კონფლიქტები
საზოგადოება

28

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 05:38-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რომელი სპორტის სახეობა შეეფერება თქვენს შვილს? - სპეციალისტების რჩევები
რომელი სპორტის სახეობა შეეფერება თქვენს შვილს? - სპეციალისტების რჩევები

სწო­რად რომ აირ­ჩი­ოთ ბავ­შვის­თვის სპორ­ტის სა­ხე­ო­ბა, რამ­დე­ნი­მე მთა­ვა­რი მო­მენ­ტი უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ. მი­ი­ღეთ სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის რჩე­ვე­ბი, რო­გორ მი­ვაღ­წი­ოთ, რომ ბავ­შვი სპორტზე სი­ხა­რუ­ლით და­დი­ო­დეს და არა ძალ­და­ტა­ნე­ბით.

1. ბავ­შვის წონა. პრაქ­ტი­კა უჩ­ვე­ნებს, რომ წო­ნი­ან ბავ­შვებს გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტი­უ­რად ექა­ჩე­ბი­ან სპორ­ტულ სექ­ცი­ებ­ში. ამა­ში არა­ფე­რია უჩ­ვე­უ­ლო. მაგ­რამ გა­ით­ვა­ო­ლის­წი­ნეთ, რომ ტანსრულ ბავ­შვებს ყვე­ლა სა­ხე­ო­ბის სპორ­ტი არ შე­ე­ფე­რე­ბათ – რა­საკ­ვირ­ვე­ლია, თუ კარ­გი შე­დე­გე­ბის მიღ­წე­ვა გინ­დათ და არა უბ­რა­ლოდ გარ­თო­ბა. მა­გა­ლი­თად, მშობ­ლე­ბი პუტ­კუ­ნა ბავ­შვს სა­ფეხ­ბურ­თო სექ­ცი­ა­ში წე­რენ. ჰგო­ნი­ათ, რომ იქ გუნ­დურ მუ­შა­ო­ბას მი­ეჩ­ვე­ვა და თან გახ­დე­ბა. მაგ­რამ ეს არას­წო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა: არ და­გა­ვი­წყდეთ, რომ ფეხ­ბურთში პირ­ველ რიგ­ში მთა­ვა­რია სის­წრა­ფე და მო­ხერ­ხე­ბა. უეჭ­ვე­ლია, რომ ბავ­შვის­თვის სპორ­ტის ეს სა­ხე­ო­ბა და­უს­რუ­ლე­ბელ დამ­ცი­რე­ბად გა­და­იქ­ცე­ვა. პუტ­კუ­ნა ბავ­შვე­ბის­თვის სა­უ­კე­თე­სოა ცურ­ვა, საბ­რძო­ლო ხე­ლოვ­ნე­ბა, მძლე­ოს­ნო­ბა, რაგ­ბი.

2. სი­მაღ­ლე და სის­წრა­ფე. მა­ღა­ლი ბავ­შვე­ბი სპორ­ტის ბევრ გუნ­დურ სა­ხე­ო­ბა­ში უყ­ვართ – კა­ლათ­ბურთში, ფრენ­ბურთში. ბევ­რი მწვრთნე­ლი თვა­ლებს ხუ­ჭავს იმა­ზეც, თუ ბავ­შვი ნე­ლია და მოძ­რა­ო­ბის კო­ორ­დი­ნა­ცი­აც სა­შუ­ა­ლო აქვს, თუ თა­ვით წვდე­ბა კა­ლ­ა­თას. ტან­ვარ­ჯიშ­ზე კი აწო­წი­ლი ბავ­შვე­ბი ნაკ­ლებ მოს­წონთ, უპერ­სპექ­ტი­ვო­ე­ბად მი­იჩ­ნე­ვენ. მათ არ­ტის­ტუ­ლი მოქ­ნი­ლი და ნაზი ბავ­შვე­ბი მოს­წონთ. ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სის­წრა­ფე –თვი­სე­ბა, რომ­ლის გან­ვი­თა­რე­ბაც არ შე­იძ­ლე­ბა, თუ გე­ნებ­ში არ არის ჩა­დე­ბუ­ლი. მეც­ნი­ე­რუ­ლად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია, რომ სის­წრა­ფის მო­მა­ტე­ბა ვარ­ჯი­შე­ბის მეშ­ვე­ო­ბით მხო­ლოდ 10%-ით შე­იძ­ლე­ბა. სპორ­ტის იმ სა­ხე­ო­ბებ­ში, სა­დაც სის­წრა­ფეს დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს (ფეხ­ბურ­თი, ჰო­კეი), არ ღირს ნელი ბავ­შვის მიყ­ვა­ნა. ვინ იცის, იქ­ნებ ის ჭად­რაკ­შია მო­მა­ვა­ლი ჩემ­პი­ო­ნი.

3. სა­მე­დი­ცი­ნო უკუჩ­ვე­ნე­ბა. ექი­მე­ბი გვირ­ჩე­ვენ, სა­ნამ ბავ­შვს სპორ­ტის რო­მე­ლი­მე სა­ხე­ო­ბა­ზე მი­იყ­ვანთ, ექიმ­თან გა­ი­ა­როთ კონ­ლუს­ტა­ცია და აუ­ცი­ლებ­ლად აი­ღოთ ჯან­მრთე­ლო­ბის ცნო­ბა. აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ზუს­ტად იცო­დეთ, რამ­დე­ნად გამ­ძლე აქვს გული, ძვლე­ბი, მყე­სე­ბი, სახ­სრე­ბი, სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვა. ხომ არ აქვს ბრტყელ­ტერ­ფი­ა­ნო­ბა, პრობ­ლე­მე­ბი მხედ­ვე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ყვე­ლა ვერ უძ­ლებს დიდ დატ­ვირ­თვებს. ხან­და­ხან სპორ­ტულ სექ­ცი­ა­ზე შეყ­ვა­ნის შემ­დეგ იჩენს ხოლ­მე პრობ­ლე­მე­ბი თავს და და­ა­ვა­დე­ბის პრო­ვო­ცი­რე­ბაც ხდე­ბა. ამი­ტომ ჯობს, მშო­ბელ­მა მა­ნამ­დე იზ­რუ­ნოს ამა­ზე და ზუს­ტად იცო­დეს, სა­მე­დი­ცი­ნო თვალ­საზ­რი­სით შე­ე­ფე­რე­ბა თუ არა მის შვილს ესა თუ ის სპორ­ტის სა­ხე­ო­ბა.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

რომელი სპორტის სახეობა შეეფერება თქვენს შვილს? - სპეციალისტების რჩევები

რომელი სპორტის სახეობა შეეფერება თქვენს შვილს? - სპეციალისტების რჩევები

სწორად რომ აირჩიოთ ბავშვისთვის სპორტის სახეობა, რამდენიმე მთავარი მომენტი უნდა გაითვალისწინოთ. მიიღეთ სპეციალისტების რჩევები, როგორ მივაღწიოთ, რომ ბავშვი სპორტზე სიხარულით დადიოდეს და არა ძალდატანებით.

1. ბავშვის წონა. პრაქტიკა უჩვენებს, რომ წონიან ბავშვებს განსაკუთრებით აქტიურად ექაჩებიან სპორტულ სექციებში. ამაში არაფერია უჩვეულო. მაგრამ გაითვაოლისწინეთ, რომ ტანსრულ ბავშვებს ყველა სახეობის სპორტი არ შეეფერებათ – რასაკვირველია, თუ კარგი შედეგების მიღწევა გინდათ და არა უბრალოდ გართობა. მაგალითად, მშობლები პუტკუნა ბავშვს საფეხბურთო სექციაში წერენ. ჰგონიათ, რომ იქ გუნდურ მუშაობას მიეჩვევა და თან გახდება. მაგრამ ეს არასწორი გადაწყვეტილებაა: არ დაგავიწყდეთ, რომ ფეხბურთში პირველ რიგში მთავარია სისწრაფე და მოხერხება. უეჭველია, რომ ბავშვისთვის სპორტის ეს სახეობა დაუსრულებელ დამცირებად გადაიქცევა. პუტკუნა ბავშვებისთვის საუკეთესოა ცურვა, საბრძოლო ხელოვნება, მძლეოსნობა, რაგბი.

2. სიმაღლე და სისწრაფე. მაღალი ბავშვები სპორტის ბევრ გუნდურ სახეობაში უყვართ – კალათბურთში, ფრენბურთში. ბევრი მწვრთნელი თვალებს ხუჭავს იმაზეც, თუ ბავშვი ნელია და მოძრაობის კოორდინაციაც საშუალო აქვს, თუ თავით წვდება კალათას. ტანვარჯიშზე კი აწოწილი ბავშვები ნაკლებ მოსწონთ, უპერსპექტივოებად მიიჩნევენ. მათ არტისტული მოქნილი და ნაზი ბავშვები მოსწონთ. ასევე მნიშვნელოვანია სისწრაფე –თვისება, რომლის განვითარებაც არ შეიძლება, თუ გენებში არ არის ჩადებული. მეცნიერულად დადასტურებულია, რომ სისწრაფის მომატება ვარჯიშების მეშვეობით მხოლოდ 10%-ით შეიძლება. სპორტის იმ სახეობებში, სადაც სისწრაფეს დიდი მნიშვნელობა აქვს (ფეხბურთი, ჰოკეი), არ ღირს ნელი ბავშვის მიყვანა. ვინ იცის, იქნებ ის ჭადრაკშია მომავალი ჩემპიონი.

3. სამედიცინო უკუჩვენება. ექიმები გვირჩევენ, სანამ ბავშვს სპორტის რომელიმე სახეობაზე მიიყვანთ, ექიმთან გაიაროთ კონლუსტაცია და აუცილებლად აიღოთ ჯანმრთელობის ცნობა. აუცილებელია, ზუსტად იცოდეთ, რამდენად გამძლე აქვს გული, ძვლები, მყესები, სახსრები, სისხლის მიმოქცევა. ხომ არ აქვს ბრტყელტერფიანობა, პრობლემები მხედველობასთან დაკავშირებით. ყველა ვერ უძლებს დიდ დატვირთვებს. ხანდახან სპორტულ სექციაზე შეყვანის შემდეგ იჩენს ხოლმე პრობლემები თავს და დაავადების პროვოცირებაც ხდება. ამიტომ ჯობს, მშობელმა მანამდე იზრუნოს ამაზე და ზუსტად იცოდეს, სამედიცინო თვალსაზრისით შეეფერება თუ არა მის შვილს ესა თუ ის სპორტის სახეობა.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს