პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“სასწრაფოს მოსვლამდე გულის მასაჟს ვუკეთებდი, როგორ მჯეროდა რომ ცოცხალი იყო...“ - გარდაიცვალა ახალგაზრდა აქტივისტი მაია მაჭარაშვილი: რას ჰყვებიან მეგობრები ტრაგედიაზე
“სასწრაფოს მოსვლამდე გულის მასაჟს ვუკეთებდი, როგორ მჯეროდა რომ ცოცხალი იყო...“ - გარდაიცვალა ახალგაზრდა აქტივისტი მაია მაჭარაშვილი: რას ჰყვებიან მეგობრები ტრაგედიაზე

ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, რომ აქ­ტი­ვის­ტი მაია მა­ჭა­რაშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა. ინ­ფორ­მა­ცია გა­დაც­ვლი­ლის მე­გო­ბარ­მა, ანა­ნო სტარკ სა­მუ­ში­ამ გა­ავ­რცე­ლა. რო­გორც ის წერს, გო­გო­ნე­ბი ერ­თად ცხოვ­რობ­დნენ.

ამ ეტაპ­ზე უც­ნო­ბია მაია მა­ჭა­რაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი. მე­გობ­რე­ბის თქმით, ეჭვი გუ­ლის შე­ტე­ვა­ზე ან ანევ­რიზ­მა­ზე აქვთ, თუმ­ცა ზუსტ მი­ზეზს ექ­სპერ­ტი­ზა და­ად­გენს.

“არ ვიცი, რა მოხ­და, სახ­ლში მო­ვე­დი და გარ­დაც­ვლი­ლი დამ­ხვდა.

ჩემ­თან ცხოვ­რობ­და და უბ­რა­ლოდ ვერ ვი­ჯე­რებ რომ ხვალ გა­ვიღ­ვი­ძებ და იგი­ვე რე­ა­ლო­ბა დამ­ხვდე­ბა და მა­ი­კო აღარ იქ­ნე­ბა აქ. მთე­ლი სა­ღა­მოა ვე­ლო­დე­ბი რომ მოვა სახ­ლში და მო­ვუყ­ვე­ბი რა სი­გი­ჟე გა­დაგ­ვხდა თავს...

სას­წრა­ფოს მოს­ვლამ­დე გუ­ლის მა­საჟს ვუ­კე­თებ­დი. რო­გორ მჯე­რო­და რომ ცო­ცხა­ლი იყო და იმა­ზე ვფიქ­რობ­დი, რამ­დენ­ჯერ წა­მო­ვა­ძა­ხებ­დი, ასე რომ მა­ნერ­ვი­უ­ლა

არ ვიცი ასე რო­გორ დამ­თავ­რდა ყვე­ლა­ფე­რი,“ - წერს ანა­ნო სტრკ სა­მუ­შია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

  • ტრა­გი­კულ ამ­ბავს ასო­ბით სხვა ადა­მი­ან­თან ერ­თად, სა­ქარ­თვე­ლოს მე­ხუ­თე პრე­ზი­დენ­ტი, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

“ვი­ზი­ა­რებ, ვწუხ­ვარ და მე­ნა­ნე­ბა ჩემი ქვე­ყა­ნა რომ­ლი­და­ნაც ასე­თი ნა­თე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, ასე უსა­მარ­თლოდ მი­დი­ან!“ - აღ­ნიშ­ნა ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

ავტორი:

“სასწრაფოს მოსვლამდე გულის მასაჟს ვუკეთებდი, როგორ მჯეროდა რომ ცოცხალი იყო...“ - გარდაიცვალა ახალგაზრდა აქტივისტი მაია მაჭარაშვილი: რას ჰყვებიან მეგობრები ტრაგედიაზე

“სასწრაფოს მოსვლამდე გულის მასაჟს ვუკეთებდი, როგორ მჯეროდა რომ ცოცხალი იყო...“ - გარდაიცვალა ახალგაზრდა აქტივისტი მაია მაჭარაშვილი: რას ჰყვებიან მეგობრები ტრაგედიაზე

ცნობილი ხდება, რომ აქტივისტი მაია მაჭარაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაცია გადაცვლილის მეგობარმა, ანანო სტარკ სამუშიამ გაავრცელა. როგორც ის წერს, გოგონები ერთად ცხოვრობდნენ.

ამ ეტაპზე უცნობია მაია მაჭარაშვილის გარდაცვალების მიზეზი. მეგობრების თქმით, ეჭვი გულის შეტევაზე ან ანევრიზმაზე აქვთ, თუმცა ზუსტ მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.

“არ ვიცი, რა მოხდა, სახლში მოვედი და გარდაცვლილი დამხვდა.

ჩემთან ცხოვრობდა და უბრალოდ ვერ ვიჯერებ რომ ხვალ გავიღვიძებ და იგივე რეალობა დამხვდება და მაიკო აღარ იქნება აქ. მთელი საღამოა ველოდები რომ მოვა სახლში და მოვუყვები რა სიგიჟე გადაგვხდა თავს...

სასწრაფოს მოსვლამდე გულის მასაჟს ვუკეთებდი. როგორ მჯეროდა რომ ცოცხალი იყო და იმაზე ვფიქრობდი, რამდენჯერ წამოვაძახებდი, ასე რომ მანერვიულა

არ ვიცი ასე როგორ დამთავრდა ყველაფერი,“ - წერს ანანო სტრკ სამუშია სოციალურ ქსელში.

  • ტრაგიკულ ამბავს ასობით სხვა ადამიანთან ერთად, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა.

“ვიზიარებ, ვწუხვარ და მენანება ჩემი ქვეყანა რომლიდანაც ასეთი ნათელი ადამიანები, ასე უსამართლოდ მიდიან!“ - აღნიშნა ზურაბიშვილმა.