კონფლიქტები
საზოგადოება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ამბავი "მასტერას" უხეირობისა - იგი გადააგდეს ქურდებმაც და ჩეჩნებმაც
ამბავი "მასტერას" უხეირობისა - იგი გადააგდეს ქურდებმაც და ჩეჩნებმაც

2014 წლის 19 ივ­ნისს ჰო­ლან­დი­ელ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა და­ა­კა­ვეს უცხო­ე­თის მო­ქა­ლა­ქე, რო­მე­ლიც ნი­დერ­ლან­დე­ბის სა­მე­ფოს­გან კარ­გა ხანს ითხოვ­და პო­ლი­ტი­კურ თავ­შე­სა­ფარს... სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა და­კა­ვე­ბულს გა­ნუ­ცხა­დეს, მარ­თა­ლია, ჩვე­ნი ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ზე რა­ი­მე უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბა­ში შემ­ჩნე­უ­ლი არ ხართ, მაგ­რამ სა­კუ­თა­რი ხალ­ხის წი­ნა­შე ჩა­დე­ნი­ლი უამ­რა­ვი და­ნა­შა­უ­ლის­თვის თქვე­ნი­ვე ქვე­ყა­ნა გი­თხოვ­თო.

და­კა­ვე­ბუ­ლი 2013 წლის 22 აპ­რი­ლი­დან ინ­ტერ­პო­ლის წი­თე­ლი ცირ­კუ­ლა­რით ძებ­ნი­ლი გია დგე­ბუ­ა­ძე, იგი­ვე "მას­ტე­რა" აღ­მოჩ­ნდა. პრო­კუ­რა­ტუ­რა სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ის ყო­ფილ უფ­როსს თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თას, ადა­მი­ა­ნის წა­მე­ბა­სა და სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბას ედა­ვე­ბა.

რო­გორც ქარ­თუ­ლი მხა­რე აცხა­დებს, ექ­სტრა­დი­ცი­ის პრო­ცე­დუ­რა და­წყე­ბუ­ლია და "მას­ტე­რას" მალე შინ ვი­ხი­ლავთ. თუმ­ცა, რა­ხან "მას­ტე­რას" ჰო­ლან­დი­ა­ში კომ­პრო­მა­ტე­ბით (მათ შო­რის ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გნე­ლებ­ზეც) სავ­სე სკივ­რი აქვს (დრო და დრო ამას ყვე­ლას ახ­სე­ნებ­და), შე­საძ­ლოა, მისი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოყ­ვა­ნა გა­ურ­კვე­ვე­ლი ვა­დით გა­და­ი­დოს.

ჰო­ლან­დი­ა­ში დღეს "მას­ტე­რას" სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი გა­ი­მარ­თე­ბა, იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო სა­ქარ­თვე­ლო­ში მის ექ­სტრა­დი­რე­ბას, დაც­ვის მხა­რე კი პო­ლი­ტი­კუ­რი თავ­შე­საფ­რის მი­ნი­ჭე­ბას მო­ი­თხოვს.

"ვარ­დე­ბის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის" ჯა­ლა­თად წო­დე­ბულ პო­ლი­ცი­ელ­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ბევ­რი არა­ფე­რი იცის. რო­გორც ცნო­ბი­ლია, მის ბი­ოგ­რა­ფი­ას გრი­ფი "სა­ი­დუმ­ლო" ადევს, მე­დი­ა­ში პე­რი­ო­დუ­ლად ვრცელ­დე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ გია დგე­ბუ­ა­ძე, იგი­ვე "მას­ტე­რა" გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 90-იან წლებ­ში ცნო­ბი­ლი "იო­სე­ბი­ძე­ლე­ბის" საძ­მოს წევ­რი იყო (საძ­მო მეტ­წი­ლად იო­სე­ბი­ძი­სა და მისი მე­ზო­ბე­ლი ქუ­ჩე­ბის მცხოვ­რე­ბი ახალ­გაზ­რდე­ბის­გან შედ­გე­ბო­და, რო­მელ­საც სამ­კვდრო-სა­სი­ცო­ცხლო ბრძო­ლა ჰქონ­და გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი იმ­ხა­ნად ყვე­ლა­ზე თავ­ზე­ხე­ლა­ღე­ბულ "კუ­ლი­ნა­რი­ე­ლებ­თან". იმ­დრო­ინ­დე­ლი განგსტე­რუ­ლი ქრო­ნი­კე­ბის გმი­რე­ბი "მას­ტე­რას" ვერ იხ­სე­ნე­ბენ, თუმ­ცა, ამ­ბო­ბენ, რომ ზუგ­დი­დე­ლი კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის, ზუ­რაბ დგე­ბუ­ა­ძის (ზუგ­დიდსკის) ნა­თე­სა­ვია. სა­ვა­რა­უ­დოდ, კრი­მი­ნა­ლურ სამ­ყა­როს­თან მისი ურ­თი­ერ­თო­ბაც აქე­დან მო­დი­სო.

"ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" შემ­დეგ, რო­დე­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბის ინ­სტი­ტუტს შე­უ­რი­გე­ბე­ლი ბრძო­ლა გა­მო­უ­ცხა­და, პო­ლი­ცი­ის რი­გებ­ში ისე­თე­ბიც გა­მოჩ­ნდნენ, რომ­ლებ­საც ქურ­დე­ბი თვალ­ში ჯერ კი­დევ 90-იან წლებ­შიც არ მოს­დი­ო­დათ. ასე­თი აღ­მოჩ­ნდა "მას­ტე­რაც", რო­მე­ლიც მე­გობ­რე­ბის წყა­ლო­ბით კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლად მოგ­ვევ­ლი­ნა. მას სხვა­დას­ხვა დროს ძა­ლო­ვან სტრუქ­ტუ­რებ­თან "ურ­თი­ერ­თო­ბა­ში" მყო­ფი კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტე­ბის თუ ცნო­ბი­ლი ბან­დი­ტე­ბის "მე­ურ­ვე­ო­ბა" ჩა­ა­ბა­რეს.

გია დგე­ბუ­ა­ძის სა­ხელ­მა საქ­ვეყ­ნოდ 2007 წლის მარ­ტში გა­იჟ­ღე­რა, რო­დე­საც ცნო­ბი­ლი გახ­და მისი და ყო­ფი­ლი კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის, პლა­ტონ მა­მარ­დაშ­ვი­ლის სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რე­ბის ში­ნა­არ­სი, საქ­მე ეხე­ბო­და სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე სის­ხლი­ან, ცი­ხის ბუნ­ტის"საქ­მეს (ბუნ­ტის ჩახ­შო­ბის დროს და­ი­ღუ­პა და და­სა­ხიჩ­რდა ათე­უ­ლო­ბით პა­ტი­მა­რი). სწო­რედ ამ სა­უბ­რე­ბი­დან გახ­და ცნო­ბი­ლი, რომ ე.წ. "რეზ­ბალ­ნი­ცა­ზე" მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტი - კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბი­სა და კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტე­ბის უმო­წყა­ლო ცემა (რო­მელ­საც შემ­დეგ პა­ტი­მარ­თა ბუნ­ტი მოჰ­ყვა "გუ­ბერნსკსა" და სხვა კო­ლო­ნი­ებ­ში) და­გეგ­მი­ლი იყო სწო­რედ "მას­ტე­რა­სა" და ბაჩა ახა­ლა­ი­ას მიერ. მათი გეგ­მის გან­ხორ­ცი­ლე­ბის­თვის "მას­ტე­რა" მო­კავ­ში­რეს პა­ტი­მარ კა­ნო­ნი­ერ ქურ­დებ­ში ეძებ­და. შე­სა­ფე­რი­სი კან­დი­და­ტუ­რა უკურ­ნე­ბე­ლი სე­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი პლა­ტონ მა­მარ­დაშ­ვი­ლი აღ­მოჩ­ნდა, რო­მე­ლიც მზად იყო, მკურ­ნა­ლო­ბის­თვის კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის სა­ხე­ლიც კი და­ეთ­მო. "მას­ტე­რა" და მისი მე­ი­ნა­ხე­ნი ვერც კი წა­მო­იდ­გენ­დნენ, რომ კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რებს ჩა­ი­წერ­და და მას ერთი წლის თავ­ზე სა­ჯა­როს გახ­დი­და...

დგე­ბუ­ა­ძე მა­მარ­დაშ­ვილ­თან"ჩა­ვარ­დნის შემ­დე­გაც ტრა­ბა­ხობ­და, - "შემ­სრუ­ლე­ბელ­ში" არას­დროს ვცდე­ბიო, თუმ­ცა კი­დევ ერთხელ გახ­და მათი მსხვერ­პლი. ამ­ჯე­რად უვა­ის ახ­მა­დოვ­მა გა­და­აგ­დო.

2007 წელს ქარ­თვე­ლი მი­ლი­არ­დე­რის ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­ში ჩარ­თვამ იმ­დრო­ინ­დელ ხე­ლი­სუ­ლე­ბას მოს­ვე­ნე­ბა და­უ­კარ­გა. ქარ­თველ­მა სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­მა გა­და­წყვი­ტეს, თა­ვი­დან მო­ე­შო­რე­ბი­ნათ აბე­ზა­რი ბიზ­ნეს­მე­ნი. საქ­მე­ში გარ­კვე­ვა და ბო­ლომ­დე მიყ­ვა­ნა, ამ­ჯე­რა­დაც "მას­ტე­რას" მი­ან­დეს. მან მსგავ­სი საქ­მე­ე­ბის უბად­ლო ოს­ტა­ტი უვა­ის ახ­მა­დო­ვი გა­იხ­სე­ნა... ისი­ნი ერ­თმა­ნეთს სა­ვა­რა­უ­დოდ, დუ­ბა­ი­ში შეხ­ვდნენ.

ცხრა ძმა ახ­მა­დოვს ჩეჩ­ნეთ­ში ყვე­ლა იც­ნობ­და. ომის დროს სა­ვე­ლე მე­თა­უ­რე­ბი იყ­ვნენ, მშვი­დო­ბი­ა­ნო­ბის დროს კი ადა­მი­ა­ნე­ბის გა­ტა­ცე­ბა­ში ბა­და­ლი არ ჰყავ­დათ. და­დი­ო­და ლე­გენ­დე­ბი, რომ მათ შე­ეძ­ლოთ მსოფ­ლი­ოს ნე­ბის­მი­ე­რი წერ­ტი­ლი­დან გა­ე­ტა­ცე­ბი­ნათ ნე­ბის­მი­ე­რი რა­ო­დე­ნო­ბის ადა­მი­ა­ნი. ომსა და კრი­მი­ნა­ლურ გარ­ჩე­ვებს ცო­ცხა­ლი ორი ძმა გა­და­ურ­ჩა. ისი­ნი 2001-2003 წლებ­ში პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში ან­ტი­ტე­რო­რის­ტუ­ლი ცენ­ტრის ქოლ­გის ქვეშ მშვი­დად აგ­რძე­ლებ­დნენ ჩვე­ულ საქ­მი­ა­ნო­ბას.

"მას­ტე­რა"-ახ­მა­დო­ვის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი­სას და­სა­ხელ­და კი­დეც პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის კი­ლე­რის კონ­კრე­ტუ­ლი გვა­რი - ეს რუს­ლან პა­პას­კი­რი (ზო­ო­ნი) უნდა ყო­ფი­ლი­ყო, რო­მე­ლიც იმ­ხა­ნად სტამ­ბოლ­ში დოკუ უმა­რო­ვის თა­ნა­მო­აზ­რე­ებ­ზე ნა­დი­რობ­და. შე­სა­ჯე­რე­ბე­ლი იყო მკვლე­ლო­ბის დე­ტა­ლე­ბი, აჯო­ბებ­და, მკვლე­ლო­ბა ჰა­ერ­ში მომ­ხდა­რი­ყო... თით­ქოს ყვე­ლა­ფერ­ზე შე­თან­ხმდნენ, მაგ­რამ მო­უ­ლოდ­ნე­ლად ახ­მა­დოვ­მა საქ­მე­ზე უარი თქვა...

თუმ­ცა ჩე­ჩე­ნი ავ­ტო­რი­ტე­ტი ხელ­ცა­რი­ე­ლი მა­ინც არ დარ­ჩე­ნი­ლა. მან კარ­გად იცო­და, რომ ქარ­თვე­ლი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის ნდო­ბა არ შე­იძ­ლე­ბო­და და "მას­ტე­რას­თან" ყვე­ლა სა­უ­ბარს იწერ­და. ბე­რე­ზოვ­სკის ჩა­ნა­წე­რე­ბი 1.500 000 დო­ლა­რად მი­ყი­და, ბე­რე­ზოვ­სკიმ კი პა­ტარ­კა­ციშ­ვილს მის­ცა. 2007 წლის დე­კემ­ბერ­ში ეს ჩა­ნა­წე­რე­ბი ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვი­საც გახ­და ცნო­ბი­ლი. როცა 2012 წლის ნო­ემ­ბერ­ში სტამ­ბოლ­ში რუს­ლან პა­პას­კი­რი და­ა­კა­ვეს, "მას­ტე­რას" სა­ხე­ლი თურ­ქი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის­თვი­საც გახ­და ცნო­ბი­ლი.

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

ამბავი "მასტერას" უხეირობისა - იგი გადააგდეს ქურდებმაც და ჩეჩნებმაც

ამბავი "მასტერას" უხეირობისა - იგი გადააგდეს ქურდებმაც და ჩეჩნებმაც

2014 წლის 19 ივნისს ჰოლანდიელმა სამართალდამცავებმა დააკავეს უცხოეთის მოქალაქე, რომელიც ნიდერლანდების სამეფოსგან კარგა ხანს ითხოვდა პოლიტიკურ თავშესაფარს... სამართალდამცავებმა დაკავებულს განუცხადეს, მართალია, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიზე რაიმე უკანონო ქმედებაში შემჩნეული არ ხართ, მაგრამ საკუთარი ხალხის წინაშე ჩადენილი უამრავი დანაშაულისთვის თქვენივე ქვეყანა გითხოვთო.

დაკავებული 2013 წლის 22 აპრილიდან ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი გია დგებუაძე, იგივე "მასტერა" აღმოჩნდა. პროკურატურა სამხედრო პოლიციის ყოფილ უფროსს თავისუფლების უკანონო აღკვეთას, ადამიანის წამებასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავება.

როგორც ქართული მხარე აცხადებს, ექსტრადიციის პროცედურა დაწყებულია და "მასტერას" მალე შინ ვიხილავთ. თუმცა, რახან "მასტერას" ჰოლანდიაში კომპრომატებით (მათ შორის ახალი ხელისუფლების წარმომადგნელებზეც) სავსე სკივრი აქვს (დრო და დრო ამას ყველას ახსენებდა), შესაძლოა, მისი საქართველოში ჩამოყვანა გაურკვეველი ვადით გადაიდოს.

ჰოლანდიაში დღეს "მასტერას" სასამართლო პროცესი გაიმართება, იუსტიციის სამინისტრო საქართველოში მის ექსტრადირებას, დაცვის მხარე კი პოლიტიკური თავშესაფრის მინიჭებას მოითხოვს.

"ვარდების ხელისუფლების" ჯალათად წოდებულ პოლიციელზე საზოგადოებამ ბევრი არაფერი იცის. როგორც ცნობილია, მის ბიოგრაფიას გრიფი "საიდუმლო" ადევს, მედიაში პერიოდულად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გია დგებუაძე, იგივე "მასტერა" გასული საუკუნის 90-იან წლებში ცნობილი "იოსებიძელების" საძმოს წევრი იყო (საძმო მეტწილად იოსებიძისა და მისი მეზობელი ქუჩების მცხოვრები ახალგაზრდებისგან შედგებოდა, რომელსაც სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა ჰქონდა გამოცხადებული იმხანად ყველაზე თავზეხელაღებულ "კულინარიელებთან". იმდროინდელი განგსტერული ქრონიკების გმირები "მასტერას" ვერ იხსენებენ, თუმცა, ამბობენ, რომ ზუგდიდელი კანონიერი ქურდის, ზურაბ დგებუაძის (ზუგდიდსკის) ნათესავია. სავარაუდოდ, კრიმინალურ სამყაროსთან მისი ურთიერთობაც აქედან მოდისო.

"ვარდების რევოლუციის" შემდეგ, როდესაც ხელისუფლებამ კანონიერი ქურდების ინსტიტუტს შეურიგებელი ბრძოლა გამოუცხადა, პოლიციის რიგებში ისეთებიც გამოჩნდნენ, რომლებსაც ქურდები თვალში ჯერ კიდევ 90-იან წლებშიც არ მოსდიოდათ. ასეთი აღმოჩნდა "მასტერაც", რომელიც მეგობრების წყალობით კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლად მოგვევლინა. მას სხვადასხვა დროს ძალოვან სტრუქტურებთან "ურთიერთობაში" მყოფი კრიმინალური ავტორიტეტების თუ ცნობილი ბანდიტების "მეურვეობა" ჩააბარეს.

გია დგებუაძის სახელმა საქვეყნოდ 2007 წლის მარტში გაიჟღერა, როდესაც ცნობილი გახდა მისი და ყოფილი კანონიერი ქურდის, პლატონ მამარდაშვილის სატელეფონო საუბრების შინაარსი, საქმე ეხებოდა სააკაშვილის ხელისუფლების ერთ-ერთ ყველაზე სისხლიან, ციხის ბუნტის"საქმეს (ბუნტის ჩახშობის დროს დაიღუპა და დასახიჩრდა ათეულობით პატიმარი). სწორედ ამ საუბრებიდან გახდა ცნობილი, რომ ე.წ. "რეზბალნიცაზე" მომხდარი ინციდენტი - კანონიერი ქურდებისა და კრიმინალური ავტორიტეტების უმოწყალო ცემა (რომელსაც შემდეგ პატიმართა ბუნტი მოჰყვა "გუბერნსკსა" და სხვა კოლონიებში) დაგეგმილი იყო სწორედ "მასტერასა" და ბაჩა ახალაიას მიერ. მათი გეგმის განხორცილებისთვის "მასტერა" მოკავშირეს პატიმარ კანონიერ ქურდებში ეძებდა. შესაფერისი კანდიდატურა უკურნებელი სენით დაავადებული პლატონ მამარდაშვილი აღმოჩნდა, რომელიც მზად იყო, მკურნალობისთვის კანონიერი ქურდის სახელიც კი დაეთმო. "მასტერა" და მისი მეინახენი ვერც კი წამოიდგენდნენ, რომ კანონიერი ქურდი სატელეფონო საუბრებს ჩაიწერდა და მას ერთი წლის თავზე საჯაროს გახდიდა...

დგებუაძე მამარდაშვილთან"ჩავარდნის შემდეგაც ტრაბახობდა, - "შემსრულებელში" არასდროს ვცდებიო, თუმცა კიდევ ერთხელ გახდა მათი მსხვერპლი. ამჯერად უვაის ახმადოვმა გადააგდო.

2007 წელს ქართველი მილიარდერის ბადრი პატარკაციშვილის პოლიტიკურ პროცესებში ჩართვამ იმდროინდელ ხელისულებას მოსვენება დაუკარგა. ქართველმა სპეცსამსახურებმა გადაწყვიტეს, თავიდან მოეშორებინათ აბეზარი ბიზნესმენი. საქმეში გარკვევა და ბოლომდე მიყვანა, ამჯერადაც "მასტერას" მიანდეს. მან მსგავსი საქმეების უბადლო ოსტატი უვაის ახმადოვი გაიხსენა... ისინი ერთმანეთს სავარაუდოდ, დუბაიში შეხვდნენ.

ცხრა ძმა ახმადოვს ჩეჩნეთში ყველა იცნობდა. ომის დროს საველე მეთაურები იყვნენ, მშვიდობიანობის დროს კი ადამიანების გატაცებაში ბადალი არ ჰყავდათ. დადიოდა ლეგენდები, რომ მათ შეეძლოთ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან გაეტაცებინათ ნებისმიერი რაოდენობის ადამიანი. ომსა და კრიმინალურ გარჩევებს ცოცხალი ორი ძმა გადაურჩა. ისინი 2001-2003 წლებში პანკისის ხეობაში ანტიტერორისტული ცენტრის ქოლგის ქვეშ მშვიდად აგრძელებდნენ ჩვეულ საქმიანობას.

"მასტერა"-ახმადოვის მოლაპარაკებებისას დასახელდა კიდეც პატარკაციშვილის კილერის კონკრეტული გვარი - ეს რუსლან პაპასკირი (ზოონი) უნდა ყოფილიყო, რომელიც იმხანად სტამბოლში დოკუ უმაროვის თანამოაზრეებზე ნადირობდა. შესაჯერებელი იყო მკვლელობის დეტალები, აჯობებდა, მკვლელობა ჰაერში მომხდარიყო... თითქოს ყველაფერზე შეთანხმდნენ, მაგრამ მოულოდნელად ახმადოვმა საქმეზე უარი თქვა...

თუმცა ჩეჩენი ავტორიტეტი ხელცარიელი მაინც არ დარჩენილა. მან კარგად იცოდა, რომ ქართველი სპეცსამსახურების ნდობა არ შეიძლებოდა და "მასტერასთან" ყველა საუბარს იწერდა. ბერეზოვსკის ჩანაწერები 1.500 000 დოლარად მიყიდა, ბერეზოვსკიმ კი პატარკაციშვილს მისცა. 2007 წლის დეკემბერში ეს ჩანაწერები ქართული საზოგადოებისთვისაც გახდა ცნობილი. როცა 2012 წლის ნოემბერში სტამბოლში რუსლან პაპასკირი დააკავეს, "მასტერას" სახელი თურქი სამართალდამცავებისთვისაც გახდა ცნობილი.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ