პოლიტიკა
სპორტი
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
7 ყველაზე პოპულარული თურქული სერიალი მსოფლიოში
7 ყველაზე პოპულარული თურქული სერიალი მსოფლიოში

თუ ადრე მსოფ­ლიო სა­ტე­ლე­ვი­ზიო სივ­რცე­ში ლი­დე­რი პო­ზი­ცია ბრა­ზი­ლი­ურ სე­რი­ა­ლებს ეკა­ვა, ის ახლა თურ­ქულ­მა სე­რი­ა­ლებ­მა ჩა­ა­ნაც­ვლა.

თურ­ქულ სე­რი­ა­ლებს მსოფ­ლი­ოს მრა­ვალ ქვე­ყა­ნა­ში, მათ შო­რის, სა­ქარ­თვე­ლო­ში თა­ვი­სი ერ­თგუ­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლი ჰყავს. თურ­ქმა მსა­ხი­ო­ბებ­მა კი მი­ლი­ო­ნო­ბით მა­ყუ­რებ­ლის გული და­ი­პყრეს.

პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი ტე­ლე­არ­ხი, რო­მელ­მაც თურ­ქუ­ლი სე­რი­ა­ლე­ბი ქარ­თულ ენა­ზე შეს­თა­ვა­ზა მა­ყუ­რე­ბელს, პა­ლიტ­რა TV იყო. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ "ეზე­ლით", რო­მე­ლიც პა­ლიტ­რა TV-ს სა­ღა­მოს ეთერ­ში გა­სუ­ლი წლის მა­ის­ში გა­მოჩ­ნდა, ქარ­თულ ტე­ლე­სივ­რცე­ში "თურ­ქუ­ლი სე­რი­ა­ლე­ბის ხანა" და­ი­წყო.

დღე­ი­სათ­ვის თურ­ქულ სე­რი­ა­ლებს მსოფ­ლი­ოს 50 ქვე­ყა­ნა­ში აჩ­ვე­ნე­ბენ. 2013 წელს თურ­ქუ­ლი სე­რი­ა­ლე­ბი პირ­ვე­ლად შე­ვი­და უკ­რა­ი­ნა­ში, პა­კის­ტან­ში, რუ­სეთ­სა და ჩი­ნეთ­ში. მა­ყუ­რებ­ლის ყვე­ლა­ზე დიდი მო­წო­ნე­ბა ტე­ლე­სე­რი­ალ­მა "ვერ­ცხლმა" და­იმ­სა­ხუ­რა, რო­მე­ლიც მარ­ტო შუა აღ­მო­სავ­ლეთ­ში 84 მი­ლი­ონ­ზე მეტ­მა მა­ყუ­რე­ბელ­მა იხი­ლა. თურ­ქუ­ლი საპ­ნის ოპე­რე­ბი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი არა­ბეთ­შია. რაც შე­ე­ხე­ბა მა­კე­დო­ნი­ას, აქ, სპე­ცი­ა­ლურ კა­ნონპ­რო­ექ­ტზეც კი მუ­შა­ობ­დნენ, რო­მე­ლიც თურ­ქუ­ლი სე­რი­ა­ლე­ბის ეროვ­ნუ­ლი პროგ­რა­მე­ბით ჩა­ნაც­ვლე­ბას გუ­ლის­ხმობ­და. რო­გორც Habertürk წერს, ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თურ­ქუ­ლი სე­რი­ა­ლე­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზე გავ­ლე­ნით აიხ­სნე­ბა. თურ­ქუ­ლი სე­რი­ა­ლე­ბი ასე­ვე დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს ბულ­გა­რეთ­ში, სა­ბერ­ძნეთ­ში, სლო­ვა­კეთ­ში. რაც შე­ე­ხე­ბა შვე­დეთს, ად­გი­ლობ­რი­ვი ტე­ლე­არ­ხის SVT-ის ეთერ­ში თურ­ქუ­ლი სე­რი­ა­ლი "ვაჟი" გა­დის. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პო­პუ­ლა­რო­ბა თურ­ქულ­მა სე­რი­ა­ლებ­მა ავ­ღა­ნეთ­სა და ირან­ში მო­ი­პო­ვა.

რო­გორც ვებ­სა­ი­ტი imdb.com წერს, ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი სე­რი­ა­ლე­ბია: "ეზე­ლი", "დი­დე­ბუ­ლი სა­უ­კუ­ნე", "უდა­ნა­შა­უ­ლო", "აკ­რძა­ლუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი", "ლე­ი­ლა და მა­ჯ­ნუ­ნი", "20 წუთი", "სიყ­ვა­რუ­ლი და სას­ჯე­ლი".

რო­გორც aljazeera.com-ის ჟურ­ნა­ლის­ტი ნინა მა­რია პაშ­კა­ლი­დოუ წერს, სა­ბერ­ძნეთ­ში უამ­რა­ვი ქალი მო­უთ­მენ­ლად ელის, რო­დის და­ი­წყე­ბა მათ­თვის საყ­ვა­რე­ლი თურ­ქუ­ლი სე­რი­ა­ლი. რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტი წერს, მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ანს შო­რის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ერ­თგუ­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლი მისი 84 წლის ბე­ბია მა­რი­კაა, რო­მე­ლიც მთე­ლი დღე მო­უთ­მენ­ლად ელის, რო­დის გა­მოჩ­ნდე­ბა ეკ­რან­ზე ონუ­რი.

რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტი წერს, ასე­თი­ვე ენ­თუ­ზი­აზ­მით შეს­ცქე­რის ტე­ლე­ეკ­რანს მისი სი­რი­ე­ლი მე­გო­ბა­რი ამი­რა. მისი თქმით, თურ­ქულ­მა სე­რი­ალ­მა "უდა­ნა­შა­უ­ლომ", სა­დაც სი­უ­ჟე­ტი ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნას, ფატ­მან­გუ­ლის გარ­შე­მო ვი­თარ­დე­ბა, რო­მე­ლიც გა­ა­უ­პა­ტი­უ­რეს და დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის დას­ჯას ითხოვს, არაბ ქა­ლებ­ში აღ­ძრა გრძნო­ბა, რომ ძა­ლა­დო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ დროა ხმა აი­მაღ­ლონ. გა­მო­ცე­მა BBC ამ თე­მას სტა­ტი­ას, სა­თა­უ­რით - "თურ­ქუ­ლი საპ­ნის ოპე­რის ძა­ლის აღ­ზე­ვე­ბა" უძღვნის.

7 ყველაზე პოპულარული თურქული სერიალი მსოფლიოში

7 ყველაზე პოპულარული თურქული სერიალი მსოფლიოში

თუ ადრე მსოფლიო სატელევიზიო სივრცეში ლიდერი პოზიცია ბრაზილიურ სერიალებს ეკავა, ის ახლა თურქულმა სერიალებმა ჩაანაცვლა.

თურქულ სერიალებს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში თავისი ერთგული მაყურებელი ჰყავს. თურქმა მსახიობებმა კი მილიონობით მაყურებლის გული დაიპყრეს.

პირველი ქართული ტელეარხი, რომელმაც თურქული სერიალები ქართულ ენაზე შესთავაზა მაყურებელს, პალიტრა TV იყო. შეიძლება ითქვას, რომ "ეზელით", რომელიც პალიტრა TV-ს საღამოს ეთერში გასული წლის მაისში გამოჩნდა, ქართულ ტელესივრცეში "თურქული სერიალების ხანა" დაიწყო.

დღეისათვის თურქულ სერიალებს მსოფლიოს 50 ქვეყანაში აჩვენებენ. 2013 წელს თურქული სერიალები პირველად შევიდა უკრაინაში, პაკისტანში, რუსეთსა და ჩინეთში. მაყურებლის ყველაზე დიდი მოწონება ტელესერიალმა "ვერცხლმა" დაიმსახურა, რომელიც მარტო შუა აღმოსავლეთში 84 მილიონზე მეტმა მაყურებელმა იხილა. თურქული საპნის ოპერები ყველაზე პოპულარული არაბეთშია. რაც შეეხება მაკედონიას, აქ, სპეციალურ კანონპროექტზეც კი მუშაობდნენ, რომელიც თურქული სერიალების ეროვნული პროგრამებით ჩანაცვლებას გულისხმობდა. როგორც Habertürk წერს, ეს გადაწყვეტილება თურქული სერიალების საზოგადოებაზე გავლენით აიხსნება. თურქული სერიალები ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობს ბულგარეთში, საბერძნეთში, სლოვაკეთში. რაც შეეხება შვედეთს, ადგილობრივი ტელეარხის SVT-ის ეთერში თურქული სერიალი "ვაჟი" გადის. განსაკუთრებული პოპულარობა თურქულმა სერიალებმა ავღანეთსა და ირანში მოიპოვა.

როგორც ვებსაიტი imdb.com წერს, ყველაზე პოპულარული სერიალებია: "ეზელი", "დიდებული საუკუნე", "უდანაშაულო", "აკრძალული სიყვარული", "ლეილა და მაჯნუნი", "20 წუთი", "სიყვარული და სასჯელი".

როგორც aljazeera.com-ის ჟურნალისტი ნინა მარია პაშკალიდოუ წერს, საბერძნეთში უამრავი ქალი მოუთმენლად ელის, როდის დაიწყება მათთვის საყვარელი თურქული სერიალი. როგორც ჟურნალისტი წერს, მილიონობით ადამიანს შორის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული მაყურებელი მისი 84 წლის ბებია მარიკაა, რომელიც მთელი დღე მოუთმენლად ელის, როდის გამოჩნდება ეკრანზე ონური.

როგორც ჟურნალისტი წერს, ასეთივე ენთუზიაზმით შესცქერის ტელეეკრანს მისი სირიელი მეგობარი ამირა. მისი თქმით, თურქულმა სერიალმა "უდანაშაულომ", სადაც სიუჟეტი ახალგაზრდა გოგონას, ფატმანგულის გარშემო ვითარდება, რომელიც გააუპატიურეს და დამნაშავეების დასჯას ითხოვს, არაბ ქალებში აღძრა გრძნობა, რომ ძალადობის წინააღმდეგ დროა ხმა აიმაღლონ. გამოცემა BBC ამ თემას სტატიას, სათაურით - "თურქული საპნის ოპერის ძალის აღზევება" უძღვნის.

საქართველო საუკუნის წინანდელ უცნობ ფოტოებში - ბიჭი, რომელიც უნიკალურ ფოტოებს და მათ ისტორიებს აგროვებს

დიეტის დაცვის 15 მთავარი წესი მანანა მგალობლიშვილისგან, რომელიც ექიმმა პირადი გამოცდილებით შეიმუშავა

ქართველი პროგრამისტი გოგონა, რომელიც კანადაში სრული დაფინანსებით ისწავლის - "სქესის გამო, ცოტა სტრესის ქვეშ ვიყავი"