სპორტი
კონფლიქტები
საზოგადოება

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შაქრო კალაშოვის ქალიშვილის გლამურული ცხოვრება ბრიტანეთში და თბილისური ვოიაჟი - რა არის ცნობილი "კრიმინალური ავტორიტეტის" შვილსა და "იდუმალ ცოლზე"
შაქრო კალაშოვის ქალიშვილის გლამურული ცხოვრება ბრიტანეთში და თბილისური ვოიაჟი - რა არის ცნობილი "კრიმინალური ავტორიტეტის" შვილსა და "იდუმალ ცოლზე"

კრი­მი­ნა­ლუ­რი სამ­ყა­როს თბი­ლი­სე­ლი გე­ნე­რა­ლი 70 წლის შაქ­რო კა­ლა­შო­ვი ერთი წლის წინ, რუ­სე­თის ცი­ხი­დან პი­რო­ბით ვა­დამ­დე გა­თა­ვი­სუფ­ლდა. მან კო­ლო­ნია IK-2, რო­მე­ლიც კრას­ნო­და­რის მხა­რე­ში, უშტ-ლა­ბინ­სკის რა­ი­ო­ნის სო­ფელ დვუბ­რატ­სკი­ში მდე­ბა­რე­ობს, და­ტო­ვა და ცოლ­თან 44 წლის მა­რი­ნა გოლდბერგთან გა­ემ­გზავ­რა.

მა­რი­ნა გოლდბერ­გი იდუ­მა­ლი პი­როვ­ნე­ბაა. მი­იჩ­ნე­ვა, რომ ის და­ი­ბა­და აფ­შე­რონ­სკში, შემ­დეგ გა­და­ვი­და ხან­ტი-მან­სი­ის ავ­ტო­ნო­მი­ურ ქა­ლაქ კო­გა­ლიმ­ში. 2003 წელს კი მა­რი­ნა გოლდბერ­გი ნავ­თო­ბის ქა­ლა­ქი­დან მოს­კოვ­ში გა­და­ვი­და.

მა­რი­ნა გოლ­ბერ­გის სა­ხე­ლი 2012 წელს გახ­და ცნო­ბი­ლი, როცა ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ხა­ზი­ნო დე­პარ­ტა­მენ­ტმა გა­მო­აქ­ვეყ­ნა ტრან­სნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბე­ბის წევ­რე­ბის ახა­ლი სია, სა­დაც ოფი­ცი­ა­ლუ­რად, "საძ­მო წრის" კრი­მი­ნა­ლუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რო­ბის სტა­ტუ­სი მი­ე­ნი­ჭა ცნო­ბილ კრი­მი­ნალ შაქ­რო კა­ლა­შოვს.

"შავ სი­ა­ში" ასე­ვე შე­დი­ან: ძმე­ბი ლაშა და კა­ხა­ბერ შუ­შა­ნაშ­ვი­ლე­ბი და მათი "მარ­ჯვე­ნა ხელი" ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი კობა შე­მა­ზაშ­ვი­ლი, ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი თე­მურ მირ­ზო­ე­ვი, ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი ვლა­დი­მერ ვა­გი­ნი (ვა­გო­ნი), ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი ვა­სი­ლი ხრის­ტო­ფო­რო­ვი (ვა­სია ვოსკრეს) და სხვე­ბი. თით­ქმის ყვე­ლა ისი­ნი "დედ ჰა­სა­ნის" კრი­მი­ნა­ლურ წრე­ში შე­დი­ან.

ფო­ტო­ზე მა­რი­ნა გოლდბერ­გი

რაც შე­ე­ხე­ბა კა­ლა­შო­ვის უფ­რო­სი ქა­ლიშ­ვილს, რო­მელ­მაც მოს­კო­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტის (МГИМО) კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლია, ახლა ბრი­ტა­ნეთ­ში გლა­მუ­რუ­ლი ბლო­გე­რია. ის თავს მა­რია კა­ლა­შიკს უწო­დებს. მას 16 ათა­სი გა­მომ­წე­რი ჰყავს "ინ­სტაგ­რამ­ზე" და 100 ათა­სი - ტიკ-ტოკ­ში.

გლა­მუ­რუ­ლი ცხოვ­რე­ბა და მდიდ­რუ­ლი გა­ტა­ცე­ბე­ბი

მა­რია კა­ლა­ში­კი აშუ­ქებს ლონ­დო­ნურ ცხოვ­რე­ბას, და­დის ძვი­რა­დღი­რე­ბულ რეს­ტორ­ნებ­ში, ამა­ყობს Harrods-ის მო­დუ­რი მა­ღა­ზი­ი­დან შე­ძე­ნი­ლი ნივ­თე­ბით, ხში­რად იც­ვლის იმიჯს. მისი სი­სუს­ტეა Hermes-ისა და Chanel-ის ჩან­თე­ბი.

მარი კა­ლა­ში­კი სწავ­ლობს ლონ­დო­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის Bayes-ის ბიზ­ნესს­კო­ლა­ში, თუმ­ცა, მისი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი­დან ამას ვერ შე­ამ­ჩნევთ. იქ მხო­ლოდ გლა­მუ­რუ­ლი ცხოვ­რე­ბა ჩანს - ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი რეს­ტორ­ნე­ბი, ხა­მანწკე­ბი და ძვირ­ფა­სი სას­მე­ლე­ბი. ერთი წლის წინ გო­გო­ნა სა­მე­ფო დოღს და­ეს­წრო, რო­მე­ლიც ბრი­ტა­ნე­თის ერთ-ერთი მთა­ვა­რი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ღო­ნის­ძი­ე­ბაა.

ის ლონ­დონ­ში ძვი­რა­დღი­რე­ბულ ბი­ნა­ში ცხოვ­რობს. ინ­ტე­რი­ე­რი სავ­სეა ძვირ­ფა­სი ავე­ჯით, ხოლო ფან­ჯრე­ბი­დან ბიგ-ბე­ნის ხედი იშ­ლე­ბა. მა­რია ბევ­რს მოგ­ზა­უ­რობს, გან­სა­კუთ­რე­ბით ხში­რად სტუმ­რობს რუ­სეთს, არაბ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­ა­მი­რო­ებს და საფ­რან­გეთს, იმ ქვეყ­ნებს, რომ­ლე­ბიც მისი დე­დის, მა­რი­ნა გოლდბერ­გის, წარ­სულს უკავ­შირ­დე­ბა.

ბიზ­ნე­სი და უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა

შაქ­როს ოჯა­ხის წევ­რებს რუ­სეთ­ში ბიზ­ნე­სი არ აქვთ. 2019 წლამ­დე (როცა როჩ­დე­ლის ქუ­ჩა­ზე სრო­ლა მოხ­და) ქალი გვა­რად გოლდბერ­გი ფლობ­და „კულ­ტუ­რის სახ­ლის“ მე­სა­მედს. ამ კომ­პა­ნი­ას 49 წლით ნა­ქი­რა­ვე­ბი ჰქონ­და მი­წის ნაკ­ვე­თი გა­სარ­თო­ბი ცენ­ტრის, Golden Palace-ის ასა­შე­ნებ­ლად და ფლობ­და ბრენდ Golden Girls სტრიპ­ტიზ-კლუბს. ეს ად­გი­ლე­ბი 90-იან წლებ­ში ლე­გენ­და­რუ­ლი იყო.

იუ­რი­დი­უ­ლი პირი ხში­რად იც­ვლი­და სა­ხელ­წო­დე­ბას, სა­სა­მარ­თლო და­ვებ­ში იყო ჩარ­თუ­ლი, ცდი­ლობ­და ქო­ნე­ბის გა­და­ფარ­ვას - აქ­ტი­ვე­ბი გა­და­მა­ლუ­ლი იყო სე­ი­შე­ლის ოფ­შო­რებ­ში და ბე­ვერ­ლი ჰილ­ზის ტრას­ტებ­ში. სა­ბო­ლო­ოდ, პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში, ეს კომ­პა­ნია და­ი­ხუ­რა სა­გა­და­სა­ხა­დო სამ­სა­ხუ­რე­ბის მიერ, რად­გან მისი იუ­რი­დი­უ­ლი მი­სა­მარ­თი და დი­რექ­ტო­რი ეჭვქვეშ და­ა­ყე­ნეს.

„Golden Palace“-იც და სტრიპ­ტიზ-კლუ­ბიც დღე­საც ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს, თუმ­ცა მათ დიდი ხა­ნია და­კარ­გეს ძვე­ლი ბრწყინ­ვა­ლე­ბა.

მა­რია კა­ლა­ში­კი რე­გუ­ლა­რუ­ლად ჩა­დის მოს­კოვ­ში. აქ ის იშე­ნებს ბი­ნას, რომ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 6 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რია. ეს ბინა მდე­ბა­რე­ობს "მწერ­ლე­ბის სახ­ლში“.

ეს არას­ტან­დარ­ტუ­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კომ­პლექ­სია, რო­მე­ლიც ტვერსკა­ი­ას ქუ­ჩა­სა და "ერ­მი­ტა­ჟის" ბაღს შო­რის მდე­ბა­რე­ობს. თი­თო­ე­ულ ბი­ნას აქვს აი­ვა­ნი და ზამ­თრის ბაღი.

შაქ­როს ოჯა­ხის წევ­რე­ბი ასე­ვე ფლო­ბენ მდიდ­რულ სახ­ლის კომ­პლექსს რუბ­ლი­ოვ­კა­ზე, კერ­ძოდ, და­ხუ­რულ და­სახ­ლე­ბა­ში. ამ სახ­ლის ინ­ტე­რი­ე­რი გა­მორ­ჩე­უ­ლად მდიდ­რუ­ლია. სახ­ლის სხვა­დას­ხვა კუ­თხე­ში ბრენ­დუ­ლი ჩან­თე­ბის გარ­დე­რო­ბე­ბია, რაც ერთ დროს კრი­მი­ნა­ლურ ან­გა­რი­შებ­ში მოხ­ვდა. ეს ქო­ნე­ბა რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი ღირს.

გო­გო­ნა ივ­ლის­ში სა­ქარ­თვე­ლოს სტუმ­რობ­და

მა­რი­ას ტე­ლეგ­რა­მის ან­გა­რიშ­ზე სა­ქარ­თვე­ლოც მოხ­ვდა. ის თბი­ლისს 2024 წლის ივ­ლის­ში სტუმ­რობ­და.

„მინ­და გა­გი­ზი­ა­როთ იმ ად­გი­ლე­ბის არ­ჩე­ვა­ნი, რო­მე­ლიც 3 დღე­ში მო­ვი­ნა­ხუ­ლე თბი­ლის­ში:

სას­ტუმ­რო „სტამ­ბა­ში“ დავ­ბი­ნავ­დი, რო­მე­ლიც საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში იყო გა­მომ­ცემ­ლო­ბა. სას­ტუმ­როს ინ­ტე­რი­ერ­ში წიგ­ნე­ბია და ზო­გა­დად, ინ­ტე­რი­ე­რი ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნოა.“ - წერს მა­რია. გო­გო­ნა ასე­ვე რამ­დე­ნი­მე ცნო­ბილ რეს­ტო­რანს ახ­სე­ნებს, სა­დაც გემ­რი­ე­ლი ხინ­კა­ლი და ტი­რა­მი­სუ მი­ირ­თვა.

შაქ­რო კა­ლა­შო­ვის შე­სა­ხებ

თბი­ლი­სე­ლი კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი, ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტია. მას შემ­დეგ, რაც 2013 წელს კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტი ძედ ხა­სა­ნი (ას­ლან უსო­ი­ა­ნი) მოკ­ლეს, მას "რუ­სეთ­ში N1 კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დს უწო­დე­ბენ".

· კა­ლა­შო­ვი 2006 წლის მა­ის­ში, დუ­ბა­ი­ში და­ა­კა­ვეს და ეს­პა­ნეთს გა­დას­ცეს, სა­დაც დამ­ნა­შა­ვედ ცნეს ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბა­ში და შვიდ­ნა­ხე­ვა­რი წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯეს და 20 მი­ლი­ო­ნი ევ­როს ოდე­ნო­ბის ჯა­რი­მა და­ა­კის­რეს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით სას­ჯე­ლი ცხრა წლით შე­უც­ვა­ლეს.

· გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ტა­ნის­თა­ნა­ვე ეს­პა­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ კა­ლა­შო­ვის ექ­სტრა­დი­ცი­ის თა­ო­ბა­ზე ორი მო­თხოვ­ნა მი­ი­ღო. პირ­ვე­ლი რუ­სე­თი­დან, რად­გან რუ­სე­თის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი ამ­ტკი­ცებ­დნენ, რომ კა­ლა­შო­ვი რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე იყო და სას­ჯე­ლი რუ­სეთ­ში უნდა მო­ე­ხა­და. მე­ო­რე შე­ვი­და სა­ქარ­თვე­ლო­დან, სა­დაც კა­ლა­შოვს გა­მო­ძალ­ვი­სა და უკა­ნო­ნო შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის­თვის და­უს­წრებ­ლად მის­ჯი­ლი ჰქონ­და 18 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა.

· 2011 წელს ეს­პა­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ქარ­თუ­ლი მხა­რის მო­თხოვ­ნის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო, მაგ­რამ კა­ლა­შოვ­მა სა­ჩი­ვა­რი შე­ი­ტა­ნა ეს­პა­ნე­თის უზე­ნა­ეს სა­სა­მარ­თლო­ში და რუ­სეთ­ში გა­დაყ­ვა­ნა მო­ი­თხო­ვა. 2014 წლის 29 ოქ­ტომ­ბერს კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი რუ­სე­თის შსს-ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც ხან­მოკ­ლე სა­უბ­რის შემ­დეგ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

· კა­ლა­შო­ვი ბო­ლოს 2016 წლის 12 ივ­ლისს და­ა­კა­ვეს. მას ერთ-ერთი რეს­ტორ­ნის მფლო­ბე­ლის­თვის 8 მი­ლი­ო­ნი რუბ­ლის (იმ­დრო­ინ­დე­ლი კურ­სით 140 ათა­სი დო­ლა­რი) გა­მო­ძალ­ვა­ში ედე­ბო­და ბრა­ლი. შემ­თხვე­ვის დროს, სრო­ლი­სას ორი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. 2018 წელს მოს­კო­ვის ნი­კუ­ლინ­სკის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ კა­ლა­შო­ვი გა­მო­ძალ­ვა­ში დამ­ნა­შა­ვედ ცნო და ცხრა წლი­თა და ათი თვით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა. მას სას­ჯე­ლი 2026 წელს ეწუ­რე­ბო­და, თუმ­ცა კვლა­ვაც ვა­და­ზე ადრე მო­ა­ხერ­ხა სას­ჯე­ლის­გან თა­ვის დაღ­წე­ვა.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

შაქრო კალაშოვის ქალიშვილის გლამურული ცხოვრება ბრიტანეთში და თბილისური ვოიაჟი - რა არის ცნობილი "კრიმინალური ავტორიტეტის" შვილსა და "იდუმალ ცოლზე"

შაქრო კალაშოვის ქალიშვილის გლამურული ცხოვრება ბრიტანეთში და თბილისური ვოიაჟი - რა არის ცნობილი "კრიმინალური ავტორიტეტის" შვილსა და "იდუმალ ცოლზე"

კრიმინალური სამყაროს თბილისელი გენერალი 70 წლის შაქრო კალაშოვი ერთი წლის წინ, რუსეთის ციხიდან პირობით ვადამდე გათავისუფლდა. მან კოლონია IK-2, რომელიც კრასნოდარის მხარეში, უშტ-ლაბინსკის რაიონის სოფელ დვუბრატსკიში მდებარეობს, დატოვა და ცოლთან 44 წლის მარინა გოლდბერგთან გაემგზავრა.

მარინა გოლდბერგი იდუმალი პიროვნებაა. მიიჩნევა, რომ ის დაიბადა აფშერონსკში, შემდეგ გადავიდა ხანტი-მანსიის ავტონომიურ ქალაქ კოგალიმში. 2003 წელს კი მარინა გოლდბერგი ნავთობის ქალაქიდან მოსკოვში გადავიდა.

მარინა გოლბერგის სახელი 2012 წელს გახდა ცნობილი, როცა ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ტრანსნაციონალური ორგანიზებული დაჯგუფებების წევრების ახალი სია, სადაც ოფიციალურად, "საძმო წრის" კრიმინალური ორგანიზაციის წევრობის სტატუსი მიენიჭა ცნობილ კრიმინალ შაქრო კალაშოვს.

"შავ სიაში" ასევე შედიან: ძმები ლაშა და კახაბერ შუშანაშვილები და მათი "მარჯვენა ხელი" ე.წ. კანონიერი ქურდი კობა შემაზაშვილი, ე.წ. კანონიერი ქურდი თემურ მირზოევი, ე.წ. კანონიერი ქურდი ვლადიმერ ვაგინი (ვაგონი), ე.წ. კანონიერი ქურდი ვასილი ხრისტოფოროვი (ვასია ვოსკრეს) და სხვები. თითქმის ყველა ისინი "დედ ჰასანის" კრიმინალურ წრეში შედიან.

ფოტოზე მარინა გოლდბერგი

რაც შეეხება კალაშოვის უფროსი ქალიშვილს, რომელმაც მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტის (МГИМО) კურსდამთავრებულია, ახლა ბრიტანეთში გლამურული ბლოგერია. ის თავს მარია კალაშიკს უწოდებს. მას 16 ათასი გამომწერი ჰყავს "ინსტაგრამზე" და 100 ათასი - ტიკ-ტოკში.

გლამურული ცხოვრება და მდიდრული გატაცებები

მარია კალაშიკი აშუქებს ლონდონურ ცხოვრებას, დადის ძვირადღირებულ რესტორნებში, ამაყობს Harrods-ის მოდური მაღაზიიდან შეძენილი ნივთებით, ხშირად იცვლის იმიჯს. მისი სისუსტეა Hermes-ისა და Chanel-ის ჩანთები.

მარი კალაშიკი სწავლობს ლონდონის უნივერსიტეტის Bayes-ის ბიზნესსკოლაში, თუმცა, მისი სოციალური ქსელებიდან ამას ვერ შეამჩნევთ. იქ მხოლოდ გლამურული ცხოვრება ჩანს - ძვირადღირებული რესტორნები, ხამანწკები და ძვირფასი სასმელები. ერთი წლის წინ გოგონა სამეფო დოღს დაესწრო, რომელიც ბრიტანეთის ერთ-ერთი მთავარი საზოგადოებრივი ღონისძიებაა.

ის ლონდონში ძვირადღირებულ ბინაში ცხოვრობს. ინტერიერი სავსეა ძვირფასი ავეჯით, ხოლო ფანჯრებიდან ბიგ-ბენის ხედი იშლება. მარია ბევრს მოგზაურობს, განსაკუთრებით ხშირად სტუმრობს რუსეთს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს და საფრანგეთს, იმ ქვეყნებს, რომლებიც მისი დედის, მარინა გოლდბერგის, წარსულს უკავშირდება.

ბიზნესი და უძრავი ქონება

შაქროს ოჯახის წევრებს რუსეთში ბიზნესი არ აქვთ. 2019 წლამდე (როცა როჩდელის ქუჩაზე სროლა მოხდა) ქალი გვარად გოლდბერგი ფლობდა „კულტურის სახლის“ მესამედს. ამ კომპანიას 49 წლით ნაქირავები ჰქონდა მიწის ნაკვეთი გასართობი ცენტრის, Golden Palace-ის ასაშენებლად და ფლობდა ბრენდ Golden Girls სტრიპტიზ-კლუბს. ეს ადგილები 90-იან წლებში ლეგენდარული იყო.

იურიდიული პირი ხშირად იცვლიდა სახელწოდებას, სასამართლო დავებში იყო ჩართული, ცდილობდა ქონების გადაფარვას - აქტივები გადამალული იყო სეიშელის ოფშორებში და ბევერლი ჰილზის ტრასტებში. საბოლოოდ, პანდემიის პერიოდში, ეს კომპანია დაიხურა საგადასახადო სამსახურების მიერ, რადგან მისი იურიდიული მისამართი და დირექტორი ეჭვქვეშ დააყენეს.

„Golden Palace“-იც და სტრიპტიზ-კლუბიც დღესაც ფუნქციონირებს, თუმცა მათ დიდი ხანია დაკარგეს ძველი ბრწყინვალება.

მარია კალაშიკი რეგულარულად ჩადის მოსკოვში. აქ ის იშენებს ბინას, რომლის ღირებულება 6 მილიონი დოლარია. ეს ბინა მდებარეობს "მწერლების სახლში“.

ეს არასტანდარტული საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც ტვერსკაიას ქუჩასა და "ერმიტაჟის" ბაღს შორის მდებარეობს. თითოეულ ბინას აქვს აივანი და ზამთრის ბაღი.

შაქროს ოჯახის წევრები ასევე ფლობენ მდიდრულ სახლის კომპლექსს რუბლიოვკაზე, კერძოდ, დახურულ დასახლებაში. ამ სახლის ინტერიერი გამორჩეულად მდიდრულია. სახლის სხვადასხვა კუთხეში ბრენდული ჩანთების გარდერობებია, რაც ერთ დროს კრიმინალურ ანგარიშებში მოხვდა. ეს ქონება რამდენიმე მილიონი დოლარი ღირს.

გოგონა ივლისში საქართველოს სტუმრობდა

მარიას ტელეგრამის ანგარიშზე საქართველოც მოხვდა. ის თბილისს 2024 წლის ივლისში სტუმრობდა.

„მინდა გაგიზიაროთ იმ ადგილების არჩევანი, რომელიც 3 დღეში მოვინახულე თბილისში:

სასტუმრო „სტამბაში“ დავბინავდი, რომელიც საბჭოთა პერიოდში იყო გამომცემლობა. სასტუმროს ინტერიერში წიგნებია და ზოგადად, ინტერიერი ძალიან სასიამოვნოა.“ - წერს მარია. გოგონა ასევე რამდენიმე ცნობილ რესტორანს ახსენებს, სადაც გემრიელი ხინკალი და ტირამისუ მიირთვა.

შაქრო კალაშოვის შესახებ

თბილისელი კანონიერი ქურდი, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტია. მას შემდეგ, რაც 2013 წელს კრიმინალური ავტორიტეტი ძედ ხასანი (ასლან უსოიანი) მოკლეს, მას "რუსეთში N1 კანონიერი ქურდს უწოდებენ".

· კალაშოვი 2006 წლის მაისში, დუბაიში დააკავეს და ესპანეთს გადასცეს, სადაც დამნაშავედ ცნეს ფულის გათეთრებაში და შვიდნახევარი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს და 20 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმა დააკისრეს. მოგვიანებით სასჯელი ცხრა წლით შეუცვალეს.

· განაჩენის გამოტანისთანავე ესპანეთის ხელისუფლებამ კალაშოვის ექსტრადიციის თაობაზე ორი მოთხოვნა მიიღო. პირველი რუსეთიდან, რადგან რუსეთის სპეცსამსახურები ამტკიცებდნენ, რომ კალაშოვი რუსეთის მოქალაქე იყო და სასჯელი რუსეთში უნდა მოეხადა. მეორე შევიდა საქართველოდან, სადაც კალაშოვს გამოძალვისა და უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების ორგანიზებისთვის დაუსწრებლად მისჯილი ჰქონდა 18 წლით თავისუფლების აღკვეთა.

· 2011 წელს ესპანეთის ხელისუფლებამ ქართული მხარის მოთხოვნის დაკმაყოფილების გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ კალაშოვმა საჩივარი შეიტანა ესპანეთის უზენაეს სასამართლოში და რუსეთში გადაყვანა მოითხოვა. 2014 წლის 29 ოქტომბერს კანონიერი ქურდი რუსეთის შსს-ში გადაიყვანეს, სადაც ხანმოკლე საუბრის შემდეგ გაათავისუფლეს.

· კალაშოვი ბოლოს 2016 წლის 12 ივლისს დააკავეს. მას ერთ-ერთი რესტორნის მფლობელისთვის 8 მილიონი რუბლის (იმდროინდელი კურსით 140 ათასი დოლარი) გამოძალვაში ედებოდა ბრალი. შემთხვევის დროს, სროლისას ორი ადამიანი დაიღუპა. 2018 წელს მოსკოვის ნიკულინსკის რაიონულმა სასამართლომ კალაშოვი გამოძალვაში დამნაშავედ ცნო და ცხრა წლითა და ათი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას სასჯელი 2026 წელს ეწურებოდა, თუმცა კვლავაც ვადაზე ადრე მოახერხა სასჯელისგან თავის დაღწევა.

წაიკითხეთ ასევე: