საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სკანდალი დაჯილდოების ცერემონიაზე: პუტინთან დაახლოებულმა მიხეილ მამიაშვილმა რუსეთიდან წასულ მოჭიდავეს მედლის დაკიდებისას შეურაცხყოფა მიაყენა - რა მოხდა ბრატისლავაში
სკანდალი დაჯილდოების ცერემონიაზე: პუტინთან დაახლოებულმა მიხეილ მამიაშვილმა რუსეთიდან წასულ მოჭიდავეს მედლის დაკიდებისას შეურაცხყოფა მიაყენა - რა მოხდა ბრატისლავაში

9 აპ­რილს, სა­ღა­მოს, სლო­ვა­კე­თის დე­და­ქა­ლაქ ბრა­ტის­ლა­ვა­ში თა­ვი­სუ­ფა­ლი სტი­ლით ჭი­და­ო­ბა­ში ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის ფი­ნა­ლუ­რი შეხ­ვედ­რე­ბი გა­ი­მარ­თა. რუსი ჩერ­მენ ვა­ლი­ე­ვი, რო­მე­ლიც 74 კგ წო­ნით კა­ტე­გო­რი­ა­ში ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნი გახ­და, ალ­ბა­ნე­თის სა­ხე­ლით ას­პა­რე­ზობ­და. მან ფი­ნალ­ში მან რუსი ზა­ურ­ბეკ სი­და­კო­ვი და­ა­მარ­ცხა. ოქ­როს მედ­ლის­თვის ბრძო­ლა ორ ჩრდი­ლო­ელ ოს მო­ჭი­და­ვეს შო­რის რთუ­ლი იყო. ექ­ვსი და­ძა­ბუ­ლი წუ­თის შემ­დეგ მსაჯ­მა ვა­ლი­ევს ხელი ას­წია და მან ან­გა­რი­შით 4:2 მო­ი­გო.

და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ალ­ზე სკან­და­ლუ­რი სი­ტუ­ა­ცია მოხ­და.

  • რუ­სე­თის სპორ­ტუ­ლი ჭი­და­ო­ბის ფე­დე­რა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი მი­ხე­ილ მა­მი­აშ­ვი­ლი ჩერ­მენ ვა­ლი­ევს მი­უ­ახ­ლოვ­და და მათ სი­ტყვი­ე­რი შე­ლა­პა­რა­კე­ბა მო­უ­ვი­დათ, რის შემ­დე­გაც მა­მი­აშ­ვილ­მა უხე­ში ფორ­მით ჩა­მოჰ­კი­და ვა­ლი­ევს მე­და­ლი. ვრცელ­დე­ბა ვერ­სია, რომ მო­ჭი­და­ვემ მას შემ­დეგ რაც მა­მი­აშ­ვილ­მა შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა, სა­პა­სუ­ხოდ შე­ა­გი­ნა.

ტე­ლეგ­რამ-არხ "თა­ვი­სუ­ფა­ლი ჭი­და­ო­ბის" ცნო­ბით, მა­მი­აშ­ვილ­მა სპორ­ტსმენს მო­ღა­ლა­ტე უწო­და, რის შემ­დე­გაც ინ­ცი­დენ­ტი აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ნაკ­რე­ბის მთა­ვარ­მა მწვრთნელ­მა ხე­ტაგ გო­ზი­უ­მოვ­მა შე­ამ­ჩნია და ვა­ლი­ე­ვის მი­მართ გა­მოთ­ქმულ უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბა­ზე აღ­შფო­თე­ბა გა­მოთ­ქვა.

მა­მი­აშ­ვილს არ და­უ­მა­ლავს იმედ­გაც­რუ­ე­ბა იმის გამო, რომ ვა­ლი­ევ­მა სპორ­ტუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა შე­იც­ვა­ლა და ის რუ­სე­თის შემ­დეგ, ალ­ბა­ნუ­რი დრო­შის ქვეშ ას­პა­რე­ზობს.

ამას­თან, თა­ვად მა­მი­აშ­ვილ­მა "სპორტ-ექ­სპრეს­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ მან მხო­ლოდ მი­უ­ლო­ცა ვა­ლი­ევს და არა­ნა­ი­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა არ მი­უ­ყე­ნე­ბია:

"მე მას გა­მარ­ჯვე­ბა მი­ვუ­ლო­ცე, წარ­მა­ტე­ბე­ბი ვუ­სურ­ვე. შე­საძ­ლოა, გა­უკ­ვირ­და, რომ მე ვა­ჯილ­დო­ებ­დი. რად­გან ერთი წლის წინ, ოლიმ­პი­ა­დამ­დე სულ რა­ღაც ოთხი თვით ადრე, ის ჩვენს ნაკ­რებ­ში იყო. ეროვ­ნუ­ლი გუნ­დი ამ­ზა­დებ­და მას, მაგ­რამ დღეს ის უკვე ალ­ბა­ნე­თის დრო­შის ქვეშ დგას ცრემ­ლი­ა­ნი თვა­ლე­ბით. შე­საძ­ლოა, ამან და­აბ­ნია იგი? - აი, ჩერ­მე­ნის­ნა­ი­რე­ბის­თვის რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, რო­მე­ლი დრო­შაა? დღეს – ალ­ბა­ნუ­რი, ხვალ – ბულ­გა­რუ­ლი. ეს ახალ­გაზ­რდა ბი­ჭე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც, სამ­წუ­ხა­როდ, ბო­ლომ­დე ვერ აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ მათ ზურგს უკან აღ­მარ­თუ­ლი დრო­შის ფა­სე­უ­ლო­ბას. მათ არ ეს­მით იმ ქვეყ­ნის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, რო­მელ­მაც ისი­ნი შექ­მნა და შე­საძ­ლებ­ლო­ბა მის­ცა. დიახ, ზოგ­ჯერ რთულ პი­რო­ბებ­ში, მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, დიდ­მა რუ­სეთ­მა მათ სპორ­ტსმე­ნე­ბი უწო­და. ასე რომ – ალ­ბა­ნე­თის დრო­შა აქვს ახლა ხელ­ში".

ვინ არის მი­ხე­ილ მა­მი­აშ­ვი­ლი

მსოფ­ლი­ოს მრა­ვალ­გზის და ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის ჩემ­პი­ო­ნი, ბერ­ძნულ-რო­მა­უ­ლი სტი­ლის მო­ჭი­და­ვე მი­ხე­ილ მა­მი­აშ­ვი­ლი უკ­რა­ი­ნა­ში და­ი­ბა­და. მამა, გე­რა­ზი მა­მი­აშ­ვი­ლი ხა­შუ­რი­დან გახ­ლდათ, რო­მე­ლიც სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურს ყა­ზა­ხეთ­ში გა­დი­ო­და. სწო­რედ იქ გა­იც­ნო ვერა კრი­ვუ­ნი, ყა­მირ­ზე კომ­კავ­მი­რუ­ლი საგ­ზუ­რით ჩა­სუ­ლი უკ­რა­ი­ნე­ლი გო­გო­ნა.

წარ­მო­შო­ბით ქარ­თვე­ლი მა­მი­აშ­ვი­ლი წლე­ბია რაც რუ­სეთ­ში სპორ­ტულ ფე­დე­რა­ცი­ას ხელ­მძღვა­ნე­ლობს და მის შეც­ვლა­ზე აქამ­დე არა­ვის უფიქ­რია, რად­გან ის პუ­ტინ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პი­რია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

სკანდალი დაჯილდოების ცერემონიაზე: პუტინთან დაახლოებულმა მიხეილ მამიაშვილმა რუსეთიდან წასულ მოჭიდავეს მედლის დაკიდებისას შეურაცხყოფა მიაყენა - რა მოხდა ბრატისლავაში

სკანდალი დაჯილდოების ცერემონიაზე: პუტინთან დაახლოებულმა მიხეილ მამიაშვილმა რუსეთიდან წასულ მოჭიდავეს მედლის დაკიდებისას შეურაცხყოფა მიაყენა - რა მოხდა ბრატისლავაში

9 აპრილს, საღამოს, სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატის ფინალური შეხვედრები გაიმართა. რუსი ჩერმენ ვალიევი, რომელიც 74 კგ წონით კატეგორიაში ევროპის ჩემპიონი გახდა, ალბანეთის სახელით ასპარეზობდა. მან ფინალში მან რუსი ზაურბეკ სიდაკოვი დაამარცხა. ოქროს მედლისთვის ბრძოლა ორ ჩრდილოელ ოს მოჭიდავეს შორის რთული იყო. ექვსი დაძაბული წუთის შემდეგ მსაჯმა ვალიევს ხელი ასწია და მან ანგარიშით 4:2 მოიგო.

დაჯილდოების ცერემონიალზე სკანდალური სიტუაცია მოხდა.

  • რუსეთის სპორტული ჭიდაობის ფედერაციის ხელმძღვანელი მიხეილ მამიაშვილი ჩერმენ ვალიევს მიუახლოვდა და მათ სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდათ, რის შემდეგაც მამიაშვილმა უხეში ფორმით ჩამოჰკიდა ვალიევს მედალი. ვრცელდება ვერსია, რომ მოჭიდავემ მას შემდეგ რაც მამიაშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა, საპასუხოდ შეაგინა.

ტელეგრამ-არხ "თავისუფალი ჭიდაობის" ცნობით, მამიაშვილმა სპორტსმენს მოღალატე უწოდა, რის შემდეგაც ინციდენტი აზერბაიჯანის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ხეტაგ გოზიუმოვმა შეამჩნია და ვალიევის მიმართ გამოთქმულ უპატივცემულობაზე აღშფოთება გამოთქვა.

მამიაშვილს არ დაუმალავს იმედგაცრუება იმის გამო, რომ ვალიევმა სპორტული მოქალაქეობა შეიცვალა და ის რუსეთის შემდეგ, ალბანური დროშის ქვეშ ასპარეზობს.

ამასთან, თავად მამიაშვილმა "სპორტ-ექსპრესთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ მან მხოლოდ მიულოცა ვალიევს და არანაირი შეურაცხყოფა არ მიუყენებია:

"მე მას გამარჯვება მივულოცე, წარმატებები ვუსურვე. შესაძლოა, გაუკვირდა, რომ მე ვაჯილდოებდი. რადგან ერთი წლის წინ, ოლიმპიადამდე სულ რაღაც ოთხი თვით ადრე, ის ჩვენს ნაკრებში იყო. ეროვნული გუნდი ამზადებდა მას, მაგრამ დღეს ის უკვე ალბანეთის დროშის ქვეშ დგას ცრემლიანი თვალებით. შესაძლოა, ამან დააბნია იგი? - აი, ჩერმენისნაირებისთვის რა მნიშვნელობა აქვს, რომელი დროშაა? დღეს – ალბანური, ხვალ – ბულგარული. ეს ახალგაზრდა ბიჭები არიან, რომლებიც, სამწუხაროდ, ბოლომდე ვერ აცნობიერებენ მათ ზურგს უკან აღმართული დროშის ფასეულობას. მათ არ ესმით იმ ქვეყნის პასუხისმგებლობა, რომელმაც ისინი შექმნა და შესაძლებლობა მისცა. დიახ, ზოგჯერ რთულ პირობებში, მაგრამ მიუხედავად ამისა, დიდმა რუსეთმა მათ სპორტსმენები უწოდა. ასე რომ – ალბანეთის დროშა აქვს ახლა ხელში".

ვინ არის მიხეილ მამიაშვილი

მსოფლიოს მრავალგზის და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავე მიხეილ მამიაშვილი უკრაინაში დაიბადა. მამა, გერაზი მამიაშვილი ხაშურიდან გახლდათ, რომელიც სამხედრო სამსახურს ყაზახეთში გადიოდა. სწორედ იქ გაიცნო ვერა კრივუნი, ყამირზე კომკავმირული საგზურით ჩასული უკრაინელი გოგონა.

წარმოშობით ქართველი მამიაშვილი წლებია რაც რუსეთში სპორტულ ფედერაციას ხელმძღვანელობს და მის შეცვლაზე აქამდე არავის უფიქრია, რადგან ის პუტინთან დაახლოებული პირია.