მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლონდონში 36 წლის ქალმა შვილი საშვილოსნოს გადანერგვის შემდეგ გააჩინა: გოგონას ემი დაარქვეს - დეიდის სახელი, რომელმაც დას საშვილოსნო აჩუქა
ლონდონში 36 წლის ქალმა შვილი საშვილოსნოს გადანერგვის შემდეგ გააჩინა: გოგონას ემი დაარქვეს - დეიდის სახელი, რომელმაც დას საშვილოსნო აჩუქა
  • ფო­ტო­ზე: გო­გო­ნა, მეტ­სა­ხე­ლად "სას­წა­უ­ლი" დე­დას­თან და დე­ი­დას­თან ერ­თად

36 წლის გრე­ის დე­ვიდსო­ნი, მოქ­მე­დი საშ­ვი­ლოს­ნოს გა­რე­შე და­ი­ბა­და და 2023 წელს დო­ნო­რის­გან საშ­ვი­ლოს­ნო გა­და­ი­ნერ­გა. იმ დროს ეს იყო ერ­თა­დერ­თი წარ­მა­ტე­ბუ­ლი საშ­ვი­ლოს­ნოს გა­და­ნერგვა დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში.

  • ინო­ვა­ცი­უ­რი ოპე­რა­ცი­ი­დან ორი წლის შემ­დეგ ქალ­მა პირ­ვე­ლი შვი­ლი გა­ა­ჩი­ნა. მან და მის­მა მე­უღ­ლემ, 37 წლის ან­გუს­მა, ქა­ლიშ­ვილს ემი და­არ­ქვეს - გრე­ი­სის დის სა­ხე­ლით, რო­მელ­მაც დას საშ­ვი­ლოს­ნო აჩუ­ქა.

გრე­ი­სი, მე­უღ­ლეს­თან, შვილ­თან და ექი­მე­ბის გუნდთან ერ­თად

”ეს საკ­მა­ოდ ამა­ღელ­ვე­ბე­ლი იყო, რად­გან ჩვენ ვე­რას­დროს წარ­მო­ვიდ­გენ­დით, თუ რო­გო­რი იქ­ნე­ბო­და მისი ჩვენს ხელ­ში ყოფ­ნა. ეს მარ­თლაც მშვე­ნი­ე­რი იყო”, - ამ­ბობს ახალ­ბე­და დედა მის სა­ნატ­რელ შვილ­ზე სა­უბ­რი­სას.

გრე­ი­სი და ან­გუ­სი ჩრდი­ლო­ეთ ლონ­დონ­ში ცხოვ­რო­ბენ, თუმ­ცა წარ­მო­შო­ბით შოტ­ლან­დი­ი­დან არი­ან. ისი­ნი იმე­დოვ­ნე­ბენ, რომ გა­და­ნერ­გი­ლი საშ­ვი­ლოს­ნოს გა­მო­ყე­ნე­ბით მე­ო­რე შვი­ლის გა­ჩე­ნა­საც შეძ­ლე­ბენ.

ჩვი­ლი 27 თე­ბერ­ვალს, და­სავ­ლეთ ლონ­დონ­ში მდე­ბა­რე დე­დო­ფალ შარ­ლო­ტას ჰოს­პი­ტალ­ში, სა­კე­ის­რო კვე­თით და­ი­ბა­და.

რო­გორც BBC წერს, თავ­და­პირ­ვე­ლად წყვილს ანო­ნი­მუ­რად დარ­ჩე­ნა სურ­და, მაგ­რამ მას შემ­დეგ რაც ბავ­შვის უსაფრ­თხოდ და­ი­ბა­და, მათ თა­ვი­ან­თი "პა­ტა­რა სას­წა­უ­ლის" შე­სა­ხებ, მსოფ­ლი­ოს­თვის ამ­ბის მო­ყო­ლა გა­და­წყვი­ტეს.

2023 წელს, 17 სა­ათს გაგ­რძელ­და გე­რი­სის­თვის საშ­ვი­ლოს­ნოს გა­და­ნერგვის ოპე­რა­ცია, რო­მე­ლიც 30-ზე მეტი ექი­მის­გან შემ­დგარ­მა გუნ­დმა ჩა­ა­ტა­რა.

ქი­რურ­გი­ულ­მა ჯგუფ­მა BBC-ს გა­ნუ­ცხა­და, რომ ისი­ნი საშ­ვი­ლოს­ნოს გა­და­ნერგვის 15 ოპე­რა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბას გეგ­მა­ვენ.

პა­ტა­რა ემი დე­დას­თან, მა­მას­თან და დე­ი­დას­თან ერ­თად

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გა­და­ნერ­გი­ლი საშ­ვი­ლოს­ნოს სა­შუ­ა­ლე­ბით პირ­ვე­ლი ბავ­შვი შვე­დეთ­ში, 2014 წელს და­ი­ბა­და. მას შემ­დეგ და­ახ­ლო­ე­ბით 135 ასე­თი გა­და­ნერგვა გან­ხორ­ცი­ელ­და ათზე მეტ ქვე­ყა­ნა­ში, მათ შო­რის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში, ჩი­ნეთ­ში, საფ­რან­გეთ­ში, გერ­მა­ნი­ა­ში, ინ­დო­ეთ­სა და თურ­ქეთ­ში და ჯამ­ში, და­ახ­ლო­ე­ბით 65 ბავ­შვი და­ი­ბა­და.

წყა­რო

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ლონდონში 36 წლის ქალმა შვილი საშვილოსნოს გადანერგვის შემდეგ გააჩინა: გოგონას ემი დაარქვეს - დეიდის სახელი, რომელმაც დას საშვილოსნო აჩუქა

ლონდონში 36 წლის ქალმა შვილი საშვილოსნოს გადანერგვის შემდეგ გააჩინა: გოგონას ემი დაარქვეს - დეიდის სახელი, რომელმაც დას საშვილოსნო აჩუქა
  • ფოტოზე: გოგონა, მეტსახელად "სასწაული" დედასთან და დეიდასთან ერთად

36 წლის გრეის დევიდსონი, მოქმედი საშვილოსნოს გარეშე დაიბადა და 2023 წელს დონორისგან საშვილოსნო გადაინერგა. იმ დროს ეს იყო ერთადერთი წარმატებული საშვილოსნოს გადანერგვა დიდ ბრიტანეთში.

  • ინოვაციური ოპერაციიდან ორი წლის შემდეგ ქალმა პირველი შვილი გააჩინა. მან და მისმა მეუღლემ, 37 წლის ანგუსმა, ქალიშვილს ემი დაარქვეს - გრეისის დის სახელით, რომელმაც დას საშვილოსნო აჩუქა.

გრეისი, მეუღლესთან, შვილთან და ექიმების გუნდთან ერთად

”ეს საკმაოდ ამაღელვებელი იყო, რადგან ჩვენ ვერასდროს წარმოვიდგენდით, თუ როგორი იქნებოდა მისი ჩვენს ხელში ყოფნა. ეს მართლაც მშვენიერი იყო”, - ამბობს ახალბედა დედა მის სანატრელ შვილზე საუბრისას.

გრეისი და ანგუსი ჩრდილოეთ ლონდონში ცხოვრობენ, თუმცა წარმოშობით შოტლანდიიდან არიან. ისინი იმედოვნებენ, რომ გადანერგილი საშვილოსნოს გამოყენებით მეორე შვილის გაჩენასაც შეძლებენ.

ჩვილი 27 თებერვალს, დასავლეთ ლონდონში მდებარე დედოფალ შარლოტას ჰოსპიტალში, საკეისრო კვეთით დაიბადა.

როგორც BBC წერს, თავდაპირველად წყვილს ანონიმურად დარჩენა სურდა, მაგრამ მას შემდეგ რაც ბავშვის უსაფრთხოდ დაიბადა, მათ თავიანთი "პატარა სასწაულის" შესახებ, მსოფლიოსთვის ამბის მოყოლა გადაწყვიტეს.

2023 წელს, 17 საათს გაგრძელდა გერისისთვის საშვილოსნოს გადანერგვის ოპერაცია, რომელიც 30-ზე მეტი ექიმისგან შემდგარმა გუნდმა ჩაატარა.

ქირურგიულმა ჯგუფმა BBC-ს განუცხადა, რომ ისინი საშვილოსნოს გადანერგვის 15 ოპერაციის ჩატარებას გეგმავენ.

პატარა ემი დედასთან, მამასთან და დეიდასთან ერთად

აღსანიშნავია, რომ გადანერგილი საშვილოსნოს საშუალებით პირველი ბავშვი შვედეთში, 2014 წელს დაიბადა. მას შემდეგ დაახლოებით 135 ასეთი გადანერგვა განხორციელდა ათზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის შეერთებულ შტატებში, ჩინეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, ინდოეთსა და თურქეთში და ჯამში, დაახლოებით 65 ბავშვი დაიბადა.

წყარო

იხილეთ ასევე: