კონფლიქტები
საზოგადოება

28

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 05:38-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ილია მეორე - მიწა, წყაროს წყლები, მდინარეები, საბადოები არ უნდა გასხვისდეს
ილია მეორე - მიწა, წყაროს წყლები, მდინარეები, საბადოები არ უნდა გასხვისდეს

სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის შე­ფა­სე­ბით, მიწა, წყა­როს წყლე­ბი, მდი­ნა­რე­ე­ბი, სა­ბა­დო­ე­ბი არ უნდა გას­ხვის­დეს. საკ­ვი­რაო ქა­და­გე­ბი­სას ილია მე­ო­რემ ქვეყ­ნის ამ რე­სურ­სის უცხო­ელ­თა ხელ­ში გა­დას­ვლის სა­კი­თხზე ისა­უბ­რა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მი­მარ­თა, აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ყუ­რა­დღე­ბით და რუ­დუ­ნე­ბით მი­ი­ღონ.

"რა არის მთა­ვა­რი ფა­სე­უ­ლო­ბა, რო­მელ­საც ჩვენ უნდა გა­ვუფრ­თხილ­დეთ?! მე მახ­სოვს ჩემი ერთ-ერთი ვი­ზი­ტი ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში. არ მახ­სოვს ნიუ-იორკში თუ ვა­შინგტონ­ში ჩვენ ერთი ად­გი­ლი ვნა­ხეთ, რო­მე­ლიც იყო შე­ღო­ბი­ლი მავ­თუ­ლე­ბით და იქ უზარ­მა­ზარ სახ­ლებს შო­რის იყო გა­შე­ნე­ბუ­ლი პა­ტა­რა ბოს­ტა­ნი. როცა ვი­კი­თხეთ, თუ რას ნიშ­ნავ­და შუა ქა­ლაქ­ში ბოს­ტა­ნი, მათ გვი­პა­სუ­ხეს, რომ ეს არის კერ­ძო სა­კუთ­რე­ბა, კერ­ძო ადა­მი­ა­ნი არ ყი­დის მას და ასე აღ­მოჩ­ნდა სახ­ლებს შო­რის ბოს­ტა­ნი. ეს მა­გა­ლი­თი მო­ვიყ­ვა­ნე იმის­თვის, რომ ჩვენ გაგ­ვაჩ­ნია ისე­თი ფა­სე­უ­ლო­ბა, რომ­ლის გა­ყიდ­ვა მარ­თლა არ შე­იძ­ლე­ბა, რომ­ლის გას­ხვი­სე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა. ეს არის ქარ­თუ­ლი მიწა, წყა­ლი, წყა­როს წყა­ლი, მდი­ნა­რე, სა­ბა­დო­ე­ბი. ჩვენ ვცხოვ­რობთ ისეთ რთულ დროს, როცა შე­იძ­ლე­ბა ეს ფა­სე­უ­ლო­ბა, რომ­ლი­თაც არ­სე­ბობს ქარ­თვე­ლი ადა­მი­ა­ნი, მთლი­ა­ნად დავ­კარ­გოთ, დავ­კარ­გოთ იმი­ტომ, რომ სხვებს გა­აჩ­ნია ბევ­რი სა­შუ­ა­ლე­ბა, ფული, რათა ეს ყვე­ლა­ფე­რი იყი­დონ. იყი­დოს უცხო ხალ­ხმა, უცხო ქვეყ­ნებ­მა და შე­იძ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო დარ­ჩეს სრუ­ლი­ად ცა­რი­ე­ლი. ამი­ტომ დიდი და­ფიქ­რე­ბა გვჭირ­დე­ბა ჩვენ. უნდა ვი­ფიქ­როთ არა მხო­ლოდ სა­კუ­თარ თავ­ზე, არა­მედ ჩვენს მო­მა­ვალ­ზე, შთა­მო­მავ­ლო­ბა­ზე. არის შემ­თხვე­ვე­ბი, როცა ხდე­ბა არა გა­ყიდ­ვა, არა­მედ 50, 90-იანი, 100 წლით გას­ხვი­სე­ბა. მა­გა­ლი­თად ტყის გას­ხვი­სე­ბა. ტყე რომ გა­ნად­გურ­დეს, გა­ნად­გურ­დე­ბა ხალ­ხიც. 100 წელი რად უნდა ტყის გა­ნად­გუ­რე­ბას, ერთი კვი­რაც ეყო­ფა, რაც ძა­ლი­ან სა­ში­შია, ამი­ტომ ჩვენ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ დიდი ყუ­რა­დღე­ბით, რუ­დუ­ნე­ბით უნდა მი­აქ­ცი­ოს ყუ­რა­დღე­ბა ამ სა­კითხს. ღმერ­თმა ინე­ბოს, რომ გაგ­ვიხ­სნას გო­ნე­ბა და გა­ვი­გოთ რა არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ჩვენ­თვის, რა არის ნამ­დვი­ლი ფა­სე­უ­ლო­ბა", - ბრძა­ნა ილია მე­ო­რემ საკ­ვი­რაო ქა­და­გე­ბი­სას.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

ილია მეორე - მიწა, წყაროს წყლები, მდინარეები, საბადოები არ უნდა გასხვისდეს

ილია მეორე - მიწა, წყაროს წყლები, მდინარეები, საბადოები არ უნდა გასხვისდეს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის შეფასებით, მიწა, წყაროს წყლები, მდინარეები, საბადოები არ უნდა გასხვისდეს. საკვირაო ქადაგებისას ილია მეორემ ქვეყნის ამ რესურსის უცხოელთა ხელში გადასვლის საკითხზე ისაუბრა და ხელისუფლებას მიმართა, აღნიშნულთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ყურადღებით და რუდუნებით მიიღონ.

"რა არის მთავარი ფასეულობა, რომელსაც ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ?! მე მახსოვს ჩემი ერთ-ერთი ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში. არ მახსოვს ნიუ-იორკში თუ ვაშინგტონში ჩვენ ერთი ადგილი ვნახეთ, რომელიც იყო შეღობილი მავთულებით და იქ უზარმაზარ სახლებს შორის იყო გაშენებული პატარა ბოსტანი. როცა ვიკითხეთ, თუ რას ნიშნავდა შუა ქალაქში ბოსტანი, მათ გვიპასუხეს, რომ ეს არის კერძო საკუთრება, კერძო ადამიანი არ ყიდის მას და ასე აღმოჩნდა სახლებს შორის ბოსტანი. ეს მაგალითი მოვიყვანე იმისთვის, რომ ჩვენ გაგვაჩნია ისეთი ფასეულობა, რომლის გაყიდვა მართლა არ შეიძლება, რომლის გასხვისება არ შეიძლება. ეს არის ქართული მიწა, წყალი, წყაროს წყალი, მდინარე, საბადოები. ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ რთულ დროს, როცა შეიძლება ეს ფასეულობა, რომლითაც არსებობს ქართველი ადამიანი, მთლიანად დავკარგოთ, დავკარგოთ იმიტომ, რომ სხვებს გააჩნია ბევრი საშუალება, ფული, რათა ეს ყველაფერი იყიდონ. იყიდოს უცხო ხალხმა, უცხო ქვეყნებმა და შეიძლება საქართველო დარჩეს სრულიად ცარიელი. ამიტომ დიდი დაფიქრება გვჭირდება ჩვენ. უნდა ვიფიქროთ არა მხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ ჩვენს მომავალზე, შთამომავლობაზე. არის შემთხვევები, როცა ხდება არა გაყიდვა, არამედ 50, 90-იანი, 100 წლით გასხვისება. მაგალითად ტყის გასხვისება. ტყე რომ განადგურდეს, განადგურდება ხალხიც. 100 წელი რად უნდა ტყის განადგურებას, ერთი კვირაც ეყოფა, რაც ძალიან საშიშია, ამიტომ ჩვენმა ხელისუფლებამ დიდი ყურადღებით, რუდუნებით უნდა მიაქციოს ყურადღება ამ საკითხს. ღმერთმა ინებოს, რომ გაგვიხსნას გონება და გავიგოთ რა არის აუცილებელი ჩვენთვის, რა არის ნამდვილი ფასეულობა", - ბრძანა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია