მსოფლიო
მეცნიერება
პოლიტიკა

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყოფილი მაღალჩინოსანი "მასტერა" ჰოლანდიაში დააკავეს
ყოფილი მაღალჩინოსანი "მასტერა" ჰოლანდიაში დააკავეს

სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი შტა­ბის სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და გან­სა­კუთ­რე­ბულ და­ვა­ლე­ბა­თა მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს ყო­ფილ უფ­რო­სი გი­ორ­გი დგე­ბუ­ა­ძე ("მას­ტე­რა") ჰოლ­ნა­დი­ა­ში და­ა­კა­ვეს, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში და­უ­დას­ტუ­რეს.

რო­გორც პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხურ­ში აცხა­დე­ბენ, ჰო­ლან­დი­ელ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა გი­ორ­გი დგე­ბუ­ა­ძე სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის მო­თხოვ­ნის სა­ფუძ­ველ­ზე აიყ­ვა­ნეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, "მას­ტე­რა" ამ­ჟა­მად სა­პა­ტიმ­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი და მისი ექ­სტრა­დი­ცი­ის სა­კი­თხი გა­ნი­ხი­ლე­ბა.

მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი შტა­ბის სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და გან­სა­კუთ­რე­ბულ და­ვა­ლე­ბა­თა მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს ყო­ფილ უფ­როსს გი­ორ­გი დგე­ბუ­ა­ძეს ბრა­ლი გა­სუ­ლი წლის 7 მარტს წა­უ­ყე­ნა.

უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბით, დგე­ბუ­ა­ძეს ბრა­ლად სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბა, თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თი­სა და წა­მე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბე­ბა ედე­ბა. "სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში დას­რულ­და გა­მო­ძი­ე­ბა გი­ორ­გი დგე­ბუ­ა­ძის საქ­მე­ზე. გი­ორ­გი დეგ­ბუ­ა­ძეს ("მას­ტე­რას") ბრა­ლად ედე­ბა სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბა, თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თი­სა და წა­მე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა.

გი­ორ­გი დგე­ბუ­ა­ძე 2010 წლის 15 სექ­ტემ­ბრი­დან იყო სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი შტა­ბის სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და გან­სა­კუთ­რე­ბულ და­ვა­ლე­ბა­თა მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი. 2011 წლის 4 იან­ვარს სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სპე­ცი­ა­ლუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბის ძა­ლე­ბის ოპე­რა­ტი­ულ­მა მო­რი­გემ თ. ა-მ თა­ვი­სი­ვე ხელ­მძღვა­ნელს ჯე­მალ ძლი­ე­რიშ­ვილს გა­ნუ­ცხა­და, რომ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით კავ­ში­რი ჰქონ­და რუს სამ­ხედ­რო მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­თან, რომ­ლებ­თან ერ­თა­დაც საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დროს უკ­რა­ი­ნა­ში იხ­დი­და სამ­ხედ­რო სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­სა­ხურს. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­რე­მო­ე­ბა სა­ეჭ­ვოდ იქნა მიჩ­ნე­უ­ლი და სა­კი­თხში გარ­კვე­ვის მიზ­ნით, იმა­ვე დღეს იგი მი­იყ­ვა­ნეს სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი შტა­ბის, სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის, უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და გან­სა­კუთ­რე­ბულ და­ვა­ლე­ბა­თა მთა­ვარ სამ­მარ­თვე­ლო­ში. სა­დაც ამა­ვე სამ­სა­ხუ­რის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­როს­მა გი­ორ­გი დგე­ბუ­ა­ძემ მის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში მყოფ თა­ნამ­შრომ­ლებს, ლაშა მინ­და­ძეს და პლა­ტონ სხუ­ლუ­ხი­ას და­ა­ვა­ლა, ნე­ბის­მი­ე­რი სა­შუ­ა­ლე­ბით, თე­მურ ამი­რა­ნაშ­ვი­ლის­გან მი­ე­ღოთ ინ­ფორ­მა­ცია რუ­სულ სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­სა­ხებ. მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­როს­მა ლაშა მინ­და­ძემ, თე­მურ ამი­რა­ნაშ­ვი­ლი ხელ­ბორ­კი­ლით მი­ა­ბა გათ­ბო­ბის მილ­ზე ისე, რომ რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში არ ჰქონ­და დაჯ­დო­მის და გა­და­ად­გი­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა, და­ე­მუქ­რა, რომ ძი­ლის დროს თით­ქოს მო­ახ­დი­ნეს მისი გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა და თუ რუ­სე­თის სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას არ აღი­ა­რებ­და, გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის ამ­სახ­ველ ფო­ტო­სუ­რა­თებს გა­ავ­რცე­ლებ­და მის ოჯა­ხის წევ­რებ­თან და ახ­ლობ­ლებ­თან. მან­ვე თ.ა. აი­ძუ­ლა თა­ვი­სი ნე­ბის სა­ა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ მდგა­რი­ყო ბრძა­ნე­ბა "სმე­ნა"-ზე და გა­მო­ძი­ე­ბით და­უდ­გე­ნელ პი­რებ­თან ერ­თად მი­ა­ყე­ნა ფი­ზი­კუ­რი და სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა, ხოლო სამ­მარ­თვე­ლოს ოპე­რა­ტი­ულ მუ­შა­კებს ბე­სა­რი­ონ ჯაჭვლი­ანს და და­ვით ფი­ფი­ას, და­ა­ვა­ლა არ მი­ე­ცათ თ. ა-სთვის დაჯ­დო­მის და ძი­ლის სა­შუ­ა­ლე­ბა. თ. ა-ს თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნოდ აღ­კვე­თა, პა­ტი­ვი­სა და ღირ­სე­ბის შე­ლახ­ვა და წა­მე­ბა გაგ­რძელ­და 2011 წლის 04 იან­ვრი­დან ამა­ვე წლის 08 იან­ვრის სა­ღა­მომ­დე.

გი­ორ­გი დგე­ბუ­ა­ძეს კა­ნო­ნით დად­გე­ნი­ლი წე­სით წა­რედ­გი­ნა ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის333-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის "გ" ქვე­პუნ­ქტით; 25-ე, 143-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით; 25-ე, 1441-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "ა"; "ბ" და "ე" ქვე­პუნ­ქტე­ბით", - ნათ­ქვა­მია პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ყოფილი მაღალჩინოსანი "მასტერა" ჰოლანდიაში დააკავეს

ყოფილი მაღალჩინოსანი "მასტერა" ჰოლანდიაში დააკავეს

საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უსაფრთხოებისა და განსაკუთრებულ დავალებათა მთავარი სამმართველოს ყოფილ უფროსი გიორგი დგებუაძე ("მასტერა") ჰოლნადიაში დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" საქართველოს მთავარ პროკურატურაში დაუდასტურეს.

როგორც პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, ჰოლანდიელმა სამართალდამცველებმა გიორგი დგებუაძე საქართველოს მთავარი პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე აიყვანეს. არსებული ინფორმაციით, "მასტერა" ამჟამად საპატიმრო დაწესებულებაშია მოთავსებული და მისი ექსტრადიციის საკითხი განიხილება.

მთავარმა პროკურატურამ საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უსაფრთხოებისა და განსაკუთრებულ დავალებათა მთავარი სამმართველოს ყოფილ უფროსს გიორგი დგებუაძეს ბრალი გასული წლის 7 მარტს წაუყენა.

უწყების განცხადებით, დგებუაძეს ბრალად სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და წამების ორგანიზებება ედება. "საქართველოს მთავარ პროკურატურაში დასრულდა გამოძიება გიორგი დგებუაძის საქმეზე. გიორგი დეგბუაძეს ("მასტერას") ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და წამების ორგანიზება.

გიორგი დგებუაძე 2010 წლის 15 სექტემბრიდან იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უსაფრთხოებისა და განსაკუთრებულ დავალებათა მთავარი სამმართველოს უფროსი. 2011 წლის 4 იანვარს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპეციალური ოპერაციების ძალების ოპერატიულმა მორიგემ თ. ა-მ თავისივე ხელმძღვანელს ჯემალ ძლიერიშვილს განუცხადა, რომ სოციალური ქსელის საშუალებით კავშირი ჰქონდა რუს სამხედრო მაღალჩინოსნებთან, რომლებთან ერთადაც საბჭოთა კავშირის დროს უკრაინაში იხდიდა სამხედრო სავალდებულო სამსახურს. აღნიშნული გარემოება საეჭვოდ იქნა მიჩნეული და საკითხში გარკვევის მიზნით, იმავე დღეს იგი მიიყვანეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის, უსაფრთხოებისა და განსაკუთრებულ დავალებათა მთავარ სამმართველოში. სადაც ამავე სამსახურის მთავარი სამმართველოს უფროსმა გიორგი დგებუაძემ მის დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომლებს, ლაშა მინდაძეს და პლატონ სხულუხიას დაავალა, ნებისმიერი საშუალებით, თემურ ამირანაშვილისგან მიეღოთ ინფორმაცია რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის შესახებ. მთავარი სამმართველოს განყოფილების უფროსმა ლაშა მინდაძემ, თემურ ამირანაშვილი ხელბორკილით მიაბა გათბობის მილზე ისე, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში არ ჰქონდა დაჯდომის და გადაადგილების საშუალება, დაემუქრა, რომ ძილის დროს თითქოს მოახდინეს მისი გაუპატიურება და თუ რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობას არ აღიარებდა, გაუპატიურების ამსახველ ფოტოსურათებს გაავრცელებდა მის ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან. მანვე თ.ა. აიძულა თავისი ნების სააწინააღმდეგოდ მდგარიყო ბრძანება "სმენა"-ზე და გამოძიებით დაუდგენელ პირებთან ერთად მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო სამმართველოს ოპერატიულ მუშაკებს ბესარიონ ჯაჭვლიანს და დავით ფიფიას, დაავალა არ მიეცათ თ. ა-სთვის დაჯდომის და ძილის საშუალება. თ. ა-ს თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა, პატივისა და ღირსების შელახვა და წამება გაგრძელდა 2011 წლის 04 იანვრიდან ამავე წლის 08 იანვრის საღამომდე.

გიორგი დგებუაძეს კანონით დადგენილი წესით წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით; 25-ე, 143-ე მუხლის პირველი ნაწილით; 25-ე, 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა"; "ბ" და "ე" ქვეპუნქტებით", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ