კონფლიქტები
საზოგადოება

28

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 05:38-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სამაშველო ჯგუფებს დარიალის ხეობიდან მოქალაქეები ვერტმფრენით გამოჰყავთ
სამაშველო ჯგუფებს დარიალის ხეობიდან მოქალაქეები ვერტმფრენით გამოჰყავთ

სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­მაშ­ვე­ლო ჯგუ­ფებს და­რი­ა­ლის ხე­ო­ბი­დან მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ვერ­ტმფრე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბით გად­მოჰ­ყავთ.

რო­გორც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბი­ან ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი ალექ­სან­დრე ჭი­კა­ი­ძე და სა­მი­ნის­ტროს ხელ­მძღვა­ნე­ლი პი­რე­ბი. შსს-ს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და­რი­ა­ლის ხე­ო­ბა­ში მომ­ხდა­რი სტი­ქი­ის ად­გილ­ზე სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცი­ას აწარ­მო­ე­ბენ. შსს-ს მაშ­ვე­ლებ­მა და­რი­ა­ლის ხე­ო­ბა­ში მდე­ბა­რე მა­მა­თა მო­ნას­ტრი­დან ყაზ­ბე­გამ­დე 70-ზე მეტი მო­ქა­ლა­ქე გად­მო­იყ­ვა­ნეს.

სტი­ქი­ის ზო­ნა­ში მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია ყვე­ლა სა­ხის მძი­მე ტექ­ნი­კა. მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ძი­ე­ბო-სა­მაშ­ვე­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი. უგ­ზო­უკვლოდ და­კარ­გუ­ლად ით­ვლე­ბა ორი პირი, რომ­ლე­ბიც ხე­ო­ბა­ში ჰე­სის სა­დე­რე­ვა­ციო გვი­რაბ­ში აწარ­მო­ებ­დნენ სა­მუ­შა­ო­ებს. შსს-ს მაშ­ვე­ლე­ბი მათ სა­ძი­ე­ბო სა­მუ­შა­ო­ებს გვი­რა­ბის ორი­ვე შე­სას­ვლე­ლი­დან აწარ­მო­ე­ბენ. სრუ­ლად არი­ან ევა­კუ­ი­რე­ბუ­ლი და­რი­ალ­ჰე­სის და და­რი­ა­ლის სა­ბა­ჟო-გამ­შვე­ბი პუნ­ქტის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი.

" სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის დე­პარ­ტა­მენ­ტში 20 აგ­ვის­ტოს, გვი­ან ღა­მით შე­ვი­და შე­ტყო­ბი­ნე­ბა და­რი­ა­ლის ხე­ო­ბა­ში მე­წყე­რის ჩა­მო­წო­ლის შე­სა­ხებ. დევ­დო­რა­კის მყინ­ვა­რი­დან მო­წყვე­ტი­ლი წყლი­ა­ნი მა­სის ჩა­მო­წო­ლამ მდი­ნა­რე თერ­გის კა­ლა­პო­ტის შეც­ვლა გა­მო­იწ­ვია. მდი­ნა­რის წყა­ლი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის გას­წვრივ მი­ე­დი­ნე­ბა",-ნათ­ქვა­მია შს სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

სამაშველო ჯგუფებს დარიალის ხეობიდან მოქალაქეები ვერტმფრენით გამოჰყავთ

სამაშველო ჯგუფებს დარიალის ხეობიდან მოქალაქეები ვერტმფრენით გამოჰყავთ

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო ჯგუფებს დარიალის ხეობიდან მოქალაქეები ვერტმფრენის საშუალებით გადმოჰყავთ.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ადგილზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე და სამინისტროს ხელმძღვანელი პირები. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლები დარიალის ხეობაში მომხდარი სტიქიის ადგილზე სამაშველო ოპერაციას აწარმოებენ. შსს-ს მაშველებმა დარიალის ხეობაში მდებარე მამათა მონასტრიდან ყაზბეგამდე 70-ზე მეტი მოქალაქე გადმოიყვანეს.

სტიქიის ზონაში მობილიზებულია ყველა სახის მძიმე ტექნიკა. მიმდინარეობს საძიებო-სამაშველო ღონისძიებები. უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება ორი პირი, რომლებიც ხეობაში ჰესის სადერევაციო გვირაბში აწარმოებდნენ სამუშაოებს. შსს-ს მაშველები მათ საძიებო სამუშაოებს გვირაბის ორივე შესასვლელიდან აწარმოებენ. სრულად არიან ევაკუირებული დარიალჰესის და დარიალის საბაჟო-გამშვები პუნქტის თანამშრომლები.

" სიტუაციების მართვის დეპარტამენტში 20 აგვისტოს, გვიან ღამით შევიდა შეტყობინება დარიალის ხეობაში მეწყერის ჩამოწოლის შესახებ. დევდორაკის მყინვარიდან მოწყვეტილი წყლიანი მასის ჩამოწოლამ მდინარე თერგის კალაპოტის შეცვლა გამოიწვია. მდინარის წყალი საავტომობილო გზის გასწვრივ მიედინება",-ნათქვამია შს სამინისტროს ინფორმაციაში.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია