სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დარიალის ხეობაში ამ დროისთვის დაკარგულად ორი ადამიანი ითვლება
დარიალის ხეობაში ამ დროისთვის დაკარგულად ორი ადამიანი ითვლება

ამ დრო­ის­თვის არ­სე­ბუ­ლი არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­რი­ა­ლის ხე­ო­ბა­ში ჩა­მო­წო­ლი­ლი მე­წყე­რის შე­დე­გად და­კარ­გუ­ლად ორი ადა­მი­ა­ნი მი­იჩ­ნე­ვა.

ორი­ვე პირი ხე­ო­ბა­ში არ­სე­ბულ გვი­რაბ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. მათი ძებ­ნის სა­მუ­შა­ო­ე­ბი მას შემ­დეგ და­ი­წყე­ბა, რაც გვი­რა­ბამ­დე მი­სას­ვლე­ლი გზის გაწ­მენ­და მოხ­დე­ბა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ წუ­ხელ ოთხი და­კარ­გუ­ლი პი­რის შე­სა­ხებ ვრცელ­დე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცია, ვი­ნა­ი­დან მათ­თან და­კავ­ში­რე­ბა ვერ ხერ­ხდე­ბო­და.

ამას­თან, სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნანსთა მი­ნის­ტრ ნო­დარ ხა­დუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, წუ­ხან­დე­ლი სტი­ქი­ის შე­დე­გად ყაზ­ბე­გი-ლარ­სის სა­ბა­ჟო დატ­ბო­რი­ლია.

რო­გორც ხა­დურ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, გაწ­მენ­დი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი, სა­ვა­რა­უ­დოდ, დღე­ი­დან და­ი­წყე­ბა.

"სტი­ქი­ის ზო­ნა­ში მო­ბი­ლიზ­ბე­უ­ლი არი­ან შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბი - რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო, გა­რე­მოს დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნიტ­რო და ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრო. სამ­წუ­ხა­როდ, რამ­დე­ნა­დაც ჩვენ­თვის ცნო­ბი­ლია, სა­ბა­ჟო დატ­ბო­რი­ლია და, რო­გორც კი ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა იქ­ნე­ბა, გამ­თე­ნი­ი­დან და­ი­წყე­ბა სა­მაშ­ვე­ლო და გაწ­მენ­დი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი. ამ ოპე­რა­ცი­ას სრუ­ლად სა­ხელ­მწი­ფო და­ა­ფი­ნან­სებს", - გა­ნა­ცხა­და ხა­დურ­მა.

დევ­დო­რა­კის ხე­ო­ბა­ში მთის მასა ინ­ტენ­სი­უ­რი წვი­მი­სა და ღვარ­ცო­ფის შე­დე­გად წუ­ხელ ჩა­მოწ­ვა.

და­რი­ალ­ში მე­წყე­რი მიმ­დი­ნა­რე წლის 17 მა­ის­საც ჩა­მოწ­ვა. მა­შინ სტი­ქი­ას 5 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა.

იხი­ლეთ ასე­ვე: და­რი­ა­ლის ხე­ო­ბა­ში მე­წყე­რის ჩა­მო­წო­ლის შემ­დეგ ოთხ ადა­მი­ანს ვერ პო­უ­ლო­ბენ - რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს პირ­ვე­ლი კო­მენ­ტა­რი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

დარიალის ხეობაში ამ დროისთვის დაკარგულად ორი ადამიანი ითვლება

დარიალის ხეობაში ამ დროისთვის დაკარგულად ორი ადამიანი ითვლება

ამ დროისთვის არსებული არაოფიციალური ინფორმაციით, დარიალის ხეობაში ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად დაკარგულად ორი ადამიანი მიიჩნევა.

ორივე პირი ხეობაში არსებულ გვირაბში იმყოფებოდა. მათი ძებნის სამუშაოები მას შემდეგ დაიწყება, რაც გვირაბამდე მისასვლელი გზის გაწმენდა მოხდება.

აღსანიშნავია, რომ წუხელ ოთხი დაკარგული პირის შესახებ ვრცელდებოდა ინფორმაცია, ვინაიდან მათთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა.

ამასთან, საქართველოს ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის ინფორმაციით, წუხანდელი სტიქიის შედეგად ყაზბეგი-ლარსის საბაჟო დატბორილია.

როგორც ხადურმა ჟურნალისტებს განუცხადა, გაწმენდითი სამუშაოები, სავარაუდოდ, დღეიდან დაიწყება.

"სტიქიის ზონაში მობილიზბეული არიან შესაბამისი სამსახურები - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, გარემოს დაცვის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინიტრო და ფინანსთა სამინისტრო. სამწუხაროდ, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, საბაჟო დატბორილია და, როგორც კი ამის შესაძლებლობა იქნება, გამთენიიდან დაიწყება სამაშველო და გაწმენდითი სამუშაოები. ამ ოპერაციას სრულად სახელმწიფო დააფინანსებს", - განაცხადა ხადურმა.

დევდორაკის ხეობაში მთის მასა ინტენსიური წვიმისა და ღვარცოფის შედეგად წუხელ ჩამოწვა.

დარიალში მეწყერი მიმდინარე წლის 17 მაისსაც ჩამოწვა. მაშინ სტიქიას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

იხილეთ ასევე: დარიალის ხეობაში მეწყერის ჩამოწოლის შემდეგ ოთხ ადამიანს ვერ პოულობენ - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პირველი კომენტარი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია