პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩხუბის მონაწილე პოლიციელები სამსახურიდან დაითხოვეს
ჩხუბის მონაწილე პოლიციელები სამსახურიდან დაითხოვეს

პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც დღეს გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლა­ზე არი­ან და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი, სამ­სა­ხუ­რი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლდნენ.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით შსს-მ გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა, რო­მელ­საც "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გე­ნე­რა­ლურ­მა ინ­სპექ­ცი­ამ 2014 წლის 17 ივ­ნისს სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლებს შო­რის სი­ტყვი­ე­რი და ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბის შე­სა­ხებ სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ი­დან შე­მო­სუ­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ჩა­ა­ტა­რა სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი შე­მოწ­მე­ბა. გე­ნე­რა­ლუ­რი ინ­სპექ­ცი­ის დას­კვნით, თბი­ლი­სის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს ძვე­ლი თბი­ლი­სის სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ირაკ­ლი და­რახვე­ლი­ძე, რე­ვაზ კა­კა­ლაშ­ვი­ლი, გივი გა­მე­ზარ­დაშ­ვი­ლი და კად­რე­ბის გან­კარ­გუ­ლე­ბა­ში მყო­ფი და­ვით კან­დე­ლა­კი და­თხოვ­ნი­ლი არი­ან სამ­სა­ხუ­რი­დან.

ოთხი­ვე თა­ნამ­შრო­მელს "შს სა­მი­ნის­ტროს მო­სამ­სა­ხუ­რე­თა დის­ციპ­ლი­ნუ­რი წეს­დე­ბის" მე-2 მუხ­ლის მე-2 პუნ­ქტის "დ" (ზნე­ობ­რი­ვი და ეთი­კუ­რი ნორ­მე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, მო­სამ­სა­ხუ­რის ან და­წე­სე­ბუ­ლე­ბის დის­კრე­დი­ტა­ცი­ის­კენ მი­მარ­თუ­ლი უღირ­სი საქ­ცი­ე­ლი, გა­ნურ­ჩევ­ლად იმი­სა, სამ­სა­ხურ­შია ჩა­დე­ნი­ლი თუ მის გა­რეთ) და "ვ" (მო­სამ­სა­ხუ­რი­სათ­ვის შე­უ­ფე­რე­ბე­ლი ქმე­დე­ბა, რო­მე­ლიც ლა­ხავს სა­მი­ნის­ტროს სის­ტე­მის ავ­ტო­რი­ტეტს) ქვე­პუნ­ქტე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი დის­ციპ­ლი­ნუ­რი გა­დაც­დო­მის ჩა­დე­ნი­სათ­ვის შე­ე­ფარ­და დის­ციპ­ლი­უ­რი სახ­დე­ლი - სამ­სა­ხუ­რი­დან და­თხოვ­ნა", - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­მა­სალ­სა "ტა­ბუ­ლამ" დღეს გა­ავ­რცე­ლა, ვი­დე­ო­მა­სა­ლა­ში, პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი არა­ფხი­ზელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ჩხუბის მონაწილე პოლიციელები სამსახურიდან დაითხოვეს

ჩხუბის მონაწილე პოლიციელები სამსახურიდან დაითხოვეს

პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც დღეს გავრცელებული ვიდეომასალაზე არიან დაფიქსირებული, სამსახურიდან გათავისუფლდნენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით შსს-მ განცხადება გაავრცელა, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:

"შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ 2014 წლის 17 ივნისს სამინისტროს თანამშრომლებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების შესახებ საპატრულო პოლიციიდან შემოსული შეტყობინების საფუძველზე ჩაატარა სამსახურებრივი შემოწმება. გენერალური ინსპექციის დასკვნით, თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლები ირაკლი დარახველიძე, რევაზ კაკალაშვილი, გივი გამეზარდაშვილი და კადრების განკარგულებაში მყოფი დავით კანდელაკი დათხოვნილი არიან სამსახურიდან.

ოთხივე თანამშრომელს "შს სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების" მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის "დ" (ზნეობრივი და ეთიკური ნორმების წინააღმდეგ, მოსამსახურის ან დაწესებულების დისკრედიტაციისკენ მიმართული უღირსი საქციელი, განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ) და "ვ" (მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის შეეფარდა დისციპლიური სახდელი - სამსახურიდან დათხოვნა", - აღნიშნულია განცხადებაში.

პოლიციის თანამშრომლების ფიზიკური დაპირისპირების ამსახველი ვიდეომასალსა "ტაბულამ" დღეს გაავრცელა, ვიდეომასალაში, პოლიციის თანამშრომლები არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებიან.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ