სამართალი
პოლიტიკა

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყირიმში იმალება, შვილი რუსულ სკოლაში დაჰყავს" - სკანდალი უკრაინელი სპორტსმენის გარშემო, რომელთანაც ლევან როსტოშვილს ვაჟი ჰყავს: რა არის ცნობილი წყვილის ურთიერთობაზე
"ყირიმში იმალება, შვილი რუსულ სკოლაში დაჰყავს" - სკანდალი უკრაინელი სპორტსმენის გარშემო, რომელთანაც ლევან როსტოშვილს ვაჟი ჰყავს: რა არის ცნობილი წყვილის ურთიერთობაზე

ლე­ვან როს­ტოშ­ვი­ლი წლე­ბის წინ, ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნის შო­უ­ში გა­მოჩ­ნდა. ახალ­გაზ­რდა შოუს მუ­სი­კა­ლუ­რად აფორ­მებ­და და გა­და­ცე­მის გან­მავ­ლო­ბა­ში ხმას არ იღებ­და. ყო­ფი­ლი წყალ­ბურ­თე­ლი პო­პუ­ლა­რუ­ლი სა­სი­ძო გახ­ლდათ, მას­ზე ხში­რად ვრცელ­დე­ბო­და ჭო­რე­ბი, სა­დაც ცნო­ბილ გო­გო­ნებ­თან აწყვი­ლებ­დნენ. 2013 წელს როს­ტო ნა­ნუ­კას შო­უ­დან გაქ­რა.

სკან­და­ლუ­რი დაბ­რუ­ნე­ბა

2016 წელს, გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ლე­ვან როს­ტოშ­ვი­ლი და მსა­ხი­ო­ბი ლაშა კურ­ტა­ნი­ძე და­ა­კა­ვეს. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, როს­ტოშ­ვილ­სა და კურ­ტა­ნი­ძეს 42.9524 გრა­მი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა MDMA აღ­მო­აჩ­ნდათ. საქ­მე სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 260-ე მუხ­ლის მე-6 ნა­წი­ლით აღიძ­რა, რაც ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის, მისი ანა­ლო­გის, პრე­კურ­სო­რის ან ახა­ლი ფსი­ქო­აქ­ტი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბის უკა­ნო­ნო დამ­ზა­დე­ბას, წარ­მო­ე­ბას, შე­ძე­ნას, შე­ნახ­ვას, გა­და­ზიდ­ვას, გა­დაგ­ზავ­ნას ან გა­სა­ღე­ბას გუ­ლის­ხმობს.

მა­შინ ლე­ვან როს­ტოშ­ვილს 8 წელი მი­ე­სა­ჯა, ლაშა კურ­ტა­ნი­ძეს 5 წელი.

2016 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში პრე­ზი­დენ­ტმა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის ბრალ­დე­ბით გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლი მსა­ხი­ო­ბი ლაშა კურ­ტა­ნი­ძე შე­ი­წყა­ლა. 2019 წელს კი პი­რო­ბით ვა­და­ზე ადრე გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის კო­მი­სი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ლე­ვან როს­ტოშ­ვილ­მა სა­პა­ტიმ­რო და­ტო­ვა. პა­ტიმ­რო­ბის შემ­დეგ, როს­ტო სა­ჯა­როდ აღარ გა­მო­ჩე­ნი­ლა. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­შიც იშ­ვი­ა­თად აქ­ვეყ­ნებს პოს­ტებს.

პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის სკან­და­ლუ­რი დე­ტა­ლე­ბი

2011 წელს, ლე­ვან როს­ტოშ­ვი­ლი პო­პუ­ლა­რო­ბის პიკ­ში იყო, რო­დე­საც გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ უკ­რა­ი­ნელ ოლიმ­პი­ურ ჩემ­პი­ონ იანა კლო­ჩკო­ვას­თან ვაჟი – საშა შე­ე­ძი­ნა.

ოლიმ­პი­ურ­მა ჩემ­პი­ონ­მა ცურ­ვა­ში, უკ­რა­ი­ნის რე­გი­ო­ნულ­მა დე­პუ­ტატ­მა, უკ­რა­ი­ნა­ში "ოქ­როს თევ­ზად" წო­დე­ბულ­მა იანა კლო­ჩკო­ვამ ვაჟი გა­ა­ჩი­ნა. თუმ­ცა ქორ­წი­ლი არ შედ­გა.

"რა­ღაც მო­მენ­ტში მივ­ხვდი, რომ ის არა­სე­რი­ო­ზუ­ლი ადა­მი­ა­ნია, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გრძნო­ბის გა­რე­შე... ლე­ვან­მა არ ისურ­ვა, ჩემი და ჩემი შვი­ლის გამო ცხოვ­რე­ბის წესი შე­ეც­ვა­ლა, ფეხი დაჰ­კრა და სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­იქ­ცა. მგო­ნია, რომ ეს არა­კა­ცუ­რია. რო­დე­საც მისი საქ­ცი­ე­ლი გა­ვა­ა­ნა­ლი­ზე, გა­დავ­წყვი­ტე, წერ­ტი­ლი და­მეს­ვა ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის­თვის", - ამ­ბობ­და იანა უკ­რა­ი­ნულ მე­დი­ას­თან.

როს­ტოშ­ვი­ლით აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი არც ია­ნას მამა, ალექ­სან­დრე კლო­ჩკო­ვი ყო­ფი­ლა: "ის მხო­ლოდ და მხო­ლოდ ბი­ო­ლო­გი­უ­რი სუბსტან­ცი­აა, ჩემი შვი­ლის გამ­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბე­ლი. ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნია, რო­მე­ლიც ასე იქ­ცე­ვა, ღა­მით გა­ა­ნა­ყო­ფი­ე­რებს და დი­ლას გარ­ბის. რა სიყ­ვა­რულ­ზე შე­იძ­ლე­ბა იყოს ლა­პა­რა­კი? ერთი თვეც არ უცხოვ­რი­ათ ერ­თად. ჩემს შვი­ლიშ­ვილს გვა­რიც ჩვე­ნი ექ­ნე­ბა - კლო­ჩკო­ვი! ის კაცი არა­ნა­ი­რად არ მჭირ­დე­ბა. არც ჩემს ქა­ლიშ­ვილს სჭირ­დე­ბა. ის ალ­ფონ­სია", - ამ­ბობ­და ია­ნას მამა.

იანა კლო­ჩკო­ვა და ლე­ვან როს­ტოშ­ვი­ლი

თავს იმარ­თლებ­და მე­დი­ას­თან ლე­ვან როს­ტოშ­ვი­ლიც:

"დღემ­დე არ მი­პო­ვია ქალი, რო­მელ­თა­ნაც დარ­ჩე­ნილ ცხოვ­რე­ბას გა­ვა­ტა­რებ. შე­საძ­ლოა, პრე­ტენ­ზი­უ­ლი ვარ, - გა­ნუ­ცხა­და როს­ტოშ­ვილ­მა 1+1-ს, - ოჯახს მა­შინ შევ­ქმნი, რო­დე­საც შე­მიყ­ვარ­დე­ბა. ამ­ჟა­მად ამის­თვის მზად არ ვარ. სა­კუ­თა­რი ვა­ჟის გა­მოც არ აღ­მოვ­ჩნდი მზად ოჯა­ხის შე­საქ­მნე­ლად, ვი­ნა­ი­დან ის მა­ინც და­ინ­გრე­ო­და ორ წე­ლი­წად­ში. თუ ქორ­წი­ნე­ბა­ში სიყ­ვა­რუ­ლი არ არის - ბედ­ნი­ე­რე­ბა არ იქ­ნე­ბა. მე და ია­ნას გვიყ­ვარ­და ერ­თმა­ნე­თი, მაგ­რამ არა ისე, რომ ოჯა­ხი შეგ­ვექ­მნა".

მოგ­ვი­ა­ნე­ბით წყვილს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა და­ლაგ­და.

"მე და ლე­ვა­ნი მხო­ლოდ მე­გობ­რე­ბი ვართ, - აღ­ნიშ­ნავ­და იანა, - ვფიქ­რობ, ის მხო­ლოდ ახლა აც­ნო­ბი­ე­რებს, რომ მა­მაა და შვი­ლი ჰყავს. ლე­ვა­ნი შე­სა­ნიშ­ნა­ვად ატა­რებს დროს საშ­კას­თან ერ­თად, გა­მუდ­მე­ბით კოც­ნის და ხელ­ში უჭი­რავს. ბავ­შვი ჯერ პა­ტა­რაა და ვერ ხვდე­ბა, რომ ლე­ვა­ნი მა­მა­მი­სია. ლე­ვა­ნის არ­ყოფ­ნის დროს ვერ ვი­ტყვი, რომ მამა ენატ­რე­ბა".

როს­ტო ყი­რიმ­ში ის­ვე­ნებ­და იანა კლო­ჩკო­ვა­სა და ვაჟ­თან ერ­თად - 2013 წელი

სად არის ახლა იანა - სკან­და­ლი უკ­რა­ი­ნულ მე­დი­ა­ში

2024 წლის ზა­ფხულ­ში უკ­რა­ი­ნულ მე­დი­ა­ში კლო­ჩკო­ვა­ზე სკან­და­ლუ­რი სტა­ტია გა­მოქ­ვეყ­ნდა. "უკ­რა­ი­ნის ყვე­ლა­ზე დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი სპორ­ტსმე­ნი, ოთხგზის ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი ცურ­ვა­ში იანა კლო­ჩკო­ვამ არა­თუ არ დაგ­მო 2022 წელს რუ­სე­თის შე­მოჭ­რა უკ­რა­ი­ნა­ში, არა­მედ შვილ­თან ერ­თად გა­და­ვი­და ოკუ­პი­რე­ბულ ყი­რიმ­ში, სა­დაც დე­და­მი­სი ცხოვ­რობს" - ვკი­თხუ­ლობთ მა­სა­ლა­ში.

"ოქ­როს თევზს", რო­მე­ლიც ხარ­კოვ­ში სპორ­ტის გან­ვი­თა­რე­ბის გეგ­მებს აწყობ­და, უკვე ორ წელ­ზე მე­ტია ნა­ხე­ვარ­კუნ­ძულ­ზე მშვი­დად სძი­ნავს და სის­ხლი­ან ომზე დუმს.

ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2022 წლის 24 თე­ბერ­ვლის შემ­დეგ ქალი შვილ­თან ერ­თად გა­და­ვი­და ყი­რი­მის დრო­ე­ბით ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­დაც მშობ­ლებ­თან და შვილ­თან ერ­თად ცხოვ­რობს. ია­ნამ და­ხუ­რა Instagram-ის გვერ­დი, თით­ქმის წე­ლი­წად ნა­ხე­ვა­რია, რაც სი­ტყვა არ უთ­ქვამს სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი ომის შე­სა­ხებ.

ეს ამ­ბა­ვი ჯერ კი­დევ 2014 წელს და­ი­წყო, რო­დე­საც ნა­ხე­ვარ­კუნ­ძუ­ლის რუ­სე­თის მიერ ოკუ­პი­რე­ბის შემ­დეგ, კლო­ჩკო­ვა ხში­რად სტუმ­რობ­და შავი ზღვის სა­ნა­პი­როს და აქ­ვეყ­ნებ­და ფო­ტო­ებს პლა­ჟე­ბი­დან. მა­შინ თავს იმით იმარ­თლებ­და, რომ ნა­ხე­ვარ­კუნ­ძულ­ზე მისი სახ­ლია, რად­გან თა­ვად სპორ­ტსმე­ნი სიმ­ფე­რო­პო­ლი­დან არის და მისი მშობ­ლე­ბი იქ აგ­რძე­ლე­ბენ ცხოვ­რე­ბას.

იანა ვაჟ­თან ერ­თად, რო­მე­ლიც "როს­ტოს­გან" ჰყავს

ჩემ­პი­ო­ნი ამა­ვე დროს კი­ევ­ში, სა­კუ­თარ ბი­ნა­ში ცხოვ­რობ­და, თუმ­ცა 2020 წლის 7 აგ­ვის­ტოს მისი სახ­ლი გა­ძარ­ცვეს.

იანა კი­ე­ვის ქუ­ჩებ­ში ნა­ქარ­გი­ა­ნი პე­რან­გით და­დი­ო­და, მო­ნა­წი­ლე­ობ­და სხვა­დას­ხვა ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში დე­და­ქა­ლაქ­სა და ხარ­კოვ­ში. და­დი­ო­და უკ­რა­ი­ნუ­ლი სა­ტე­ლე­ვი­ზიო შო­უ­ე­ბის გა­და­სა­ღე­ბად და ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბის აძ­ლევ­და პო­პუ­ლა­რულ მე­დი­ებს.

სპორ­ტსმენ­მა ასე­ვე და­ა­არ­სა იანა კლო­ჩკო­ვას თა­სის ბავ­შვთა ალ­პუ­რი სა­თხი­ლა­მუ­რო შე­ჯიბ­რი ბუ­კო­ველ­ში. 2021 წელს კი მან ხარ­კოვ­ში კი­დევ ერთი სო­ცი­ა­ლუ­რი ბავ­შვთა პრო­ექ­ტი წა­მო­ი­წყო - უკ­რა­ი­ნუ­ლი ცურ­ვის ტურ­ნი­რი "ოქ­როს თევ­ზი".

  • ამას­თან, ყი­რიმ­ში დას­ვე­ნე­ბა და ნა­ხე­ვარ­კუნ­ძულ­ზე რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის ქმე­დე­ბე­ბის დაგ­მო­ბის არარ­სე­ბო­ბა, რო­გორც ჩანს, შე­უმ­ჩნე­ვე­ლი არ დარ­ჩე­ნი­ლა ქვეყ­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის­თვის, რად­გან უკ­რა­ი­ნის ყვე­ლა­ზე ტი­ტუ­ლი­ა­ნი სპორ­ტსმე­ნი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის 30 წლის­თავ­ზე არ მი­იწ­ვი­ეს. მა­შინ კლო­ჩკო­ვა ზე­ლენ­სკი­ზე გაბ­რაზ­და.

"მჯე­რა, რომ დღე­სას­წა­უ­ლებ­ზე, რო­გო­რი­ცაა უკ­რა­ი­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის 30 წლის იუ­ბი­ლე, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმ ხალ­ხის დას­წრე­ბა, ვისი წყა­ლო­ბი­თაც ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა სა­ზღვარ­გა­რეთ გა­იც­ნეს“, - გა­ნა­ცხა­და კლო­ჩკო­ვამ.

2021 წლის სექ­ტემ­ბერ­ში კლო­ჩკო­ვამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­გორ შეკ­რი­ბა ცურ­ვის მოყ­ვა­რუ­ლე­ბი დნეპრზე. 2022 წლის 1 თე­ბერ­ვალს, მან ბოლო პოს­ტი დადო ფე­ის­ბუ­ქის სა­კუ­თარ გვერ­დზე, სა­დაც დე­დას და­ბა­დე­ბის დღე მი­უ­ლო­ცა. შემ­დეგ გაქ­რა, სა­ნამ ყი­რიმ­ში არ იპო­ვეს...

"სპორ­ტსმენს, რო­გორც ჩანს, არ აინ­ტე­რე­სებს, რომ მის მე­ო­რე სახ­ლს, ხარ­კოვს, სა­დაც იანა მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვარ­ჯი­შობ­და და ოლიმ­პი­ურ ჩემ­პი­ო­ნად გა­ი­ზარ­და, ფაქ­ტობ­რი­ვად ანად­გუ­რე­ბენ რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბი" - წერს უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, კლო­ჩკო­ვას საქ­ცი­ე­ლი გა­საკ­ვი­რი არ არის, რად­გან ერთ დროს იგი მხარს უჭერ­და გაქ­ცე­ულ პრე­ზი­დენტ ია­ნუ­კო­ვიჩს.

"რო­გორც ჩანს, კლო­ჩკო­ვა სხვა რე­ა­ლო­ბა­ში ცხოვ­რობს. თუმ­ცა არ უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს, ვის­თან მე­გობ­რობ­და ერთ დროს. შე­გახ­სე­ნებთ, რომ 2006 წელს იანა ახ­ლოს იყო უკ­რა­ი­ნის გაქ­ცე­ულ პრე­ზი­დენ­ტთან ვიქ­ტორ ია­ნუ­კო­ვიჩ­თან. და რე­გი­ო­ნე­ბის პარ­ტი­ი­დან ხარ­კო­ვის საკ­რე­ბუ­ლოს დე­პუ­ტა­ტა­დაც კი აირ­ჩი­ეს", - ვკი­თხუ­ლობთ სტა­ტი­ა­ში.

კლო­ჩკო­ვას ად­გილ­სამ­ყოფ­ლის შე­სა­ხებ სკან­და­ლუ­რი დე­ტა­ლე­ბის ფონ­ზე, 2023 წლის აგ­ვის­ტო­ში, ხარ­კო­ვის საკ­რე­ბუ­ლომ გა­მო­ა­ცხა­და, რომ იანა აღარ იღებს ქა­ლა­ქის სა­პა­ტიო მო­ქა­ლა­ქის სტი­პენ­დი­ას.

სი­ნამ­დვი­ლე­ში, ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ყი­რი­მის გარ­და, ჩემ­პი­ონს შე­ეძ­ლო სრულ­მას­შტა­ბი­ან ომს შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში გა­რი­დე­ბო­და, სა­დაც მისი და ანა ცხოვ­რობს, თუმ­ცა, კლო­ჩკო­ვამ კი­დევ ერთი სა­მარ­ცხვი­ნო არ­ჩე­ვა­ნი გა­ა­კე­თა.

და, რო­გორც ირ­კვე­ვა, სპორ­ტსმე­ნის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლი ნა­ხე­ვარ­კუნ­ძულ­ზე არ არის სა­ი­დუმ­ლო. ის ცხოვ­რობს გურ­ზუფ­ში, მისი ვაჟი, კი, რო­მე­ლიც ლე­ვან როს­ტოშ­ვი­ლის­გან შე­ე­ძი­ნა ად­გი­ლობ­რივ სკო­ლა­ში სწავ­ლობს. ვარ­ჯი­შობს ძი­უ­დო­ში და სწავ­ლობს ინ­გლი­სურს.

ავტორი:

"ყირიმში იმალება, შვილი რუსულ სკოლაში დაჰყავს" - სკანდალი უკრაინელი სპორტსმენის გარშემო, რომელთანაც ლევან როსტოშვილს ვაჟი ჰყავს: რა არის ცნობილი წყვილის ურთიერთობაზე

"ყირიმში იმალება, შვილი რუსულ სკოლაში დაჰყავს" - სკანდალი უკრაინელი სპორტსმენის გარშემო, რომელთანაც ლევან როსტოშვილს ვაჟი ჰყავს: რა არის ცნობილი წყვილის ურთიერთობაზე

ლევან როსტოშვილი წლების წინ, ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში გამოჩნდა. ახალგაზრდა შოუს მუსიკალურად აფორმებდა და გადაცემის განმავლობაში ხმას არ იღებდა. ყოფილი წყალბურთელი პოპულარული სასიძო გახლდათ, მასზე ხშირად ვრცელდებოდა ჭორები, სადაც ცნობილ გოგონებთან აწყვილებდნენ. 2013 წელს როსტო ნანუკას შოუდან გაქრა.

სკანდალური დაბრუნება

2016 წელს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლევან როსტოშვილი და მსახიობი ლაშა კურტანიძე დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, როსტოშვილსა და კურტანიძეს 42.9524 გრამი ნარკოტიკული საშუალება MDMA აღმოაჩნდათ. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით აღიძრა, რაც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.

მაშინ ლევან როსტოშვილს 8 წელი მიესაჯა, ლაშა კურტანიძეს 5 წელი.

2016 წლის ოქტომბერში პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით გასამართლებული მსახიობი ლაშა კურტანიძე შეიწყალა. 2019 წელს კი პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიის გადაწყვეტილებით, ლევან როსტოშვილმა საპატიმრო დატოვა. პატიმრობის შემდეგ, როსტო საჯაროდ აღარ გამოჩენილა. სოციალურ ქსელშიც იშვიათად აქვეყნებს პოსტებს.

პირადი ცხოვრების სკანდალური დეტალები

2011 წელს, ლევან როსტოშვილი პოპულარობის პიკში იყო, როდესაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინელ ოლიმპიურ ჩემპიონ იანა კლოჩკოვასთან ვაჟი – საშა შეეძინა.

ოლიმპიურმა ჩემპიონმა ცურვაში, უკრაინის რეგიონულმა დეპუტატმა, უკრაინაში "ოქროს თევზად" წოდებულმა იანა კლოჩკოვამ ვაჟი გააჩინა. თუმცა ქორწილი არ შედგა.

"რაღაც მომენტში მივხვდი, რომ ის არასერიოზული ადამიანია, პასუხისმგებლობის გრძნობის გარეშე... ლევანმა არ ისურვა, ჩემი და ჩემი შვილის გამო ცხოვრების წესი შეეცვალა, ფეხი დაჰკრა და საქართველოში გაიქცა. მგონია, რომ ეს არაკაცურია. როდესაც მისი საქციელი გავაანალიზე, გადავწყვიტე, წერტილი დამესვა ჩვენი ურთიერთობებისთვის", - ამბობდა იანა უკრაინულ მედიასთან.

როსტოშვილით აღფრთოვანებული არც იანას მამა, ალექსანდრე კლოჩკოვი ყოფილა: "ის მხოლოდ და მხოლოდ ბიოლოგიური სუბსტანციაა, ჩემი შვილის გამნაყოფიერებელი. ათასობით ადამიანია, რომელიც ასე იქცევა, ღამით გაანაყოფიერებს და დილას გარბის. რა სიყვარულზე შეიძლება იყოს ლაპარაკი? ერთი თვეც არ უცხოვრიათ ერთად. ჩემს შვილიშვილს გვარიც ჩვენი ექნება - კლოჩკოვი! ის კაცი არანაირად არ მჭირდება. არც ჩემს ქალიშვილს სჭირდება. ის ალფონსია", - ამბობდა იანას მამა.

იანა კლოჩკოვა და ლევან როსტოშვილი

თავს იმართლებდა მედიასთან ლევან როსტოშვილიც:

"დღემდე არ მიპოვია ქალი, რომელთანაც დარჩენილ ცხოვრებას გავატარებ. შესაძლოა, პრეტენზიული ვარ, - განუცხადა როსტოშვილმა 1+1-ს, - ოჯახს მაშინ შევქმნი, როდესაც შემიყვარდება. ამჟამად ამისთვის მზად არ ვარ. საკუთარი ვაჟის გამოც არ აღმოვჩნდი მზად ოჯახის შესაქმნელად, ვინაიდან ის მაინც დაინგრეოდა ორ წელიწადში. თუ ქორწინებაში სიყვარული არ არის - ბედნიერება არ იქნება. მე და იანას გვიყვარდა ერთმანეთი, მაგრამ არა ისე, რომ ოჯახი შეგვექმნა".

მოგვიანებით წყვილს შორის ურთიერთობა დალაგდა.

"მე და ლევანი მხოლოდ მეგობრები ვართ, - აღნიშნავდა იანა, - ვფიქრობ, ის მხოლოდ ახლა აცნობიერებს, რომ მამაა და შვილი ჰყავს. ლევანი შესანიშნავად ატარებს დროს საშკასთან ერთად, გამუდმებით კოცნის და ხელში უჭირავს. ბავშვი ჯერ პატარაა და ვერ ხვდება, რომ ლევანი მამამისია. ლევანის არყოფნის დროს ვერ ვიტყვი, რომ მამა ენატრება".

როსტო ყირიმში ისვენებდა იანა კლოჩკოვასა და ვაჟთან ერთად - 2013 წელი

სად არის ახლა იანა - სკანდალი უკრაინულ მედიაში

2024 წლის ზაფხულში უკრაინულ მედიაში კლოჩკოვაზე სკანდალური სტატია გამოქვეყნდა. "უკრაინის ყველაზე დამსახურებული სპორტსმენი, ოთხგზის ოლიმპიური ჩემპიონი ცურვაში იანა კლოჩკოვამ არათუ არ დაგმო 2022 წელს რუსეთის შემოჭრა უკრაინაში, არამედ შვილთან ერთად გადავიდა ოკუპირებულ ყირიმში, სადაც დედამისი ცხოვრობს" - ვკითხულობთ მასალაში.

"ოქროს თევზს", რომელიც ხარკოვში სპორტის განვითარების გეგმებს აწყობდა, უკვე ორ წელზე მეტია ნახევარკუნძულზე მშვიდად სძინავს და სისხლიან ომზე დუმს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ ქალი შვილთან ერთად გადავიდა ყირიმის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სადაც მშობლებთან და შვილთან ერთად ცხოვრობს. იანამ დახურა Instagram-ის გვერდი, თითქმის წელიწად ნახევარია, რაც სიტყვა არ უთქვამს სრულმასშტაბიანი ომის შესახებ.

ეს ამბავი ჯერ კიდევ 2014 წელს დაიწყო, როდესაც ნახევარკუნძულის რუსეთის მიერ ოკუპირების შემდეგ, კლოჩკოვა ხშირად სტუმრობდა შავი ზღვის სანაპიროს და აქვეყნებდა ფოტოებს პლაჟებიდან. მაშინ თავს იმით იმართლებდა, რომ ნახევარკუნძულზე მისი სახლია, რადგან თავად სპორტსმენი სიმფეროპოლიდან არის და მისი მშობლები იქ აგრძელებენ ცხოვრებას.

იანა ვაჟთან ერთად, რომელიც "როსტოსგან" ჰყავს

ჩემპიონი ამავე დროს კიევში, საკუთარ ბინაში ცხოვრობდა, თუმცა 2020 წლის 7 აგვისტოს მისი სახლი გაძარცვეს.

იანა კიევის ქუჩებში ნაქარგიანი პერანგით დადიოდა, მონაწილეობდა სხვადასხვა ღონისძიებებში დედაქალაქსა და ხარკოვში. დადიოდა უკრაინული სატელევიზიო შოუების გადასაღებად და ინტერვიუების აძლევდა პოპულარულ მედიებს.

სპორტსმენმა ასევე დააარსა იანა კლოჩკოვას თასის ბავშვთა ალპური სათხილამურო შეჯიბრი ბუკოველში. 2021 წელს კი მან ხარკოვში კიდევ ერთი სოციალური ბავშვთა პროექტი წამოიწყო - უკრაინული ცურვის ტურნირი "ოქროს თევზი".

  • ამასთან, ყირიმში დასვენება და ნახევარკუნძულზე რუსეთის ფედერაციის ქმედებების დაგმობის არარსებობა, როგორც ჩანს, შეუმჩნეველი არ დარჩენილა ქვეყნის ხელმძღვანელობისთვის, რადგან უკრაინის ყველაზე ტიტულიანი სპორტსმენი დამოუკიდებლობის 30 წლისთავზე არ მიიწვიეს. მაშინ კლოჩკოვა ზელენსკიზე გაბრაზდა.

"მჯერა, რომ დღესასწაულებზე, როგორიცაა უკრაინის დამოუკიდებლობის 30 წლის იუბილე, მნიშვნელოვანია იმ ხალხის დასწრება, ვისი წყალობითაც ჩვენი ქვეყანა საზღვარგარეთ გაიცნეს“, - განაცხადა კლოჩკოვამ.

2021 წლის სექტემბერში კლოჩკოვამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, როგორ შეკრიბა ცურვის მოყვარულები დნეპრზე. 2022 წლის 1 თებერვალს, მან ბოლო პოსტი დადო ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, სადაც დედას დაბადების დღე მიულოცა. შემდეგ გაქრა, სანამ ყირიმში არ იპოვეს...

"სპორტსმენს, როგორც ჩანს, არ აინტერესებს, რომ მის მეორე სახლს, ხარკოვს, სადაც იანა მრავალი წლის განმავლობაში ვარჯიშობდა და ოლიმპიურ ჩემპიონად გაიზარდა, ფაქტობრივად ანადგურებენ რუსი სამხედროები" - წერს უკრაინული მედია.

ადგილობრივების თქმით, კლოჩკოვას საქციელი გასაკვირი არ არის, რადგან ერთ დროს იგი მხარს უჭერდა გაქცეულ პრეზიდენტ იანუკოვიჩს.

"როგორც ჩანს, კლოჩკოვა სხვა რეალობაში ცხოვრობს. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, ვისთან მეგობრობდა ერთ დროს. შეგახსენებთ, რომ 2006 წელს იანა ახლოს იყო უკრაინის გაქცეულ პრეზიდენტთან ვიქტორ იანუკოვიჩთან. და რეგიონების პარტიიდან ხარკოვის საკრებულოს დეპუტატადაც კი აირჩიეს", - ვკითხულობთ სტატიაში.

კლოჩკოვას ადგილსამყოფლის შესახებ სკანდალური დეტალების ფონზე, 2023 წლის აგვისტოში, ხარკოვის საკრებულომ გამოაცხადა, რომ იანა აღარ იღებს ქალაქის საპატიო მოქალაქის სტიპენდიას.

სინამდვილეში, ოკუპირებული ყირიმის გარდა, ჩემპიონს შეეძლო სრულმასშტაბიან ომს შეერთებულ შტატებში გარიდებოდა, სადაც მისი და ანა ცხოვრობს, თუმცა, კლოჩკოვამ კიდევ ერთი სამარცხვინო არჩევანი გააკეთა.

და, როგორც ირკვევა, სპორტსმენის საცხოვრებელი ადგილი ნახევარკუნძულზე არ არის საიდუმლო. ის ცხოვრობს გურზუფში, მისი ვაჟი, კი, რომელიც ლევან როსტოშვილისგან შეეძინა ადგილობრივ სკოლაში სწავლობს. ვარჯიშობს ძიუდოში და სწავლობს ინგლისურს.