სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ცხოვრობს მამა-შვილი სახურავის გარეშე დარჩენილ სახლში
როგორ ცხოვრობს მამა-შვილი სახურავის გარეშე დარჩენილ სახლში

როცა ყი­ნავს, წვიმს ან თოვს, ყვე­ლა ვცდი­ლობთ, ჩქა­რა მი­ვი­დეთ სახ­ლებ­ში, სა­დაც სით­ბო გვე­ლო­დე­ბა, მაგ­რამ ამ ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რო­ბენ ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბიც, რომ­ლებ­საც სახ­ლშიც ისე სცი­ვათ და აწ­ვიმთ, რო­გორც გა­რეთ ყოფ­ნი­სას. ქალ­ბა­ტონ­მა, რო­მელ­მაც რა­ი­ო­ნი­დან და­მი­რე­კა და დახ­მა­რე­ბა მთხო­ვა, გუ­ლახ­დი­ლად მი­თხრა, რომ სი­ცი­ვის აღარ ეში­ნია, რად­გან ამას უკვე შე­ეჩ­ვია, მაგ­რამ გა­ზა­ფხუ­ლის წვი­მე­ბი შიშს ჰგვრის, რად­გან შე­იძ­ლე­ბა, ამ ვი­თომ­და უწყი­ნარ წვი­მას სა­ზა­რე­ლი შე­დე­გი მოჰ­ყვეს.

"გა­მარ­ჯო­ბა. მე ნინო ბურ­კა­ძე ვარ. თე­ლა­ვის რა­ი­ონ­ში, სო­ფელ რუ­ის­პირ­ში ვცხოვ­რობ. ძა­ლი­ან მინ­და, ამ წე­რი­ლის მეშ­ვე­ო­ბით ჩემი სატ­კი­ვა­რი ბა­ტონ და­ვით ნარ­მა­ნი­ას ყუ­რამ­დე მი­ი­ტა­ნოთ. სახ­ლი თავ­ზე მენგრე­ვა. ახლა, როცა გა­და­უ­ღე­ბე­ლი წვი­მე­ბი და­ი­წყე­ბა, ჩემს სახ­ლში წყლის გუ­ბე­ე­ბი დად­გე­ბა და... დიდი ხა­ნია, აქ ცხოვ­რე­ბა სა­ში­შია. თავ­მოყ­ვა­რე ადა­მი­ა­ნი აქ წა­მი­თაც არ გა­ჩერ­დე­ბო­და, მაგ­რამ წა­სას­ვლე­ლიც რომ არ­სად მაქვს, რა ვქნა? 2013 წლის თე­ბერ­ვალ­ში, როცა ცი­დან სა­ში­ნე­ლი სე­ტყვა წა­მო­ვი­და, ჩემი სახ­ლი და ეზო იყო ეპი­ცენ­ტრი. ეს ამ­ბა­ვი ყვე­ლა ტე­ლე­ვი­ზი­ამ გა­და­ი­ღო, პრე­სამ გა­ა­შუ­ქა. მერე მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი დამ­პირ­დნენ, - და­გეხ­მა­რე­ბი­თო. მი­თხრეს, რომ ხის მა­სა­ლით მოგ­ვა­მა­რა­გებ­დნენ, მაგ­რამ დღემ­დე არა­ვინ დაგ­ვხმა­რე­ბია. მიშ­ვე­ლეთ, თქვე­ნი ხე­ლე­ბი­სა და გუ­ლის ჭი­რი­მე. უსი­ნათ­ლო მო­ხუ­ცი მამა მყავს და მგო­ნია, რომ გა­და­უ­ღე­ბე­ლი წვი­მის შემ­თხვე­ვა­ში, რო­მე­ლიც მა­ის­ში იცის, ამ სახ­ლი­დან გას­ვლა­საც ვე­ღარ მო­ვას­წრებთ, ისე დაგ­ვემ­ხო­ბა ჭერი თავ­ზე. ღმერ­თმა დაგ­ლო­ცოთ!

- წინა წლებ­ში, როცა დიდი ქა­რიშ­ხა­ლი იყო, სახ­ლის სა­ხუ­რა­ვი ძა­ლი­ან და­ზი­ან­და, მაგ­რამ კრა­მი­ტით გა­და­ხუ­რულ ჩვენს სა­ცხოვ­რე­ბელს შარ­შან­დელ­მა სე­ტყვამ ბოლო მო­უ­ღო. სა­ხუ­რა­ვის და­მო­უ­კი­დებ­ლად შე­კე­თე­ბას ვერ ვა­ხერ­ხებ: - ვარ მე­ო­რე ჯგუ­ფის ინ­ვა­ლი­დი. სახ­ლში მყავს უსი­ნათ­ლო მამა, რო­მე­ლიც 77 წლის გახ­ლავთ. წლე­ბის წინ ხერ­ხემ­ლის ოპე­რა­ცია გა­მი­კე­თეს და სი­ა­რუ­ლი ახ­ლაც მი­ჭირს, ჯო­ხით ძლივს დავ­დი­ვარ.

- რო­გორც ვიცი, ასე­თი ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის კურსს გა­დი­ან, მერე კი ჩვე­უ­ლებ­რი­ვად ცხოვ­რო­ბენ. თქვენს შემ­თხვე­ვა­ში უფრო რთუ­ლად იყო საქ­მე?

- 1983 წელს ღუ­დუ­შა­უ­რის სა­ხე­ლო­ბის კლი­ნი­კა­ში გა­მი­კე­თეს ოპე­რა­ცია. და­ახ­ლო­ე­ბით 5 წელი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის კურსსაც გავ­დი­ო­დი, მაგ­რამ 1988 წელს ქვე­ყა­ნა აი­რია და თბი­ლის­ში მკურ­ნა­ლო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბაც აღარ იყო. ამა­სო­ბა­ში, დე­და­საც წნე­ვამ და­არ­ტყა და გან­გრე­ნა და­ე­მარ­თა... 8 წელი ვუვ­ლი­დი მძი­მე ავად­მყოფს. ჰოდა, რა გა­საკ­ვი­რია, რომ და­ვი­ღა­ლე ამ ცხოვ­რე­ბით და გა­მუდ­მე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბით... 52 წლის ვარ და 70 წლის ქალს ვგა­ვარ. ძა­ლი­ან მი­ჭირს არა მარ­ტო ფი­ზი­კუ­რად, არა­მედ სუ­ლი­ე­რა­დაც. აღარ ვიცი, რა წყალ­ში გა­დავ­ვარ­დე. თან, მა­რი­ლე­ბის დაგ­რო­ვე­ბა მაქვს და მარ­ცხე­ნა ხელ-ფე­ხის პა­რე­ზიც! ჩვენს ავა­რი­ულ სახ­ლში ისე წვიმს, რო­გორც გა­რეთ. მერ­წმუ­ნეთ, ოთა­ხებ­ში გუ­ბე­ე­ბი დგე­ბა.

- თქვე­ნი ოჯა­ხის შე­მო­სა­ვა­ლი რა არის?

- სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლე­ბი ვართ, მაგ­რამ სა­ხელ­მწი­ფოს მიერ მო­ცე­მუ­ლი ფული - თვე­ში 108 ლარი წამ­ლებ­შიც არ გვყოფ­ნის. კი­დევ, მე და მა­მას პენ­სია გვეძ­ლე­ვა.

- მი­წას ვერ ამუ­შა­ვებთ?

- 0,15 ჰექ­ტა­რი მიწა გვაქვს, მაგ­რამ ვი­ნა­ი­დან მის და­მუ­შა­ვე­ბას ვერ ვა­ხერ­ხებთ, იქ მე­ზობ­ლებს მოჰ­ყავთ ლო­ბიო, სი­მინ­დი და მერე, გვი­ნა­წი­ლე­ბენ.

- ამ­ბობთ, რომ მა­ი­სის წვი­მე­ბის გე­ში­ნი­ათ...

- (მა­წყვე­ტი­ნებს) მე­ში­ნია კი არა, გული მის­კდე­ბა. უკვე ნევ­რო­ზიც მაქვს და წვი­მა რომ მო­დის, და­მამ­შვი­დე­ბელს ვსვამ. მე­ში­ნია, წყა­ლი ად­რინ­დე­ლი­ვით, ისევ სახ­ლში არ "შე­მოგ­ვი­ვარ­დეს". შარ­შან­დე­ლი სტი­ქი­ის დროს მე და მამა კი­ნა­ღამ და­ვი­ხო­ცეთ; თოვ­ლი­ვით სე­ტყვა რომ იყო, მა­შინ კი ძლივს გა­ვას­წა­რით გა­რეთ!

- რო­გორც ვიცი, ამის შემ­დეგ კა­ხეთ­ში მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ჩა­ვიდ­ნენ და პი­რო­ბა და­დეს, რომ მო­სახ­ლე­ო­ბას მა­სა­ლე­ბით უზ­რუნ­ველ­ყოფ­დნენ. ისიც ვიცი, რომ სა­ხუ­რა­ვე­ბის აღ­დგე­ნა და­ი­წყეს კი­დეც. სა­ინ­ტე­რე­სოა, თქვენ რა­ტომ და­ი­ჩაგ­რეთ?

- პი­რა­დად მე, "პა­ლატ­კა" მო­მი­ტა­ნეს და მი­თხრეს, - რა ვქნათ, კრა­მი­ტით გა­და­ხუ­რუ­ლი სახ­ლე­ბი ჯერ არ გვაქვს პრო­ექ­ტშიო! "ქარ­თუ ბან­კმა" კი გად­მოგ­ვი­რი­ცხა 1.200 ლარი და იმ კაც­მა, რო­მელ­მაც ეს თან­ხა მოგ­ვა­წო­და, დაგ­ვა­ი­მე­და: - ვიცი, რომ ეს არ არის საკ­მა­რი­სი, მაგ­რამ მო­მა­ვალ წელს სოფ­ლის სახ­ლე­ბის პროგ­რა­მა­ში ჩავ­სვამ­თო. და­ვუ­ჯე­რეთ, სხვა რა გზა გვქონ­და...

- თქვენს მე­ზობ­ლად, მსგავს სი­ტუ­ა­ცი­ა­ში კი­დევ ბევ­რი ოჯა­ხია? სოფ­ლის გამ­გე­ბე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბას ამ საქ­მე­ში დახ­მა­რე­ბას არ გპირ­დე­ბათ?

- 9 წე­ლი­წა­დია, ყვე­ლას ვა­წუ­ხებ და ჩემი პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბას ვცდი­ლობ, მაგ­რამ არა­ფე­რი გა­მო­მი­ვი­და. სოფ­ლის ახალ­მა გამ­გე­ბელ­მა სახ­ლს გა­და­უ­ღო ფოტო, მერე სუ­რათს გან­ცხა­დე­ბა და­ვურ­თეთ და რო­გორც ვიცი, ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს მი­ა­წო­და. პა­სუ­ხი ასე­თი იყო: ჯერ თან­ხე­ბი არ არის და მერე ვნა­ხო­თო! არ მეს­მის, რას უნდა და­ვე­ლო­დო? თავ­ზე ჭერი თუ ჩა­მოგ­ვენგრა და მე და მამა ამ­ქვეყ­ნად აღარ ვიქ­ნე­ბით, მერე რა აზრი ექ­ნე­ბა ფუ­ლის გა­მო­ყო­ფას და სა­ხუ­რა­ვის აღ­დგე­ნას?.. საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის დროს სო­ფელ­ში ჩვე­ნი მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტი მო­ვი­და. მას ვკი­თხე: ჩემს სახ­ლს რა­ი­მე ეშ­ვე­ლე­ბა-მეთ­ქი? მი­პა­სუ­ხა: ავირ­ჩი­ოთ პრე­ზი­დენ­ტი და მერე ვნა­ხო­თო. აჰა, ავირ­ჩი­ეთ მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი, მაგ­რამ მე საშ­ვე­ლი მა­ინც არ და­მად­გა...

- მი­თხა­რით, "პა­ლატ­კა" მო­მი­ტა­ნე­სო. იმ "პა­ლატ­კა­ში" რა­ღაც პე­რი­ო­დი მა­ინც გი­წევ­დათ ცხოვ­რე­ბა?

- როცა მო­მი­ტა­ნეს, და­მა­რი­გეს: ამას ზე­ვი­დან რა­ი­მე გა­და­ა­ფა­რეთ და წვი­მა არ გა­ა­ტან­სო. ხე­ლო­სან­მა კი გა­მაფრ­თხი­ლა: სახ­ლში არ შეხ­ვი­დეთ. სა­ხუ­რა­ვი წყლით მაგ­რად რომ გა­იჟღინ­თოს, რაც სე­ტყვას გა­და­ურ­ჩა, ისიც თავ­ზე ჩა­მო­გეშ­ლე­ბა­თო. მაგ­რამ მე და მა­მამ მა­ინც გავ­რის­კეთ. აბა, "პა­ლატ­კა­ში" რო­დემ­დე გვე­ცხოვ­რა? იქ ვერ გა­ვა­ტა­რებ­დი დღე­ებს. ნე­ტავ, ვა­გო­ნი მა­ინც მო­ე­ტა­ნათ. აი, იქ ცხოვ­რე­ბა კი ნამ­დვი­ლად აჯო­ბებ­და ჩვენს სახ­ლში ყოფ­ნას.

- სა­ხუ­რა­ვის გა­რე­შე დარ­ჩე­ნი­ლი სახ­ლის ბი­ნად­რებ­მა ზამ­თა­რი რო­გორ გა­და­ი­ტა­ნეთ?

- სვა­ნუ­რი ღუ­მე­ლი მაქვს, ღვთის წყა­ლო­ბით შე­შაც გვქონ­და და გა­მუდ­მე­ბით ამ ღუ­მელს ვი­ყა­ვით "ჩა­ხუ­ტე­ბუ­ლე­ბი". სი­ცი­ვეს უკვე მი­ვეჩ­ვი­ეთ და ეს ვერ შეგ­ვა­ში­ნებს, მაგ­რამ ნეს­ტმა ჩემს სახ­სრებს კი­დევ უფრო მე­ტად შე­მო­უ­ტია და ტკი­ვი­ლებს ვე­ღარ ვუძ­ლებ, შვი­ლო.

- წე­რილ­ში, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­მო­მიგ­ზავ­ნეთ, მწერ­დით, რომ გინ­დო­დათ, თქვე­ნი გა­სა­ჭი­რი და­ვით ნარ­მა­ნი­ამ­დე მიგ­ვე­ტა­ნა...

- ასეა, შვი­ლო, იქ­ნებ თქვენ მა­ინც შეძ­ლოთ ჩემი დახ­მა­რე­ბა. იმე­დი მაქვს, რომ ბა­ტო­ნი და­ვი­თი, თუ რა თქმა უნდა, ჩემი პრობ­ლე­მის შე­სა­ხებ შე­ი­ტყობს, აუ­ცი­ლებ­ლად შე­ეც­დე­ბა, და­მეხ­მა­როს... შე­გა­წუ­ხეთ ჩემი პრობ­ლე­მე­ბით, მაგ­რამ სხვა გზა მარ­თლა ვერ ვი­პო­ვე.

- რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­ნის­ტრი არ ყო­ფი­ლა თქვენს რა­ი­ონ­ში ამ პრობ­ლე­მის შე­სას­წავ­ლად?

- თე­ლავს ყვე­ლა ისე არი­დებს თავს, თით­ქოს აქ ჭი­რი­ა­ნე­ბი ვცხოვ­რობ­დეთ, მაგ­რამ რომც ჩა­მო­ვი­დეს, ვინ მიგ­ვიშ­ვებს მი­ნის­ტრამ­დე? იმე­დია, ამ გზას თქვენ გაჭ­რით.

P.S. "გზა" გაძ­ლევთ შანსს, თქვენც გახ­დეთ ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი! თუ ფიქ­რობთ, რომ სხვე­ბის­გან რა­ი­მე­თი გა­მო­ირ­ჩე­ვით ან სა­კუ­თა­რი სა­ინ­ტე­რე­სო თავ­გა­და­სავ­ლის მო­ყო­ლა გსურთ, თუ სურ­ვი­ლი გაქვთ ვინ­მეს სიყ­ვა­რულ­ში გა­მო­უ­ტყდეთ ან სუ­ლაც, სო­ცი­ა­ლურ პრობ­ლე­მებ­ზე სა­კუ­თა­რი აზრი და­ა­ფიქ­სი­როთ, მა­შინ მოგ­ვწე­რეთ ტე­ლე­ფო­ნის ნო­მერ­ზე: 5(58) 25.60.81 ან მე­ილ­ზე: lika.qajaia@gmail.com

ლიკა ქა­ჯა­ია

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

როგორ ცხოვრობს მამა-შვილი სახურავის გარეშე დარჩენილ სახლში

როგორ ცხოვრობს მამა-შვილი სახურავის გარეშე დარჩენილ სახლში

როცა ყინავს, წვიმს ან თოვს, ყველა ვცდილობთ, ჩქარა მივიდეთ სახლებში, სადაც სითბო გველოდება, მაგრამ ამ ქვეყანაში ცხოვრობენ ისეთი ადამიანებიც, რომლებსაც სახლშიც ისე სცივათ და აწვიმთ, როგორც გარეთ ყოფნისას. ქალბატონმა, რომელმაც რაიონიდან დამირეკა და დახმარება მთხოვა, გულახდილად მითხრა, რომ სიცივის აღარ ეშინია, რადგან ამას უკვე შეეჩვია, მაგრამ გაზაფხულის წვიმები შიშს ჰგვრის, რადგან შეიძლება, ამ ვითომდა უწყინარ წვიმას საზარელი შედეგი მოჰყვეს.

"გამარჯობა. მე ნინო ბურკაძე ვარ. თელავის რაიონში, სოფელ რუისპირში ვცხოვრობ. ძალიან მინდა, ამ წერილის მეშვეობით ჩემი სატკივარი ბატონ დავით ნარმანიას ყურამდე მიიტანოთ. სახლი თავზე მენგრევა. ახლა, როცა გადაუღებელი წვიმები დაიწყება, ჩემს სახლში წყლის გუბეები დადგება და... დიდი ხანია, აქ ცხოვრება საშიშია. თავმოყვარე ადამიანი აქ წამითაც არ გაჩერდებოდა, მაგრამ წასასვლელიც რომ არსად მაქვს, რა ვქნა? 2013 წლის თებერვალში, როცა ციდან საშინელი სეტყვა წამოვიდა, ჩემი სახლი და ეზო იყო ეპიცენტრი. ეს ამბავი ყველა ტელევიზიამ გადაიღო, პრესამ გააშუქა. მერე მთავრობის წარმომადგენლები დამპირდნენ, - დაგეხმარებითო. მითხრეს, რომ ხის მასალით მოგვამარაგებდნენ, მაგრამ დღემდე არავინ დაგვხმარებია. მიშველეთ, თქვენი ხელებისა და გულის ჭირიმე. უსინათლო მოხუცი მამა მყავს და მგონია, რომ გადაუღებელი წვიმის შემთხვევაში, რომელიც მაისში იცის, ამ სახლიდან გასვლასაც ვეღარ მოვასწრებთ, ისე დაგვემხობა ჭერი თავზე. ღმერთმა დაგლოცოთ!

- წინა წლებში, როცა დიდი ქარიშხალი იყო, სახლის სახურავი ძალიან დაზიანდა, მაგრამ კრამიტით გადახურულ ჩვენს საცხოვრებელს შარშანდელმა სეტყვამ ბოლო მოუღო. სახურავის დამოუკიდებლად შეკეთებას ვერ ვახერხებ: - ვარ მეორე ჯგუფის ინვალიდი. სახლში მყავს უსინათლო მამა, რომელიც 77 წლის გახლავთ. წლების წინ ხერხემლის ოპერაცია გამიკეთეს და სიარული ახლაც მიჭირს, ჯოხით ძლივს დავდივარ.

- როგორც ვიცი, ასეთი ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციის კურსს გადიან, მერე კი ჩვეულებრივად ცხოვრობენ. თქვენს შემთხვევაში უფრო რთულად იყო საქმე?

- 1983 წელს ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გამიკეთეს ოპერაცია. დაახლოებით 5 წელი რეაბილიტაციის კურსსაც გავდიოდი, მაგრამ 1988 წელს ქვეყანა აირია და თბილისში მკურნალობის საშუალებაც აღარ იყო. ამასობაში, დედასაც წნევამ დაარტყა და განგრენა დაემართა... 8 წელი ვუვლიდი მძიმე ავადმყოფს. ჰოდა, რა გასაკვირია, რომ დავიღალე ამ ცხოვრებით და გამუდმებული პრობლემებით... 52 წლის ვარ და 70 წლის ქალს ვგავარ. ძალიან მიჭირს არა მარტო ფიზიკურად, არამედ სულიერადაც. აღარ ვიცი, რა წყალში გადავვარდე. თან, მარილების დაგროვება მაქვს და მარცხენა ხელ-ფეხის პარეზიც! ჩვენს ავარიულ სახლში ისე წვიმს, როგორც გარეთ. მერწმუნეთ, ოთახებში გუბეები დგება.

- თქვენი ოჯახის შემოსავალი რა არის?

- სოციალურად დაუცველები ვართ, მაგრამ სახელმწიფოს მიერ მოცემული ფული - თვეში 108 ლარი წამლებშიც არ გვყოფნის. კიდევ, მე და მამას პენსია გვეძლევა.

- მიწას ვერ ამუშავებთ?

- 0,15 ჰექტარი მიწა გვაქვს, მაგრამ ვინაიდან მის დამუშავებას ვერ ვახერხებთ, იქ მეზობლებს მოჰყავთ ლობიო, სიმინდი და მერე, გვინაწილებენ.

- ამბობთ, რომ მაისის წვიმების გეშინიათ...

- (მაწყვეტინებს) მეშინია კი არა, გული მისკდება. უკვე ნევროზიც მაქვს და წვიმა რომ მოდის, დამამშვიდებელს ვსვამ. მეშინია, წყალი ადრინდელივით, ისევ სახლში არ "შემოგვივარდეს". შარშანდელი სტიქიის დროს მე და მამა კინაღამ დავიხოცეთ; თოვლივით სეტყვა რომ იყო, მაშინ კი ძლივს გავასწარით გარეთ!

- როგორც ვიცი, ამის შემდეგ კახეთში მთავრობის წარმომადგენლები ჩავიდნენ და პირობა დადეს, რომ მოსახლეობას მასალებით უზრუნველყოფდნენ. ისიც ვიცი, რომ სახურავების აღდგენა დაიწყეს კიდეც. საინტერესოა, თქვენ რატომ დაიჩაგრეთ?

- პირადად მე, "პალატკა" მომიტანეს და მითხრეს, - რა ვქნათ, კრამიტით გადახურული სახლები ჯერ არ გვაქვს პროექტშიო! "ქართუ ბანკმა" კი გადმოგვირიცხა 1.200 ლარი და იმ კაცმა, რომელმაც ეს თანხა მოგვაწოდა, დაგვაიმედა: - ვიცი, რომ ეს არ არის საკმარისი, მაგრამ მომავალ წელს სოფლის სახლების პროგრამაში ჩავსვამთო. დავუჯერეთ, სხვა რა გზა გვქონდა...

- თქვენს მეზობლად, მსგავს სიტუაციაში კიდევ ბევრი ოჯახია? სოფლის გამგებელი მოსახლეობას ამ საქმეში დახმარებას არ გპირდებათ?

- 9 წელიწადია, ყველას ვაწუხებ და ჩემი პრობლემის მოგვარებას ვცდილობ, მაგრამ არაფერი გამომივიდა. სოფლის ახალმა გამგებელმა სახლს გადაუღო ფოტო, მერე სურათს განცხადება დავურთეთ და როგორც ვიცი, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიაწოდა. პასუხი ასეთი იყო: ჯერ თანხები არ არის და მერე ვნახოთო! არ მესმის, რას უნდა დაველოდო? თავზე ჭერი თუ ჩამოგვენგრა და მე და მამა ამქვეყნად აღარ ვიქნებით, მერე რა აზრი ექნება ფულის გამოყოფას და სახურავის აღდგენას?.. საპრეზიდენტო არჩევნების დროს სოფელში ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატი მოვიდა. მას ვკითხე: ჩემს სახლს რაიმე ეშველება-მეთქი? მიპასუხა: ავირჩიოთ პრეზიდენტი და მერე ვნახოთო. აჰა, ავირჩიეთ მარგველაშვილი, მაგრამ მე საშველი მაინც არ დამადგა...

- მითხარით, "პალატკა" მომიტანესო. იმ "პალატკაში" რაღაც პერიოდი მაინც გიწევდათ ცხოვრება?

- როცა მომიტანეს, დამარიგეს: ამას ზევიდან რაიმე გადააფარეთ და წვიმა არ გაატანსო. ხელოსანმა კი გამაფრთხილა: სახლში არ შეხვიდეთ. სახურავი წყლით მაგრად რომ გაიჟღინთოს, რაც სეტყვას გადაურჩა, ისიც თავზე ჩამოგეშლებათო. მაგრამ მე და მამამ მაინც გავრისკეთ. აბა, "პალატკაში" როდემდე გვეცხოვრა? იქ ვერ გავატარებდი დღეებს. ნეტავ, ვაგონი მაინც მოეტანათ. აი, იქ ცხოვრება კი ნამდვილად აჯობებდა ჩვენს სახლში ყოფნას.

- სახურავის გარეშე დარჩენილი სახლის ბინადრებმა ზამთარი როგორ გადაიტანეთ?

- სვანური ღუმელი მაქვს, ღვთის წყალობით შეშაც გვქონდა და გამუდმებით ამ ღუმელს ვიყავით "ჩახუტებულები". სიცივეს უკვე მივეჩვიეთ და ეს ვერ შეგვაშინებს, მაგრამ ნესტმა ჩემს სახსრებს კიდევ უფრო მეტად შემოუტია და ტკივილებს ვეღარ ვუძლებ, შვილო.

- წერილში, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამომიგზავნეთ, მწერდით, რომ გინდოდათ, თქვენი გასაჭირი დავით ნარმანიამდე მიგვეტანა...

- ასეა, შვილო, იქნებ თქვენ მაინც შეძლოთ ჩემი დახმარება. იმედი მაქვს, რომ ბატონი დავითი, თუ რა თქმა უნდა, ჩემი პრობლემის შესახებ შეიტყობს, აუცილებლად შეეცდება, დამეხმაროს... შეგაწუხეთ ჩემი პრობლემებით, მაგრამ სხვა გზა მართლა ვერ ვიპოვე.

- რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი არ ყოფილა თქვენს რაიონში ამ პრობლემის შესასწავლად?

- თელავს ყველა ისე არიდებს თავს, თითქოს აქ ჭირიანები ვცხოვრობდეთ, მაგრამ რომც ჩამოვიდეს, ვინ მიგვიშვებს მინისტრამდე? იმედია, ამ გზას თქვენ გაჭრით.

P.S. "გზა" გაძლევთ შანსს, თქვენც გახდეთ ჩვენი რესპონდენტი! თუ ფიქრობთ, რომ სხვებისგან რაიმეთი გამოირჩევით ან საკუთარი საინტერესო თავგადასავლის მოყოლა გსურთ, თუ სურვილი გაქვთ ვინმეს სიყვარულში გამოუტყდეთ ან სულაც, სოციალურ პრობლემებზე საკუთარი აზრი დააფიქსიროთ, მაშინ მოგვწერეთ ტელეფონის ნომერზე: 5(58) 25.60.81 ან მეილზე: lika.qajaia@gmail.com

ლიკა ქაჯაია

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია