კონფლიქტები
საზოგადოება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 05:38-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რაზე ესაუბრა ღარიბაშვილი "ოცნების" დეპუტატებს დახურულ შეხვედრაზე?
რაზე ესაუბრა ღარიბაშვილი "ოცნების" დეპუტატებს დახურულ შეხვედრაზე?

"13 აპ­რილს, სა­ქარ­თე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რებს შეხ­ვდა. თუ რაზე იყო სა­უ­ბა­რი და რა სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი და­ი­სა­ხა, ამა­ზე "ალი­ას" "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დე­პუ­ტა­ტი დათო ლორ­თქი­ფა­ნი­ძე ესა­უბ­რე­ბა", - წერს გა­ზე­თი "ალია" სტა­ტი­ა­ში სა­თა­უ­რით რაზე ესა­უბ­რა ღა­რი­ბაშ­ვი­ლი "ოც­ნე­ბის" დე­პუ­ტა­ტებს და­ხუ­რულ შეხ­ვედ­რა­ზე?

"წინა პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე, სა­არ­ჩევ­ნო კო­დექ­სის ერთი სა­კი­თხი ჩაგ­ვი­ვარ­და, კვო­რუ­მი ვერ მოგ­როვ­და. მე თვი­თო­ნაც არ ვეს­წრე­ბო­დი იმ სხდო­მას და მოხ­და გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი შემ­თხვე­ვა. ეს სა­კი­თხი არც დრო­ში იწ­ვო­და და არც კა­ნონ­ქვემ­დე­ბა­რე აქ­ტე­ბის შეც­ვლას არ სა­ჭი­რო­ებს. აი, ამ სა­კი­თხზე იყო სა­უ­ბა­რი, შემ­დეგ გან­ვი­ხი­ლეთ ან­ტი­დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი კა­ნო­ნი, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ხაზ­გას­მით თქვა, რომ ჩვენ ევ­რო­პი­დან არა­ვინ არ გვა­ვალ­დე­ბუ­ლებს ერ­თსქე­სი­ან­თა ქორ­წი­ნე­ბას და ზო­გი­ერ­თი თი­თი­დან გა­მო­წო­ვილ სკან­და­ლებს აგო­რებ­სო. შემ­დეგ შე­ვე­ხეთ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს, რომ­ლებ­საც ერთი ამ­ბა­ვი აქვთ ატე­ხი­ლი, გვის­მე­ნე­ნო. პრე­მი­ერ­მა თქვა, რომ ამ­ჟა­მად კა­ნონპ­რო­ექ­ტზე მიმ­დი­ნა­რე­ობს მუ­შა­ო­ბა, მაგ­რამ სიჩ­ქა­რით შე­საძ­ლოა, უფრო მეტი და­ვა­ზი­ა­ნოთ, ვიდ­რე გა­ვა­კე­თო­თო. აქ სა­უ­ბა­რია იმა­ზე, რომ ჩვენ­თან მო­ბი­ლუ­რი ოპე­რა­ტო­რე­ბი არ არი­ან ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი და არც ვი­ცით, ვინ დგა­ნან მათ უკან. რო­გორც შალ­ვა შავ­გუ­ლი­ძემ თქვა, ეს კა­ნონპ­რო­ექ­ტი იმ დო­ნემ­დე უნდა მი­ვი­დეს, რომ არა­ვი­თა­რი კი­თხვის ნიშ­ნე­ბი არ დარ­ჩეს. შემ­დეგ იყო სა­უ­ბა­რი ასე­ვე მო­ახ­ლო­ე­ბულ არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, მო­რა­ტო­რი­უმ­ზე სა­ერ­თოდ არ ყო­ფი­ლა ლა­პა­რა­კი, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბა ჩვენ­თვი­საც სი­ახ­ლე იყო", - აცხა­დებს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დე­პუ­ტა­ტი დათო ლორ­თქი­ფა­ნი­ძე.

"მო­რა­ტო­რი­უ­მის გა­მო­ცხა­დე­ბა, ეს არის ევ­რო­პუ­ლი სტი­ლი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ, მაგ­რამ ეს არ გა­მო­რი­ცხავს გა­და­უ­დე­ბე­ლი საქ­მე­ე­ბის გა­მო­ძი­ე­ბას და არც სა­სა­მარ­თლო­ში შე­ჩერ­დე­ბა წარ­მო­ე­ბა. არა­ვი­თა­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო საქ­მე­ე­ბი არ შე­ჩერ­დე­ბა, უბ­რა­ლოდ, თუ გუ­შინ შე­იძ­ლე­ბო­და, რომ აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბა მი­ღე­ბუ­ლი­ყო მა­ვან­თა მი­მართ, შე­იძ­ლე­ბა არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ამა­ზე თავი შე­ი­კა­ვონ, ან გი­რა­ო­თი შე­იც­ვა­ლოს. აქ შე­იძ­ლე­ბა საქ­მე ეხე­ბო­დეს და­კა­ვე­ბას, რათა "ნა­ცი­ო­ნა­ლებს" არ მი­ე­ცეთ სა­ლა­პა­რა­კო, რომ მათ პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით დევ­ნი­ან, თუმ­ცა უკვე გა­მო­ცხა­დე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა" თავ­ხე­დო­ბა და­ი­წყეს. თურ­მე ეს ყო­ფი­ლა მათი პო­ლი­ტი­კუ­რი გამ­ჭრი­ა­ხო­ბა, მო­რა­ტო­რი­უ­მი კარ­გია, მაგ­რამ ჩვე­ნი აქ­ტი­ვის­ტე­ბი რომ არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი, ისი­ნიც გა­მო­უშ­ვი­თო", - აღ­ნიშ­ნავს გა­მო­ცე­მის კო­რეს­პონ­დენ­ტთან სა­უბ­რი­სას დათო ლორ­თქი­ფა­ნი­ძე.

"კო­ა­ლი­ცი­ის როლი მდგო­მა­რე­ობს იმა­ში, რომ აქ­ტი­უ­რად ვი­მუ­შა­ვოთ ამომ­რჩე­ველ­თან, ქა­ლაქ­შიც, სო­ფელ­შიც და უბან­შიც. ვინც ამას მო­ა­ხერ­ხებს, იმას და­უ­ჯე­რე­ბენ. თუ "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" ამ საქ­მე­ში გვა­ჯო­ბე­ბენ, ჩვენ უფრო მეტი ადა­მი­ა­ნი გაგ­ვი­ნა­წყენ­დე­ბა. "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" რომ დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი და კრი­მი­ნა­ლე­ბი არი­ან, ეს ათას­ჯერ ვთქვი და ყვე­ლამ იცის. მე რაც შე­მიძ­ლია ვიბ­რძვი, ვთხოვ, რო­ლანდ ახა­ლა­ი­ას ჩა­მო­ერ­თვას კომ­პა­ნია "სანი", რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც უამ­რა­ვი უბე­დუ­რე­ბა აქვს ჩა­დე­ნი­ლი. ყვე­ლა­ფერს რომ თავი და­ვა­ნე­ბოთ, ბი­უ­ჯე­ტი­დან 12 მი­ლი­ო­ნი ლარი აქვს წა­ღე­ბუ­ლი, აღა­რა­ფერს ვამ­ბობ ე.წ. შე­მო­წი­რუ­ლო­ბებ­ზე. რო­ლანდ ახა­ლა­ია ადა­მი­ა­ნებს აძ­ლევ­და ან­გა­რი­შის ნო­მერს და იქ არი­ცხვი­ნებ­და ფულს. ახლა ამას მო­რა­ტო­რი­უ­მი ვე­ღარ უშ­ვე­ლის. მას ბრა­ლი უკვე წა­უ­ყე­ნეს და მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა, ამას ვე­რა­ვი­თა­რი არ­ჩევ­ნე­ბი ვერ შე­ა­ჩე­რებს", - გა­ნაგ­რძობს რეს­პონ­დენ­ტი.

"ცხა­დია, თუ დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამათ სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში ძა­ლი­ან და­აწ­ვე­ბა, ესე­ნი აყ­ვირ­დე­ბი­ან და ევ­როს­ტრუქ­ტუ­რებ­ში და­ი­წყე­ბენ ჩი­ვილს, - არი­ქა, გვჩაგ­რა­ვე­ნო! ჩვენ უკვე მი­ვი­ღეთ კა­ნო­ნი იმუ­ნი­ტე­ტის გა­უქ­მე­ბის თა­ო­ბა­ზე და კი­დევ ვი­მე­ო­რებ, ახა­ლა­ი­ა­სა და მის მსგავს ადა­მი­ა­ნებ­ზე ვე­რა­ვი­თა­რი მო­რა­ტო­რი­უ­მი ვერ გავ­რცელ­დე­ბა. პრე­მი­ერ­მა გა­მო­ა­ცხა­და მო­რა­ტო­რი­უ­მი, მაგ­რამ ის ვერ ჩა­ე­რე­ვა პრო­კუ­რა­ტუ­რის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში და ვერ ეტყვის, მა­ვა­ნი და­ი­ჭი­რეთ, მა­ვა­ნი არ და­ი­ჭი­რო­თო. რო­გორც პრო­კუ­რა­ტუ­რა გა­და­წყვეტს, ისე წა­რი­მარ­თე­ბა საქ­მე­ე­ბი", - დას­ძენს დათო ლორ­თქი­ფა­ნი­ძე.

იხი­ლეთ დღე­ვან­დე­ლი 15 აპ­რი­ლის პრე­სის სრუ­ლი მი­მო­ხილ­ვა "ინ­ტერპრეს­ნი­უს­ზე"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

რაზე ესაუბრა ღარიბაშვილი "ოცნების" დეპუტატებს დახურულ შეხვედრაზე?

რაზე ესაუბრა ღარიბაშვილი "ოცნების" დეპუტატებს დახურულ შეხვედრაზე?

"13 აპრილს, საქართელოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შეხვდა. თუ რაზე იყო საუბარი და რა სამომავლო გეგმები დაისახა, ამაზე "ალიას" "ქართული ოცნების" დეპუტატი დათო ლორთქიფანიძე ესაუბრება", - წერს გაზეთი "ალია" სტატიაში სათაურით რაზე ესაუბრა ღარიბაშვილი "ოცნების" დეპუტატებს დახურულ შეხვედრაზე?

"წინა პლენარულ სხდომაზე, საარჩევნო კოდექსის ერთი საკითხი ჩაგვივარდა, კვორუმი ვერ მოგროვდა. მე თვითონაც არ ვესწრებოდი იმ სხდომას და მოხდა გაუთვალისწინებელი შემთხვევა. ეს საკითხი არც დროში იწვოდა და არც კანონქვემდებარე აქტების შეცვლას არ საჭიროებს. აი, ამ საკითხზე იყო საუბარი, შემდეგ განვიხილეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი, პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით თქვა, რომ ჩვენ ევროპიდან არავინ არ გვავალდებულებს ერთსქესიანთა ქორწინებას და ზოგიერთი თითიდან გამოწოვილ სკანდალებს აგორებსო. შემდეგ შევეხეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებსაც ერთი ამბავი აქვთ ატეხილი, გვისმენენო. პრემიერმა თქვა, რომ ამჟამად კანონპროექტზე მიმდინარეობს მუშაობა, მაგრამ სიჩქარით შესაძლოა, უფრო მეტი დავაზიანოთ, ვიდრე გავაკეთოთო. აქ საუბარია იმაზე, რომ ჩვენთან მობილური ოპერატორები არ არიან ადგილობრივები და არც ვიცით, ვინ დგანან მათ უკან. როგორც შალვა შავგულიძემ თქვა, ეს კანონპროექტი იმ დონემდე უნდა მივიდეს, რომ არავითარი კითხვის ნიშნები არ დარჩეს. შემდეგ იყო საუბარი ასევე მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით, მორატორიუმზე საერთოდ არ ყოფილა ლაპარაკი, პრემიერ-მინისტრის განცხადება ჩვენთვისაც სიახლე იყო", - აცხადებს "ქართული ოცნების" დეპუტატი დათო ლორთქიფანიძე.

"მორატორიუმის გამოცხადება, ეს არის ევროპული სტილი წინასაარჩევნოდ, მაგრამ ეს არ გამორიცხავს გადაუდებელი საქმეების გამოძიებას და არც სასამართლოში შეჩერდება წარმოება. არავითარი საგამოძიებო საქმეები არ შეჩერდება, უბრალოდ, თუ გუშინ შეიძლებოდა, რომ აღმკვეთი ღონისძიება მიღებულიყო მავანთა მიმართ, შეიძლება არჩევნებამდე ამაზე თავი შეიკავონ, ან გირაოთი შეიცვალოს. აქ შეიძლება საქმე ეხებოდეს დაკავებას, რათა "ნაციონალებს" არ მიეცეთ სალაპარაკო, რომ მათ პოლიტიკური ნიშნით დევნიან, თუმცა უკვე გამოცხადებიდან რამდენიმე საათში "ნაციონალებმა" თავხედობა დაიწყეს. თურმე ეს ყოფილა მათი პოლიტიკური გამჭრიახობა, მორატორიუმი კარგია, მაგრამ ჩვენი აქტივისტები რომ არიან დაკავებული, ისინიც გამოუშვითო", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დათო ლორთქიფანიძე.

"კოალიციის როლი მდგომარეობს იმაში, რომ აქტიურად ვიმუშავოთ ამომრჩეველთან, ქალაქშიც, სოფელშიც და უბანშიც. ვინც ამას მოახერხებს, იმას დაუჯერებენ. თუ "ნაციონალები" ამ საქმეში გვაჯობებენ, ჩვენ უფრო მეტი ადამიანი გაგვინაწყენდება. "ნაციონალები" რომ დამნაშავეები და კრიმინალები არიან, ეს ათასჯერ ვთქვი და ყველამ იცის. მე რაც შემიძლია ვიბრძვი, ვთხოვ, როლანდ ახალაიას ჩამოერთვას კომპანია "სანი", რომლის მეშვეობითაც უამრავი უბედურება აქვს ჩადენილი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ბიუჯეტიდან 12 მილიონი ლარი აქვს წაღებული, აღარაფერს ვამბობ ე.წ. შემოწირულობებზე. როლანდ ახალაია ადამიანებს აძლევდა ანგარიშის ნომერს და იქ არიცხვინებდა ფულს. ახლა ამას მორატორიუმი ვეღარ უშველის. მას ბრალი უკვე წაუყენეს და მიმდინარეობს გამოძიება, ამას ვერავითარი არჩევნები ვერ შეაჩერებს", - განაგრძობს რესპონდენტი.

"ცხადია, თუ დღევანდელი ხელისუფლება ამათ საარჩევნო პერიოდში ძალიან დააწვება, ესენი აყვირდებიან და ევროსტრუქტურებში დაიწყებენ ჩივილს, - არიქა, გვჩაგრავენო! ჩვენ უკვე მივიღეთ კანონი იმუნიტეტის გაუქმების თაობაზე და კიდევ ვიმეორებ, ახალაიასა და მის მსგავს ადამიანებზე ვერავითარი მორატორიუმი ვერ გავრცელდება. პრემიერმა გამოაცხადა მორატორიუმი, მაგრამ ის ვერ ჩაერევა პროკურატურის საქმიანობაში და ვერ ეტყვის, მავანი დაიჭირეთ, მავანი არ დაიჭიროთო. როგორც პროკურატურა გადაწყვეტს, ისე წარიმართება საქმეები", - დასძენს დათო ლორთქიფანიძე.

იხილეთ დღევანდელი 15 აპრილის პრესის სრული მიმოხილვა "ინტერპრესნიუსზე"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა