კონფლიქტები
საზოგადოება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცოლის ძმის მკვლელის აღსარება - მღვდლის ოჯახის ტრაგედია და დიდი საიდუმლო
ცოლის ძმის მკვლელის აღსარება - მღვდლის ოჯახის ტრაგედია და დიდი საიდუმლო

ეს ამ­ბა­ვი ცნო­ბილ სექ­ტო­ლოგს ალექ­სან­დრე დვორ­კინს მო­უყ­ვა გრი­გო­რი­ა­ტის მო­ნას­ტრის წი­ნამ­ძღვარ­მა მამა გი­ორ­გიმ. მან ჩა­ი­ბა­რა ბოლო აღ­სა­რე­ბა ვინ­მე მღვდლი­სა, რო­მე­ლიც ერთ ბერ­ძნულ ქა­ლაქ­ში ცხოვ­რობ­და. მღვდელს ორი შვი­ლი ჰყავ­და და მათ შო­რის დიდი ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბა იყო-ვაჟი უფ­რო­სი შვი­ლი გახ­ლდათ, გო­გო­ნა კი უმ­ცრო­სი. ვაჟი ათენ­ში სას­წავ­ლებ­ლად წა­ვი­და. იქ ის მოკ­ლეს. მისი გვა­მი უდა­ბურ ად­გი­ლას იპო­ვეს. ეტყო­ბო­და, რომ ცე­მით მო­ეკ­ლათ. თუმ­ცა მღვდლის შვი­ლი ძალ­ზე წე­სი­ე­რი და ეკ­ლე­სი­უ­რი ყმაწ­ვი­ლი იყო, მას მკერ­დზე ჯვა­რი ვერ უნა­ხეს და ეს ამ­ბა­ვი ძალ­ზე უკ­ლავ­და მა­მას გულს. მკვლე­ლი მა­შინ ვერ იპო­ვეს.

გა­ვი­და დრო, მღვდლის ქა­ლიშ­ვილს საქმრო გა­მო­უჩ­ნდა. ვაჟი ასა­კით უფ­რო­სი იყო, მათ­თან სახ­ლში მი­ვი­და და გულ­თბი­ლად მი­ი­ღეს. იმ დროს დაქვრი­ვე­ბულ მღვდელს სა­სი­ძო მოს­წონ­და კი­დეც, მაგ­რამ ვაჟი ქა­ლიშ­ვი­ლის ხე­ლის თხო­ვას არა ჩქა­რობ­და. როცა ცხა­დი გახ­და რომ ახალ­გაზ­რდებს ერ­თმა­ნე­თი უყ­ვარ­დათ, ვაჟ­მა სა­სი­მამ­როს აღ­სა­რე­ბის მი­ღე­ბა სთხო­ვა. მღვდე­ლი და­თან­ხმდა და სა­სი­ძომ აღი­ა­რა რომ შე­უყ­ვარ­და მისი ქა­ლიშ­ვი­ლი, მაგ­რამ ის მათი ოჯა­ხის ღირ­სი არ არის, რად­გან იგი მკვლე­ლია. რომ დიდი ხნის წინ ის ცუდ წრე­ში მოხ­ვდა. ერთხელ ათენ­ში, ღა­მით ერთ ბიჭს გა­და­ე­კიდ­ნენ, და სა­სიკ­ვდი­ლოდ სცე­მეს, მან კი, ბან­დის ყვე­ლა­ზე უმ­ცროს­მა წევ­რმა, მო­მაკ­ვდავს გუ­ლი­დან ოქ­როს ჯვა­რი ააგ­ლი­ჯა, რო­მელ­საც დღემ­დე თან და­ა­ტა­რებს. ვაჟ­მა მღვდელს ჯვა­რი გა­უ­წო­და, მან კი მას­ში თა­ვი­სი გარ­დაც­ვლი­ლი ვა­ჟის ნათ­ლო­ბის ჯვა­რი შე­იც­ნო. მო­ძღვარს ეგო­ნა ფე­ხებ­ქვეშ მიწა გა­მო­ე­ცა­ლა, თავი შე­ი­კა­ვა, ილო­ცა, და ღმერ­თს გაძ­ლი­ე­რე­ბა შეს­თხო­ვა. ვაჟი კი გა­ნაგ­რძობ­და: "ხე­დავთ რო­გო­რი ღვთი­სა­გან განგდე­ბუ­ლი კაცი ვარ, არ შე­იძ­ლე­ბა თქვე­ნი ქა­ლიშ­ვი­ლის ქმა­რი გავ­ხდე და შე­მო­ვი­დე თქვენს ოჯახ­ში. შე­მინ­დეთ". მღვდელ­მა უპა­სუ­ხა: "მე რო­გორ შე­მიძ­ლი­ან არ მი­გი­ღო ჩვენს ოჯახ­ში, როცა თვით ღმერ­თმა მი­ი­ღო შენი სი­ნა­ნუ­ლი და გან­გი­ღო თა­ვი­სი სა­სუ­ფევ­ლის კა­რე­ბი".

გა­და­ი­ხა­დეს ქორ­წი­ლი, მღვდელ­მა ვა­ჟის სუ­რა­თე­ბი სა­დღაც გა­და­მა­ლა, ისე რომ მისი სიძე ვე­რა­სო­დეს მიხ­ვდე­ბო­და რომ ის თა­ვი­სი ცო­ლის ძმის მკვლე­ლი იყო. ასე რომ ეს სა­ი­დუმ­ლო ვერც ვე­რა­ვინ შე­ი­ტყო. მღვდელ­მა კი ეს მხო­ლოდ მამა გი­ორ­გის მო­უყ­ვა, სიკ­ვდი­ლის წინ აღ­სა­რე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

ცოლის ძმის მკვლელის აღსარება - მღვდლის ოჯახის ტრაგედია და დიდი საიდუმლო

ცოლის ძმის მკვლელის აღსარება - მღვდლის ოჯახის ტრაგედია და დიდი საიდუმლო

ეს ამბავი ცნობილ სექტოლოგს ალექსანდრე დვორკინს მოუყვა გრიგორიატის მონასტრის წინამძღვარმა მამა გიორგიმ. მან ჩაიბარა ბოლო აღსარება ვინმე მღვდლისა, რომელიც ერთ ბერძნულ ქალაქში ცხოვრობდა. მღვდელს ორი შვილი ჰყავდა და მათ შორის დიდი ასაკობრივი სხვაობა იყო-ვაჟი უფროსი შვილი გახლდათ, გოგონა კი უმცროსი. ვაჟი ათენში სასწავლებლად წავიდა. იქ ის მოკლეს. მისი გვამი უდაბურ ადგილას იპოვეს. ეტყობოდა, რომ ცემით მოეკლათ. თუმცა მღვდლის შვილი ძალზე წესიერი და ეკლესიური ყმაწვილი იყო, მას მკერდზე ჯვარი ვერ უნახეს და ეს ამბავი ძალზე უკლავდა მამას გულს. მკვლელი მაშინ ვერ იპოვეს.

გავიდა დრო, მღვდლის ქალიშვილს საქმრო გამოუჩნდა. ვაჟი ასაკით უფროსი იყო, მათთან სახლში მივიდა და გულთბილად მიიღეს. იმ დროს დაქვრივებულ მღვდელს სასიძო მოსწონდა კიდეც, მაგრამ ვაჟი ქალიშვილის ხელის თხოვას არა ჩქარობდა. როცა ცხადი გახდა რომ ახალგაზრდებს ერთმანეთი უყვარდათ, ვაჟმა სასიმამროს აღსარების მიღება სთხოვა. მღვდელი დათანხმდა და სასიძომ აღიარა რომ შეუყვარდა მისი ქალიშვილი, მაგრამ ის მათი ოჯახის ღირსი არ არის, რადგან იგი მკვლელია. რომ დიდი ხნის წინ ის ცუდ წრეში მოხვდა. ერთხელ ათენში, ღამით ერთ ბიჭს გადაეკიდნენ, და სასიკვდილოდ სცემეს, მან კი, ბანდის ყველაზე უმცროსმა წევრმა, მომაკვდავს გულიდან ოქროს ჯვარი ააგლიჯა, რომელსაც დღემდე თან დაატარებს. ვაჟმა მღვდელს ჯვარი გაუწოდა, მან კი მასში თავისი გარდაცვლილი ვაჟის ნათლობის ჯვარი შეიცნო. მოძღვარს ეგონა ფეხებქვეშ მიწა გამოეცალა, თავი შეიკავა, ილოცა, და ღმერთს გაძლიერება შესთხოვა. ვაჟი კი განაგრძობდა: "ხედავთ როგორი ღვთისაგან განგდებული კაცი ვარ, არ შეიძლება თქვენი ქალიშვილის ქმარი გავხდე და შემოვიდე თქვენს ოჯახში. შემინდეთ". მღვდელმა უპასუხა: "მე როგორ შემიძლიან არ მიგიღო ჩვენს ოჯახში, როცა თვით ღმერთმა მიიღო შენი სინანული და განგიღო თავისი სასუფევლის კარები".

გადაიხადეს ქორწილი, მღვდელმა ვაჟის სურათები სადღაც გადამალა, ისე რომ მისი სიძე ვერასოდეს მიხვდებოდა რომ ის თავისი ცოლის ძმის მკვლელი იყო. ასე რომ ეს საიდუმლო ვერც ვერავინ შეიტყო. მღვდელმა კი ეს მხოლოდ მამა გიორგის მოუყვა, სიკვდილის წინ აღსარებაში.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია