კონფლიქტები
საზოგადოება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ედუარდ შევარდნაძე კრწანისის რეზიდენციის ეზოში დაკრძალეს (+29 ფოტო)
ედუარდ შევარდნაძე კრწანისის რეზიდენციის ეზოში დაკრძალეს (+29 ფოტო)

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძე კრწა­ნი­სის რე­ზი­დენ­ცი­ის ეზო­ში, სამ­ხედ­რო პა­ტი­ვით, მე­უღ­ლის გვერ­დით დაკ­რძა­ლეს. ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი კრწა­ნი­სის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში სამ­გლო­ვი­ა­რო პრო­ცე­სი­ით სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტაძ­რი­დან გა­და­ას­ვე­ნეს.

სამ­გლო­ვი­ა­რო ცე­რე­მო­ნი­ის ოფი­ცი­ა­ლურ ნა­წილს სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბი­სა და პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბი, სა­ერ­თა­შო­რი­სო დე­ლე­გა­ცი­ე­ბი, დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და­ეს­წრნენ. ოჯა­ხის­თვის სამ­ძიმ­რის გა­მო­სა­ხა­ტად მი­ვიდ­ნენ ყო­ფი­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი.

ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის დაკ­რძალ­ვა­ზე და­სას­წრე­ბად სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვიდ­ნენ სა­ერ­თა­შო­რი­სო დე­ლე­გა­ცი­ე­ბი და უცხო­ე­ლი სტუმ­რე­ბი, მათ შო­რის აშშ-ს ყო­ფი­ლი სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვა­ნი ჯე­იმს ბე­ი­კე­რი, გერ­მა­ნი­ის ყო­ფი­ლი სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი და ვიცე კან­ცლე­რი ჰანს დიტ­რიხ გენ­შე­რი და მისი მე­უღ­ლე ბარ­ბა­რა გენ­შე­რი, თურ­ქე­თის შრო­მი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის მი­ნის­ტრი ფა­რუქ ჩე­ლი­ქი, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე ოკტაი ასა­დო­ვი.

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი 1928 წლის 25 იან­ვარს, ლან­ჩხუ­თის რა­ი­ო­ნის სო­ფელ მა­მათ­ში და­ი­ბა­და.

1959 წელს და­ამ­თავ­რა ქუ­თა­ი­სის წუ­ლუ­კი­ძის სა­ხე­ლო­ბის პე­და­გო­გი­უ­რი ინ­სტი­ტუ­ტი და­უს­წრებ­ლად. 1972-1985 წლებ­ში იყო სა­ქარ­თვე­ლოს ცკ-ს პირ­ვე­ლი მდი­ვა­ნი, 1985-1990 წლებ­ში - საბ­ჭო­თა კავ­ში­რის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი, 1995-2003 წლებ­ში ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძე სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი იყო. თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან ის "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" შე­დე­გად გა­დად­გა.

ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძე 1995 წლის ნო­ემ­ბერ­ში ხმე­ბის 74%-ით აირ­ჩი­ეს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტად, 2000 წლის 9 აპ­რილს, კი ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძე ხმა­თა 82%-ით მე­ო­რე ვა­დით იქნა არ­ჩე­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტად. მას­ზე სამ­ჯერ გან­ხორ­ცი­ელ­და თავ­დას­ხმა, მათ შო­რის 1992 წელს აფხა­ზეთ­ში, 1995 წელს სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის ეზო­ში, 1998 წელს კი, რე­ზი­დენ­ცი­ის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე.

ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძე 86 წლის ასაკ­ში 7 ივ­ლისს გარ­და­იც­ვა­ლა.

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

ედუარდ შევარდნაძე კრწანისის რეზიდენციის ეზოში დაკრძალეს (+29 ფოტო)

ედუარდ შევარდნაძე კრწანისის რეზიდენციის ეზოში დაკრძალეს (+29 ფოტო)

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე კრწანისის რეზიდენციის ეზოში, სამხედრო პატივით, მეუღლის გვერდით დაკრძალეს. ყოფილი პრეზიდენტი კრწანისის რეზიდენციაში სამგლოვიარო პროცესიით სამების საკათედრო ტაძრიდან გადაასვენეს.

სამგლოვიარო ცერემონიის ოფიციალურ ნაწილს სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, საერთაშორისო დელეგაციები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ. ოჯახისთვის სამძიმრის გამოსახატად მივიდნენ ყოფილი თანამდებობის პირები, საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები.

ედუარდ შევარდნაძის დაკრძალვაზე დასასწრებად საქართველოში ჩამოვიდნენ საერთაშორისო დელეგაციები და უცხოელი სტუმრები, მათ შორის აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჯეიმს ბეიკერი, გერმანიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და ვიცე კანცლერი ჰანს დიტრიხ გენშერი და მისი მეუღლე ბარბარა გენშერი, თურქეთის შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრი ფარუქ ჩელიქი, აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარე ოკტაი ასადოვი.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი 1928 წლის 25 იანვარს, ლანჩხუთის რაიონის სოფელ მამათში დაიბადა.

1959 წელს დაამთავრა ქუთაისის წულუკიძის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი დაუსწრებლად. 1972-1985 წლებში იყო საქართველოს ცკ-ს პირველი მდივანი, 1985-1990 წლებში - საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი, 1995-2003 წლებში ედუარდ შევარდნაძე საქართველოს პრეზიდენტი იყო. თანამდებობიდან ის "ვარდების რევოლუციის" შედეგად გადადგა.

ედუარდ შევარდნაძე 1995 წლის ნოემბერში ხმების 74%-ით აირჩიეს საქართველოს პრეზიდენტად, 2000 წლის 9 აპრილს, კი ედუარდ შევარდნაძე ხმათა 82%-ით მეორე ვადით იქნა არჩეული საქართველოს პრეზიდენტად. მასზე სამჯერ განხორციელდა თავდასხმა, მათ შორის 1992 წელს აფხაზეთში, 1995 წელს საქართველოს პარლამენტის შენობის ეზოში, 1998 წელს კი, რეზიდენციისკენ მიმავალ გზაზე.

ედუარდ შევარდნაძე 86 წლის ასაკში 7 ივლისს გარდაიცვალა.

იხილეთ ფოტოგალერეა

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა