კონფლიქტები
საზოგადოება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
7 დაპატიმრებული ექს-პრეზიდენტი: გახდება თუ არა სააკაშვილი შემდეგი
7 დაპატიმრებული ექს-პრეზიდენტი: გახდება თუ არა სააკაშვილი შემდეგი

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ე­ცა. უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, საქ­მე ეხე­ბა 2007 წლის 7 ნო­ემ­ბერს მო­მი­ტინ­გე­თა მა­სობ­რი­ვად დარ­ბე­ვას, ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმედ­ში" შეჭ­რას და არ­კა­დი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის ქო­ნე­ბის და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვად ხელ­ში ჩაგ­დე­ბას. ყო­ფილ პრე­ზი­დენტს 5-დან 8 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბა ემუქ­რე­ბა.

მსოფ­ლიო პო­ლი­ტი­კის­თვის, ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტე­ბის და­კა­ვე­ბა იშ­ვი­ა­თი შემ­თხვე­ვაა. თუმ­ცა ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბი მა­ინც არ­სე­ბობს. Ambebi.ge გთა­ვა­ზობთ სტა­ტი­ას, სა­ხელ­წო­დე­ბით ექს-პრე­ზი­დენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც და­ა­პა­ტიმ­რეს.

1. ალ­ბერ­ტო ფუ­ხი­მო­რი

ალ­ბერ­ტო ფუ­ხი­მო­რი პე­რუს პრე­ზი­დენ­ტი იყო 1990-2000 წლებ­ში. მის სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბა მკაც­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ლი­ტი­კის გა­ტა­რე­ბა. ის იბ­რძო­და ნა­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ, ორ­გა­ნი­ზე­ბას უწევ­და სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნა­კებს და "სიკ­ვდი­ლის ეს­კად­რო­ნებს".

2000 წლის წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის დროს გამ­ჟღავ­ნდა ფუ­ხი­მო­რის მიერ კან­დი­და­ტე­ბის მოს­ყიდ­ვის ფაქ­ტე­ბი და პრე­ზი­დენ­ტის კავ­ში­რი კო­ლუმ­ბი­ურ ნარ­კო­მა­ფი­ას­თან. ამ სკან­და­ლის აგო­რე­ბის შემ­დეგ სხვა უსი­ა­მოვ­ნო ფაქ­ტე­ბიც გამ­ჟღავ­ნდა, მა­გა­ლი­თად, 1996-2000 წლებ­ში ფუ­ხი­მო­რის მიერ, პე­რუს 200 000 მო­ქა­ლა­ქის სტე­რი­ლი­ზა­ცი­ის შე­სა­ხებ.

2000 წლის 13 ნო­ე­ბერს ფუ­ხი­მო­რიმ ქვე­ყა­ნა და­ტო­ვა. ია­პო­ნი­ა­ში ჩა­სულ­მა თა­ვი­სი გა­დად­გო­მის შე­სა­ხებ გა­ნა­ცხა­და. სპე­ცი­ა­ლურ­მა კონ­გრეს­მა მისი ეს ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თი გა­და­ყე­ნე­ბა არ ცნო და ის თა­ვად გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან.

2006 წელს ფუ­ხი­მო­რი ჩი­ლე­ში და­ა­კა­ვეს და შემ­დეგ მისი პე­რუ­ში ექ­სტრა­დი­რე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­და. 2006 წლის 7 აპ­რილს მას 25 წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­დეს.

2. პერ­ვეზ მუ­შა­რა­ფი

პა­კის­ტა­ნის პრე­ზი­დენ­ტი 2001-2008 წლებ­ში. ის სამ­ხედ­რო პირი იყო. მუ­შა­რა­ფი და­სავ­ლეთ­თან თა­ნამ­შრომ­ლობ­და კი­დეც ტე­რო­რიზ­მთან ბრძო­ლის სა­კი­თხში. ამის გამო მისი პო­ლი­ტი­კუ­რი რე­ი­ტინ­გი და­ე­ცა, თუმ­ცა ქვე­ყა­ნას მო­ეხ­სნა ამე­რი­კუ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი ბლო­კა­და, რაც და­დე­ბი­თად აი­სა­ხა პა­კის­ტა­ნის ეკო­ნო­მი­კა­ზე.

ამას­თან, ქვე­ყა­ნა­ში ძლი­ერ­დე­ბო­და რა­დი­კა­ლუ­რი ის­ლა­მუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბე­ბი. 2007 წელს მუ­შა­რაფ­მა სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა შე­მო­ი­ღო, 2008 წლის 18 აგ­ვის­ტოს პრე­ზი­დენ­ტი მუ­შა­რა­ფი სამ­თავ­რო­ბო კო­ა­ლი­ცი­ის მხრი­დან იმ­პიჩ­მენ­ტის სა­შიშ­რო­ე­ბის გამო გა­დად­გა.

2013 წლამ­დე ის ლონ­დონ­ში ცხოვ­რობ­და. 2009 წლი­დან მას­ზე პა­კის­ტან­ში რამ­დე­ნი­მე საქ­მე იყო აღ­ძრუ­ლი სამ­შობ­ლოს ღა­ლა­ტი­სა და ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი ლი­დე­რის, ბე­ნა­ზირ ბჰუ­ტოს მკვლე­ლო­ბის გამო. 2013 წელს პერ­ვეზ მუ­შა­რა­ფი ქვე­ყა­ნა­ში დაბ­რუნ­და, რათა მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ე­ღო არ­ჩევ­ნებ­ში - ის და­ა­პა­ტიმ­რეს. ექს-პრე­ზი­დენ­ტე­ბი ყო­ველ­თვის ვერ ინარ­ჩუ­ნე­ბენ პრინ­ციპს "თუ მი­დი­ხარ - წადი", ეს ხში­რად მათ ღუ­პავთ.

3. ნამ­ბა­რინ ენხბა­ი­ა­რი

მონ­ღო­ლე­თის პრე­ზი­დენ­ტი 2005-2009 წლებ­ში. ის იყო მონ­ღო­ლე­თის პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტი, რო­მე­ლიც სა­ერ­თა­შო­რი­სო შეხ­ვედ­რებ­ზე თარ­ჯიმ­ნის გა­რე­შე ლა­პა­რა­კობ­და - მა­ღა­ლი კულ­ტუ­რის ადა­მი­ა­ნი. პო­ლი­ტი­კის გარ­და ენხბა­ი­ა­რი და­კა­ვე­ბუ­ლი იყო წიგ­ნე­ბის თარ­გმნით. დამ­თავ­რე­ბუ­ლი ჰქონ­და მოს­კო­ვის გორ­კის სა­ხე­ლო­ბის ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ინ­სტი­ტუ­ტი.

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მა­საც მო­უ­წია სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­შე წარ­დგო­მა. 2012 წელს, რო­დე­საც უკვე ექ­სპრე­ზი­დენ­ტი იყო, ის და­ა­კა­ვეს კო­რუფ­ცი­ის ბრალ­დე­ბით. 2012 წლის 1 აგ­ვის­ტოს ის კო­რუფ­ცი­ა­ში დამ­ნა­შა­ვედ ცნეს და 4 წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­დეს.

4. მოშე კა­ცა­ვი

ის­რა­ე­ლის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი 2000-2007 წლებ­ში. მან თა­ვი­სუფ­ლე­ბა ქა­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სკან­და­ლის გამო და­კარ­გა. 2010 წლის 10 დე­კემ­ბერს მოშე კა­ცა­ვი თელ-ავი­ვის სა­სა­მარ­თლომ გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის 2 შემ­თხვე­ვა­ში და გარ­ყვნი­ლი ქმე­დე­ბის შემ­თხვე­ვა­ში დამ­ნა­შა­ვედ ცნო და 7 წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და. ექს-პრე­ზი­დენ­ტმა ბრალ­დე­ბის არ­ცერ­თი პუნ­ქტი არ აღი­ა­რა.

5. სლო­ბო­დან მი­ლო­შე­ვი­ჩი

იუ­გოს­ლა­ვი­ის პრე­ზი­დენ­ტი 1997-2000 წლებ­ში. მის მი­მართ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნია. თუმ­ცა, რო­გორც არ უნდა იყოს, ის საკ­მა­ოდ უხერ­ხუ­ლი პო­ლი­ტი­კო­სი იყო.

1999 წლის თე­ბერ­ვალ­ში კო­სო­ვოს კონ­ფლიქ­ტის დროს, მი­ლო­შე­ვი­ჩი გა­ე­რომ და ნა­ტომ ჟე­ნე­ვის კონ­ვენ­ცი­ის დარ­ღვე­ვა­ში, გე­ნო­ციდ­სა და სამ­ხედ­რო და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა. იუ­გოს­ლა­ვი­ა­ზე სა­ჰა­ე­რო და­ბომბვა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ნა­ტოს ავი­ა­ცი­ამ. მი­ლო­შე­ვი­ჩის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ჩა­მო­აგ­დეს და რე­ვო­ლუ­ცი­ი­დან ნა­ხე­ვარ წე­ლი­წად­ში ის და­ა­კა­ვეს კი­დეც.

2006 წელს მი­ლო­შე­ვი­ჩი ჰა­ა­გის სა­სა­მარ­თლო­ში გარ­და­იც­ვა­ლა. გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზე­ბი ამ დრომ­დე სა­კა­მა­თოა. ოფი­ცი­ა­ლუ­რი დი­აგ­ნო­ზი მი­ო­კარ­დი­უ­მის ინ­ფარ­ქტია. მი­ლო­შე­ვი­ჩის მომ­ხრე­ებს მი­ა­ჩი­ათ, რომ ექს-პრე­ზი­დენ­ტი სა­ეჭ­ვო ვი­თა­რე­ბა­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

6. ჟან-ბე­დელ ბო­კა­სა

ცენ­ტრა­ლუ­რი აფ­რი­კის რეს­პუბ­ლი­კის პრე­ზი­დენ­ტი 1966-1976 წლებ­ში. მან 1976 წელს სა­კუ­თა­რი თავი იმ­პე­რა­ტო­რად გა­მო­ა­ცხა­და.

ბო­კა­სას მე-20 სა­უ­კუ­ნის ყვე­ლა­ზე ექ­სცენ­ტრი­ულ და არა­ნორ­მა­ლურ მმარ­თვე­ლად მი­იჩ­ნე­ვენ. თა­ვის ხა­ტად მან ნა­პო­ლე­ო­ნი აირ­ჩია.

ბო­კა­სა გა­უ­გო­ნარ ფუ­ფუ­ნე­ბა­ში ცხოვ­რობ­და იმ ფონ­ზე, რო­დე­საც ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბა სი­ღა­ტა­კე­ში იყო. დიქ­ტა­ტო­რი ქვეყ­ნის შიდა საქ­მე­ებს ყუ­რა­დღე­ბას არ აქ­ცევ­და და გა­დარ­თუ­ლი იყო სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა­ზე - ის აქ­ტი­უ­რად ცდი­ლობ­და საფ­რან­გე­თის მხარ­და­ჭე­რის მო­პო­ვე­ბას. სხვაგ­ვა­რად მო­აზ­როვ­ნე­თათ­ვის კი ქვე­ყა­ნა­ში და­პა­ტიმ­რე­ბა და წა­მე­ბა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლე­ნა იყო. მას ბრალს სდებ­დნენ კა­ნი­ბა­ლიზ­მშიც.

1979 წელს მოს­წავ­ლე­ე­ბის ჩა­ცხრილ­ვის და ლი­ბი­ას­თან და­ახ­ლო­ე­ბის შემ­დეგ ბო­კა­სამ და­სავ­ლე­თის მხარ­და­ჭე­რა და­კარ­გა და 1979 წლის 20 სექ­ტემ­ბერს უსის­ხლო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის შე­დე­გად მისი მმარ­თვე­ლო­ბა და­ემ­ხო.

ბო­კა­სა ქვე­ყა­ნა­ში ვე­ღარ დარ­ჩე­ბო­და და მის ყო­ფილ მო­კავ­ში­რე, საფ­რან­გეთ­ში გა­იქ­ცა. 1986 წელს კი ის სამ­შობ­ლო­ში იმ იმე­დით დაბ­რუნ­და, რომ ეგო­ნა სა­კუ­თარ რე­ჟიმს აღად­გენ­და, თუმ­ცა ამა­ოდ. ის და­ა­კა­ვეს და სიკ­ვდი­ლი მი­უ­სა­ჯეს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით უმაღ­ლე­სი სას­ჯე­ლი 20 წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბით შე­უც­ვა­ლეს.

7. ჩარლზ ტე­ი­ლო­რი

ლი­ბე­რი­ის პრე­ზი­დენ­ტი 1997-2003 წლებ­ში. პრზი­დენ­ტად გახ­დო­მა­ში ტე­ი­ლორს აშშ და­ეხ­მა­რა და ეს დი­დად არც და­მა­ლუ­ლა. 2011 წელს ამე­რი­კულ­მა დაზ­ვერ­ვამ აღი­ა­რა, რომ ტე­ი­ლორ­თან 30 წელი თა­ნამ­შრომ­ლობ­და - 1980-იანი წლე­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი. ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში 1997 წლის ივ­ლის­ში სის­ხლისმღვრე­ლი ომის შემ­დეგ მო­ვი­და. ჩა­ტარ­და არ­ჩევ­ნე­ბი, სა­დაც მან ამომ­რჩევ­ლე­ბის ხმე­ბის 75%-ზე მეტი მი­ი­ღო. მისი სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის სლო­გა­ნი იყო " ჩარლზ ტე­ი­ლორ­მა მოკ­ლა მა­მა­ჩე­მი, დე­და­ჩე­მი, მაგ­რამ მა­ინც მე მას ვაძ­ლევ ხმას".

2003 წლის ბო­ლოს ინ­ტერ­პოლ­მა მას­ზე ძებ­ნა გა­მო­ა­ცხა­და. ტე­ი­ლო­რის მი­მართ წა­ყე­ნე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბე­ბი ერ­თი­მე­ო­რე­ზე უა­რე­სი იყო. მის­მა ხელ­ქვე­ი­თებ­მა და­კი­თხვა­ზე აღი­ა­რეს, რომ ტე­ი­ლო­რი თა­ვის მებ­რძო­ლებს აძ­ლევ­და ბრძა­ნე­ბებს, რომ "ადა­მი­ა­ნე­ბის და­ში­ნე­ბის" მიზ­ნით და­კა­ვე­ბუ­ლიყ­ვნენ კა­ნი­ბა­ლიზ­მით. ასე­ვე, ის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყო ალ­მა­სე­ბის მა­ქი­ნა­ცი­ებ­თან, სექ­სუ­ა­ლურ მო­ნო­ბას­თან, მრა­ვალ­რი­ცხო­ვან წა­მე­ბა­სა და მკვლე­ლო­ბებ­თან.

2012 წლის 30 მა­ისს სა­სა­მარ­თლომ ჩარლზ ტე­ი­ლორს 50 წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და. ის წა­ყე­ნე­ბულ 11-ვე ბრალ­დე­ბა­ში დამ­ნა­შა­ვედ ცნეს. დიქ­ტა­ტო­რი, რო­მელ­მაც "სის­ხლი­ა­ნი ალ­მა­სე­ბით" ნა­ო­მი კემ­პბე­ლიც კი და­ა­სა­ჩუქ­რა, გი­სო­სებს მიღ­მა სა­მუ­და­მოდ აღ­მოჩ­ნდა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია russian7.ru-ს მი­ხედ­ვით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

7 დაპატიმრებული ექს-პრეზიდენტი: გახდება თუ არა სააკაშვილი შემდეგი

7 დაპატიმრებული ექს-პრეზიდენტი: გახდება თუ არა სააკაშვილი შემდეგი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა. უწყების ინფორმაციით, საქმე ეხება 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია "იმედში" შეჭრას და არკადი პატარკაციშვილის ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას. ყოფილ პრეზიდენტს 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მსოფლიო პოლიტიკისთვის, ყოფილი პრეზიდენტების დაკავება იშვიათი შემთხვევაა. თუმცა ასეთი შემთხვევები მაინც არსებობს. Ambebi.ge გთავაზობთ სტატიას, სახელწოდებით ექს-პრეზიდენტები, რომლებიც დააპატიმრეს.

1. ალბერტო ფუხიმორი

ალბერტო ფუხიმორი პერუს პრეზიდენტი იყო 1990-2000 წლებში. მის სახელს უკავშირდება მკაცრი ეკონომიკური პოლიტიკის გატარება. ის იბრძოდა ნაციონალიზაციის წინააღმდეგ, ორგანიზებას უწევდა საკონცენტრაციო ბანაკებს და ”სიკვდილის ესკადრონებს”.

2000 წლის წინასაარჩევნო კამპანიის დროს გამჟღავნდა ფუხიმორის მიერ კანდიდატების მოსყიდვის ფაქტები და პრეზიდენტის კავშირი კოლუმბიურ ნარკომაფიასთან. ამ სკანდალის აგორების შემდეგ სხვა უსიამოვნო ფაქტებიც გამჟღავნდა, მაგალითად, 1996-2000 წლებში ფუხიმორის მიერ, პერუს 200 000 მოქალაქის სტერილიზაციის შესახებ.

2000 წლის 13 ნოებერს ფუხიმორიმ ქვეყანა დატოვა. იაპონიაში ჩასულმა თავისი გადადგომის შესახებ განაცხადა. სპეციალურმა კონგრესმა მისი ეს ნებაყოფლობითი გადაყენება არ ცნო და ის თავად გაათავისუფლა თანამდებობიდან.

2006 წელს ფუხიმორი ჩილეში დააკავეს და შემდეგ მისი პერუში ექსტრადირება განხორციელდა. 2006 წლის 7 აპრილს მას 25 წლიანი პატიმრობა შეუფარდეს.

2. პერვეზ მუშარაფი

პაკისტანის პრეზიდენტი 2001-2008 წლებში. ის სამხედრო პირი იყო. მუშარაფი დასავლეთთან თანამშრომლობდა კიდეც ტერორიზმთან ბრძოლის საკითხში. ამის გამო მისი პოლიტიკური რეიტინგი დაეცა, თუმცა ქვეყანას მოეხსნა ამერიკული ეკონომიკური ბლოკადა, რაც დადებითად აისახა პაკისტანის ეკონომიკაზე.

ამასთან, ქვეყანაში ძლიერდებოდა რადიკალური ისლამური დაჯგუფებები. 2007 წელს მუშარაფმა საგანგებო მდგომარეობა შემოიღო, 2008 წლის 18 აგვისტოს პრეზიდენტი მუშარაფი სამთავრობო კოალიციის მხრიდან იმპიჩმენტის საშიშროების გამო გადადგა.

2013 წლამდე ის ლონდონში ცხოვრობდა. 2009 წლიდან მასზე პაკისტანში რამდენიმე საქმე იყო აღძრული სამშობლოს ღალატისა და ოპოზიციონერი ლიდერის, ბენაზირ ბჰუტოს მკვლელობის გამო. 2013 წელს პერვეზ მუშარაფი ქვეყანაში დაბრუნდა, რათა მონაწილეობა მიეღო არჩევნებში - ის დააპატიმრეს. ექს-პრეზიდენტები ყოველთვის  ვერ ინარჩუნებენ პრინციპს "თუ მიდიხარ - წადი", ეს ხშირად მათ ღუპავთ.

3. ნამბარინ ენხბაიარი

მონღოლეთის პრეზიდენტი 2005-2009 წლებში. ის იყო მონღოლეთის პირველი პრეზიდენტი, რომელიც საერთაშორისო შეხვედრებზე თარჯიმნის გარეშე ლაპარაკობდა - მაღალი კულტურის ადამიანი. პოლიტიკის გარდა ენხბაიარი დაკავებული იყო წიგნების თარგმნით. დამთავრებული ჰქონდა მოსკოვის გორკის სახელობის ლიტერატურული ინსტიტუტი.

მიუხედავად ამისა, მასაც მოუწია სასამართლოს წინაშე წარდგომა. 2012 წელს, როდესაც უკვე ექსპრეზიდენტი იყო, ის დააკავეს კორუფციის ბრალდებით. 2012 წლის 1 აგვისტოს ის კორუფციაში დამნაშავედ ცნეს და 4 წლიანი პატიმრობა შეუფარდეს.

4. მოშე კაცავი

ისრაელის ყოფილი პრეზიდენტი 2000-2007 წლებში. მან თავისუფლება ქალებთან დაკავშირებული სკანდალის გამო დაკარგა. 2010 წლის 10 დეკემბერს მოშე კაცავი თელ-ავივის სასამართლომ გაუპატიურების 2 შემთხვევაში და გარყვნილი ქმედების შემთხვევაში დამნაშავედ ცნო და 7 წლიანი პატიმრობა შეუფარდა.  ექს-პრეზიდენტმა ბრალდების არცერთი პუნქტი არ აღიარა.

5. სლობოდან მილოშევიჩი

იუგოსლავიის პრეზიდენტი 1997-2000 წლებში. მის მიმართ დამოკიდებულება არაერთგვაროვანია. თუმცა, როგორც არ უნდა იყოს, ის საკმაოდ უხერხული პოლიტიკოსი იყო.

1999 წლის თებერვალში  კოსოვოს კონფლიქტის დროს, მილოშევიჩი გაერომ და ნატომ ჟენევის კონვენციის დარღვევაში, გენოციდსა და სამხედრო დანაშაულის ჩადენაში დაადანაშაულა. იუგოსლავიაზე საჰაერო დაბომბვა განახორციელა ნატოს ავიაციამ. მილოშევიჩის ხელისუფლება ჩამოაგდეს და რევოლუციიდან ნახევარ წელიწადში ის დააკავეს კიდეც.

2006 წელს მილოშევიჩი ჰააგის სასამართლოში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზები ამ დრომდე საკამათოა. ოფიციალური დიაგნოზი მიოკარდიუმის ინფარქტია. მილოშევიჩის მომხრეებს მიაჩიათ, რომ ექს-პრეზიდენტი საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა.

6. ჟან-ბედელ ბოკასა

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტი 1966-1976 წლებში. მან 1976 წელს საკუთარი თავი იმპერატორად გამოაცხადა.

ბოკასას მე-20 საუკუნის ყველაზე ექსცენტრიულ და არანორმალურ მმართველად მიიჩნევენ. თავის ხატად მან ნაპოლეონი აირჩია.

ბოკასა გაუგონარ ფუფუნებაში ცხოვრობდა იმ ფონზე, როდესაც ქვეყნის მოსახლეობა სიღატაკეში იყო. დიქტატორი ქვეყნის შიდა საქმეებს ყურადღებას არ აქცევდა და გადართული იყო საგარეო პოლიტიკაზე - ის აქტიურად ცდილობდა საფრანგეთის მხარდაჭერის მოპოვებას.  სხვაგვარად მოაზროვნეთათვის კი ქვეყანაში დაპატიმრება და წამება ჩვეულებრივი მოვლენა იყო. მას ბრალს სდებდნენ კანიბალიზმშიც.

1979 წელს მოსწავლეების ჩაცხრილვის და ლიბიასთან დაახლოების შემდეგ ბოკასამ დასავლეთის მხარდაჭერა დაკარგა და 1979 წლის 20 სექტემბერს უსისხლო გადატრიალების შედეგად მისი მმართველობა დაემხო.

ბოკასა ქვეყანაში ვეღარ დარჩებოდა და მის ყოფილ მოკავშირე, საფრანგეთში გაიქცა. 1986 წელს კი ის სამშობლოში იმ იმედით დაბრუნდა, რომ ეგონა საკუთარ რეჟიმს აღადგენდა, თუმცა ამაოდ. ის დააკავეს და სიკვდილი მიუსაჯეს. მოგვიანებით უმაღლესი სასჯელი 20 წლიანი პატიმრობით შეუცვალეს.

7. ჩარლზ ტეილორი

ლიბერიის პრეზიდენტი 1997-2003 წლებში. პრზიდენტად გახდომაში ტეილორს აშშ დაეხმარა და ეს დიდად არც დამალულა. 2011 წელს ამერიკულმა დაზვერვამ აღიარა, რომ ტეილორთან 30 წელი თანამშრომლობდა - 1980-იანი წლებიდან მოყოლებული. ის ხელისუფლებაში 1997 წლის ივლისში სისხლისმღვრელი ომის შემდეგ მოვიდა. ჩატარდა არჩევნები, სადაც მან ამომრჩევლების ხმების 75%-ზე მეტი მიიღო. მისი საარჩევნო კამპანიის სლოგანი იყო " ჩარლზ ტეილორმა მოკლა მამაჩემი, დედაჩემი, მაგრამ მაინც მე მას ვაძლევ ხმას".

2003 წლის ბოლოს ინტერპოლმა მასზე ძებნა გამოაცხადა. ტეილორის მიმართ წაყენებული ბრალდებები ერთიმეორეზე უარესი იყო. მისმა ხელქვეითებმა დაკითხვაზე აღიარეს, რომ ტეილორი თავის მებრძოლებს აძლევდა ბრძანებებს, რომ "ადამიანების დაშინების" მიზნით დაკავებულიყვნენ კანიბალიზმით. ასევე, ის დაკავშირებული იყო ალმასების მაქინაციებთან, სექსუალურ მონობასთან, მრავალრიცხოვან წამებასა და მკვლელობებთან.

2012 წლის 30 მაისს სასამართლომ ჩარლზ ტეილორს 50 წლიანი პატიმრობა შეუფარდა. ის წაყენებულ 11-ვე ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს. დიქტატორი, რომელმაც "სისხლიანი ალმასებით" ნაომი კემპბელიც კი დაასაჩუქრა, გისოსებს მიღმა სამუდამოდ აღმოჩნდა.

მომზადებულია russian7.ru-ს მიხედვით

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა