეც­ვლა და უტ­რი­რე­ბა. მხო­ლოდ ის, რომ ადა­მი­ა­ნებს ამა­ღელ­ვე­ბე­ლი პრო­ფი­ლე­ბი აქვთ, არ ნიშ­ნავს, რომ ისი­ნი რე­ა­ლუ­რად შე­სა­შუ­რი ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რო­ბენ. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, სხვა თუ არა­ფე­რი, ზი­ლამ სკო­ლა­ში მა­ღა­ლი შე­ფა­სე­ბა მა­ინც და­იმ­სა­ხუ­რა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია cosmopolitan.com-ს მი­ხედ­ვით.

როგორ შეიძლება შექმნა ყალბი ”ბედნიერება” ფეისბუქზე

როგორ შეიძლება შექმნა ყალბი ”ბედნიერება” ფეისბუქზე

ჰოლანდიელმა სტუდენტმა ზილა ვან დენ ბორნმა გადაწყვიტა, ყველაზე იაფი დასვენება მოეწყო: ხუთკვირიანი მოგზაურობა სამხრეთ აზიაში ფოტოშოპის ჯადოქრობის წყალობით. სიმართლე მხოლოდ ვან დენ ბორნის შეყვარებულმა იცოდა, ყველა დანარჩენმა უბრალოდ იხილა მისი პოსტები "ფეისბუქზე", სადაც უხვად დებდა ”მოგზაურობისას” გადაღებულ ფოტოებს. ვან დენ ბორნმა სახლის დეკორაციებიც კი შეცვალა, რომ მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან სკაიპში საუბრის დროს ყველაფერი სასტუმროს ნომერს დამსგავსებოდა.

 

ალბომი, რომელშიც ვან დენ ბორნის ყალბი მოგზაურობის ამსახველი ფოტოებია განთავსებული, სავსეა ფოტოებით, სადაც გოგონა ბერებთან ერთად პოზირებს, წყალქვეშ ცურავს და ადგილობრივ აზიურ რესტორანში მიირთმევს ტრადიციულ კერძებს. ფოტოების და პოსტების შემხედვარე ყველა მისმა მეგობარმა დაიჯერა, რომ ის თვეზე მეტხანს უცხო ქვეყანაში ერთობოდა.

ვან დენ ბორნი სოციოპათი სულაც არაა და არც ის ჰქონია მიზნად, ყველას ჰგონებოდა, რომ მრავალფეროვანი და საინტერესო ცხოვრებით ცხოვრობს. ეს პროექტი სკოლისთვის გაკეთდა. გოგონას სურდა ეჩვენებინა, თუ რამდენად მარტივია ფეისბუქზე რეალობის შეცვლა და უტრირება. მხოლოდ ის, რომ ადამიანებს ამაღელვებელი პროფილები აქვთ, არ ნიშნავს, რომ ისინი რეალურად შესაშური ცხოვრებით ცხოვრობენ. საბოლოო ჯამში, სხვა თუ არაფერი, ზილამ სკოლაში მაღალი შეფასება მაინც დაიმსახურა.

მომზადებულია cosmopolitan.com-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს