კონფლიქტები
საზოგადოება

28

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 05:38-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ანდერს ფოგ რასმუსენი - უკრაინა ნატო-ს წევრი გახდება, თუ ამის სურვილი ექნება
ანდერს ფოგ რასმუსენი - უკრაინა ნატო-ს წევრი გახდება, თუ ამის სურვილი ექნება

ჩრდი­ლო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ალი­ან­სის გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის ან­დერს ფოგ რას­მუ­სე­ნის გან­ცხა­დე­ბით, უკ­რა­ი­ნას შე­უძ­ლია გახ­დეს ალი­ან­სის წევ­რი, თუ ამის სურ­ვი­ლი ექ­ნე­ბა და სა­ჭი­რო კრი­ტე­რი­უ­მებს შე­ას­რუ­ლებს. ამის შე­სა­ხებ ნატო-ს გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა ნატო-უკ­რა­ი­ნის კო­მი­სი­ის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ალი­ან­სი სრუ­ლად უჭერს მხარს უკ­რა­ი­ნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ქვეყ­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის პო­ლი­ტი­კას­თან მი­მარ­თე­ბა­ში და ალი­ან­სში გა­წევ­რი­ა­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

"ეს ფუნ­და­მენ­ტუ­რი პრინ­ცი­პია, როცა ქვე­ყა­ნას აქვს უფ­ლე­ბა, თა­ვად გა­და­წყვი­ტოს უსაფრ­თხო­ე­ბის პო­ლი­ტი­კა და ალი­ან­სში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა. მე არ ჩა­ვე­რე­ვი უკ­რა­ი­ნის პო­ლი­ტი­კურ დის­კუ­სი­ა­ში. მაგ­რამ მინ­და შე­გახ­სე­ნოთ ნატო-ს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მე­ლიც 2008 წელს ბუ­ქა­რეს­ტის სა­მიტ­ზე იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი. ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის თა­ნახ­მად, უკ­რა­ი­ნა გახ­დე­ბა ნატო-ს წევ­რი, თუ ამის სურ­ვი­ლი ექ­ნე­ბა და შე­ას­რუ­ლებს აუ­ცი­ლე­ბელ კრი­ტე­რი­უმს", - გა­ნა­ცხა­და ან­დერს ფოგ რას­მუ­სენ­მა.

უკ­რა­ი­ნის მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტი ნატო-ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის კურ­სის აღ­დგე­ნის შე­სა­ხებ კა­ნონპ­რო­ექტს უმაღ­ლეს რა­და­ში შე­ი­ტანს. ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა არ­სე­ნი ია­ცე­ნი­უკ­მა მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ია­ცე­ნი­უკ­მა გა­ნა­ცხა­და, ნატო-ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის სა­კი­თხზე დაბ­რუ­ნე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გუ­შინ გა­მარ­თულ უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭო­ზე მი­ი­ღეს, რო­მელ­საც ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტი პეტ­რო პო­რო­შენ­კო ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და.

"უკ­რა­ი­ნის მთავ­რო­ბას პარ­ლა­მენ­ტში გან­სა­ხილ­ვე­ლად შე­აქვს კა­ნონპ­რო­ექ­ტი უკ­რა­ი­ნის რო­მე­ლი­მე სამ­ხედ­რო ბლოკ­ში შე­უს­ვლე­ლო­ბის სტა­ტუ­სის გა­უქ­მე­ბი­სა და ჩრდი­ლო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ალი­ან­სის წევ­რო­ბის კურ­სის აღ­დგე­ნის შე­სა­ხებ", -გა­ნა­ცხა­და ია­ცე­ნი­უკ­მა.

ამა­ვე კა­ნონპ­რო­ექ­ტის თა­ნა­ხამდ, უკ­რა­ი­ნა მთა­ვარ მიზ­ნად ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბას ისა­ხავს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

ანდერს ფოგ რასმუსენი - უკრაინა ნატო-ს წევრი გახდება, თუ ამის სურვილი ექნება

ანდერს ფოგ რასმუსენი - უკრაინა ნატო-ს წევრი გახდება, თუ ამის სურვილი ექნება

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით, უკრაინას შეუძლია გახდეს ალიანსის წევრი, თუ ამის სურვილი ექნება და საჭირო კრიტერიუმებს შეასრულებს. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ნატო-უკრაინის კომისიის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ალიანსი სრულად უჭერს მხარს უკრაინის გადაწყვეტილებას ქვეყნის უსაფრთხოების პოლიტიკასთან მიმართებაში და ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

"ეს ფუნდამენტური პრინციპია, როცა ქვეყანას აქვს უფლება, თავად გადაწყვიტოს უსაფრთხოების პოლიტიკა და ალიანსში გაწევრიანება. მე არ ჩავერევი უკრაინის პოლიტიკურ დისკუსიაში. მაგრამ მინდა შეგახსენოთ ნატო-ს გადაწყვეტილება, რომელიც 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე იქნება მიღებული. ამ გადაწყვეტილების თანახმად, უკრაინა გახდება ნატო-ს წევრი, თუ ამის სურვილი ექნება და შეასრულებს აუცილებელ კრიტერიუმს", - განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა.

უკრაინის მინისტრთა კაბინეტი ნატო-ში გაწევრიანების კურსის აღდგენის შესახებ კანონპროექტს უმაღლეს რადაში შეიტანს. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა არსენი იაცენიუკმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც იაცენიუკმა განაცხადა, ნატო-ში გაწევრიანების საკითხზე დაბრუნების გადაწყვეტილება გუშინ გამართულ უშიშროების საბჭოზე მიიღეს, რომელსაც ქვეყნის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ხელმძღვანელობდა.

"უკრაინის მთავრობას პარლამენტში განსახილველად შეაქვს კანონპროექტი უკრაინის რომელიმე სამხედრო ბლოკში შეუსვლელობის სტატუსის გაუქმებისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობის კურსის აღდგენის შესახებ", -განაცხადა იაცენიუკმა.

ამავე კანონპროექტის თანახამდ, უკრაინა მთავარ მიზნად ევროკავშირის წევრობას ისახავს.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა