კონფლიქტები
საზოგადოება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 05:38-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არიან ცნობილი მანდილოსნების სექს-სიმბოლო მამაკაცები საქართველოში?
ვინ არიან ცნობილი მანდილოსნების სექს-სიმბოლო მამაკაცები საქართველოში?

ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლე­ბი იშ­ვი­ა­თად ამ­ბო­ბენ, ვინ მოს­წონთ ცნო­ბი­ლი მა­მა­კა­ცე­ბი­დან. Ambebi.ge შე­ე­ცა­და გა­ერ­კვია, ვინ არის ცნო­ბი­ლი მან­დი­ლოს­ნე­ბის სექს-სიმ­ბო­ლო. ბევ­რმა მათ­გან­მა სა­კუ­თა­რი რჩე­უ­ლის სა­ჯა­როდ და­სა­ხე­ლე­ბის­გან თავი შე­ი­კა­ვა, უმე­ტე­სო­ბა ყვე­ლა­ზე სექ­სუ­ა­ლურ მა­მა­კა­ცად თავ­დაც­ვის მი­ნისტრს, ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას მი­იჩ­ნევს. მო­წო­ნე­ბით სარ­გებ­ლობს მსა­ხი­ო­ბი და­ვით ქა­ცა­რა­ვა და ქარ­თვე­ლი რაგ­ბის­ტე­ბი.

თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძე, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი

ქარ­თულ შოუ-ბიზ­ნეს­ში ბევ­რი სექ­სუ­ა­ლუ­რი მა­მა­კა­ცია, გი­ორ­გი ვარ­დო­სა­ნი­ძე, გი­ორ­გი ყიფ­ში­ძე, გი­ორ­გი ნა­ზღა­ი­ძე და როს­ტო, მაგ­რამ გან­სა­კუთ­რე­ბით სექ­სუ­ა­ლუ­რია ნიკა ლა­ზა­რი­აშ­ვი­ლი და თბი­ლი­სის მე­რო­ბის კან­დი­და­ტი ნიკა მე­ლია. როცა ესე­ნი ვნა­ხე, მივ­ხვდი, რას ნიშ­ნავს სექ­სუ­ა­ლუ­რი მა­მა­კა­ცი. მომ­წონს მე­ლო­ტი მა­მა­კა­ცე­ბი, სტა­ტის­ტი­კუ­რად დამ­ტკი­ცე­ბუ­ლია, რომ მე­ლო­ტე­ბი უფრო სექ­სუ­ა­ლუ­რი მა­მა­კა­ცე­ბი არი­ან.

ნინი ქარ­სე­ლა­ძე, მომ­ღე­რა­ლი

სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე სიმ­პა­ტი­ურ მა­მა­კა­ცად მი­ვიჩ­ნევ ზურა ყიფ­ში­ძეს.

ხა­ტია სი­ჭი­ნა­ვა, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი

ყვე­ლა­ზე სექ­სუ­ა­ლუ­რი და სიმ­პა­ტი­უ­რი მა­მა­კა­ცი არის ჩემი ქმა­რი რა­მაზ ნო­ზა­ძე. ძა­ლი­ან მა­მა­კა­ცუ­რია, დახ­ვე­წი­ლი მა­ნე­რე­ბით, კრე­ა­ტი­უ­ლად აზ­როვ­ნებს, იცის, რო­გორ გა­ა­ბედ­ნი­ე­როს ქალი და თვა­ლი არ გა­ურ­ბის მა­მა­კა­ცე­ბის­კენ.

თაკო დო­ლა­ბე­რი­ძე, ივენთ-მე­ნე­ჯე­რი

ყვე­ლა­ზე სიმ­პა­ტი­ურ მა­მა­კა­ცად მი­ვიჩ­ნევ ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას, დიპ­ლო­მა­ტია პი­როვ­ნუ­ლად, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მახ­სოვს მისი გა­მოს­ვლა 2008 წელს გა­ე­რო­ში. აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი დავ­რჩი და ეს არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა.

იუნა შა­ფა­თა­ვა, მსა­ხი­ო­ბი

სექ­სუ­ა­ლუ­რი მა­მა­კა­ცად იმას მი­ვიჩ­ნევ, ვინც ჭკვი­ა­ნია. გა­დამ­წყვე­ტია გე­ნე­ბიც. ეგე­თე­ბი, რომ იყ­ვნენ რაღა მი­ჭირს (იცი­ნის). არაა, ან ცოლი ჰყავს ყვე­ლას. რად­გან და­კონ­კრე­ტე­ბაა აუ­ცი­ლე­ბე­ლი, და­ვა­სა­ხე­ლებ რაგ­ბისტ მა­მუ­კა გორ­გო­ძეს, იგი­ვე გუ­ლი­ვე­რას. ახალ­გაზ­რდა, ძლი­ე­რი და ჩემ­პი­ო­ნის ხა­სი­ა­თის მქო­ნე მა­მა­კა­ცია. ასე­ვე, ერთი ფეხ­ბურ­თე­ლი მომ­წონს, მაგ­რამ სად თა­მა­შობს და რა ჰქვია, არ მახ­სენ­დე­ბა. კა­ლათ­ბურ­თე­ლე­ბიც მიყ­ვარს, რაგ­ბის­ტებს პა­ტივს ვცემ, ჩვე­ნი დე­ბი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბიც მიყ­ვარს. იმე­დია, მალე გაგ­ვა­ხა­რე­ბენ.

გვან­ცა ზა­ქა­რე­იშ­ვი­ლი მომ­ღე­რა­ლი, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი

სა­ქარ­თვე­ლო­ში ბევ­რი სიმ­პა­ტი­უ­რი მა­მა­კა­ცი გვყავს. უფ­რო­სი თა­ო­ბი­დან მომ­წონს რეზო ჩხიკ­ვიშ­ვი­ლი, ძა­ლი­ან ლა­მა­ზი იყო ახალ­გაზ­რდო­ბა­ში, ასე­ვე მომ­წონს და­ვით ქა­ცა­რა­ვა. სიმ­პა­ტი­უ­რია ფეხ­ბურ­თე­ლი ზურა ხი­ზა­ნიშ­ვი­ლი, სა­მო­რი ბალ­დე და მსა­ხი­ო­ბი გი­ორ­გი ბა­ხუ­ტაშ­ვი­ლი, იგი­ვე ცოტ­ნე "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი­დან".

გვან­ცა ბაგ­რა­ტი­ო­ნი, მომ­ღე­რა­ლი

მე ბე­რას გარ­და არა­ვინ მომ­წონს. სექ­სუ­ა­ლუ­რიც არის და სიმ­პა­ტი­უ­რიც. ყვე­ლა­ნა­ი­რად სა­უ­კე­თე­სოა. ბე­რას გარ­და, სხვას ვე­რა­ვის ვერ ვხე­დავ და სხვა კა­ცე­ბი არც არის და­სა­ნა­ხი.

ქეთი გო­მარ­თე­ლი, მომ­ღე­რა­ლი

გენო მა­ლა­ზო­ნი­ას მი­ვიჩ­ნევ სექ­სუ­ა­ლურ მა­მა­კა­ცად. ვერ და­გე­თან­ხმე­ბით იმა­ში, რომ ის ფუ­ლის გამო მოს­წონთ გო­გო­ნებს. გენო უამ­რა­ვი ღირ­სე­ბის გა­მოა პო­პუ­ლა­რუ­ლი მან­დი­ლოს­ნებ­ში. გა­ნათ­ლე­ბუ­ლი, შრო­მის­მოყ­ვა­რე და ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი ადა­მი­ა­ნია. სა­კუ­თა­რი შრო­მით მი­აღ­წია ყვე­ლა­ფერს, მი­ზან­და­სა­ხუ­ლი ბი­ჭია. ამი­ტო­მაც ით­ვლე­ბა სა­სურ­ველ სა­სი­ძოდ. ფული უბ­რა­ლოდ და­მა­ტე­ბი­თი პლი­უ­სია.

გვან­ცა ჯა­ფა­რი­ძე, მო­დე­ლი, მომ­ღე­რა­ლი

და­ვით ქა­ცა­რა­ვას და­ვა­სა­ხე­ლებ სექ­სუ­ა­ლურ მა­მა­კა­ცად. ძა­ლი­ან ვაჟ­კა­ცუ­რია, ათ­ლე­ტუ­რი აღ­ნა­გო­ბა აქვს და თა­ვა­ზი­ა­ნია. ეს კი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნის­თვის.

ბა­ბე­ტა, მომ­ღე­რა­ლი

ყვე­ლა­ზე სიმ­პა­ტი­უ­რი და სექ­სუ­ა­ლუ­რი მა­მა­კა­ცე­ბი არი­ან ირაკ­ლი ალა­სა­ნია და გი­ორ­გი თარ­გა­მა­ძე. სხვა არა­ვინ მახ­სენ­დე­ბა.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი, Ambebi.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

ვინ არიან ცნობილი მანდილოსნების სექს-სიმბოლო მამაკაცები საქართველოში?

ვინ არიან ცნობილი მანდილოსნების სექს-სიმბოლო მამაკაცები საქართველოში?

ცნობილი ქართველები იშვიათად ამბობენ, ვინ მოსწონთ ცნობილი მამაკაცებიდან. Ambebi.ge შეეცადა გაერკვია, ვინ არის ცნობილი მანდილოსნების სექს-სიმბოლო. ბევრმა მათგანმა საკუთარი რჩეულის საჯაროდ დასახელებისგან თავი შეიკავა, უმეტესობა ყველაზე სექსუალურ მამაკაცად თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ალასანიას მიიჩნევს. მოწონებით სარგებლობს მსახიობი დავით ქაცარავა და ქართველი რაგბისტები.

თამუნა მუსერიძე, ტელეწამყვანი

ქართულ შოუ-ბიზნესში ბევრი სექსუალური მამაკაცია, გიორგი ვარდოსანიძე, გიორგი ყიფშიძე, გიორგი ნაზღაიძე და როსტო, მაგრამ განსაკუთრებით სექსუალურია ნიკა ლაზარიაშვილი და თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია. როცა ესენი ვნახე, მივხვდი, რას ნიშნავს სექსუალური მამაკაცი. მომწონს მელოტი მამაკაცები, სტატისტიკურად დამტკიცებულია, რომ მელოტები უფრო სექსუალური მამაკაცები არიან.

ნინი ქარსელაძე, მომღერალი

საქართველოში ყველაზე სიმპატიურ მამაკაცად მივიჩნევ ზურა ყიფშიძეს.

ხატია სიჭინავა, ტელეწამყვანი

ყველაზე სექსუალური და სიმპატიური მამაკაცი არის ჩემი ქმარი რამაზ ნოზაძე. ძალიან მამაკაცურია, დახვეწილი მანერებით, კრეატიულად აზროვნებს, იცის, როგორ გააბედნიეროს ქალი და თვალი არ გაურბის მამაკაცებისკენ.

თაკო დოლაბერიძე, ივენთ-მენეჯერი

ყველაზე სიმპატიურ მამაკაცად მივიჩნევ ირაკლი ალასანიას, დიპლომატია პიროვნულად, განსაკუთრებულად მახსოვს მისი გამოსვლა 2008 წელს გაეროში. აღფრთოვანებული დავრჩი და ეს არასდროს დამავიწყდება.

იუნა შაფათავა, მსახიობი

სექსუალური მამაკაცად იმას მივიჩნევ, ვინც ჭკვიანია. გადამწყვეტია გენებიც. ეგეთები, რომ იყვნენ რაღა მიჭირს (იცინის). არაა, ან ცოლი ჰყავს ყველას. რადგან დაკონკრეტებაა აუცილებელი, დავასახელებ რაგბისტ მამუკა გორგოძეს, იგივე გულივერას. ახალგაზრდა, ძლიერი და ჩემპიონის ხასიათის მქონე მამაკაცია. ასევე, ერთი ფეხბურთელი მომწონს, მაგრამ სად თამაშობს და რა ჰქვია, არ მახსენდება. კალათბურთელებიც მიყვარს, რაგბისტებს პატივს ვცემ, ჩვენი დებილი ფეხბურთელებიც მიყვარს. იმედია, მალე გაგვახარებენ.

გვანცა ზაქარეიშვილი მომღერალი, ტელეწამყვანი

საქართველოში ბევრი სიმპატიური მამაკაცი გვყავს. უფროსი თაობიდან მომწონს რეზო ჩხიკვიშვილი, ძალიან ლამაზი იყო ახალგაზრდობაში, ასევე მომწონს დავით ქაცარავა. სიმპატიურია ფეხბურთელი ზურა ხიზანიშვილი, სამორი ბალდე და მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი, იგივე ცოტნე "ჩემი ცოლის დაქალებიდან".

გვანცა ბაგრატიონი, მომღერალი

მე ბერას გარდა არავინ მომწონს. სექსუალურიც არის და სიმპატიურიც. ყველანაირად საუკეთესოა. ბერას გარდა, სხვას ვერავის ვერ ვხედავ და სხვა კაცები არც არის დასანახი.

ქეთი გომართელი, მომღერალი

გენო მალაზონიას მივიჩნევ სექსუალურ მამაკაცად. ვერ დაგეთანხმებით იმაში, რომ ის ფულის გამო მოსწონთ გოგონებს. გენო უამრავი ღირსების გამოა პოპულარული მანდილოსნებში. განათლებული, შრომისმოყვარე და ყურადღებიანი ადამიანია. საკუთარი შრომით მიაღწია ყველაფერს, მიზანდასახული ბიჭია. ამიტომაც ითვლება სასურველ სასიძოდ. ფული უბრალოდ დამატებითი პლიუსია.

გვანცა ჯაფარიძე, მოდელი, მომღერალი

დავით ქაცარავას დავასახელებ სექსუალურ მამაკაცად. ძალიან ვაჟკაცურია, ათლეტური აღნაგობა აქვს და თავაზიანია. ეს კი მნიშვნელოვანია ნებისმიერი ადამიანისთვის.

ბაბეტა, მომღერალი

ყველაზე სიმპატიური და სექსუალური მამაკაცები არიან ირაკლი ალასანია და გიორგი თარგამაძე. სხვა არავინ მახსენდება.

თამარ ბოჭორიშვილი, Ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია