სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყირიმის კრიზისის გამო უკრაინელი ტურისტები საქართველოს მოაწყდნენ
ყირიმის კრიზისის გამო უკრაინელი ტურისტები საქართველოს მოაწყდნენ

აჭა­რა­ში მოქ­მე­დი სას­ტუმ­რო­ე­ბის მე­ნე­ჯერ­თა ინ­ფორ­მა­ცი­ით, უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი წელს გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტი­უ­რო­ბენ, რა­საც შეკ­ვე­თე­ბის ზრდაც მოწ­მობს. ისი­ნი ამ ტენ­დენ­ცი­ას ყი­რიმ­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს უკავ­ში­რე­ბენ. რამ­დე­ნა­დაც ნა­ხე­ვარ­კუნ­ძულ­ზე და­ძა­ბუ­ლო­ბაა და უკ­რა­ი­ნელ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბის­თვის იქ ჩას­ვლა შე­უძ­ლე­ბე­ლია, მათ არ­ჩე­ვა­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ზე შე­ა­ჩე­რეს.

"უკ­რა­ი­ნი­დან და ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ქვეყ­ნე­ბი­დან, ვინც აქამ­დე ყი­რიმ­ში ის­ვე­ნებ­და წელს აქ­ცენტს სა­ქარ­თვე­ლოს კუ­რორ­ტებ­ზე აკე­თებს. არას­დროს ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, ადრე გა­ზა­ფხუ­ლი­დან ეაქ­ტი­უ­რათ. წელს რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბაა. ყი­რი­მის კრი­ზის­მა ქარ­თუ­ლი კუ­რორ­ტე­ბი უფრო სა­ინ­ტე­რე­სო და მო­თხოვ­ნა­დი გა­ხა­და, ეს ტენ­დენ­ცია აშ­კა­რად გა­მო­იკ­ვე­თა," - აცხა­დე­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს ზღვის­პი­რა სას­ტუმ­რო­ე­ბის მფლო­ბე­ლე­ბი.

ისი­ნი იმე­დოვ­ნე­ბენ, რომ დამ­სვე­ნებ­ლე­ბის დე­ფი­ცი­ტი არ იქ­ნე­ბა და ამ მხრივ შარ­შან­დელ მაჩ­ვე­ნე­ბელს გა­და­ა­ჭარ­ბე­ბენ.

სა­ვა­რა­უ­დოდ, მომ­სა­ხუ­რე­ბის ფა­სიც მო­ი­მა­ტებს. სას­ტუმ­რო­ე­ბის მე­ნე­ჯერ­თა ინ­ფორ­მა­ცი­ით, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბა არ იქ­ნე­ბა, თუმ­ცა გაძ­ვი­რე­ბა მო­სა­ლოდ­ნე­ლია, გან­სა­კუთ­რე­ბით, ივ­ლის-აგ­ვის­ტო­ში.

ბა­თუმ­ში სას­ტუმ­რო "მგზავ­რე­ბის" მე­ნე­ჯე­რის, ბესო კოხ­რე­ი­ძის თქმით, ამ ეტაპ­ზე დას­ვე­ნე­ბის დღი­უ­რი სა­ფა­სუ­რი 120 ლარს შე­ად­გენს. ეს ფასი ივ­ნი­სის ბო­ლომ­დე შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა, რის შემ­დე­გაც ტა­რი­ფი 150 ლა­რამ­დე გა­იზ­რდე­ბა.

"უცხო­ე­თი­დან შეკ­ვე­თე­ბი უკვე და­ი­წყო. გან­სა­კუთ­რე­ბით რუსი და უკ­რა­ი­ნე­ლი ტუ­რის­ტე­ბი აქ­ტი­უ­რო­ბენ. ეს ის ნა­წი­ლია, რომ­ლე­ბიც და­სას­ვე­ნებ­ლად ყი­რიმ­ში ვერ ჩა­დი­ან. შემ­კვე­თე­ბი გვე­უბ­ნე­ბი­ან, რომ ყი­რიმ­ში შექ­მნი­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის გამო, დას­ვე­ნე­ბა იქ სა­ში­ში გახ­და, ამი­ტო­მაც გეზი ჩვე­ნი ქვეყ­ნის­კენ აი­ღეს. დე­ფი­ციტს ად­რეც არ ვუ­ჩი­ო­დით, თუმ­ცა წლე­ულს გან­სა­კუთ­რე­ბულ აქ­ტი­უ­რო­ბას ვე­ლო­დე­ბით.

რაც შე­ე­ხე­ბა ად­გი­ლობ­რივ ტუ­რის­ტებს, ძი­რი­თა­დად, თბი­ლი­სე­ლე­ბის სტუმ­რო­ბას ვე­ლით. რე­გი­ო­ნე­ბი­დან ჩვენ­თან იშ­ვი­ა­თად ჩა­მო­დი­ან. მე­ო­რე სას­ტუმ­რო, ამა­ვე სა­ხელ­წო­დე­ბით - "მგზავ­რე­ბი" გო­ნი­ო­შიც გავ­ხსე­ნით. დიდი იმე­დი გვაქვს, რომ ზა­ფხულ­ში იქაც დატ­ვირ­თუ­ლი რე­ჟი­მით ვი­მუ­შა­ვებთ", - ამ­ბობს ბესო კოხ­რე­ი­ძე.

უკ­რა­ი­ნე­ლი ტუ­რის­ტე­ბის აქ­ტი­უ­რო­ბა­ზე სა­უბ­რობს ქო­ბუ­ლეთ­ში სას­ტუმ­რო "მი­რა­ჟის" მფლო­ბე­ლი თა­მაზ ჯინ­ჭა­რა­ძე. მისი თქმით, სამ­ზა­დი­სი სას­ტუმ­რო­ში 1 თვის წინ და­ი­წყო და რამ­დე­ნი­მე ად­გი­ლი უკვე და­ჯავ­შნუ­ლია.

"სამ­ზა­დი­სი მარ­ტი­დან და­ვი­წყეთ. სას­ტუმ­როს ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას ვცდი­ლობთ. ეს პრო­ცე­სი 20 დღე­ში დას­რულ­დე­ბა, რის შემ­დე­გაც სტუმ­რე­ბის მი­ღე­ბას შევ­ძლებთ. უკ­რა­ი­ნი­დან და ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ქვეყ­ნე­ბი­დან, ვინც აქამ­დე ყი­რიმ­ში ის­ვე­ნებ­და, წელს აქ­ცენტს სა­ქარ­თვე­ლოს კუ­რორ­ტებ­ზე აკე­თებს. არას­დროს ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, ად­რი­ა­ნი გა­ზა­ფხუ­ლი­დან ეაქ­ტი­უ­რათ.

სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ზეც ვი­ზი­დავთ ტუ­რის­ტებს. უცხო­ე­ლე­ბი უმე­ტე­სად სწო­რედ ინ­ტერ­ნე­ტით გვი­კავ­შირ­დე­ბი­ან და ად­გი­ლებს წი­ნას­წარ გვიკ­ვე­თა­ვენ. შარ­შან ქო­ბუ­ლე­თის სას­ტუმ­რო­ე­ბი დი­დად დატ­ვირ­თუ­ლი არ ყო­ფი­ლა. ზღვის­პი­რა სას­ტუმ­რო­ე­ბის გარ­და, ბევ­რი სა­ნა­ხევ­როდ ცა­რი­ე­ლი იყო. ამ მხრივ წელს რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბაა. ყი­რი­მის კრი­ზის­მა ქარ­თუ­ლი კუ­რორ­ტე­ბი უფრო სა­ინ­ტე­რე­სოს და მო­თხოვ­ნა­დი გა­ხა­და, ეს ტენ­დენ­ცია აშ­კა­რად გა­მო­იკ­ვე­თა," - ამ­ბობს თა­მაზ ჯინ­ჭა­რა­ძე.

გო­ნი­ოს სას­ტუმ­რო­ებ­ში ამ­ბო­ბენ, რომ კუ­რორტზე გან­სა­კუთ­რე­ბით ირა­ნე­ლე­ბი აქ­ტი­უ­რო­ბენ. სას­ტუმ­რო "ბა­კუ­რის" წარ­მო­მად­გენ­ლის თქმით, ამ ეტაპ­ზე ად­გი­ლე­ბი და­ჯავ­შნუ­ლია თბი­ლი­სი­დან და ირა­ნი­დან. რაც შე­ე­ხე­ბა სხვა ქვეყ­ნებს, ამ მხრივ შეკ­ვე­თებს აპ­რი­ლის ბო­ლო­დან ელო­დე­ბი­ან.

"სე­ზო­ნის­თვის სამ­ზა­დი­სი უკვე და­ვი­წყეთ. ჯერ­ჯე­რო­ბით თბი­ლი­სე­ლი ტუ­რის­ტე­ბი მო­დი­ან, არის მო­თხოვ­ნა ირა­ნე­ლე­ბის მხრი­და­ნაც. დიდი იმე­დი გვაქვს, რომ უკ­რა­ი­ნელ და რუს ტუ­რის­ტებ­საც მო­ვი­ზი­დავთ. სრუ­ლი დატ­ვირ­თვით კი ივ­ლის-აგ­ვის­ტო­ში მოგ­ვი­წევს მუ­შა­ო­ბა. დას­ვე­ნე­ბის სა­ფა­სუ­რი არ შეგ­ვიც­ვლია და თითო ადა­მი­ა­ნის მომ­სა­ხუ­რე­ბა წელ­საც 30 ლა­რი­დან 150 ლა­რამ­დეა. ვფიქ­რობ, ეს ტა­რი­ფი სე­ზო­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა", - ამ­ბობს სას­ტუმ­როს თა­ნამ­შრო­მე­ლი.

სამ­ზა­დის­შია კვა­რი­ა­თიც. გა­სუ­ლი წლის ანა­ლო­გი­უ­რი პე­რი­ო­დის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ად­გი­ლობ­რივ სას­ტუმ­რო­ებ­ში შეკ­ვე­თე­ბი გაზ­რდი­ლია. "მარ­ტი­ნის" მფლო­ბე­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ დრო­ის­თვის სას­ტუმ­რო 20%-ით არის დატ­ვირ­თუ­ლი.

"წელს ტუ­რის­ტებ­მა შეკ­ვე­თე­ბი გა­ცი­ლე­ბით ადრე და­ი­წყეს. წი­ნას­წარ ჯავ­შნე­ბი ამ დროს ასე ბევ­რი არას­დროს იყო. შეკ­ვე­თე­ბის ზრდა უკ­რა­ი­ნე­ლი და რუსი ტუ­რის­ტე­ბის აქ­ტი­უ­რო­ბამ გა­ნა­პი­რო­ბა. დამ­სვე­ნებ­ლებ­მა თან­ხის ნა­წი­ლი უკვე გა­და­ი­ხა­დეს. სას­ტუმ­რო 20%-ით უკვე და­იტ­ვირ­თა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სე­ზონ­ზე დიდ იმედს ვამ­ყა­რებთ. ვფიქ­რობ, წლე­ვან­დე­ლი შე­დე­გი რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, ეს აშ­კა­რად იგ­რძნო­ბა", - აცხა­დებს სას­ტუმ­როს მფლო­ბე­ლი.

სე­ზო­ნის მი­მართ გან­სა­კუთ­რე­ბულ ინ­ტე­რესს იჩე­ნენ გან­მუ­ხურ­ში. აქ, ძი­რი­თა­დად, სა­ო­ჯა­ხო ტი­პის სას­ტუმ­რო­ე­ბი და სახ­ლე­ბია, რომ­ლე­ბიც დამ­სვე­ნებ­ლებ­ზე ქი­რავ­დე­ბა. ერ­თდღი­ა­ნი დას­ვე­ნე­ბის სა­ფა­სუ­რი "ახალ­ბე­და კუ­რორტზე" 25-30 ლა­რის ფარ­გლებ­შია. რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ამ­ბო­ბენ, წი­ნას­წარ შეკ­ვე­თე­ბი არ აქვთ, თუმ­ცა სე­ზონ­ზე აქ­ტი­უ­რო­ბას ელო­დე­ბი­ან.

"დამ­სვე­ნებ­ლის დე­ფი­ციტს არ ვუ­ჩი­ვით. სე­ზონ­ზე უცხო­ე­ლე­ბიც მო­დი­ან და ად­გი­ლობ­რი­ვე­ბიც. ფა­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სტუ­მა­რი თით­ქმის ყვე­ლა რე­გი­ო­ნი­დან გვყავს. გან­მუ­ხუ­რი ჯერ კი­დევ ახალ კუ­რორ­ტად ით­ვლე­ბა და მის მი­მართ ინ­ტე­რე­სიც დი­დია. კარ­გი იქ­ნე­ბა, რომ ინფრას­ტრუქ­ტუ­რა უფრო მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი იყოს. ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში აქა­უ­რო­ბას არა­ფე­რი და­მა­ტე­ბია, პი­რი­ქით, კუ­რორ­ტს მზრუნ­ვე­ლო­ბა და­აკ­ლდა. ვი­მე­დოვ­ნებთ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და­ინ­ტე­რეს­დე­ბა ჩვე­ნი კუ­რორ­ტის ბე­დით და შე­სა­ბა­მის ზო­მებს მი­ი­ღე­ბენ, რომ ინ­ტე­რე­სი არ გა­ნელ­დეს.

შეკ­ვე­თე­ბი წი­ნას­წარ არ გვაქვს, მაგ­რამ ეს უი­მე­დოდ არ გან­გვა­წყობს. სე­ზო­ნამ­დე ჯერ მთე­ლი 2 თვეა, დამ­სვე­ნე­ბე­ლი უფრო ივ­ნი­სი­დან გა­აქ­ტი­ურ­დე­ბა", - ამ­ბობს მზია გო­გო­ხია, გან­მუ­ხუ­რის მკვიდ­რი.

მარი ჩი­ტა­ია

გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

ყირიმის კრიზისის გამო უკრაინელი ტურისტები საქართველოს მოაწყდნენ

ყირიმის კრიზისის გამო უკრაინელი ტურისტები საქართველოს მოაწყდნენ

აჭარაში მოქმედი სასტუმროების მენეჯერთა ინფორმაციით, უკრაინელები წელს განსაკუთრებით აქტიურობენ, რასაც შეკვეთების ზრდაც მოწმობს. ისინი ამ ტენდენციას ყირიმში განვითარებულ მოვლენებს უკავშირებენ. რამდენადაც ნახევარკუნძულზე დაძაბულობაა და უკრაინელთა უმრავლესობისთვის იქ ჩასვლა შეუძლებელია, მათ არჩევანი საქართველოზე შეაჩერეს.

"უკრაინიდან და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან, ვინც აქამდე ყირიმში ისვენებდა წელს აქცენტს საქართველოს კურორტებზე აკეთებს. არასდროს ყოფილა შემთხვევა, ადრე გაზაფხულიდან ეაქტიურათ. წელს რადიკალურად განსხვავებული ვითარებაა. ყირიმის კრიზისმა ქართული კურორტები უფრო საინტერესო და მოთხოვნადი გახადა, ეს ტენდენცია აშკარად გამოიკვეთა," - აცხადებენ საქართველოს ზღვისპირა სასტუმროების მფლობელები.

ისინი იმედოვნებენ, რომ დამსვენებლების დეფიციტი არ იქნება და ამ მხრივ შარშანდელ მაჩვენებელს გადააჭარბებენ.

სავარაუდოდ, მომსახურების ფასიც მოიმატებს. სასტუმროების მენეჯერთა ინფორმაციით, მნიშვნელოვანი ცვლილება არ იქნება, თუმცა გაძვირება მოსალოდნელია, განსაკუთრებით, ივლის-აგვისტოში.

ბათუმში სასტუმრო "მგზავრების" მენეჯერის, ბესო კოხრეიძის თქმით, ამ ეტაპზე დასვენების დღიური საფასური 120 ლარს შეადგენს. ეს ფასი ივნისის ბოლომდე შენარჩუნდება, რის შემდეგაც ტარიფი 150 ლარამდე გაიზრდება.

"უცხოეთიდან შეკვეთები უკვე დაიწყო. განსაკუთრებით რუსი და უკრაინელი ტურისტები აქტიურობენ. ეს ის ნაწილია, რომლებიც დასასვენებლად ყირიმში ვერ ჩადიან. შემკვეთები გვეუბნებიან, რომ ყირიმში შექმნილი სიტუაციის გამო, დასვენება იქ საშიში გახდა, ამიტომაც გეზი ჩვენი ქვეყნისკენ აიღეს. დეფიციტს ადრეც არ ვუჩიოდით, თუმცა წლეულს განსაკუთრებულ აქტიურობას ველოდებით.

რაც შეეხება ადგილობრივ ტურისტებს, ძირითადად, თბილისელების სტუმრობას ველით. რეგიონებიდან ჩვენთან იშვიათად ჩამოდიან. მეორე სასტუმრო, ამავე სახელწოდებით - "მგზავრები" გონიოშიც გავხსენით. დიდი იმედი გვაქვს, რომ ზაფხულში იქაც დატვირთული რეჟიმით ვიმუშავებთ", - ამბობს ბესო კოხრეიძე.

უკრაინელი ტურისტების აქტიურობაზე საუბრობს ქობულეთში სასტუმრო "მირაჟის" მფლობელი თამაზ ჯინჭარაძე. მისი თქმით, სამზადისი სასტუმროში 1 თვის წინ დაიწყო და რამდენიმე ადგილი უკვე დაჯავშნულია.

"სამზადისი მარტიდან დავიწყეთ. სასტუმროს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას ვცდილობთ. ეს პროცესი 20 დღეში დასრულდება, რის შემდეგაც სტუმრების მიღებას შევძლებთ. უკრაინიდან და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან, ვინც აქამდე ყირიმში ისვენებდა, წელს აქცენტს საქართველოს კურორტებზე აკეთებს. არასდროს ყოფილა შემთხვევა, ადრიანი გაზაფხულიდან ეაქტიურათ.

სოციალურ ქსელებზეც ვიზიდავთ ტურისტებს. უცხოელები უმეტესად სწორედ ინტერნეტით გვიკავშირდებიან და ადგილებს წინასწარ გვიკვეთავენ. შარშან ქობულეთის სასტუმროები დიდად დატვირთული არ ყოფილა. ზღვისპირა სასტუმროების გარდა, ბევრი სანახევროდ ცარიელი იყო. ამ მხრივ წელს რადიკალურად განსხვავებული ვითარებაა. ყირიმის კრიზისმა ქართული კურორტები უფრო საინტერესოს და მოთხოვნადი გახადა, ეს ტენდენცია აშკარად გამოიკვეთა," - ამბობს თამაზ ჯინჭარაძე.

გონიოს სასტუმროებში ამბობენ, რომ კურორტზე განსაკუთრებით ირანელები აქტიურობენ. სასტუმრო "ბაკურის" წარმომადგენლის თქმით, ამ ეტაპზე ადგილები დაჯავშნულია თბილისიდან და ირანიდან. რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, ამ მხრივ შეკვეთებს აპრილის ბოლოდან ელოდებიან.

"სეზონისთვის სამზადისი უკვე დავიწყეთ. ჯერჯერობით თბილისელი ტურისტები მოდიან, არის მოთხოვნა ირანელების მხრიდანაც. დიდი იმედი გვაქვს, რომ უკრაინელ და რუს ტურისტებსაც მოვიზიდავთ. სრული დატვირთვით კი ივლის-აგვისტოში მოგვიწევს მუშაობა. დასვენების საფასური არ შეგვიცვლია და თითო ადამიანის მომსახურება წელსაც 30 ლარიდან 150 ლარამდეა. ვფიქრობ, ეს ტარიფი სეზონის განმავლობაში შენარჩუნდება", - ამბობს სასტუმროს თანამშრომელი.

სამზადისშია კვარიათიც. გასული წლის ანალოგიური პერიოდისგან განსხვავებით, ადგილობრივ სასტუმროებში შეკვეთები გაზრდილია. "მარტინის" მფლობელის ინფორმაციით, ამ დროისთვის სასტუმრო 20%-ით არის დატვირთული.

"წელს ტურისტებმა შეკვეთები გაცილებით ადრე დაიწყეს. წინასწარ ჯავშნები ამ დროს ასე ბევრი არასდროს იყო. შეკვეთების ზრდა უკრაინელი და რუსი ტურისტების აქტიურობამ განაპირობა. დამსვენებლებმა თანხის ნაწილი უკვე გადაიხადეს. სასტუმრო 20%-ით უკვე დაიტვირთა. აქედან გამომდინარე, სეზონზე დიდ იმედს ვამყარებთ. ვფიქრობ, წლევანდელი შედეგი რადიკალურად განსხვავებული იქნება, ეს აშკარად იგრძნობა", - აცხადებს სასტუმროს მფლობელი.

სეზონის მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს იჩენენ განმუხურში. აქ, ძირითადად, საოჯახო ტიპის სასტუმროები და სახლებია, რომლებიც დამსვენებლებზე ქირავდება. ერთდღიანი დასვენების საფასური "ახალბედა კურორტზე" 25-30 ლარის ფარგლებშია. როგორც ადგილობრივები ამბობენ, წინასწარ შეკვეთები არ აქვთ, თუმცა სეზონზე აქტიურობას ელოდებიან.

"დამსვენებლის დეფიციტს არ ვუჩივით. სეზონზე უცხოელებიც მოდიან და ადგილობრივებიც. ფასიდან გამომდინარე, სტუმარი თითქმის ყველა რეგიონიდან გვყავს. განმუხური ჯერ კიდევ ახალ კურორტად ითვლება და მის მიმართ ინტერესიც დიდია. კარგი იქნება, რომ ინფრასტრუქტურა უფრო მოწესრიგებული იყოს. ახალი ხელისუფლების პირობებში აქაურობას არაფერი დამატებია, პირიქით, კურორტს მზრუნველობა დააკლდა. ვიმედოვნებთ, ხელისუფლება დაინტერესდება ჩვენი კურორტის ბედით და შესაბამის ზომებს მიიღებენ, რომ ინტერესი არ განელდეს.

შეკვეთები წინასწარ არ გვაქვს, მაგრამ ეს უიმედოდ არ განგვაწყობს. სეზონამდე ჯერ მთელი 2 თვეა, დამსვენებელი უფრო ივნისიდან გააქტიურდება", - ამბობს მზია გოგოხია, განმუხურის მკვიდრი.

მარი ჩიტაია

გაზეთი "რეზონანსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია