პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიგი უგულავა პროექტ "პანორამა თბილისს" აკრიტიკებს
გიგი უგულავა პროექტ "პანორამა თბილისს" აკრიტიკებს

თბი­ლი­სის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა­შე­ჩე­რე­ბუ­ლი მერი გიგი უგუ­ლა­ვა თა­ნა­ინ­ვეს­ტი­რე­ბის ფონ­დის მიერ ინი­ცი­რე­ბულ პრო­ექტ "პა­ნო­რა­მა თბი­ლისს" აკ­რი­ტი­კებს.

უგუ­ლა­ვას გან­ცხა­დე­ბით, პრო­ექტს არ აქვს არც ერთი პო­ზი­ტი­უ­რი მხა­რე - არც ის­ტო­რი­უ­ლი, არც არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი, არც სო­ცი­ალ-ეკო­ნო­მი­კუ­რი და არც სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თვალ­საზ­რი­სით. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით გიგი უგუ­ლა­ვას გან­ცხა­დე­ბას Ambebi.ge უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ.

"მინ­და, სა­ზო­გა­დო­ე­ბას ჩემი კერ­ძო მო­საზ­რე­ბა გა­ვუ­ზი­ა­რო ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი­სა და თა­ნა­ინ­ვეს­ტი­რე­ბის ფონ­დის მიერ ინი­ცი­რე­ბულ პრო­ექტთან - "პა­ნო­რა­მა თბი­ლი­სი" - და­კავ­ში­რე­ბით. სა­ჯა­როდ პო­ზი­ცი­ის გა­მო­ხატ­ვის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას ვგრძნობ, რო­გორც თბი­ლი­სე­ლი, რო­გორც თბი­ლი­სის მერი (2005-2013) და რო­გორც ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც გარ­კვე­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს ამ სფე­რო­ში.

პირ­ველ რიგ­ში, მი­ვე­სალ­მე­ბი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კა­ში ინ­ვეს­ტი­რე­ბის დაგ­ვი­ა­ნე­ბულ მცდე­ლო­ბას. ხალ­ხი სწო­რედ ამას ითხოვს მის­გან. სხვა სა­კი­თხია, რა სფე­რო­ში, რა და­ნიშ­ნუ­ლე­ბით და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის რა სარ­გებ­ლით. შე­ვეც­დე­ბი, პუნ­ქტობ­რი­ვად ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბო, თუ რა­ტომ არის პრო­ექ­ტი "პა­ნო­რა­მა თბი­ლი­სი" ყო­ველ­მხრივ მი­უ­ღე­ბე­ლი.

მას არ აქვს არ­ცერ­თი პო­ზი­ტი­უ­რი მხა­რე. არც ის­ტო­რი­უ­ლი, არც არ­ქი­ტექ­ტო­რუ­ლი, არც სო­ცი­ალ-ეკო­ნო­მი­კუ­რი და არც სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თვალ­საზ­რი­სით. ეს არ ჯდე­ბა არც თა­მამ ურ­ბა­ნულ გა­და­წყვე­ტა­თა რიგ­ში, რომ­ლის მომ­ხრეც ვარ.

• ერეკ­ლეს მო­ე­დან­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი პრო­ექ­ტი: 1. შენ­დე­ბა ის­ტო­რი­უ­ლი ძეგლის ნაც­ვლად, რო­მე­ლიც უკვე გა­მაგ­რე­ბუ­ლია და დღე­ვან­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით უკვე კონ­სტრუქ­ცი­უ­ლად მდგრა­დია. 2. ვი­ზუ­ა­ლუ­რად უვარ­გი­სია, ამო­ვარ­დნი­ლია არ­სე­ბუ­ლი გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბის მას­შტა­ბი­დან. 3. ჩა­ნაც­ვლე­ბა არც მსოფ­ლი­ო­ში აღი­ა­რე­ბუ­ლი რო­მე­ლი­მე თა­ნა­მედ­რო­ვე არ­ქი­ტექ­ტო­რის ნა­მუ­შევ­რით ხდე­ბა (თა­ვის­თა­ვად, მსოფ­ლი­ო­ში აღი­ა­რე­ბუ­ლი არ­ქი­ტექ­ტო­რის ნა­მუ­შე­ვა­რი, რო­გორც წესი, დრო­ით პერ­სპექ­ტი­ვა­ში ის­ტო­რი­ულ მნიშ­ვნე­ლო­ბას იძენს ქა­ლა­ქის­თვის და, ამ­დე­ნად, პო­ზი­ტი­უ­რია). თუმ­ცა ამ მას­შტა­ბის ძეგლის დან­გრე­ვა არც ამ არ­გუ­მენ­ტით იქ­ნე­ბო­და მი­სა­ღე­ბი. ამ მშე­ნებ­ლო­ბით, პრაქ­ტი­კუ­ლად, ნად­გურ­დე­ბა მთა­ვა­რი ტუ­რის­ტუ­ლი არ­ტე­რია, სა­დაც ერეკ­ლეს მო­ე­და­ნი საკ­ვან­ძო ად­გილს წარ­მო­ად­გენს.

• თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე მდე­ბა­რე ყო­ფი­ლი ცე­კავ­ში­რის შე­ნო­ბა არ წარ­მო­ად­გენს ის­ტო­რი­ულ შე­ნო­ბას, თუმ­ცა მის ნაც­ვლად უმ­ჯო­ბე­სია ე.წ. ფო­ნუ­რი არ­ქი­ტექ­ტუ­რის გა­მო­ყე­ნე­ბა. შე­ნო­ბა, რო­გორც რენ­დე­რი­დან ჩანს, უხე­შად გა­მო­დის წინ და იკა­ვებს არ­სე­ბულ სა­მან­ქა­ნო სად­გომს, შე­სა­ბა­მი­სად, იქ­ცე­ვა დო­მი­ნან­ტად და მთლი­ა­ნად ცვლის არ­სე­ბულ იერ­სა­ხეს. წინ გა­მო­წე­ვის ნაც­ვლად, სა­სურ­ვე­ლია რამ­დე­ნი­მე შე­წე­უ­ლი სარ­თუ­ლით აწე­ვა (ბიზ­ნე­სინ­ტე­რე­სის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბის გამო), რაც გარ­შე­მო არ­ქი­ტექ­ტუ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ასა­ტა­ნია.

• სო­ლო­ლა­კის ქე­დის ხე­ლოვ­ნუ­რი, ტე­რა­სუ­ლი გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბა (ეს ად­გი­ლი ისე­დაც უკვე ოკუ­პი­რე­ბუ­ლია ივა­ნიშ­ვი­ლის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სა­სახ­ლით). ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­ერ­თოდ გა­უ­გე­ბა­რი და მავ­ნებ­ლუ­რია - იმ­დე­ნად, რამ­დე­ნა­დაც პრაქ­ტი­კუ­ლად, სო­ლო­ლა­კის ქე­დის მოჭ­რას გუ­ლის­ხმობს. ასე­თი ტი­პის ჩა­რე­ვე­ბი არ­სე­ბულ ლან­დშაფ­ტურ-რეკ­რე­ა­ცი­ულ ზო­ნა­ში და­უშ­ვე­ბე­ლია. ასე­თი ჩა­რე­ვა მთლი­ა­ნად არ­ღვევს უკვე არ­სე­ბულ, ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბულ ლან­დშაფტს და თბი­ლი­სის ამ საკ­ვან­ძო მნიშ­ვნე­ლო­ბის არე­ალს უკარ­გავს ავ­თენ­ტუ­რო­ბას. მე­ტიც, თა­ვის დრო­ზე კონ­ფლიქ­ტი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­სა და თა­მა­რა ტი­ფა­ნის შო­რის (იქ არ­სე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ის ყო­ფი­ლი დე­ვე­ლო­პე­რი) სწო­რედ ამ ტე­რი­ტო­რი­ის გა­მო­ყე­ნე­ბის რე­გუ­ლი­რე­ბის სა­კი­თხზე მოხ­და. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ეს ტე­რი­ტო­რი­ე­ბი სა­ბო­ლო­ოდ შე­ი­ძი­ნა რო­გორც ლან­დშაფ­ტურ- რეკ­რე­ა­ცი­უ­ლი ფუნ­ქცი­ის მქო­ნე და მან კარ­გად უწყის, რომ იქ მშე­ნებ­ლო­ბის უფ­ლე­ბა კა­ნო­ნით არ აქვს. მე­რია ან სხვა რო­მე­ლი­მე უწყე­ბა მოკ­ლე­ბუ­ლია კა­ნო­ნი­ერ უფ­ლე­ბას - გას­ცეს მშე­ნებ­ლო­ბის ნე­ბარ­თვა ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე.

• თა­ვის­თა­ვად სა­ბა­გი­როს წი­ნა­აღ­მდე­გი, რა თქმა უნდა, არ ვარ. მათ შო­რის, ის­ტო­რი­ულ უბ­ნებ­ში. პი­რი­ქით, ეს აუ­ცი­ლებ­ლად მი­მაჩ­ნია, რად­გან ამით შე­ვამ­ცი­რებთ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თუ კერ­ძო ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბას ის­ტო­რი­ულ არე­ალ­ში, რაც მისი და­ზი­ა­ნე­ბის ერთ-ერთ მი­ზე­ზია. თუმ­ცა მარ­შრუტ­ზე - ერეკ­ლეს მო­ე­და­ნი-თა­ვი­სუფ­ლე­ბა-სო­ლო­ლა­კის ქედი, ბიზ­ნეს­ცენ­ტრე­ბის და სას­ტუმ­როს და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი სა­ბა­გი­რო გზე­ბი სრუ­ლი­ად უფუნ­ქცი­ოა. რა მას­შტა­ბი­საც არ უნდა იყოს ხსე­ნე­ბუ­ლი ბიზ­ნეს­ცენ­ტრე­ბი, მათი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და ვი­ზი­ტო­რე­ბი ვერ იქ­ნე­ბი­ან იმ ოდე­ნო­ბის, რომ სა­ბა­გი­რო გა­და­ზიდ­ვას სა­ჭი­რო­ებ­დეს. შიდა სა­ქა­ლა­ქო და ტუ­რის­ტუ­ლი სატ­რან­სპორ­ტო და­ნიშ­ნუ­ლე­ბა მას ვერ ექ­ნე­ბა, რად­გან ის არა­ტუ­რის­ტულ წერ­ტი­ლებს აერ­თი­ა­ნებს. (და­მე­თან­ხმე­ბით, ალ­ბათ, სა­სა­ცი­ლო და წა­მო­უდ­გე­ნე­ლია, აე­რო­პორ­ტი­დან ჩა­მო­სუ­ლი, ბარ­გით დატ­ვირ­თუ­ლი სტუ­მა­რი ტაქ­სით ჩა­მო­დის ერეკ­ლეს მო­ე­დან­ზე და და­სა­ბი­ნა­ვებ­ლად სა­ბა­გი­რო­თი მი­ე­მარ­თე­ბა სო­ლო­ლა­კის ქედ­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი სას­ტუმ­რო­სა­კენ). ხოლო ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მო­ქა­ლა­ქის­თვის (თუ ასე­თი იქ მი­უშ­ვეს), ის ვერ იქ­ნე­ბა ქა­ლაქ­ში ხელ­საყ­რე­ლი გა­და­ად­გი­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა, რად­გან სრუ­ლი­ად მო­უ­ხერ­ხე­ბელ დის­ლო­კა­ცი­ის ად­გი­ლებს სთა­ვა­ზობს მომ­ხმა­რე­ბელს. ცალ­კე აღე­ბუ­ლი, სას­ტუმ­როც არ წარ­მო­ად­გენს ისეთ მიმ­ზიდ­ველ იდე­ას, რომ იქ ტუ­რისტს ას­ვლა მო­უნ­დეს. და­მე­თან­ხმე­ბით, მხო­ლოდ თბი­ლი­სის ხე­დით ტკბო­ბის­თვის გა­ცი­ლე­ბით მიმ­ზიდ­ვე­ლი და იაფი ად­გი­ლე­ბია იმა­ვე მთა­ზე. ამ­დე­ნად, გა­ცი­ლე­ბით გო­ნივ­რუ­ლი იქ­ნე­ბო­და რიყე-ნა­რი­ყა­ლას (ცნო­ბის­თვის, რი­ყი­სა და ერეკ­ლეს მო­ედ­ნის სა­ვა­რა­უ­დო სა­ბა­გი­როს ქვე­და სად­გუ­რე­ბი 2 წუ­თის სა­ვალ­ზეა ერ­თმა­ნე­თის­გან. ის ზა­ფხუ­ლის სე­ზონ­ზე ყო­ველ­დღი­უ­რად 8-9 ათას მგზავრს ემ­სა­ხუ­რე­ბა) უკვე არ­სე­ბუ­ლი სა­ბა­გი­რო ნა­რი­ყა­ლას გა­ყო­ლე­ბა­ზე ქარ­თლის დე­დის­კენ გაგ­რძელ­დეს ქვე­და სად­გუ­რით და ბო­ტა­ნი­კუ­რი ბაღი მთაწ­მინ­დის პარკს და­უ­კავ­შირ­დეს. ამით ადა­მი­ანს შე­ეძ­ლე­ბა რი­ყი­დან ნა­რი­ყა­ლა­ზე ას­ვლა, ფე­ხით ნა­რი­ყა­ლა­სა და სო­ლო­ლა­კის ქე­დის გავ­ლა ქარ­თლის დე­დამ­დე და შემ­დეგ მთაწ­მინ­დის პარკში სა­ბა­გი­რო­თი ას­ვლა. ბუ­ნებ­რი­ვია, რი­ყის და მთაწ­მინ­დის პარ­კე­ბის ამ­გვა­რი და­კავ­ში­რე­ბა ქა­ლა­ქის ტუ­რის­ტულ მიმ­ზიდ­ვე­ლო­ბას ზრდის და ასე­ვე გან­მუხ­ტავს სო­ლო­ლაკს მთაწ­მინ­დის პარ­კის­კენ მი­მა­ვა­ლი მან­ქა­ნე­ბის ნა­კა­დის­გან (რი­ყის პარკში უკვე ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს 350 მან­ქა­ნა­ზე გათ­ვლი­ლი მი­წის­ქვე­შა სად­გო­მი). ერთი სი­ტყვით, "თა­ნა­ინ­ვეს­ტი­რე­ბის ფონ­დის" მიერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი სა­ჰა­ე­რო სა­ბა­გი­რო და­კავ­ში­რე­ბის სქე­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და თვი­თონ ბიზ­ნეს­ცენ­ტრის­თვის სრუ­ლი­ად უფუნ­ქცი­ოა. "პა­ნო­რა­მა თბი­ლი­სის" მსგავს პრო­ექ­ტებს არ­ქი­ტექ­ტუ­რა­ში "დუ­ბა­ინგს" უწო­დე­ბენ, რაც ბევრ ფულს და, შე­სა­ბა­მი­სად, ბევრ უაზ­რო გა­და­წყვე­ტას/და­ნა­ხარჯს გუ­ლის­ხმობს.

• ჩემი აზ­რით, უმ­ჯო­ბე­სი იქ­ნე­ბო­და, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს ეს პრო­ექ­ტი მფლო­ბე­ლო­ბა­ში არ­სე­ბულ სხვა ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა. ივა­ნიშ­ვი­ლი ფლობს ტე­რი­ტო­რი­ას გმირ­თა მო­ე­და­ნი-ლა­გუ­ნა ვე­რეს ჩათ­ვლით. დიდი ბიზ­ნეს­ცენ­ტრი (სა­ცუ­რაო აუ­ზით) აშ­კა­რად მო­უხ­დე­ბო­და ქა­ლა­ქის ამ ნა­წილს და, რაც მთა­ვა­რია, შე­ა­სუს­ტებ­და არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლად აგ­რე­სი­ულ სა­ტი­ვეს. ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის ამ­გვა­რი გა­მო­ყე­ნე­ბა გა­ცი­ლე­ბით ეფექ­ტუ­რი და სარ­გებ­ლის მომ­ტა­ნი იქ­ნე­ბო­და თქვენ­თვი­საც, ბა­ტო­ნო ბი­ძი­ნა, და თბი­ლი­სის­თვი­საც.

• "თა­ნა­ინ­ვეს­ტი­რე­ბის ფონ­დი" აცხა­დებს, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი­სა და სხვა კერ­ძო მფლო­ბე­ლე­ბი­სა­გან მი­წი­სა და შე­ნო­ბე­ბის შეს­ყიდ­ვას გეგ­მავს. "თა­ნა­ინ­ვეს­ტი­რე­ბის ფონ­დი" ისე­დაც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის კერ­ძო სა­კუთ­რე­ბაა. ამი­ტომ ხსე­ნე­ბუ­ლი ტრან­ზაქ­ცია ბა­დებს ეჭვს, ხომ არ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა სა­ხელ­მწი­ფო რე­სურ­სე­ბი/გა­რან­ტია და ასე შემ­დეგ, ამ კერ­ძო მფლო­ბე­ლო­ბა­ში მყო­ფი, კერ­ძო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის პრო­ექ­ტის­თვის. ამა­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბას მეტი სი­ცხა­დე სჭირ­დე­ბა.

• ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ სა­ქარ­თვე­ლო მისი მას­შტა­ბის ბიზ­ნეს­მე­ნის­თვის ინ­ვეს­ტი­რე­ბის­თვის უაზ­როდ პა­ტა­რაა, მი­მაჩ­ნია, რომ ეს პრო­ექ­ტი არის მისი სურ­ვი­ლი, არ­ქი­ტექ­ტო­რუ­ლი კვა­ლი და­ტო­ვოს და ამით გა­და­ფა­როს მე­ტო­ქის, ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, კვა­ლი. ცხა­დია, ამ სრუ­ლი­ად გა­უ­გე­ბარ შე­ჯიბ­რის ფსი­ქო­ლო­გი­ურ კომ­პლექსს არ უნდა შე­ე­წი­როს ძვე­ლი თბი­ლი­სი.

და ბო­ლოს, მინ­და ყვე­ლა შეშ­ფო­თე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის გუ­ლის გა­სა­ხა­რად (ჩემი ფონდ ქარ­თუს­თან მრა­ვალ­წლი­ა­ნი მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბით) გა­ხა­როთ, რომ მათი მუ­შა­ო­ბის მო­უქ­ნე­ლი სტი­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ამ პრო­ექტს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა არ უწე­რია. ცხა­დია, ამის­თვის შე­სა­ბა­მი­სი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი პრო­ტეს­ტი მა­ინც აუ­ცი­ლე­ბე­ლია.

P.შ. ცხა­დია, მზად ვარ ყვე­ლა­ნა­ი­რი საგ­ნობ­რი­ვი დის­კუ­სი­ის­თვის. მათ შო­რის, მშვი­დო­ბის ხი­დის, რი­ყის თე­ატ­რის და სხვა იმ სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო პრო­ექ­ტე­ბის გარ­შე­მო, რომ­ლე­ბიც ჩემი მე­რო­ბის პე­რი­ოდ­ში გან­ხორ­ცი­ელ­და თბი­ლის­ში. ოღონდ, არა იმ ხალ­ხთან, რო­მელ­თა არ­გუ­მენ­ტი " 9 წე­ლი­წადს" არ სცდე­ბა",-ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

გიგი უგულავა პროექტ "პანორამა თბილისს" აკრიტიკებს

გიგი უგულავა პროექტ "პანორამა თბილისს" აკრიტიკებს

თბილისის უფლებამოსილებაშეჩერებული მერი გიგი უგულავა თანაინვესტირების ფონდის მიერ ინიცირებულ პროექტ "პანორამა თბილისს" აკრიტიკებს.

უგულავას განცხადებით, პროექტს არ აქვს არც ერთი პოზიტიური მხარე - არც ისტორიული, არც არქიტექტურული, არც სოციალ-ეკონომიკური და არც საზოგადოებრივი თვალსაზრისით. ამასთან დაკავშირებით გიგი უგულავას განცხადებას Ambebi.ge უცვლელად გთავაზობთ.

"მინდა, საზოგადოებას ჩემი კერძო მოსაზრება გავუზიარო ბიძინა ივანიშვილისა და თანაინვესტირების ფონდის მიერ ინიცირებულ პროექტთან - "პანორამა თბილისი" - დაკავშირებით. საჯაროდ პოზიციის გამოხატვის აუცილებლობას ვგრძნობ, როგორც თბილისელი, როგორც თბილისის მერი (2005-2013) და როგორც ადამიანი, რომელსაც გარკვეული გამოცდილება აქვს ამ სფეროში.

პირველ რიგში, მივესალმები ბიძინა ივანიშვილის საქართველოს ეკონომიკაში ინვესტირების დაგვიანებულ მცდელობას. ხალხი სწორედ ამას ითხოვს მისგან. სხვა საკითხია, რა სფეროში, რა დანიშნულებით და საზოგადოებისთვის რა სარგებლით. შევეცდები, პუნქტობრივად ჩამოვაყალიბო, თუ რატომ არის პროექტი "პანორამა თბილისი" ყოველმხრივ მიუღებელი.

მას არ აქვს არცერთი პოზიტიური მხარე. არც ისტორიული, არც არქიტექტორული, არც სოციალ-ეკონომიკური და არც საზოგადოებრივი თვალსაზრისით. ეს არ ჯდება არც თამამ ურბანულ გადაწყვეტათა რიგში, რომლის მომხრეც ვარ.

• ერეკლეს მოედანზე წარმოდგენილი პროექტი: 1. შენდება ისტორიული ძეგლის ნაცვლად, რომელიც უკვე გამაგრებულია და დღევანდელი მდგომარეობით უკვე კონსტრუქციულად მდგრადია. 2. ვიზუალურად უვარგისია, ამოვარდნილია არსებული განაშენიანების მასშტაბიდან. 3. ჩანაცვლება არც მსოფლიოში აღიარებული რომელიმე თანამედროვე არქიტექტორის ნამუშევრით ხდება (თავისთავად, მსოფლიოში აღიარებული არქიტექტორის ნამუშევარი, როგორც წესი, დროით პერსპექტივაში ისტორიულ მნიშვნელობას იძენს ქალაქისთვის და, ამდენად, პოზიტიურია). თუმცა ამ მასშტაბის ძეგლის დანგრევა არც ამ არგუმენტით იქნებოდა მისაღები. ამ მშენებლობით, პრაქტიკულად, ნადგურდება მთავარი ტურისტული არტერია, სადაც ერეკლეს მოედანი საკვანძო ადგილს წარმოადგენს.

• თავისუფლების მოედანზე მდებარე ყოფილი ცეკავშირის შენობა არ წარმოადგენს ისტორიულ შენობას, თუმცა მის ნაცვლად უმჯობესია ე.წ. ფონური არქიტექტურის გამოყენება. შენობა, როგორც რენდერიდან ჩანს, უხეშად გამოდის წინ და იკავებს არსებულ სამანქანო სადგომს, შესაბამისად, იქცევა დომინანტად და მთლიანად ცვლის არსებულ იერსახეს. წინ გამოწევის ნაცვლად, სასურველია რამდენიმე შეწეული სართულით აწევა (ბიზნესინტერესის გათვალისწინების გამო), რაც გარშემო არქიტექტურის გათვალისწინებით, ასატანია.

• სოლოლაკის ქედის ხელოვნური, ტერასული განაშენიანება (ეს ადგილი ისედაც უკვე ოკუპირებულია ივანიშვილის საცხოვრებელი სასახლით). ეს გადაწყვეტილება საერთოდ გაუგებარი და მავნებლურია - იმდენად, რამდენადაც პრაქტიკულად, სოლოლაკის ქედის მოჭრას გულისხმობს. ასეთი ტიპის ჩარევები არსებულ ლანდშაფტურ-რეკრეაციულ ზონაში დაუშვებელია. ასეთი ჩარევა მთლიანად არღვევს უკვე არსებულ, ჩამოყალიბებულ ლანდშაფტს და თბილისის ამ საკვანძო მნიშვნელობის არეალს უკარგავს ავთენტურობას. მეტიც, თავის დროზე კონფლიქტი ბიძინა ივანიშვილსა და თამარა ტიფანის შორის (იქ არსებული ტერიტორიის ყოფილი დეველოპერი) სწორედ ამ ტერიტორიის გამოყენების რეგულირების საკითხზე მოხდა. ბიძინა ივანიშვილმა ეს ტერიტორიები საბოლოოდ შეიძინა როგორც ლანდშაფტურ- რეკრეაციული ფუნქციის მქონე და მან კარგად უწყის, რომ იქ მშენებლობის უფლება კანონით არ აქვს. მერია ან სხვა რომელიმე უწყება მოკლებულია კანონიერ უფლებას - გასცეს მშენებლობის ნებართვა ამ ტერიტორიაზე.

• თავისთავად საბაგიროს წინააღმდეგი, რა თქმა უნდა, არ ვარ. მათ შორის, ისტორიულ უბნებში. პირიქით, ეს აუცილებლად მიმაჩნია, რადგან ამით შევამცირებთ საზოგადოებრივი თუ კერძო ტრანსპორტის მოძრაობას ისტორიულ არეალში, რაც მისი დაზიანების ერთ-ერთ მიზეზია. თუმცა მარშრუტზე - ერეკლეს მოედანი-თავისუფლება-სოლოლაკის ქედი, ბიზნესცენტრების და სასტუმროს დამაკავშირებელი საბაგირო გზები სრულიად უფუნქციოა. რა მასშტაბისაც არ უნდა იყოს ხსენებული ბიზნესცენტრები, მათი თანამშრომლები და ვიზიტორები ვერ იქნებიან იმ ოდენობის, რომ საბაგირო გადაზიდვას საჭიროებდეს. შიდა საქალაქო და ტურისტული სატრანსპორტო დანიშნულება მას ვერ ექნება, რადგან ის არატურისტულ წერტილებს აერთიანებს. (დამეთანხმებით, ალბათ, სასაცილო და წამოუდგენელია, აეროპორტიდან ჩამოსული, ბარგით დატვირთული სტუმარი ტაქსით ჩამოდის ერეკლეს მოედანზე და დასაბინავებლად საბაგიროთი მიემართება სოლოლაკის ქედზე განთავსებული სასტუმროსაკენ). ხოლო ჩვეულებრივი მოქალაქისთვის (თუ ასეთი იქ მიუშვეს), ის ვერ იქნება ქალაქში ხელსაყრელი გადაადგილების საშუალება, რადგან სრულიად მოუხერხებელ დისლოკაციის ადგილებს სთავაზობს მომხმარებელს. ცალკე აღებული, სასტუმროც არ წარმოადგენს ისეთ მიმზიდველ იდეას, რომ იქ ტურისტს ასვლა მოუნდეს. დამეთანხმებით, მხოლოდ თბილისის ხედით ტკბობისთვის გაცილებით მიმზიდველი და იაფი ადგილებია იმავე მთაზე. ამდენად, გაცილებით გონივრული იქნებოდა რიყე-ნარიყალას (ცნობისთვის, რიყისა და ერეკლეს მოედნის სავარაუდო საბაგიროს ქვედა სადგურები 2 წუთის სავალზეა ერთმანეთისგან. ის ზაფხულის სეზონზე ყოველდღიურად 8-9 ათას მგზავრს ემსახურება) უკვე არსებული საბაგირო ნარიყალას გაყოლებაზე ქართლის დედისკენ გაგრძელდეს ქვედა სადგურით და ბოტანიკური ბაღი მთაწმინდის პარკს დაუკავშირდეს. ამით ადამიანს შეეძლება რიყიდან ნარიყალაზე ასვლა, ფეხით ნარიყალასა და სოლოლაკის ქედის გავლა ქართლის დედამდე და შემდეგ მთაწმინდის პარკში საბაგიროთი ასვლა. ბუნებრივია, რიყის და მთაწმინდის პარკების ამგვარი დაკავშირება ქალაქის ტურისტულ მიმზიდველობას ზრდის და ასევე განმუხტავს სოლოლაკს მთაწმინდის პარკისკენ მიმავალი მანქანების ნაკადისგან (რიყის პარკში უკვე ფუნქციონირებს 350 მანქანაზე გათვლილი მიწისქვეშა სადგომი). ერთი სიტყვით, "თანაინვესტირების ფონდის" მიერ წარმოდგენილი საჰაერო საბაგირო დაკავშირების სქემა საზოგადოებისა და თვითონ ბიზნესცენტრისთვის სრულიად უფუნქციოა. "პანორამა თბილისის" მსგავს პროექტებს არქიტექტურაში "დუბაინგს" უწოდებენ, რაც ბევრ ფულს და, შესაბამისად, ბევრ უაზრო გადაწყვეტას/დანახარჯს გულისხმობს.

• ჩემი აზრით, უმჯობესი იქნებოდა, ბიძინა ივანიშვილს ეს პროექტი მფლობელობაში არსებულ სხვა ტერიტორიაზე განეხორციელებინა. ივანიშვილი ფლობს ტერიტორიას გმირთა მოედანი-ლაგუნა ვერეს ჩათვლით. დიდი ბიზნესცენტრი (საცურაო აუზით) აშკარად მოუხდებოდა ქალაქის ამ ნაწილს და, რაც მთავარია, შეასუსტებდა არქიტექტურულად აგრესიულ სატივეს. ინვესტიციების ამგვარი გამოყენება გაცილებით ეფექტური და სარგებლის მომტანი იქნებოდა თქვენთვისაც, ბატონო ბიძინა, და თბილისისთვისაც.

• "თანაინვესტირების ფონდი" აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილისა და სხვა კერძო მფლობელებისაგან მიწისა და შენობების შესყიდვას გეგმავს. "თანაინვესტირების ფონდი" ისედაც ბიძინა ივანიშვილის კერძო საკუთრებაა. ამიტომ ხსენებული ტრანზაქცია ბადებს ეჭვს, ხომ არ გამოიყენება სახელმწიფო რესურსები/გარანტია და ასე შემდეგ, ამ კერძო მფლობელობაში მყოფი, კერძო დანიშნულების პროექტისთვის. ამაზე საზოგადოებას მეტი სიცხადე სჭირდება.

• ბიძინა ივანიშვილის განცხადების გათვალისწინებით, რომ საქართველო მისი მასშტაბის ბიზნესმენისთვის ინვესტირებისთვის უაზროდ პატარაა, მიმაჩნია, რომ ეს პროექტი არის მისი სურვილი, არქიტექტორული კვალი დატოვოს და ამით გადაფაროს მეტოქის, ყოფილი პრეზიდენტის, კვალი. ცხადია, ამ სრულიად გაუგებარ შეჯიბრის ფსიქოლოგიურ კომპლექსს არ უნდა შეეწიროს ძველი თბილისი.

და ბოლოს, მინდა ყველა შეშფოთებული ადამიანის გულის გასახარად (ჩემი ფონდ ქართუსთან მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილებით) გახაროთ, რომ მათი მუშაობის მოუქნელი სტილის გათვალისწინებით, ამ პროექტს განხორციელება არ უწერია. ცხადია, ამისთვის შესაბამისი საზოგადოებრივი პროტესტი მაინც აუცილებელია.

P.შ. ცხადია, მზად ვარ ყველანაირი საგნობრივი დისკუსიისთვის. მათ შორის, მშვიდობის ხიდის, რიყის თეატრის და სხვა იმ სარეაბილიტაციო პროექტების გარშემო, რომლებიც ჩემი მერობის პერიოდში განხორციელდა თბილისში. ოღონდ, არა იმ ხალხთან, რომელთა არგუმენტი " 9 წელიწადს" არ სცდება",-ნათქვამია განცხადებაში.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა