კონფლიქტები
საზოგადოება

28

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 05:38-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთადერთი შვილი მომიკლა და მკვლელი შს სამინისტროში ისევ თანამდებობაზეა"
"ერთადერთი შვილი მომიკლა და მკვლელი შს სამინისტროში ისევ თანამდებობაზეა"

17 აგ­ვის­ტოს მომ­ხდა­რი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად გარ­დაც­ვლი­ლი 24 წლის სო­ფი­კო სე­ფი­აშ­ვი­ლის ოჯა­ხი შს სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლის, რე­ვაზ თევ­დო­რაშ­ვი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას და მის და­კა­ვე­ბას ითხოვს.

"ერ­თა­დერ­თი შვი­ლი მყავ­და და მო­მიკ­ლა. ნას­ვა­მი მარ­თავ­და მან­ქა­ნას. მკვლე­ლი ისევ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზეა და ეს არის სა­მარ­თა­ლი? აბა, სხვა ყო­ფი­ლი­ყო, თუ მა­შინ­ვე არ და­ა­კა­ვებ­დნენ. ჩვენ­თვის წყნა­რად მივ­დი­ო­დით და­სას­ვე­ნე­ბე­ლად, 60-ით მი­დი­ო­და ჩემი მე­უღ­ლე. ის უც­ბად გა­მო­ქან­და და სა­ბუ­რა­ვებს შო­რის შეგ­ვიძ­ვრა, ისე­თი ძა­ლით დაგ­ვარ­ტყა, რომ სამ­ჯერ ამოგ­ვატ­რი­ა­ლა. ჩემ­მა შვილ­მა პირ­ვე­ლი ამოტ­რი­ა­ლე­ბის­თა­ნა­ვე თა­ვით გა­ტე­ხა მინა და გა­და­ვარ­და, ჩვენ კი­დევ ორ­ჯერ ამოვტრი­ალ­დით. რომ და­ვე­ცი, გა­ვი­ხე­დე და ჩემი შვი­ლი უკვე აღარ იყო. ფან­ჯრი­დან გა­დავ­ხტი, მაგ­რამ ვე­რაფ­რით ვერ ვუშ­ვე­ლე. იქით ბავ­შვი ეგდო უგო­ნოდ. სა­ნამ ამოვტრი­ალ­დე­ბო­დით, ხელ­ში ეჭი­რა, ძუ­ძუს აწო­ვებ­და და გა­და­უ­ვარ­და. ის კი­დევ, ვინც დაგ­ვე­ჯა­ხა გაქ­ცე­ვას ცდი­ლობ­და, პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი ვარ და ვე­რა­ვინ ვე­რა­ფერს ვერ მი­ზამ­სო. დროს წე­ლა­ვენ სპე­ცი­ა­ლუ­რად, რომ გული გა­უ­ნელ­დე­თო. რო­გორ გა­მი­ნელ­დე­ბა გული, წლე­ბი რომ გა­ვი­დეს, არ გა­მი­ნელ­დე­ბა. ჩემს სა­ცო­დავ ქმარს შვი­ლი მკვდა­რი ჰყავ­და და 7 სა­ა­თი პო­ლი­ცი­ა­ში აყურ­ყუ­ტეს, ის კი­დევ და­კი­თხეს და მა­შინ­ვე გა­უშ­ვეს", - გა­ნუ­ცხა­და კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრს სო­ფი­კო სე­ფი­აშ­ვი­ლის დე­დამ, ნინო სე­ფი­აშ­ვილ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, "ფორდ ტრან­ზი­ტის" მიკ­რო­ავ­ტო­ბუსს, რო­მელ­შიც სო­ფი­კო სე­ფი­აშ­ვი­ლი მე­უღ­ლეს­თან, მშობ­ლებ­თან და 2 მცი­რე­წლო­ვან ბავ­შვთან ერ­თად იჯდა, დიდი სის­წრა­ფით მო­მა­ვა­ლი "ოპე­ლის" მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნა და­ე­ჯა­ხა. მან­ქა­ნას ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­ექ­სპერ­ტო-კრი­მი­ნა­ლის­ტი­კუ­რი მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრო­მე­ლი რე­ვაზ თევ­დო­რაშ­ვი­ლი ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მარ­თავ­და.

რე­ვაზ თევ­დო­რაშ­ვილს, რო­მე­ლიც გაქ­ცე­ვას ცდი­ლობ­და, ტე­ლე­ფო­ნი და­უ­ვარ­და. გარ­დაც­ვლი­ლის მე­უღ­ლემ თევ­დო­რაშ­ვი­ლის ტე­ლე­ფო­ნი აიღო, რომ მისი ვი­ნა­ო­ბა და­ედ­გი­ნათ. მას შემ­დეგ, რაც ოჯახ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ რე­ვაზ თევ­დო­რაშ­ვილ­მა და­ნა­შა­ულ­ზე პა­სუ­ხი კა­ნო­ნის მთე­ლი სიმ­კაც­რით უნდა აგოს, გა­მო­ძი­ე­ბამ გარ­დაც­ვლი­ლი სო­ფი­კო სე­ფი­აშ­ვი­ლის მე­უღ­ლეს, გი­ორ­გი თვალ­მი­ხე­ლაშ­ვილს დავა რე­ვაზ თევ­დო­რაშ­ვი­ლის ძარ­ცვა­ზე და­უ­წყო. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ ეს ინ­ფორ­მა­ცია უარ­ყო, თუმ­ცა გარ­დაც­ვლი­ლის ოჯა­ხის წევ­რებ­მა გა­მო­ძი­ე­ბის მხრი­დან ზე­წო­ლის ფაქ­ტი და­ა­დას­ტუ­რეს.

იხი­ლეთ ვრცლად

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

"ერთადერთი შვილი მომიკლა და მკვლელი შს სამინისტროში ისევ თანამდებობაზეა"

"ერთადერთი შვილი მომიკლა და მკვლელი შს სამინისტროში ისევ თანამდებობაზეა"

17 აგვისტოს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი 24 წლის სოფიკო სეფიაშვილის ოჯახი შს სამინისტროს თანამშრომლის, რევაზ თევდორაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლებას და მის დაკავებას ითხოვს.

"ერთადერთი შვილი მყავდა და მომიკლა. ნასვამი მართავდა მანქანას. მკვლელი ისევ თანამდებობაზეა და ეს არის სამართალი? აბა, სხვა ყოფილიყო, თუ მაშინვე არ დააკავებდნენ. ჩვენთვის წყნარად მივდიოდით დასასვენებელად, 60-ით მიდიოდა ჩემი მეუღლე. ის უცბად გამოქანდა და საბურავებს შორის შეგვიძვრა, ისეთი ძალით დაგვარტყა, რომ სამჯერ ამოგვატრიალა. ჩემმა შვილმა პირველი ამოტრიალებისთანავე თავით გატეხა მინა და გადავარდა, ჩვენ კიდევ ორჯერ ამოვტრიალდით. რომ დავეცი, გავიხედე და ჩემი შვილი უკვე აღარ იყო. ფანჯრიდან გადავხტი, მაგრამ ვერაფრით ვერ ვუშველე. იქით ბავშვი ეგდო უგონოდ. სანამ ამოვტრიალდებოდით, ხელში ეჭირა, ძუძუს აწოვებდა და გადაუვარდა. ის კიდევ, ვინც დაგვეჯახა გაქცევას ცდილობდა, პოლიციის თანამშრომელი ვარ და ვერავინ ვერაფერს ვერ მიზამსო. დროს წელავენ სპეციალურად, რომ გული გაუნელდეთო. როგორ გამინელდება გული, წლები რომ გავიდეს, არ გამინელდება. ჩემს საცოდავ ქმარს შვილი მკვდარი ჰყავდა და 7 საათი პოლიციაში აყურყუტეს, ის კიდევ დაკითხეს და მაშინვე გაუშვეს", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს სოფიკო სეფიაშვილის დედამ, ნინო სეფიაშვილმა.

შეგახსენებთ, "ფორდ ტრანზიტის" მიკროავტობუსს, რომელშიც სოფიკო სეფიაშვილი მეუღლესთან, მშობლებთან და 2 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად იჯდა, დიდი სისწრაფით მომავალი "ოპელის" მარკის ავტომანქანა დაეჯახა. მანქანას შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს თანამშრომელი რევაზ თევდორაშვილი ნასვამ მდგომარეობაში მართავდა.

რევაზ თევდორაშვილს, რომელიც გაქცევას ცდილობდა, ტელეფონი დაუვარდა. გარდაცვლილის მეუღლემ თევდორაშვილის ტელეფონი აიღო, რომ მისი ვინაობა დაედგინათ. მას შემდეგ, რაც ოჯახმა განაცხადა, რომ რევაზ თევდორაშვილმა დანაშაულზე პასუხი კანონის მთელი სიმკაცრით უნდა აგოს, გამოძიებამ გარდაცვლილი სოფიკო სეფიაშვილის მეუღლეს, გიორგი თვალმიხელაშვილს დავა რევაზ თევდორაშვილის ძარცვაზე დაუწყო. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეს ინფორმაცია უარყო, თუმცა გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა გამოძიების მხრიდან ზეწოლის ფაქტი დაადასტურეს.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა