საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შვილის მიმართ მაქსიმალური ყურადღებით, მზრუნველობითა და სითბოთი გამოირჩევა - ზოდიაქოს სუპერდედები
შვილის მიმართ მაქსიმალური ყურადღებით, მზრუნველობითა და სითბოთი გამოირჩევა - ზოდიაქოს სუპერდედები

ალ­ბათ, თუ ნე­ბის­მი­ე­რი არა, ყვე­ლა მე­ო­რე ქალი აცხა­დებს პრე­ტენ­ზი­ას, რომ იდე­ა­ლუ­რი დედა და მე­უღ­ლეა. თუმ­ცა, რე­ა­ლუ­რად ყვე­ლა სუს­ტი სქე­სის წარ­მო­მად­გე­ნელ­ში რო­დია ჩა­დე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნი­ლე­ბა და რაც მთა­ვა­რია, მიდ­რე­კი­ლე­ბა, იყოს კარ­გი დედა. და­მე­თან­ხმე­ბით, კარ­გი დე­დო­ბა მხო­ლოდ ბავ­შვის მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბას ან მის მა­ტე­რი­ა­ლუ­რად უზ­რუნ­ველ­ყო­ფას არ ნიშ­ნავს. სა­ა­მი­სოდ არ­სე­ბობს რა­ღაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მიდ­რე­კი­ლე­ბე­ბი, რი­თაც ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის ქალ­ბა­ტო­ნე­ბი ან არი­ან და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი, ან - არა. დღეს, დე­დის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, გვინ­და ზო­დი­ა­ქოს სუ­პერ­დე­დე­ბის სა­მე­უ­ლი გა­გაც­ნოთ.

  • კირჩხი­ბი

ას­ტრო­ლო­გე­ბი თვლი­ან, რომ ზო­გა­დად დე­დო­ბას კირჩხი­ბის ზო­დი­ა­ქო გა­ნა­გებს. ამი­ტომ ქალი კირჩხი­ბე­ბი და­ბა­დე­ბი­დან და მო­წო­დე­ბით არი­ან დე­დე­ბი. ალ­ბათ ძნე­ლად ნა­ხავთ ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბულ სუს­ტი სქე­სის წარ­მო­მად­გე­ნელს, რო­მე­ლიც არ ოც­ნე­ბობს ოჯახ­სა და ბავ­შვზე. თუმ­ცა, უფრო მეტი კირჩხი­ბი რე­ა­ლო­ბა­ში ახორ­ცი­ე­ლებს ამ ოც­ნე­ბას და აუ­ცი­ლებ­ლად ჰყავს მი­ნი­მუმ ორი, მაქ­სი­მუმ სამი ან მეტი ნა­ში­ე­რი. კირჩხი­ბი უზო­მოდ მზრუნ­ვე­ლი, ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი და ხში­რად ზედ­მე­ტად მო­სიყ­ვა­რუ­ლე მშო­ბე­ლია. მის­თვის მარ­ტი­ვია არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა ოჯა­ხის ინ­ტე­რე­სებ­სა და პრო­ფე­სი­ულ პერ­სპექ­ტი­ვას შო­რის. თუმ­ცა, ხში­რად წარ­მა­ტე­ბით უთავ­სებს ორი­ვეს.

  • ქალ­წუ­ლი

ქალ­წუ­ლის ზო­დი­ა­ქო ზრუნ­ვას­თან ასო­ცირ­დე­ბა. ამა­ოდ როდი ევ­ლი­ნე­ბა ამ ნიშ­ნით ქვეყ­ნი­ე­რე­ბას უამ­რა­ვი მედ­და და ექი­მი. შე­სა­ბა­მი­სად, ქალი, რო­მე­ლიც ქალ­წუ­ლის ზო­დი­ა­ქოს ნი­შანს გა­ნე­კუთ­ვნე­ბა იდე­ა­ლუ­რი დედა და მე­უღ­ლეა. ქალ­წუ­ლებს კირჩხი­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით არა­სო­დეს გა­აჩ­ნი­ათ იდე­ა­ფიქ­სი შვი­ლის ყო­ლის კუ­თხით. თუმ­ცა, თუკი მა­ინც ხდე­ბი­ან დედა, პა­ტა­რას მი­მართ მაქ­სი­მა­ლუ­რი ყუ­რა­დღე­ბით, მზრუნ­ვე­ლო­ბი­თა და სით­ბო­თი გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან. ამას­თან ერ­თად, ძა­ლი­ან კარ­გად ანა­წი­ლე­ბენ მათ მი­მართ სიყ­ვა­რუ­ლი­სა და სიმ­კაც­რის დო­ზას. შე­სა­ბა­მი­სად, ქალ­წუ­ლის შვი­ლე­ბი არა­სო­დეს იზ­რდე­ბი­ან ზედ­მე­ტად და­მო­კი­დე­ბუ­ლი დე­და­ზე და ყო­ველ­თვის ახერ­ხე­ბენ შე­ი­ძი­ნონ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზ­მი.

  • თევ­ზე­ბი

სა­ოც­რად მო­სიყ­ვა­რუ­ლე და მზრუნ­ვე­ლი დე­დაა. თევ­ზი ქა­ლე­ბი გა­სა­ო­ცა­რი თავ­გან­წირ­ვის უნა­რით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან. მით უმე­ტეს, თუკი საქ­მე შვილს და მის ინ­ტე­რე­სებს ეხე­ბა, ნე­ბის­მი­ე­რი თევ­ზი მზა­დაა გვერ­დზე გა­და­დოს სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სე­ბი პა­ტა­რას ინ­ტე­რე­სე­ბის სა­ნაც­ვლოდ. თუმ­ცა, რბი­ლი ხა­სი­ა­თი­სა და გა­და­მე­ტე­ბუ­ლი ლო­ი­ა­ლუ­რო­ბის გამო, დედა თევ­ზის შვი­ლე­ბი ზოგ­ჯერ უნე­ბის­ყო­ფო ან სუს­ტი ხა­სი­ა­თის ინ­დი­ვი­დე­ბად ყა­ლიბ­დე­ბი­ან. ამი­ტომ ას­ტრო­ლო­გე­ბი ურ­ჩე­ვენ თევ­ზებს შვილს მაქ­სი­მა­ლუ­რად მის­ცეს პი­როვ­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა და მი­აჩ­ვი­ოს იგი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

შვილის მიმართ მაქსიმალური ყურადღებით, მზრუნველობითა და სითბოთი გამოირჩევა - ზოდიაქოს სუპერდედები

შვილის მიმართ მაქსიმალური ყურადღებით, მზრუნველობითა და სითბოთი გამოირჩევა - ზოდიაქოს სუპერდედები

ალბათ, თუ ნებისმიერი არა, ყველა მეორე ქალი აცხადებს პრეტენზიას, რომ იდეალური დედა და მეუღლეა. თუმცა, რეალურად ყველა სუსტი სქესის წარმომადგენელში როდია ჩადებული მოთხოვნილება და რაც მთავარია, მიდრეკილება, იყოს კარგი დედა. დამეთანხმებით, კარგი დედობა მხოლოდ ბავშვის მოვლა-პატრონობას ან მის მატერიალურად უზრუნველყოფას არ ნიშნავს. საამისოდ არსებობს რაღაც განსაკუთრებული მიდრეკილებები, რითაც ზოდიაქოს ნიშნის ქალბატონები ან არიან დაჯილდოებული, ან - არა. დღეს, დედის დღესთან დაკავშირებით, გვინდა ზოდიაქოს სუპერდედების სამეული გაგაცნოთ.

  • კირჩხიბი

ასტროლოგები თვლიან, რომ ზოგადად დედობას კირჩხიბის ზოდიაქო განაგებს. ამიტომ ქალი კირჩხიბები დაბადებიდან და მოწოდებით არიან დედები. ალბათ ძნელად ნახავთ ამ ნიშნით დაბადებულ სუსტი სქესის წარმომადგენელს, რომელიც არ ოცნებობს ოჯახსა და ბავშვზე. თუმცა, უფრო მეტი კირჩხიბი რეალობაში ახორციელებს ამ ოცნებას და აუცილებლად ჰყავს მინიმუმ ორი, მაქსიმუმ სამი ან მეტი ნაშიერი. კირჩხიბი უზომოდ მზრუნველი, ყურადღებიანი და ხშირად ზედმეტად მოსიყვარულე მშობელია. მისთვის მარტივია არჩევანის გაკეთება ოჯახის ინტერესებსა და პროფესიულ პერსპექტივას შორის. თუმცა, ხშირად წარმატებით უთავსებს ორივეს.

  • ქალწული

ქალწულის ზოდიაქო ზრუნვასთან ასოცირდება. ამაოდ როდი ევლინება ამ ნიშნით ქვეყნიერებას უამრავი მედდა და ექიმი. შესაბამისად, ქალი, რომელიც ქალწულის ზოდიაქოს ნიშანს განეკუთვნება იდეალური დედა და მეუღლეა. ქალწულებს კირჩხიბისგან განსხვავებით არასოდეს გააჩნიათ იდეაფიქსი შვილის ყოლის კუთხით. თუმცა, თუკი მაინც ხდებიან დედა, პატარას მიმართ მაქსიმალური ყურადღებით, მზრუნველობითა და სითბოთი გამოირჩევიან. ამასთან ერთად, ძალიან კარგად ანაწილებენ მათ მიმართ სიყვარულისა და სიმკაცრის დოზას. შესაბამისად, ქალწულის შვილები არასოდეს იზრდებიან ზედმეტად დამოკიდებული დედაზე და ყოველთვის ახერხებენ შეიძინონ ინდივიდუალიზმი.

  • თევზები

საოცრად მოსიყვარულე და მზრუნველი დედაა. თევზი ქალები გასაოცარი თავგანწირვის უნარით გამოირჩევიან. მით უმეტეს, თუკი საქმე შვილს და მის ინტერესებს ეხება, ნებისმიერი თევზი მზადაა გვერდზე გადადოს საკუთარი ინტერესები პატარას ინტერესების სანაცვლოდ. თუმცა, რბილი ხასიათისა და გადამეტებული ლოიალურობის გამო, დედა თევზის შვილები ზოგჯერ უნებისყოფო ან სუსტი ხასიათის ინდივიდებად ყალიბდებიან. ამიტომ ასტროლოგები ურჩევენ თევზებს შვილს მაქსიმალურად მისცეს პიროვნული განვითარების საშუალება და მიაჩვიოს იგი დამოუკიდებლობას.