პოლიტიკა
მსოფლიო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველო ემიგრანტი მათხოვრების თავშესაფრად იქცა
საქართველო ემიგრანტი მათხოვრების თავშესაფრად იქცა

"დე­ი­დე­ბო და ბი­ძი­ე­ბო, და­მეხ­მა­რეთ"; "გა­ი­ღეთ მო­წყა­ლე­ბა, შვი­ლი მიკ­ვდე­ბა, და­მეხ­მა­რეთ"; "ძა­ლი­ან მი­ჭირს, პუ­რის ფული არ მაქვს, და­მეხ­მა­რეთ" - ეს ის სი­ტყვე­ბია, რა­საც მეტ­როს ვა­გო­ნებ­ში, ეკ­ლე­სი­ის შე­სას­ვლელ­თან, ქუ­ჩა­ში, შუქ­ნიშ­ნებ­თან, რეს­ტორ­ნებ­თან, ბან­კებ­თან ხში­რად გა­ი­გებთ. მო­წყა­ლე­ბას ითხო­ვენ ყველ­გან და ითხო­ვენ რო­გორც შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე პი­რე­ბი, მო­ხუ­ცე­ბი და ბავ­შვე­ბი, ასე­ვე შრო­მი­სუ­ნა­რი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი. მა­თხოვ­რო­ბენ რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, ასე­ვე სხვა ქვეყ­ნი­დან ჩა­მო­სუ­ლე­ბი.

სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტში მა­თხოვ­რებს მო­წყა­ლე­ბის თხოვ­ნა ეკ­რძა­ლე­ბათ. მათ ამის უფ­ლე­ბას პატ­რუ­ლი არ აძ­ლევს, თუმ­ცა მა­თხოვ­რე­ბი მეტ­როს ვა­გო­ნებ­ში შეს­ვლას და დახ­მა­რე­ბის თხოვ­ნას მა­ინც ახერ­ხე­ბენ. მწვა­ვედ დგას მო­წყა­ლე­ბის მთხოვ­ნე­ლი ბავ­შვე­ბის პრობ­ლე­მა. ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში ამ­ბო­ბენ, რომ მი­უ­სა­ფარ ბავ­შვთა პრობ­ლე­მებ­ზე აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ო­ბენ და ყო­ველ გა­მოვ­ლე­ნილ ფაქ­ტზე რე­ა­გი­რე­ბას ახ­დე­ნენ. შსს-ში კი ამ­ბო­ბენ, რომ კა­ნო­ნით მხო­ლოდ მა­შინ შე­იძ­ლე­ბა მა­თხოვ­რო­ბის ფაქ­ტის აღ­კვე­თა, რო­დე­საც პო­ლი­ცი­ელ­მა და­დას­ტუ­რე­ბუ­ლად იცის, რომ ბავ­შვი თა­ვი­სი ნე­ბით არ მა­თხოვ­რობს.

"კარ­გი" და "ცუდი" დღე – გა­მო­მუ­შა­ვე­ბის მას­შტა­ბე­ბი

სა­ქარ­თვე­ლო­ში მა­თხოვ­რო­ბის პრობ­ლე­მა მწვა­ვედ დგას. სი­დუ­ხ­ჭი­რე და მძი­მე სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა აი­ძუ­ლებს ადა­მი­ანს შემ­წე­ო­ბა სხვა ადა­მი­ა­ნებს სთხო­ვოს. ეს ყვე­ლა­სათ­ვის იოლი რო­დია. ზო­გის­თვის თუ მა­თხოვ­რო­ბა პრო­ფე­სი­აა, ზო­გის­თვის დიდი ტვირ­თია და ქუ­ჩა­ში გა­მო­სუ­ლი სა­ხე­საც კი იფა­რავს, რომ ნაც­ნობ­მა არ და­ი­ნა­ხოს. ზოგ­საც სი­ტყვა "და­მეხ­მა­რეთ!" თქმაც უჭირს და მთე­ლი დღე ხმა­ა­მო­უ­ღებ­ლად დგას ერთ ად­გი­ლას.

ისი­ნი - მო­წყა­ლე­ბის მთხოვ­ნე­ლე­ბი, დღე­ში საკ­მაო თან­ხა­საც "გა­მო­ი­მუ­შა­ვე­ბენ", ზოგ­ჯერ იმა­ზე მეტ­საც, რა­საც ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­საქ­მე­ბუ­ლი იღებს. ამ­ბო­ბენ, რომ "ცუდი დღე" მა­შინ აქვთ, როცა 15-20 ლარს "აკე­თე­ბენ", "კარგ დღეს" კი 40 ლა­რიც აუ­ღი­ათ. თან­ხის მო­ცუ­ლო­ბა კი იმა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ესა თუ ის ადა­მი­ა­ნი მო­წყა­ლე­ბას რო­მელ უბან­ში ითხოვს და სხვა­თათ­ვის თა­ვის შე­ცო­დე­ბის რამ­დე­ნად კარ­გი სტრა­ტე­გია აქვს შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი. მა­თხოვ­რებს მკაც­რად აქვთ გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი "მუ­შა­ო­ბის სფე­რო­ე­ბი" და "კონ­კუ­რენ­ტის" გა­მო­ჩე­ნა ხში­რად ჩხუ­ბი­თა და აყალ­მა­ყა­ლით. მთავ­რდე­ბა ხოლ­მე. ამ ადა­მი­ა­ნებს ზოგი ჩვენ­გა­ნი ეხ­მა­რე­ბა, ზოგი კი - არა.

არ­სე­ბო­ბენ "ელი­ტა­რუ­ლი" მა­თხოვ­რე­ბიც, ასე­თე­ბი თბი­ლის­ში საკ­მა­ოდ მრავ­ლად არი­ან. ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი, თბი­ლი­სე­ლი მაია თა­ვა­ძე ამ­ბობს, რომ ასე­თი მა­თხო­ვა­რი მის მე­ზობ­ლად უკვე წლე­ბია ცხოვ­რობს.

"რამ­დე­ნი­მე წლის წინ ჩემს მე­ზობ­ლად ერ­თმა ქალ­მა ბინა იგი­რა­ვა, ამა­ში 6 ათა­სი დო­ლა­რი გა­და­ი­ხა­და. ცხოვ­რობ­და კარ­გად, არ აკ­ლდა არა­ფე­რი. ყო­ველ სა­ღა­მოს ტაქ­სით მო­დი­ო­და სახ­ლში და თა­ნაც და­ზურ­გუ­ლი.

შემ­დეგ გა­ვი­გეთ, რომ ეს ქალი თავს და ოჯახს მა­თხოვ­რო­ბით არ­ჩენს. ერთხელ მე­ზობ­ლებ­ში თქვა, რომ ზოგ­ჯერ დღე­ში 100 ლა­რიც კი გა­უ­კე­თე­ბია, ყვე­ლა­ზე ცოტა კი 20-30 ლარი აუ­ღია. დღე­საც, ყო­ველ სა­ღა­მოს სახ­ლში ტაქ­სით მო­დის და არა­ფერს აკ­ლებს ოჯახს", - გვი­თხრა მაია თა­ვა­ძემ.

თბი­ლი­სელ თა­მუ­ნა ხა­რა­ძეს მეტ­რო­თი გა­და­ად­გი­ლე­ბა ყო­ველ­დღი­უ­რად უწევს. ამ­ბობს, რომ დღე არ გავა, მეტ­როს ვა­გონ­ში მი­ნი­მუმ 5 მა­თხო­ვა­რი არ შე­მო­ვი­დეს.

"მა­თხოვ­რო­ბენ რო­გორც ბავ­შვე­ბი, ასე­ვე ქა­ლე­ბი, კა­ცე­ბი, მო­ხუ­ცე­ბი; მა­თხოვ­რო­ბენ რო­გორც ქარ­თვე­ლე­ბი, ასე­ვე ბო­შე­ბი და ბოლო პე­რი­ოდ­ში აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბიც მომ­რავ­ლდნენ. თა­ვი­დან მე­გო­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბი იყ­ვნენ, მაგ­რამ მერე გა­ვი­გე, რომ ისი­ნი აქ სა­მა­თხოვ­როდ სწო­რედ აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან ჩა­მო­დი­ან. სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რე­ბი აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბი ქარ­თუ­ლად თუ ვერ სა­უბ­რო­ბენ, ეს­მით მა­ინც, მათ კი არც ენა ეს­მით და, რა თქმა უნდა, ვერც სა­უბ­რო­ბენ. იცი­ან მხო­ლოდ სი­ტყვა "და­მეხ­მა­რეთ".

თბი­ლის­ში მა­თხოვ­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა საკ­მა­ოდ მომ­რავ­ლდა, ერთხელ მეტ­რო­ში გავ­ლაც კი საკ­მა­რი­სია ამა­ში და­სარ­წმუ­ნებ­ლად. ვფიქ­რობ, ეს ქვეყ­ნის იმი­ჯის­თვის ძა­ლი­ან ცუ­დია. ბოლო პე­რი­ოდ­ში თბი­ლის­ში ბევ­რი უცხო­ე­ლი ჩა­მო­დის და რო­დე­საც ისი­ნი ხე­და­ვენ მა­თხოვ­რე­ბით გა­და­ჭე­დილ ქა­ლაქს, ცხა­დია, რომ კარ­გს არა­ფერს იფიქ­რე­ბენ.

ხში­რად მი­ნა­ხავს, რომ მა­თხო­ვა­რი ბავ­შვი სწო­რედ უცხო­ელს ეკონ­წი­ა­ლე­ბა და დახ­მა­რე­ბას მას სთხოვს. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ მთავ­რო­ბა ამ პრობ­ლე­მას მი­ხე­დავს და მეტ­რო­ში მა­ინც არ მის­ცემს მა­თხოვ­რებს ფუ­ლის შოვ­ნის სა­შუ­ა­ლე­ბას", - ამ­ბობს თა­მუ­ნა ხა­რა­ძე.

თბი­ლი­სელ ეკა ღვი­ნი­აშ­ვილ­საც მეტ­რო­თი უწევს გა­და­ად­გი­ლე­ბა. ამ­ბობს, რომ ერთ-ერთი მა­თხო­ვა­რი მეტ­რო­ში უკვე 17 წე­ლია და­დის, მას ყვე­ლა ეხ­მა­რე­ბა.

"სტუ­დენ­ტი ვი­ყა­ვი, როცა ამ ქალ­მა მეტ­რო­ში მა­თხოვ­რო­ბა და­ი­წყო. მას შემ­დეგ 17 წელი გა­ვი­და, მო­ხუც­და, მაგ­რამ ისევ მეტ­რო­ში და­დის და მო­წყა­ლე­ბას ითხოვს. რამ­დე­ნი­მე დღის წინ პატ­რუ­ლის თა­ნამ­შრო­მელ­მა უთხრა, რომ არ შე­სუ­ლი­ყო ვა­გონ­ში. უცებ ეს ქალი ცუ­დად გახ­და. არ ვიცი, შე­იძ­ლე­ბა თავი მო­ი­კა­ტუ­ნა, რომ ცუ­დად იყო. მგზავ­რებ­მა კი პატ­რულს და­უ­წყეს ჩხუ­ბი.

შემ­დეგ ერთ-ერთი მგზავ­რის­გან გა­ვი­გე, რომ ეს ქალი მა­თხოვ­რო­ბით ოჯახს ინა­ხავს. მე­ტიც, ერთი შვი­ლის­თვის ბი­ნაც კი უყი­დია, მე­ო­რე შვი­ლი კი ევ­რო­პა­ში სას­წავ­ლებ­ლად გა­უშ­ვია. ეს მგზავ­რი ამ ქა­ლის მე­ზო­ბე­ლი იყო და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მისი ოჯა­ხის ის­ტო­რი­აც იცო­და. ამ მა­თხო­ვარს ყო­ველ­თვის ვეხ­მა­რე­ბო­დი, მაგ­რამ რაც მისი ოჯა­ხის შე­სა­ხებ გა­ვი­გე, ვე­ღარ და­ვეხ­მა­რე­ბი. თუ ჰყავს ახალ­გაზ­რდა შვი­ლე­ბი, იმუ­შა­ონ და დედა გა­რეთ სა­მა­თხოვ­როდ აღარ გა­მო­უშ­ვან. რო­გორც ჩანს, მათ ეს არ უნ­დათ, თა­ნაც ამ ქა­ლის­თვის მა­თხოვ­რო­ბა უკვე პრო­ფე­სი­ად იქცა", - გვი­თხრა ეკა ღვი­ნი­აშ­ვილ­მა.

თბი­ლი­სე­ლი გი­ორ­გი გორ­გი­ლა­ძის თქმით, ევ­რო­პა­ში მა­თხოვ­რე­ბი ხდე­ბი­ან იმის გამო, რომ მათ არ უნ­დათ მუ­შა­ო­ბა. სა­ქარ­თვე­ლო­ში მა­თხოვ­რო­ბას ვუ­ყუ­რებთ რო­გორც სო­ცი­ა­ლურ გა­ჭირ­ვე­ბას და ქვე­ყა­ნა­ში გა­აზ­რე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კაც კი არ გვაქვს ამის შე­სა­ხებ. ეს არის ძა­ლი­ან ცუდი და ამას მოგ­ვა­რე­ბა სჭირ­დე­ბა.

"ამას­თან, და­დის ხმე­ბი, რომ თითო მა­თხო­ვა­რი თითო უბან­ზეა მი­მაგ­რე­ბუ­ლი და იქ შო­უ­ლობს დღი­ურ შე­მო­სა­ვალს, რაც არც ისე ცო­ტაა. გარ­და ამი­სა, არ­სე­ბო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­კუ­თარ შვი­ლებს უშ­ვე­ბენ სა­მა­თხოვ­როდ. ეს ბავ­შვე­ბი მა­თხოვ­რო­ბა­ში იზ­რდე­ბი­ან, ეჩ­ვე­ვი­ან ამ გა­რე­მოს და წლე­ბის შემ­დე­გაც აგ­რძე­ლე­ბენ. თით­ქოს სპე­ცი­ა­ლო­ბა­დაც კი ექ­ცათ. ეს ხომ იოლი და კა­ნო­ნი­ე­რი გზაა ფუ­ლის სა­შოვ­ნე­ლად. ამი­ტომ, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი მათ ფულს აძ­ლევს, ზოგ­ჯერ, შე­იძ­ლე­ბა ეს ძა­ლი­ან ცუ­დიც იყოს, მაგ­რამ თუ მარ­თლა ხე­ი­ბარს და დავ­რდო­მილს ეხ­მა­რე­ბი მა­შინ, რა თქმა უნდა, სი­კე­თეს სჩა­დი­ხარ", - ამ­ბობს გი­ორ­გი გორ­გი­ლა­ძე.

ქუ­ჩის ბავ­შვე­ბის უმე­ტე­სო­ბა აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მო­ქა­ლა­ქეა

გა­რად ზრდას­რუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი­სა, ქუ­ჩებ­სა თუ ტრან­სპორ­ტში ხში­რად შეხ­ვდე­ბით მა­თხო­ვარ ბავ­შვებს. ამ­ბო­ბენ, რომ მათ, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, ფუ­ლის სა­შოვ­ნე­ლად ოჯა­ხის უფ­რო­სე­ბი უშ­ვე­ბენ, რად­გან არც დე­დას და არც მა­მას მუ­შა­ო­ბა არ სურს. მეტ­როს ვა­გო­ნებ­ში შეგ­ხვდე­ბათ 2 წლის ბავ­შვე­ბიც კი, რომ­ლებ­მაც ლა­პა­რა­კიც კი არ იცი­ან, მაგ­რამ ხელ­ში პლასტმა­სის ჭიქა უჭი­რავთ, რი­თაც მი­ა­ნიშ­ნე­ბენ, რომ ფული უნ­დათ. ზო­გი­ერ­თი ბავ­შვი სიმ­ღე­რით შე­მო­დის ვა­გონ­ში, ზო­გიც კი გულ­ზე ჩა­მო­კი­დე­ბუ­ლი წარ­წე­რით - "დედა მიკ­ვდე­ბა და და­მეხ­მა­რეთ!"

დღე­ის­თვის ზუს­ტი მო­ნა­ცე­მე­ბი ე.წ. "ქუ­ჩის ბავ­შვე­ბის" რა­ო­დე­ნო­ბის შე­სა­ხებ არ არ­სე­ბობს, თუმ­ცა ისი­ნი არი­ან ყველ­გან, გა­ნურ­ჩევ­ლად ასა­კი­სა. ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სო­ცი­ა­ლუ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი გია კა­კა­ჩია აცხა­დებს, რომ მი­უ­სა­ფა­რი ბავ­შვე­ბის პრობ­ლე­მის მო­საგ­ვა­რებ­ლად სა­მი­ნის­ტრო­ში მო­ბი­ლუ­რი ჯგუ­ფე­ბი მუ­შა­ო­ბენ, რომ­ლე­ბიც ასეთ ბავ­შვებს ხან თა­ვად მო­ნი­ტო­რინ­გის შე­დე­გად პო­უ­ლო­ბენ, ხან ცხელ ხაზ­ზე შე­მო­სუ­ლი გან­ცხა­დე­ბის შემ­დეგ მი­დი­ან ად­გილ­ზე. თუკი ბავ­შვი მა­თხოვ­რობს იძუ­ლე­ბით, ანუ უკვე და­ნა­შა­უ­ლი ხდე­ბა, საქ­მე­ში პატ­რუ­ლი ერ­თვე­ბა.

"თუ ცალ­სა­ხა ძა­ლა­დო­ბაა, ეს არის შსს-ს კომ­პე­ტენ­ცია. თუ არ­სე­ბობს გარ­კვე­უ­ლი ეჭ­ვე­ბი, მა­შინ სო­ცი­ა­ლუ­რი სა­ა­გენ­ტო ერ­თვე­ბა. სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კი ად­გილ­ზე აფა­სებს სი­ტუ­ა­ცი­ას და შე­სა­ბა­მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას იღებს - ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს ბავ­შვის ოჯა­ხი­დან გა­მოყ­ვა­ნა ან თუ არ­სე­ბობს და­უ­დას­ტუ­რე­ბე­ლი ეჭვი, ოჯა­ხი მუდ­მი­ვი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის ქვეშ უნდა მო­ექ­ცეს", - ამ­ბობს გია კა­კა­ჩია.

რაც შე­ე­ხე­ბა მა­თხო­ვა­რი ბავ­შვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას, კა­კა­ჩი­ას თქმით, ამის სტა­ტის­ტი­კა არ არ­სე­ბობს.

"მა­თხო­ვა­რი ბავ­შვის აღ­რი­ცხვა, სტა­ტის­ტი­კა, ნე­ბის­მი­ერ ქვე­ყა­ნა­ში საკ­მა­ოდ რთუ­ლია. ასეა ჩვენ­თა­ნაც. ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, ანუ კვლე­ვით, რო­მე­ლიც 2008 წელს ჩა­ტარ­და, სულ 1500 მა­თხო­ვა­რი ბავ­შვი იყო. მას შემ­დეგ არა­ფე­რი ჩა­ტა­რე­ბუ­ლა, შე­სა­ბა­მი­სად, მო­ი­მა­ტა თუ შემ­ცირ­და ასე­თი ბავ­შვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, რთუ­ლი სათ­ქმე­ლია", - გა­ნუ­ცხა­და "რე­ზო­ნანსს" კა­კა­ჩი­ამ.

ზო­გა­დად "ქუ­ჩის ბავ­შვებ­თან" და­კავ­ში­რე­ბით პრობ­ლე­მას კა­ნონ­მდებ­ლო­ბა ქმნის. რო­გორც "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან" სა­უბ­რი­სას შსს-ს სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მაკა ფე­რა­ძე ამ­ბობს, კა­ნო­ნით მხო­ლოდ მა­შინ შე­იძ­ლე­ბა მა­თხოვ­რო­ბის ფაქ­ტის აღ­კვე­თა, რო­დე­საც პო­ლი­ცი­ელ­მა და­დას­ტუ­რე­ბუ­ლად იცის, რომ ბავ­შვი თა­ვი­სი ნე­ბით არ მა­თხოვ­რობს.

თა­ნაც ის ბავ­შვე­ბი, რომ­ლე­ბიც ქუ­ჩა­ში გვხვდე­ბი­ან, ხში­რად აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არი­ან და არა სა­ქარ­თვე­ლო­სი.

"აღ­მოჩ­ნდა, რომ მა­წან­წა­ლა ბავ­შვე­ბი­სა და ქუ­ჩა­ში მცხოვ­რე­ბი ბავ­შვე­ბის უმე­ტე­სო­ბა არის აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მო­ქა­ლა­ქე. ისი­ნი კვე­თენ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვარს და შემ­დეგ ქა­ლაქ­ში გროვ­დე­ბი­ან, რომ ამ გზით იშო­ვონ ლუკ­მა­პუ­რი", - ამ­ბობს მაკა ფე­რა­ძე.

აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ქარ­თვე­ლო თან­და­თან ემიგ­რან­ტი მა­თხოვ­რე­ბის თავ­შე­საფ­რად იქცა. მათ წი­ნა­აღ­მდეგ რა­ი­მე კონ­ტრზო­მა სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან მი­ღე­ბუ­ლი ჯერ არ არის.

ელზა წიკ­ლა­უ­რი

გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი"

საქართველო ემიგრანტი მათხოვრების თავშესაფრად იქცა

საქართველო ემიგრანტი მათხოვრების თავშესაფრად იქცა

"დეიდებო და ბიძიებო, დამეხმარეთ"; "გაიღეთ მოწყალება, შვილი მიკვდება, დამეხმარეთ"; "ძალიან მიჭირს, პურის ფული არ მაქვს, დამეხმარეთ" - ეს ის სიტყვებია, რასაც მეტროს ვაგონებში, ეკლესიის შესასვლელთან, ქუჩაში, შუქნიშნებთან, რესტორნებთან, ბანკებთან ხშირად გაიგებთ. მოწყალებას ითხოვენ ყველგან და ითხოვენ როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მოხუცები და ბავშვები, ასევე შრომისუნარიანი ადამიანები. მათხოვრობენ როგორც საქართველოს მოქალაქეები, ასევე სხვა ქვეყნიდან ჩამოსულები.

საზოგადოებრივ ტრანსპორტში მათხოვრებს მოწყალების თხოვნა ეკრძალებათ. მათ ამის უფლებას პატრული არ აძლევს, თუმცა მათხოვრები მეტროს ვაგონებში შესვლას და დახმარების თხოვნას მაინც ახერხებენ. მწვავედ დგას მოწყალების მთხოვნელი ბავშვების პრობლემა. ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ მიუსაფარ ბავშვთა პრობლემებზე აქტიურად მუშაობენ და ყოველ გამოვლენილ ფაქტზე რეაგირებას ახდენენ. შსს-ში კი ამბობენ, რომ კანონით მხოლოდ მაშინ შეიძლება მათხოვრობის ფაქტის აღკვეთა, როდესაც პოლიციელმა დადასტურებულად იცის, რომ ბავშვი თავისი ნებით არ მათხოვრობს.

"კარგი" და "ცუდი" დღე – გამომუშავების მასშტაბები

საქართველოში მათხოვრობის პრობლემა მწვავედ დგას. სიდუხჭირე და მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა აიძულებს ადამიანს შემწეობა სხვა ადამიანებს სთხოვოს. ეს ყველასათვის იოლი როდია. ზოგისთვის თუ მათხოვრობა პროფესიაა, ზოგისთვის დიდი ტვირთია და ქუჩაში გამოსული სახესაც კი იფარავს, რომ ნაცნობმა არ დაინახოს. ზოგსაც სიტყვა "დამეხმარეთ!" თქმაც უჭირს და მთელი დღე ხმაამოუღებლად დგას ერთ ადგილას.

ისინი - მოწყალების მთხოვნელები, დღეში საკმაო თანხასაც "გამოიმუშავებენ", ზოგჯერ იმაზე მეტსაც, რასაც ოფიციალურად დასაქმებული იღებს. ამბობენ, რომ "ცუდი დღე" მაშინ აქვთ, როცა 15-20 ლარს "აკეთებენ", "კარგ დღეს" კი 40 ლარიც აუღიათ. თანხის მოცულობა კი იმაზეა დამოკიდებული, ესა თუ ის ადამიანი მოწყალებას რომელ უბანში ითხოვს და სხვათათვის თავის შეცოდების რამდენად კარგი სტრატეგია აქვს შემუშავებული. მათხოვრებს მკაცრად აქვთ გადანაწილებული "მუშაობის სფეროები" და "კონკურენტის" გამოჩენა ხშირად ჩხუბითა და აყალმაყალით. მთავრდება ხოლმე. ამ ადამიანებს ზოგი ჩვენგანი ეხმარება, ზოგი კი - არა.

არსებობენ "ელიტარული" მათხოვრებიც, ასეთები თბილისში საკმაოდ მრავლად არიან. ჩვენი რესპონდენტი, თბილისელი მაია თავაძე ამბობს, რომ ასეთი მათხოვარი მის მეზობლად უკვე წლებია ცხოვრობს.

"რამდენიმე წლის წინ ჩემს მეზობლად ერთმა ქალმა ბინა იგირავა, ამაში 6 ათასი დოლარი გადაიხადა. ცხოვრობდა კარგად, არ აკლდა არაფერი. ყოველ საღამოს ტაქსით მოდიოდა სახლში და თანაც დაზურგული.

შემდეგ გავიგეთ, რომ ეს ქალი თავს და ოჯახს მათხოვრობით არჩენს. ერთხელ მეზობლებში თქვა, რომ ზოგჯერ დღეში 100 ლარიც კი გაუკეთებია, ყველაზე ცოტა კი 20-30 ლარი აუღია. დღესაც, ყოველ საღამოს სახლში ტაქსით მოდის და არაფერს აკლებს ოჯახს", - გვითხრა მაია თავაძემ.

თბილისელ თამუნა ხარაძეს მეტროთი გადაადგილება ყოველდღიურად უწევს. ამბობს, რომ დღე არ გავა, მეტროს ვაგონში მინიმუმ 5 მათხოვარი არ შემოვიდეს.

"მათხოვრობენ როგორც ბავშვები, ასევე ქალები, კაცები, მოხუცები; მათხოვრობენ როგორც ქართველები, ასევე ბოშები და ბოლო პერიოდში აზერბაიჯანელებიც მომრავლდნენ. თავიდან მეგონა, რომ საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანელები იყვნენ, მაგრამ მერე გავიგე, რომ ისინი აქ სამათხოვროდ სწორედ აზერბაიჯანიდან ჩამოდიან. საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები ქართულად თუ ვერ საუბრობენ, ესმით მაინც, მათ კი არც ენა ესმით და, რა თქმა უნდა, ვერც საუბრობენ. იციან მხოლოდ სიტყვა "დამეხმარეთ".

თბილისში მათხოვრების რაოდენობა საკმაოდ მომრავლდა, ერთხელ მეტროში გავლაც კი საკმარისია ამაში დასარწმუნებლად. ვფიქრობ, ეს ქვეყნის იმიჯისთვის ძალიან ცუდია. ბოლო პერიოდში თბილისში ბევრი უცხოელი ჩამოდის და როდესაც ისინი ხედავენ მათხოვრებით გადაჭედილ ქალაქს, ცხადია, რომ კარგს არაფერს იფიქრებენ.

ხშირად მინახავს, რომ მათხოვარი ბავშვი სწორედ უცხოელს ეკონწიალება და დახმარებას მას სთხოვს. კარგი იქნება, თუ მთავრობა ამ პრობლემას მიხედავს და მეტროში მაინც არ მისცემს მათხოვრებს ფულის შოვნის საშუალებას", - ამბობს თამუნა ხარაძე.

თბილისელ ეკა ღვინიაშვილსაც მეტროთი უწევს გადაადგილება. ამბობს, რომ ერთ-ერთი მათხოვარი მეტროში უკვე 17 წელია დადის, მას ყველა ეხმარება.

"სტუდენტი ვიყავი, როცა ამ ქალმა მეტროში მათხოვრობა დაიწყო. მას შემდეგ 17 წელი გავიდა, მოხუცდა, მაგრამ ისევ მეტროში დადის და მოწყალებას ითხოვს. რამდენიმე დღის წინ პატრულის თანამშრომელმა უთხრა, რომ არ შესულიყო ვაგონში. უცებ ეს ქალი ცუდად გახდა. არ ვიცი, შეიძლება თავი მოიკატუნა, რომ ცუდად იყო. მგზავრებმა კი პატრულს დაუწყეს ჩხუბი.

შემდეგ ერთ-ერთი მგზავრისგან გავიგე, რომ ეს ქალი მათხოვრობით ოჯახს ინახავს. მეტიც, ერთი შვილისთვის ბინაც კი უყიდია, მეორე შვილი კი ევროპაში სასწავლებლად გაუშვია. ეს მგზავრი ამ ქალის მეზობელი იყო და აქედან გამომდინარე, მისი ოჯახის ისტორიაც იცოდა. ამ მათხოვარს ყოველთვის ვეხმარებოდი, მაგრამ რაც მისი ოჯახის შესახებ გავიგე, ვეღარ დავეხმარები. თუ ჰყავს ახალგაზრდა შვილები, იმუშაონ და დედა გარეთ სამათხოვროდ აღარ გამოუშვან. როგორც ჩანს, მათ ეს არ უნდათ, თანაც ამ ქალისთვის მათხოვრობა უკვე პროფესიად იქცა", - გვითხრა ეკა ღვინიაშვილმა.

თბილისელი გიორგი გორგილაძის თქმით, ევროპაში მათხოვრები ხდებიან იმის გამო, რომ მათ არ უნდათ მუშაობა. საქართველოში მათხოვრობას ვუყურებთ როგორც სოციალურ გაჭირვებას და ქვეყანაში გააზრებული პოლიტიკაც კი არ გვაქვს ამის შესახებ. ეს არის ძალიან ცუდი და ამას მოგვარება სჭირდება.

"ამასთან, დადის ხმები, რომ თითო მათხოვარი თითო უბანზეა მიმაგრებული და იქ შოულობს დღიურ შემოსავალს, რაც არც ისე ცოტაა. გარდა ამისა, არსებობენ ადამიანები, რომლებიც საკუთარ შვილებს უშვებენ სამათხოვროდ. ეს ბავშვები მათხოვრობაში იზრდებიან, ეჩვევიან ამ გარემოს და წლების შემდეგაც აგრძელებენ. თითქოს სპეციალობადაც კი ექცათ. ეს ხომ იოლი და კანონიერი გზაა ფულის საშოვნელად. ამიტომ, როდესაც ადამიანი მათ ფულს აძლევს, ზოგჯერ, შეიძლება ეს ძალიან ცუდიც იყოს, მაგრამ თუ მართლა ხეიბარს და დავრდომილს ეხმარები მაშინ, რა თქმა უნდა, სიკეთეს სჩადიხარ", - ამბობს გიორგი გორგილაძე.

ქუჩის ბავშვების უმეტესობა აზერბაიჯანის მოქალაქეა

გარად ზრდასრული ადამიანებისა, ქუჩებსა თუ ტრანსპორტში ხშირად შეხვდებით მათხოვარ ბავშვებს. ამბობენ, რომ მათ, ხშირ შემთხვევაში, ფულის საშოვნელად ოჯახის უფროსები უშვებენ, რადგან არც დედას და არც მამას მუშაობა არ სურს. მეტროს ვაგონებში შეგხვდებათ 2 წლის ბავშვებიც კი, რომლებმაც ლაპარაკიც კი არ იციან, მაგრამ ხელში პლასტმასის ჭიქა უჭირავთ, რითაც მიანიშნებენ, რომ ფული უნდათ. ზოგიერთი ბავშვი სიმღერით შემოდის ვაგონში, ზოგიც კი გულზე ჩამოკიდებული წარწერით - "დედა მიკვდება და დამეხმარეთ!"

დღეისთვის ზუსტი მონაცემები ე.წ. "ქუჩის ბავშვების" რაოდენობის შესახებ არ არსებობს, თუმცა ისინი არიან ყველგან, განურჩევლად ასაკისა. ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დეპარტამენტის ხელმძღვანელი გია კაკაჩია აცხადებს, რომ მიუსაფარი ბავშვების პრობლემის მოსაგვარებლად სამინისტროში მობილური ჯგუფები მუშაობენ, რომლებიც ასეთ ბავშვებს ხან თავად მონიტორინგის შედეგად პოულობენ, ხან ცხელ ხაზზე შემოსული განცხადების შემდეგ მიდიან ადგილზე. თუკი ბავშვი მათხოვრობს იძულებით, ანუ უკვე დანაშაული ხდება, საქმეში პატრული ერთვება.

"თუ ცალსახა ძალადობაა, ეს არის შსს-ს კომპეტენცია. თუ არსებობს გარკვეული ეჭვები, მაშინ სოციალური სააგენტო ერთვება. სოციალური მუშაკი ადგილზე აფასებს სიტუაციას და შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს - ეს შეიძლება იყოს ბავშვის ოჯახიდან გამოყვანა ან თუ არსებობს დაუდასტურებელი ეჭვი, ოჯახი მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ უნდა მოექცეს", - ამბობს გია კაკაჩია.

რაც შეეხება მათხოვარი ბავშვების რაოდენობას, კაკაჩიას თქმით, ამის სტატისტიკა არ არსებობს.

"მათხოვარი ბავშვის აღრიცხვა, სტატისტიკა, ნებისმიერ ქვეყანაში საკმაოდ რთულია. ასეა ჩვენთანაც. ბოლო მონაცემებით, ანუ კვლევით, რომელიც 2008 წელს ჩატარდა, სულ 1500 მათხოვარი ბავშვი იყო. მას შემდეგ არაფერი ჩატარებულა, შესაბამისად, მოიმატა თუ შემცირდა ასეთი ბავშვების რაოდენობა, რთული სათქმელია", - განუცხადა "რეზონანსს" კაკაჩიამ.

ზოგადად "ქუჩის ბავშვებთან" დაკავშირებით პრობლემას კანონმდებლობა ქმნის. როგორც "რადიო თავისუფლებასთან" საუბრისას შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენელი მაკა ფერაძე ამბობს, კანონით მხოლოდ მაშინ შეიძლება მათხოვრობის ფაქტის აღკვეთა, როდესაც პოლიციელმა დადასტურებულად იცის, რომ ბავშვი თავისი ნებით არ მათხოვრობს.

თანაც ის ბავშვები, რომლებიც ქუჩაში გვხვდებიან, ხშირად აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან და არა საქართველოსი.

"აღმოჩნდა, რომ მაწანწალა ბავშვებისა და ქუჩაში მცხოვრები ბავშვების უმეტესობა არის აზერბაიჯანის მოქალაქე. ისინი კვეთენ საქართველოს საზღვარს და შემდეგ ქალაქში გროვდებიან, რომ ამ გზით იშოვონ ლუკმაპური", - ამბობს მაკა ფერაძე.

აქედან გამომდინარე, საქართველო თანდათან ემიგრანტი მათხოვრების თავშესაფრად იქცა. მათ წინააღმდეგ რაიმე კონტრზომა სახელმწიფოს მხრიდან მიღებული ჯერ არ არის.

ელზა წიკლაური

გაზეთი "რეზონანსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია