საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დეკემბერში სავსემთვარეობა, ახალმთვარეობა და მზის დაბნელებაა - მომდევნო თვის პროგნოზი რამაზ გიგაურისგან
დეკემბერში სავსემთვარეობა, ახალმთვარეობა და მზის დაბნელებაა - მომდევნო თვის პროგნოზი რამაზ გიგაურისგან

ას­ტრო­ლო­გი რა­მაზ გი­გა­უ­რი დე­კემ­ბრის თვის დე­ტა­ლურ ას­ტრო­ლო­გი­ურ პროგ­ნოზს გვთა­ვა­ზობს:

მთა­ვა­რი ას­ტრო­ლო­გი­უ­რი მოვ­ლე­ნა:

12 დე­კემ­ბე­რი - სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა 26 დე­კემ­ბე­რი - ახალმთვა­რე­ო­ბა და მზის დაბ­ნე­ლე­ბა

დე­კემ­ბრის პირ­ველ დე­კა­და­ში გაგ­რძელ­დე­ბა ნეპ­ტუ­ნის ის "ილუ­ზი­უ­რი" გავ­ლე­ნა, რო­მე­ლიც საგ­რძნო­ბი ჯერ კი­დევ 13 ნო­ემ­ბრი­დან გახ­და (ეს ნო­ემ­ბრის პროგ­ნოზ­შიც აღ­ვნიშ­ნე). ამი­ტომ 10-11 დე­კემ­ბრამ­დე აქ­ტი­უ­რად გაგ­რძელ­დე­ბა იმ ფა­რუ­ლი პრო­ცე­სე­ბის გა­მომ­ჟღავ­ნე­ბა და გა­ცხად­დე­ბა, რო­მე­ლიც ნო­ემ­ბრის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში შე­იქ­მნა და გან­ვი­თარ­და. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, დე­კემ­ბრის პირ­ვე­ლი დე­კა­და ნო­ემ­ბრის ერ­თგვა­რი გაგ­რძე­ლე­ბა იქ­ნე­ბა. სა­ერ­თოდ დე­კემ­ბრის პირ­ვე­ლი დე­კა­და საქ­მი­ა­ნი კუ­თხით პერ­სპექ­ტი­უ­ლი იქ­ნე­ბა, თუმ­ცა გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი კონ­ტროლს ითხოვს, რად­გან გაზ­რდი­ლი იქ­ნე­ბა ცრუ-და­პი­რე­ბე­ბის, ილუ­ზი­ის და ტყუ­ი­ლის ალ­ბა­თო­ბაც.

2 დე­კემ­ბერს და­ი­წყე­ბა 2020 წლის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ინ­გრე­სია - იუ­პი­ტე­რი თხის რქის ზო­დი­ა­ქო­ში გა­და­ი­ნაც­ვლებს (ის აქ დარ­ჩე­ბა 2020 წლის 19 დე­კემ­ბრამ­დე).

იუ­პი­ტე­რი - ას­ტრო­ლო­გი­ა­ში სო­ცი­ა­ლუ­რი პლა­ნე­ტაა. ის მი­ა­ნიშ­ნებს ადა­მი­ა­ნის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, სად მი­აღ­წევს წარ­მა­ტე­ბას და სად გა­ი­მარ­ჯვებს. ამი­ტომ დე­კემ­ბრი­დან მიზ­ნე­ბი და მის­წრა­ფე­ბე­ბი უფრო კონ­კრე­ტუ­ლი და "მი­წი­ე­რი" გახ­დე­ბა. აქვე უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ თხის რქა­ში იმ­ყო­ფე­ბა სა­ტურ­ნი, პლუ­ტო­ნი და მთვა­რის დაღ­მა­ვა­ლი კვან­ძი (კეტუ), ამი­ტომ 2019 წლის დე­კემ­ბერ­ში და 2020 წლის პირ­ვე­ლი კვარ­ტალ­ში დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მე­ბი ბევ­რი ადა­მი­ა­ნის კა­რი­ე­რას და პრეს­ტიჟს შე­ი­წი­რავს. ასე რომ, 2019 წლის დე­კემ­ბრი­დან - 2020 წლის მარ­ტის ჩათ­ვლით პო­ლი­ტი­კუ­რი თუ ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სე­ბის კლე­ბა ნაკ­ლე­ბად მო­სა­ლოდ­ნე­ლია. ამ პე­რი­ოდ­ში აქ­ცენ­ტი უფრო გრძელ­ვა­დი­ან გეგ­მებ­ზე უნდა გა­კეთ­დეს, რომ­ლე­ბიც ამუ­შა­ვე­ბა სწო­რედ 2020 წლის გა­ზა­ფხუ­ლი­დან იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

9 დე­კემ­ბერს მერ­კუ­რი მშვილ­დოს­ნის ზო­დი­ა­ქო­ში გა­და­ვა, აზ­როვ­ნე­ბის პრო­ცე­სი უფრო სწრა­ფი, დი­ნა­მი­უ­რი და მოქ­ნი­ლი გახ­დე­ბა. მო­სა­ლოდ­ნე­ლია ახა­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბის გა­მოვ­ლე­ნა. შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა და­პი­რის­პი­რე­ბის თა­ვი­დან არი­დე­ბა და მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის და­წყე­ბა.

12 დე­კემ­ბრის სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა შე­მოქ­მე­დე­ბი­თი და საქ­მი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის მშვი­დი და ჰარ­მო­ნი­უ­ლი იქ­ნე­ბა, თუმ­ცა არას­ტა­ბი­ლუ­რი სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე ნე­გა­ტი­ურ გავ­ლე­ნას იქო­ნი­ებს. ამი­ტომ 11-13 დე­კემ­ბრის შუ­ა­ლედ­ში სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში და ოჯა­ხუ­რი პრობ­ლე­მებ­ში გარ­კვე­ვა და მათი წინ წა­მო­წე­ვა არ ღირს. მი­თუ­მე­ტეს, რომ მო­სა­ლოდ­ნე­ლია ამას ძვე­ლი პრობ­ლე­მე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბაც მოჰ­ყვეს.

სავ­სემ­თვა­რე­ო­ბის შემ­დეგ, 13 დე­კემ­ბრი­დან და­ი­წყე­ბა შე­და­რე­ბით პო­ზი­ტი­უ­რი პე­რი­ო­დი და გაჩ­ნდე­ბა წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვის შან­სი. მო­ი­მა­ტებს რო­გორც შე­მოქ­მე­დე­ბი­თო­ბა, ისე ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლო­ბა და დის­ციპ­ლი­ნი­რე­ბუ­ლო­ბა, რაც ბევრ ადა­მი­ანს დაგ­რო­ვი­ლი პრობ­ლე­მე­ბის და გა­და­დე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბის მოგ­ვა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას მის­ცემს.

13-26 დე­კემ­ბე­რი აქ­ტი­უ­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის პე­რი­ო­დია (თუმ­ცა ყუ­რა­დღე­ბას ითხოვს 17-21 დე­კემ­ბე­რი , რო­დე­საც დე­კემ­ბრის და­სა­წყი­სის მსგავ­სად მო­ი­მა­ტებს ილუ­ზი­ის და ტყუ­ი­ლის ალ­ბა­თო­ბა).

20 დე­კემ­ბრი­დან ვე­ნე­რა გა­და­ი­ნაც­ვლებს მერ­წყუ­ლის ზო­დი­ა­ქო­ში და სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი უფრო "მსუ­ბუ­ქად", იო­ლად გან­ვი­თა­რე­ბა. წინ წა­მო­ი­წევს მე­გობ­რუ­ლო­ბა და თა­ნა­მო­აზ­რე­ო­ბა. რო­გორც სა­სიყ­ვა­რუ­ლო, ისე საქ­მი­ა­ნი პარტნი­ო­რე­ბი ერ­თმა­ნეთს იო­ლად გა­უ­გე­ბენ. თუმ­ცა პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში გაზ­რდი­ლი იქ­ნე­ბა ავან­ტი­უ­რიზ­მის და უაზ­რო რის­კზე წას­ვლის ალ­ბა­თო­ბაც.

22 დე­კემ­ბერს მზე თხი­სა რქის ზო­დი­ა­ქო­ში გა­და­ვა. ეს იქ­ნე­ბა ზამ­თრის მზე­ბუ­დო­ბა. მო­ი­მა­ტებს რე­ა­ლიზ­მის გან­ცდა და პრაგ­მა­ტუ­ლო­ბა, რა­საც მოჰ­ყვე­ბა ახალმთვა­რე­ო­ბა და მზის დაბ­ნე­ლე­ბა 26 დე­კემ­ბერს. ეს დაბ­ნე­ლე­ბა და­ი­წყე­ბა არა­ბე­თის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძულ­ზე, გა­და­ივ­ლის სამ­ხრეთ ინ­დო­ეთს, შრი-ლან­კას, მა­ლა­ი­ზი­ას, ინ­დო­ნე­ზი­ას და წყნარ ოკე­ა­ნე­ში დას­რულ­დე­ბა. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჟანა დარკი.
2

შენ! ცაგარელის ნათესავი ხომ არა ხარ.

ტარას ბულბა
1

სულ სასიყვარულო ურთიერთობებიიიიი?????? სხვას ვერაფერს ხედავთ ილუზიონისტებოოოოო????????

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

დეკემბერში სავსემთვარეობა, ახალმთვარეობა და მზის დაბნელებაა - მომდევნო თვის პროგნოზი რამაზ გიგაურისგან

დეკემბერში სავსემთვარეობა, ახალმთვარეობა და მზის დაბნელებაა - მომდევნო თვის პროგნოზი რამაზ გიგაურისგან

ასტროლოგი რამაზ გიგაური დეკემბრის თვის დეტალურ ასტროლოგიურ პროგნოზს გვთავაზობს:

მთავარი ასტროლოგიური მოვლენა:

12 დეკემბერი - სავსემთვარეობა 26 დეკემბერი - ახალმთვარეობა და მზის დაბნელება

დეკემბრის პირველ დეკადაში გაგრძელდება ნეპტუნის ის „ილუზიური“ გავლენა, რომელიც საგრძნობი ჯერ კიდევ 13 ნოემბრიდან გახდა (ეს ნოემბრის პროგნოზშიც აღვნიშნე). ამიტომ 10-11 დეკემბრამდე აქტიურად გაგრძელდება იმ ფარული პროცესების გამომჟღავნება და გაცხადდება, რომელიც ნოემბრის მეორე ნახევარში შეიქმნა და განვითარდა. აქედან გამომდინარე, დეკემბრის პირველი დეკადა ნოემბრის ერთგვარი გაგრძელება იქნება. საერთოდ დეკემბრის პირველი დეკადა საქმიანი კუთხით პერსპექტიული იქნება, თუმცა განვითარებული მოვლენები კონტროლს ითხოვს, რადგან გაზრდილი იქნება ცრუ-დაპირებების, ილუზიის და ტყუილის ალბათობაც.

2 დეკემბერს დაიწყება 2020 წლის უმნიშვნელოვანესი ინგრესია - იუპიტერი თხის რქის ზოდიაქოში გადაინაცვლებს (ის აქ დარჩება 2020 წლის 19 დეკემბრამდე).

იუპიტერი - ასტროლოგიაში სოციალური პლანეტაა. ის მიანიშნებს ადამიანის განვითარებაზე, სად მიაღწევს წარმატებას და სად გაიმარჯვებს. ამიტომ დეკემბრიდან მიზნები და მისწრაფებები უფრო კონკრეტული და „მიწიერი“ გახდება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თხის რქაში იმყოფება სატურნი, პლუტონი და მთვარის დაღმავალი კვანძი (კეტუ), ამიტომ 2019 წლის დეკემბერში და 2020 წლის პირველი კვარტალში დაშვებული შეცდომები ბევრი ადამიანის კარიერას და პრესტიჟს შეიწირავს. ასე რომ, 2019 წლის დეკემბრიდან - 2020 წლის მარტის ჩათვლით პოლიტიკური თუ ეკონომიკური კრიზისების კლება ნაკლებად მოსალოდნელია. ამ პერიოდში აქცენტი უფრო გრძელვადიან გეგმებზე უნდა გაკეთდეს, რომლებიც ამუშავება სწორედ 2020 წლის გაზაფხულიდან იქნება შესაძლებელი.

9 დეკემბერს მერკური მშვილდოსნის ზოდიაქოში გადავა, აზროვნების პროცესი უფრო სწრაფი, დინამიური და მოქნილი გახდება. მოსალოდნელია ახალი ინიციატივების გამოვლენა. შესაძლებელი გახდება დაპირისპირების თავიდან არიდება და მოლაპარაკებების დაწყება.

12 დეკემბრის სავსემთვარეობა შემოქმედებითი და საქმიანი ადამიანებისთვის მშვიდი და ჰარმონიული იქნება, თუმცა არასტაბილური სასიყვარულო ურთიერთობებზე ნეგატიურ გავლენას იქონიებს. ამიტომ 11-13 დეკემბრის შუალედში სასიყვარულო ურთიერთობებში და ოჯახური პრობლემებში გარკვევა და მათი წინ წამოწევა არ ღირს. მითუმეტეს, რომ მოსალოდნელია ამას ძველი პრობლემების გააქტიურებაც მოჰყვეს.

სავსემთვარეობის შემდეგ, 13 დეკემბრიდან დაიწყება შედარებით პოზიტიური პერიოდი და გაჩნდება წარმატების მიღწევის შანსი. მოიმატებს როგორც შემოქმედებითობა, ისე ორგანიზებულობა და დისციპლინირებულობა, რაც ბევრ ადამიანს დაგროვილი პრობლემების და გადადებული საქმეების მოგვარების შესაძლებლობას მისცემს.

13-26 დეკემბერი აქტიური მოქმედებების პერიოდია (თუმცა ყურადღებას ითხოვს 17-21 დეკემბერი , როდესაც დეკემბრის დასაწყისის მსგავსად მოიმატებს ილუზიის და ტყუილის ალბათობა).

20 დეკემბრიდან ვენერა გადაინაცვლებს მერწყულის ზოდიაქოში და სასიყვარულო ურთიერთობები უფრო „მსუბუქად“, იოლად განვითარება. წინ წამოიწევს მეგობრულობა და თანამოაზრეობა. როგორც სასიყვარულო, ისე საქმიანი პარტნიორები ერთმანეთს იოლად გაუგებენ. თუმცა პირად ცხოვრებაში გაზრდილი იქნება ავანტიურიზმის და უაზრო რისკზე წასვლის ალბათობაც.

22 დეკემბერს მზე თხისა რქის ზოდიაქოში გადავა. ეს იქნება ზამთრის მზებუდობა. მოიმატებს რეალიზმის განცდა და პრაგმატულობა, რასაც მოჰყვება ახალმთვარეობა და მზის დაბნელება 26 დეკემბერს. ეს დაბნელება დაიწყება არაბეთის ნახევარკუნძულზე, გადაივლის სამხრეთ ინდოეთს, შრი-ლანკას, მალაიზიას, ინდონეზიას და წყნარ ოკეანეში დასრულდება. წაიკითხეთ სრულად

რა უნდა ვქნათ 12 დეკემბრის სავსემთვარეობისას, რათა ფული და სიყვარული მოვიზიდოთ - ასტროლოგის რჩევა

ბედნიერება ელის მას, ვინც 12 საათის დადგმოსთანავე დააცემინებს - ცრურწმენები და ტრადიციები, ახალ წელს იღბლისა და სიმდიდრის მოსაზიდად

9-16 დეკემბერს სენსაციურ საიდუმლოს ყველა გაიგებს - რაზე გვაფრთხილებს ასტროლოგი