სპორტი
მსოფლიო
სამართალი

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი დიდგორი გრძელდება
ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი დიდგორი გრძელდება

ჩვე­ნი დიდ­გო­რი გრძელ­დე­ბა, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა დიდ­გო­რო­ბის სა­ხალ­ხო დღე­სას­წა­ულ­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და .

"ეს ველი, სა­დაც ახლა ვდგა­ვართ, ქარ­თველ­თა საბ­რძო­ლო დი­დე­ბის, ერ­თი­ა­ნო­ბის და თა­ვი­სუფ­ლე­ბის სიმ­ბო­ლოა. 1121 წლის 12 აგ­ვის­ტოს ქარ­თველ­თა ლაშ­ქარ­მა ძლე­ვა­მო­სი­ლი გა­მარ­ჯვე­ბა მო­ი­პო­ვა ური­ცხვ მტერ­ზე, რო­მე­ლიც ჩვე­ნი ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ა­ში "ძლე­ვაი საკ­ვირ­ვე­ლის" სა­ხე­ლით შე­ვი­და. დიდ­გო­რის ბრძო­ლა ქარ­თუ­ლი თავ­და­დე­ბის, შე­მარ­თე­ბის, თავ­გან­წირ­ვის ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თია. ეს ველი ცო­ცხა­ლი ძეგლია უდი­დე­სი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი, ეროვ­ნუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის და სწო­რი სტრა­ტე­გი­ის, რაც დღე­საც, სა­უ­კუ­ნე­ე­ბის შემ­დე­გაც სა­ნი­მუ­შოა. დიდ­გო­რის ომში გა­მარ­ჯვე­ბამ და­ა­დას­ტუ­რა, რომ სა­ქარ­თვე­ლო რე­გი­ო­ნის ერთ-ერთი უძ­ლი­ე­რე­სი სა­ხელ­მწი­ფო იყო. ჩვენ დღე­საც ვიბ­რძვით ამ სტა­ტუ­სის გან­მტკი­ცე­ბის­თვის. ერთ-ერთი გა­მოს­ვლი­სას სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­არ­ქმა, უწ­მინ­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა ილია მე­ო­რემ ბრძა­ნა, რომ დიდ­გო­რი ჯერ არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა. დიახ, მე­გობ­რე­ბო, ჩვე­ნი დიდ­გო­რი გრძელ­დე­ბა და ამ ველ­ზე დაღ­ვრი­ლი ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბის სის­ხლი გვა­ვა­ლებს, რომ თავ­და­უ­ზო­გა­ვად ვიბ­რძო­ლოთ სა­ქარ­თვე­ლოს მთლი­ა­ნო­ბის­თვის და ჩვე­ნი ქვეყ­ნის ერ­თი­ა­ნო­ბის­თვის. დიდ­გო­რის ბრძო­ლა, რომ­ლი­თაც სა­მარ­თლი­ა­ნად ამა­ყობს ქარ­თვე­ლი ერი, ეს არის წი­ნაპ­რე­ბის მიერ და­ტო­ვე­ბუ­ლი მყა­რი სა­ფუძ­ვე­ლი, რო­მელ­ზეც მტკი­ცე, წარ­მა­ტე­ბუ­ლი და ერ­თი­ა­ნი სა­ხელ­მწი­ფო უნდა ავა­შე­ნოთ. ჩვენ, და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის, ამ ველ­ზე და­ღუ­პუ­ლი მებ­რძო­ლე­ბის შთა­მო­მავ­ლებს, დღე­საც გვმარ­თებს შე­უ­პოვ­რო­ბა და თავ­და­დე­ბა, დღე­საც უდი­დე­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა გვა­კის­რია ქვეყ­ნი­სა და ძვირ­ფა­სი ერის წი­ნა­შე", - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­ზა­ნიც სწო­რედ ერ­თი­ა­ნი, ძლი­ე­რი, წარ­მა­ტე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს აშე­ნე­ბაა.

"ჩვენ გა­ვა­კე­თებთ ყვე­ლა­ფერს, რომ ხალ­ხის იმე­დე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვა­მარ­თლოთ. დიდ­გო­რი ჩვე­ნი წარ­სუ­ლი და ხვა­ლინ­დე­ლი დღეა", - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა და დას­ძი­ნა, რომ "დიდ­გო­რის ბრძო­ლას გა­მორ­ჩე­უ­ლი ად­გი­ლი უკა­ვია სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში და ის ნე­ბის­მი­ე­რი ძლე­ვა­მო­სი­ლი სა­ხელ­მწი­ფოს სამ­ხედ­რო ხე­ლოვ­ნე­ბის ის­ტო­რი­ას და­ამ­შვე­ნებ­და".

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი დიდგორი გრძელდება

ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი დიდგორი გრძელდება

ჩვენი დიდგორი გრძელდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დიდგორობის სახალხო დღესასწაულზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა .

"ეს ველი, სადაც ახლა ვდგავართ, ქართველთა საბრძოლო დიდების, ერთიანობის და თავისუფლების სიმბოლოა. 1121 წლის 12 აგვისტოს ქართველთა ლაშქარმა ძლევამოსილი გამარჯვება მოიპოვა ურიცხვ მტერზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის ისტორიაში "ძლევაი საკვირველის" სახელით შევიდა. დიდგორის ბრძოლა ქართული თავდადების, შემართების, თავგანწირვის ნათელი მაგალითია. ეს ველი ცოცხალი ძეგლია უდიდესი სახელმწიფოებრივი, ეროვნული პასუხისმგებლობის და სწორი სტრატეგიის, რაც დღესაც, საუკუნეების შემდეგაც სანიმუშოა. დიდგორის ომში გამარჯვებამ დაადასტურა, რომ საქართველო რეგიონის ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფო იყო. ჩვენ დღესაც ვიბრძვით ამ სტატუსის განმტკიცებისთვის. ერთ-ერთი გამოსვლისას საქართველოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ბრძანა, რომ დიდგორი ჯერ არ დასრულებულა. დიახ, მეგობრებო, ჩვენი დიდგორი გრძელდება და ამ ველზე დაღვრილი ჩვენი წინაპრების სისხლი გვავალებს, რომ თავდაუზოგავად ვიბრძოლოთ საქართველოს მთლიანობისთვის და ჩვენი ქვეყნის ერთიანობისთვის. დიდგორის ბრძოლა, რომლითაც სამართლიანად ამაყობს ქართველი ერი, ეს არის წინაპრების მიერ დატოვებული მყარი საფუძველი, რომელზეც მტკიცე, წარმატებული და ერთიანი სახელმწიფო უნდა ავაშენოთ. ჩვენ, დავით აღმაშენებლის, ამ ველზე დაღუპული მებრძოლების შთამომავლებს, დღესაც გვმართებს შეუპოვრობა და თავდადება, დღესაც უდიდესი პასუხისმგებლობა გვაკისრია ქვეყნისა და ძვირფასი ერის წინაშე", - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, ხელისუფლებაში მოსვლის ერთ-ერთი მთავარი მიზანიც სწორედ ერთიანი, ძლიერი, წარმატებული სახელმწიფოს აშენებაა.

"ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ხალხის იმედები აუცილებლად გავამართლოთ. დიდგორი ჩვენი წარსული და ხვალინდელი დღეა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ "დიდგორის ბრძოლას გამორჩეული ადგილი უკავია საქართველოს ისტორიაში და ის ნებისმიერი ძლევამოსილი სახელმწიფოს სამხედრო ხელოვნების ისტორიას დაამშვენებდა".

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა