საზოგადოება
სამართალი

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ გადასცა მერაბიშვილის საიდუმლო თათბირის ჩანაწერი პროკურატურას
ვინ გადასცა მერაბიშვილის საიდუმლო თათბირის ჩანაწერი პროკურატურას

"მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის აღ­ძვრას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ საკ­მა­ოდ ვრცე­ლი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა. ამ გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ 2007 წლის ნო­ემ­ბრის აქ­ცი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე ხალ­ხის და­ტე­რო­რე­ბა, სა­დამ­სჯე­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბა­თა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის კა­ბი­ნეტ­ში და­ი­გეგ­მა. გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ 4 ნო­ემ­ბერს, ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის კა­ბი­ნეტ­ში გა­მარ­თულ ამ თათ­ბირს ეს­წრე­ბოდ­ნენ ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლი, და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლი, დათა ახა­ლა­ია, გიგი უგუ­ლა­ვა და გუ­ბერ­ნა­ტო­რე­ბი. ძალ­ზე საგ­ლის­ხმო ფაქ­ტია, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რას არა მხო­ლოდ ამ თათ­ბირ­ზე მი­ღე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­ზე აქვს დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია, არა მხო­ლოდ ის იცის, რა გა­ნა­ცხა­და თათ­ბირ­ზე მე­რა­ბიშ­ვილ­მა, არა­მედ მისი ნათ­ქვა­მის ცი­ტი­რე­ბაც კი მოჰ­ყავს. კერ­ძოდ, როცა მე­რა­ბიშ­ვი­ლი თათ­ბი­რის მო­ნა­წი­ლე­ებს და­ვა­ლე­ბებს აძ­ლევ­და, ასე­თი რამ თქვა: "გა­ლა­ხუ­ლი კაცი სა­ქარ­თვე­ლო­ში არის ჩმო­რი და მა­შინ­ვე კარ­გავს გავ­ლე­ნას, ჯგუ­ფე­ბი შექ­მე­ნით, სცე­მეთ, თირკმე­ლებ­ში ურტყით, და­ი­ჭი­რეთ, გად­მო­ი­ბი­რეთ, ნარ­კო­ტი­კე­ბი ჩა­უ­დეთ, გა­რეთ ერთი ახა­ლა­ია მი­ხე­დავს, შიგ­ნით მე­ო­რე დახ­ვდე­ბა". სა­ინ­ტე­რე­სოა, სა­ი­დან აქვს მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რას მე­რა­ბიშ­ვი­ლის გა­მო­ნათ­ქვა­მის ზუს­ტი ცი­ტა­ტა. ცხა­დია, ამ და­ხუ­რუ­ლი თათ­ბი­რის სტე­ნოგ­რა­მას არა­ვინ გა­ა­კე­თებ­და", - წერს გა­ზე­თი "ალია" სტა­ტი­ა­ში სა­თა­უ­რით ვინ გა­დას­ცა მე­რა­ბიშ­ვი­ლის სა­ი­დუმ­ლო თათ­ბი­რის ჩა­ნა­წე­რი პრო­კუ­რა­ტუ­რას.

"ალი­ას" სან­დო წყა­რომ გა­ნუ­ცხა­და, რომ ამ სა­ი­დუმ­ლო თათ­ბირს კი­დევ ერთი ადა­მი­ა­ნი ეს­წრე­ბო­და და მის შე­სა­ხებ პრო­კუ­რა­ტუ­რას არა­ფე­რი უთ­ქვამს. ეს ადა­მი­ა­ნი ყო­ფი­ლა ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის მო­ად­გი­ლე, იმ­ჟა­მად ქვეყ­ნის უშიშ­რო­ე­ბის ყვე­ლა სამ­სა­ხუ­რის კუ­რა­ტო­რი ამი­რან მეს­ხე­ლი. წყა­რო აცხა­დებს, რომ მეს­ხელ­მა ეს თათ­ბი­რი თა­ვი­დან ბო­ლომ­დე ჩა­წე­რა და ჩა­ნა­წე­რი მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რას უცხო­ე­თი­დან გა­მო­უგ­ზავ­ნა. ამ­დე­ნად, გა­მო­ძი­ე­ბას არა მხო­ლოდ ის ინ­ფორ­მა­ცია აქვს სა­ი­დუმ­ლო თათ­ბი­რის შე­სა­ხებ რაც გა­ახ­მა­უ­რა, არა­მედ ამ თათ­ბი­რის სრუ­ლი ჩა­ნა­წე­რი. გარ­და ამი­სა, მეს­ხელს 2007 წლის აქ­ცი­ე­ბის, "ტე­ლე­ი­მე­დის" დარ­ბე­ვი­სა და იმ ფაქ­ტე­ბის შე­სა­ხებ, რის გა­მოც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს რამ­დე­ნი­მე ბრა­ლი წა­უ­ყე­ნეს, და­მა­ტე­ბით სხვა ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბიც გა­და­უ­ცია პრო­კუ­რა­ტუ­რის­თვის, მათ შო­რის, აუ­დიო და ვი­დე­ომ­ტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი. წყა­რო ირ­წმუ­ნე­ბა, რომ მეს­ხე­ლი არა მხო­ლოდ ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­თან, ყვე­ლა სხვა მა­ღალ­ჩი­ნო­სან­თან ჩა­ტა­რე­ბულ თათ­ბი­რებს იწერ­და და ინა­ხავ­და. სევე, იწერ­და მის­სა­ვე კა­ბი­ნეტ­ში ჩა­ტა­რე­ბულ თათ­ბი­რებს. უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რე­ბის უფ­როსს, რო­მელ­საც შს სა­მი­ნის­ტროს არ­სე­ნალ­ში არ­სე­ბულ ყვე­ლა­ნა­ირ ტექ­ნო­ლო­გი­ა­ზე, მათ შო­რის, ფა­რუ­ლი ჩა­წე­რის უახ­ლეს სა­შუ­ა­ლე­ბებ­ზე მი­უწ­ვდე­ბო­და ხელი, ამის გა­კე­თე­ბა ნამ­დვი­ლად არ გა­უ­ჭირ­დე­ბო­და", - აღ­ნიშ­ნავს გა­მო­ცე­მა.

"ინ­ფორ­მა­ცია, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რას ეს ჩა­ნა­წე­რი ამი­რან მეს­ხელ­მა გა­დას­ცა და სა­ერ­თოდ, ითა­ნამ­შრომ­ლა გა­მო­ძი­ე­ბას­თან, სარ­წმუ­ნო რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტო­რის გა­მოა. ქარ­თუ­ლი მე­დი­ით არა­ერ­თხელ გახ­მა­უ­რე­ბუ­ლა ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი, რომ მრა­ვალ და­ნა­შა­ულ­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი ამი­რან მეს­ხე­ლი, სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­დან თა­ვის არი­დე­ბის მიზ­ნით, უცხო­ე­თი­დან უხ­ვად ამა­რა­გებს ქარ­თველ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს. ერთ-ერთი ვერ­სი­ით, სწო­რედ მეს­ხელ­მა მი­ა­წო­და გა­მო­ძი­ე­ბას დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია და სხვა სა­ხის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, სამ­ხედ­რო დაზ­ვერ­ვის ოფიც­რის, პა­ა­ტა ქარ­და­ვა­სა და სა­ტყეო დე­პარ­ტა­მენ­ტის რე­ინ­ჯე­რის, და­ვით ცინ­დე­ლი­ა­ნის მკვლე­ლო­ბე­ბის შე­სა­ხებ", - წერს სტა­ტი­ის ავ­ტო­რი.

"ამი­რან მეს­ხელს მარ­თლა გა­და­სარ­ჩე­ნად აქვს საქ­მე და და­მა­ჯე­რე­ბე­ლია, რომ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის არი­დე­ბის მიზ­ნით, გა­მო­ძი­ე­ბას­თან ეთა­ნამ­შრომ­ლა. მეს­ხე­ლი იყო სპე­ცო­პე­რა­ცია "ენ­ვე­რის" მთა­ვა­რი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი, მან შე­ა­თი­თხნა ეს საქ­მე, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზეც 18 კაცი და­ი­ჭი­რეს შპი­ო­ნა­ჟის ბრალ­დე­ბით და 8 მათ­გა­ნი ცი­ხე­ში ჩას­ვეს. ამი­რან მეს­ხე­ლის სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბა ასე­ვე სამ­ცხე-ჯა­ვა­ხეთ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს სხვა რე­გი­ო­ნებ­ში ბიზ­ნეს­მენ­თათ­ვის შან­ტა­ჟის, და­ში­ნე­ბის, ფი­ზი­კუ­რი ზე­წო­ლის, წა­მე­ბის მე­თო­დე­ბით ქო­ნე­ბის წარ­თმე­ვის არა­ერ­თი შემ­თხვე­ვა, რა­საც ვანო მე­რა­ბი­ვი­ლის დაკ­ვე­თით ახორ­ცი­ე­ლებ­და და ხში­რად, სა­კუ­თა­რი ინი­ცი­ა­ტი­ვი­თაც. ამი­რან მეს­ხე­ლის წი­ნა­აღ­მდეგ, პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში არა­ერ­თი სა­ჩი­ვა­რია შე­ტა­ნი­ლი. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში მეს­ხე­ლის წი­ნა­აღ­მდეგ საქ­მე დღემ­დე არ აღ­ძრუ­ლა. მის შე­სა­ხებ ჩვე­ნი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი მე­ტად სა­ეჭ­ვოდ დუ­მან. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სრუ­ლი­ად სარ­წმუ­ნოა, რომ მეს­ხე­ლი ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბის სა­ნაც­ვლოდ თა­ნამ­შრომ­ლობს მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და "ნაც­მოძ­რა­ო­ბის" სხვა ლი­დე­რე­ბის და­ნა­შა­უ­ლის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს გა­დას­ცემს", - დას­ძენს გა­მო­ცე­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

ვინ გადასცა მერაბიშვილის საიდუმლო თათბირის ჩანაწერი პროკურატურას

ვინ გადასცა მერაბიშვილის საიდუმლო თათბირის ჩანაწერი პროკურატურას

"მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრასთან დაკავშირებით, მთავარმა პროკურატურამ საკმაოდ ვრცელი განცხადება გააკეთა. ამ განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2007 წლის ნოემბრის აქციებში მონაწილე ხალხის დატერორება, სადამსჯელო ღონისძიებათა განხორციელება ვანო მერაბიშვილის კაბინეტში დაიგეგმა. განცხადებაში ნათქვამია, რომ 4 ნოემბერს, ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართულ ამ თათბირს ესწრებოდნენ ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი, დათა ახალაია, გიგი უგულავა და გუბერნატორები. ძალზე საგლისხმო ფაქტია, რომ პროკურატურას არა მხოლოდ ამ თათბირზე მიღებულ გადაწყვეტილებებზე აქვს დეტალური ინფორმაცია, არა მხოლოდ ის იცის, რა განაცხადა თათბირზე მერაბიშვილმა, არამედ მისი ნათქვამის ციტირებაც კი მოჰყავს. კერძოდ, როცა მერაბიშვილი თათბირის მონაწილეებს დავალებებს აძლევდა, ასეთი რამ თქვა: "გალახული კაცი საქართველოში არის ჩმორი და მაშინვე კარგავს გავლენას, ჯგუფები შექმენით, სცემეთ, თირკმელებში ურტყით, დაიჭირეთ, გადმოიბირეთ, ნარკოტიკები ჩაუდეთ, გარეთ ერთი ახალაია მიხედავს, შიგნით მეორე დახვდება". საინტერესოა, საიდან აქვს მთავარ პროკურატურას მერაბიშვილის გამონათქვამის ზუსტი ციტატა. ცხადია, ამ დახურული თათბირის სტენოგრამას არავინ გააკეთებდა", - წერს გაზეთი "ალია" სტატიაში სათაურით ვინ გადასცა მერაბიშვილის საიდუმლო თათბირის ჩანაწერი პროკურატურას.

"ალიას" სანდო წყარომ განუცხადა, რომ ამ საიდუმლო თათბირს კიდევ ერთი ადამიანი ესწრებოდა და მის შესახებ პროკურატურას არაფერი უთქვამს. ეს ადამიანი ყოფილა ვანო მერაბიშვილის მოადგილე, იმჟამად ქვეყნის უშიშროების ყველა სამსახურის კურატორი ამირან მესხელი. წყარო აცხადებს, რომ მესხელმა ეს თათბირი თავიდან ბოლომდე ჩაწერა და ჩანაწერი მთავარ პროკურატურას უცხოეთიდან გამოუგზავნა. ამდენად, გამოძიებას არა მხოლოდ ის ინფორმაცია აქვს საიდუმლო თათბირის შესახებ რაც გაახმაურა, არამედ ამ თათბირის სრული ჩანაწერი. გარდა ამისა, მესხელს 2007 წლის აქციების, "ტელეიმედის" დარბევისა და იმ ფაქტების შესახებ, რის გამოც მიხეილ სააკაშვილს რამდენიმე ბრალი წაუყენეს, დამატებით სხვა ინფორმაციებიც გადაუცია პროკურატურისთვის, მათ შორის, აუდიო და ვიდეომტკიცებულებები. წყარო ირწმუნება, რომ მესხელი არა მხოლოდ ვანო მერაბიშვილთან, ყველა სხვა მაღალჩინოსანთან ჩატარებულ თათბირებს იწერდა და ინახავდა. სევე, იწერდა მისსავე კაბინეტში ჩატარებულ თათბირებს. უშიშროების სამსახურების უფროსს, რომელსაც შს სამინისტროს არსენალში არსებულ ყველანაირ ტექნოლოგიაზე, მათ შორის, ფარული ჩაწერის უახლეს საშუალებებზე მიუწვდებოდა ხელი, ამის გაკეთება ნამდვილად არ გაუჭირდებოდა", - აღნიშნავს გამოცემა.

"ინფორმაცია, რომ პროკურატურას ეს ჩანაწერი ამირან მესხელმა გადასცა და საერთოდ, ითანამშრომლა გამოძიებასთან, სარწმუნო რამდენიმე ფაქტორის გამოა. ქართული მედიით არაერთხელ გახმაურებულა ინფორმაციები, რომ მრავალ დანაშაულში ეჭვმიტანილი ამირან მესხელი, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობიდან თავის არიდების მიზნით, უცხოეთიდან უხვად ამარაგებს ქართველ სამართალდამცავებს. ერთ-ერთი ვერსიით, სწორედ მესხელმა მიაწოდა გამოძიებას დეტალური ინფორმაცია და სხვა სახის მტკიცებულებები, სამხედრო დაზვერვის ოფიცრის, პაატა ქარდავასა და სატყეო დეპარტამენტის რეინჯერის, დავით ცინდელიანის მკვლელობების შესახებ", - წერს სტატიის ავტორი.

"ამირან მესხელს მართლა გადასარჩენად აქვს საქმე და დამაჯერებელია, რომ პასუხისმგებლობის არიდების მიზნით, გამოძიებასთან ეთანამშრომლა. მესხელი იყო სპეცოპერაცია "ენვერის" მთავარი ორგანიზატორი, მან შეათითხნა ეს საქმე, რომლის საფუძველზეც 18 კაცი დაიჭირეს შპიონაჟის ბრალდებით და 8 მათგანი ციხეში ჩასვეს. ამირან მესხელის სახელს უკავშირდება ასევე სამცხე-ჯავახეთსა და საქართველოს სხვა რეგიონებში ბიზნესმენთათვის შანტაჟის, დაშინების, ფიზიკური ზეწოლის, წამების მეთოდებით ქონების წართმევის არაერთი შემთხვევა, რასაც ვანო მერაბივილის დაკვეთით ახორციელებდა და ხშირად, საკუთარი ინიციატივითაც. ამირან მესხელის წინააღმდეგ, პროკურატურაში არაერთი საჩივარია შეტანილი. მიუხედავად ამისა, პროკურატურაში მესხელის წინააღმდეგ საქმე დღემდე არ აღძრულა. მის შესახებ ჩვენი სამართალდამცავები მეტად საეჭვოდ დუმან. აქედან გამომდინარე, სრულიად სარწმუნოა, რომ მესხელი ხელშეუხებლობის სანაცვლოდ თანამშრომლობს მთავარ პროკურატურასთან და მიხეილ სააკაშვილისა და "ნაცმოძრაობის" სხვა ლიდერების დანაშაულის მტკიცებულებებს გადასცემს", - დასძენს გამოცემა.

"შენ დახოცე ისინიო. გავგიჟდი, - ამას როგორ მეუბნებით - მეთქი?"

"მოვითხოვ, მეტი დრო გამონახოს" - რა აღიზიანებს მეუღლეში გვანცა დარასელიას

პროსტიტუციის სკანდალი: ვის და რა მიზნით მიჰყვს ქართველი გოგონები ჩინეთში?