ახალგაზრდა მამაკაცმა მეგობარ ქალბატონს დაზიანებები მიაყენა, მოგვიანებით კი ყელის არეში თვითდაზიანება მიიყენა. შემთხვევა სოლოლაკში, კოჯრის ქუჩაზე მოხდა. ამის შესახებ Ambebi.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
ამ დროისთვის მამაკაციც და ქალბატონიც სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებიან. გამოძიება 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქად დაზიანებას გულისხმობს.
გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, შსს დამატებითი დეტალების გახმაურებისგან ჯერჯერობით თავს იკავებს.
სალომე შიხაშვილი, Ambebi.ge