საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბოშათა უძველესი ზოდიაქო: გაიგეთ სიმართლე თქვენს შესახებ დაბადების თარიღის მიხედვით
ბოშათა უძველესი ზოდიაქო: გაიგეთ სიმართლე თქვენს შესახებ დაბადების თარიღის მიხედვით

ბო­შა­თა უძ­ვე­ლეს ჰო­როს­კოპ­საც ზო­დი­ა­ქოს 12 ნი­შა­ნი აქვს: მაგ­რამ არ ჰგავს ჩვენ შეჩ­ვე­ულ ას­ტრო­ლო­გი­ურს. ის სპე­ცი­ა­ლუ­რი ჯა­დოს­ნუ­რი ბუ­რუ­სი­თაა მო­ცუ­ლი და შე­უძ­ლია ყო­ვე­ლი ადა­მი­ა­ნის შე­სა­ხებ, რამ­დე­ნი­მე წი­ნა­და­დე­ბა­ში, მთე­ლი სი­მარ­თლე თქვას.

თასი – 21.01-19.02

ბო­შე­ბი თვლი­ან, რომ ამ ნიშ­ნით საკ­მა­ოდ ცვა­ლე­ბა­დი და მერ­ყე­ვი ადა­მი­ა­ნე­ბი იბა­დე­ბი­ან. მათ ახა­სი­ა­თებთ და­წყე­ბუ­ლი საქ­მის მი­ტო­ვე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ და­ბა­დე­ბი­დან­ვე გა­აჩ­ნი­ათ უზო­მოდ დიდი კრე­ა­ტი­ვის ნიჭი და გა­მომ­გო­ნებ­ლუ­რი აზ­როვ­ნე­ბა. თასე­ბი ძა­ლი­ან მგრძნო­ბი­ა­რე ინ­დი­ვი­დე­ბი არი­ან. მათი ოც­ნე­ბაა გარ­შე­მო მყო­ფებ­თან ერ­თად სრულ ჰარ­მო­ნი­ა­სა და კომ­ფორ­ტში ცხოვ­რე­ბა. მარ­თა­ლია, ხში­რად ზარ­მა­ცო­ბენ, მაგ­რამ საკ­მა­ოდ ქუდ­ბე­დი­ა­ნე­ბი არი­ან. გა­აჩ­ნი­ათ მიდ­რე­კი­ლე­ბა მფლან­გვე­ლო­ბი­სა­კენ და ხში­რად ვარ­დე­ბი­ან ვა­ლებ­ში, რაც რე­სურ­სე­ბის არას­წო­რი გა­მო­ყე­ნე­ბი­თაა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი. ად­ვი­ლად იღ­ლე­ბი­ან, რო­გორც ემო­ცი­უ­რად, ისე ფი­ზი­კუ­რად. რის ხარ­ჯზეც აქვთ რის­კი გა­ი­ჩი­ნონ სის­ტე­მუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი.

კა­პი­უ­შო­ნი – 20.02-20.03

ეს ადა­მი­ა­ნე­ბი საკ­მა­ოდ ეჭ­ვი­ა­ნე­ბი, სე­რი­ო­ზუ­ლე­ბი და მშვი­დე­ბი არი­ან. მათი სა­უ­კე­თე­სო თვი­სე­ბაა ნამ­დვი­ლი მე­გობ­რე­ბის ამოც­ნო­ბა და შე­მოკ­რე­ბა გარ­შე­მო. მე­გობ­რე­ბი მათ ყო­ველ­თვის ეხ­მა­რე­ბი­ან სა­ჭი­რო დრო­სა და მო­მენ­ტში. ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თაც კა­პი­უ­შო­ნის პე­რი­ოდ­ში არ­გუ­ნათ ბედ­მა და­ბა­დე­ბა, მუდ­მი­ვად ნერ­ვი­უ­ლო­ბენ ფი­ნან­სებ­ზე. თუმ­ცა, რო­გორც წესი, მარ­ტი­ვად და იო­ლად შო­უ­ლო­ბენ ფულს და ზო­გა­დად ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბი მათ ცხოვ­რე­ბა­ში, მარ­ტი­ვად გვარ­დე­ბა. ეს იმი­ტომ, რომ ამ ადა­მი­ა­ნებს გა­აჩ­ნი­ათ გა­სა­ო­ცა­რი გა­მომ­გო­ნებ­ლუ­რი ნიჭი, რაც გა­დამ­წყვეტ მო­მენ­ტში მა­თი­ვე სა­სარ­გებ­ლოდ მუ­შა­ობს ხოლ­მე. მუ­შა­ო­ბა­ში კა­პი­უ­შო­ნე­ბი პრინ­ცი­პუ­ლე­ბი, მშრო­მე­ლე­ბი და მე­თო­დუ­რე­ბი არი­ან. სა­ი­მი­სოდ, რომ ჯან­მრთე­ლო­ბა დიდ­ხანს შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ, პე­რი­ო­დუ­ლად სჭირ­დე­ბა იზო­ლა­ცი­ა­სა და სიმ­შვი­დე­ში დას­ვე­ნე­ბა. მათი ორ­გა­ნიზ­მის­თვის ასე­ვე კარ­გია ვარ­ჯი­ში და მა­სა­ჟი.

ხან­ჯა­ლი – 21.03-20.04

საკ­მა­ოდ პრაქ­ტი­კუ­ლი, პრინ­ცი­პუ­ლი და შემ­ტე­ვი ადა­მი­ა­ნია. მებ­რძო­ლი სული აქვს, გამ­ჭრი­ა­ხი გო­ნე­ბა და, რო­გორც წესი, წვრილ­მა­ნებ­ზე არა­სო­დეს კარ­გავს დროს. მძაფ­რი ინ­ტუ­ი­ცი­ი­თა და კარ­გი ფი­ნან­სუ­რი ალ­ღო­თი გა­მო­ირ­ჩე­ვა. ხში­რად სწყა­ლობს ბედი აზარ­ტულ თა­მა­შებ­ში და ზო­გა­დად, უყ­ვარს რის­კი ცხოვ­რე­ბა­ში. ხან­ჯა­ლი კონ­კუ­რენ­ცი­ი­სა და შე­ჯიბ­რის მოყ­ვა­რუ­ლი ნი­შა­ნია. ამი­ტომ მის­თვის ცხოვ­რე­ბას აზრი არა აქვს გა­მოწ­ვე­ვე­ბის გა­რე­შე. მისი ნაკ­ლია იმ­პულ­სუ­რო­ბა და სი­ფი­ცხე. რაც ხში­რად აგ­რე­სი­ულ ქმე­დე­ბებ­ში გა­დას­დის, ეს კი დიდ­წი­ლად ვნებს მის­სა­ვე რე­პუ­ტა­ცი­ას. სა­მა­გი­ე­როდ, გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან ძლი­ე­რი, რკი­ნი­სე­ბუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბი­თა და კარ­გი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რუ­ლი თვი­სე­ბე­ბით.

გვირ­გვი­ნი – 21.04-20.05

გვირ­გვი­ნე­ბი კომ­ფორ­ტი­სა და ფუ­ფუ­ნე­ბის მოყ­ვა­რუ­ლე­ბი არი­ან. მათ უმე­ტე­სო­ბას სწამს, რომ ამ­ქვეყ­ნად ყვე­ლა­ფერ­ში სა­უ­კე­თე­სოს იმ­სა­ხუ­რე­ბენ. ამას­თან, ფი­ნან­სე­ბის მი­მართ ფრთხი­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ახა­სი­ა­თებთ და სა­კუ­თარ დოვ­ლათს ყო­ველ­თვის ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ აგ­რო­ვე­ბენ. გვირ­გვი­ნე­ბი უდი­დე­სი სი­ჯი­უ­ტი­თა და პრინ­ცი­პუ­ლო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან. ზოგ­ჯერ იმ­დე­ნად ჯი­უ­ტე­ბი არი­ან, რომ გარ­შე­მო მყო­ფებ­ში აღ­შფო­თე­ბას იწ­ვე­ვენ სა­კუ­თა­რი საქ­ცი­ე­ლით. სა­მა­გი­ე­როდ, ეს ის ხალ­ხია, ვინც მუხლჩა­უხ­რე­ლი შრო­მით ახერ­ხებს ცხოვ­რე­ბა­ში სიმ­დიდ­რი­სა და კე­თილ­დღე­ო­ბის მო­პო­ვე­ბას. მათ არ აში­ნებთ ყვე­ლაფ­რის ნუ­ლი­დან და­წყე­ბა, რაც სა­ბო­ლო­ოდ წარ­მა­ტე­ბი­სა და სიმ­დიდ­რის სა­წინ­და­რი ხდე­ბა მათ­თვის. ბევ­რი მათ­გა­ნი წარ­მა­ტე­ბას აღ­წევს ბიზ­ნეს­ში, მრეწ­ვე­ლო­ბა­სა და შო­უ­ბიზ­ნეს­ში. გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან კარ­გი ჯან­მრთე­ლო­ბით, რო­მელ­საც სწო­რი კვე­ბი­თა და დას­ვე­ნე­ბით თუ შე­უ­წყო­ბენ ხელს, მათი სა­სი­ცო­ცხლო პო­ტენ­ცი­ა­ლი ერთი-ორად გა­იზ­რდე­ბა.

შან­და­ლი – 21.05-20.06

კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რი, ძა­ლი­ან კონ­ტაქ­ტუ­რი, მო­ფე­რე­ბი­სა და ჩა­ხუ­ტე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი ინ­დი­ვი­დია. მას მოს­წონს ახა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გაც­ნო­ბა, მე­გობ­რე­ბის შე­ძე­ნა და შუ­ა­მავ­ლო­ბა. ყო­ველ­თვის გუ­ლის­ხმი­ე­რია სხვე­ბის მი­მართ. ას­ხი­ვებს სით­ბო­სა და სი­ნათ­ლეს. ამი­ტო­მაც არის კო­ლექ­ტი­ვის და სა­მე­გობ­როს სული და გული. ამას­თან სა­კუ­თა­რი თა­ვის ფა­სიც კარ­გად აქვს გა­აზ­რე­ბუ­ლი. ხში­რად გუ­ლუბ­რყვი­ლო და ჩერ­ჩე­ტი ჩანს, თუმ­ცა ეს მხო­ლოდ ნი­ღა­ბია თვა­ლის ასახ­ვე­ვად. სი­ნამ­დვი­ლე­ში გამ­ჭრი­ა­ხი და წინ­და­ხე­დუ­ლია. გამ­გე­ბი­ანს და ჭკვი­ანს, არ უჭირს სხვე­ბის თვალ­ში სა­კუ­თა­რი თა­ვის მომ­გე­ბი­ა­ნად წარ­მო­ჩე­ნა. ფულ­თან და­კავ­ში­რე­ბით გო­ნივ­რუ­ლად ხელ­მომ­ჭირ­ნეა. უყ­ვარს დაგ­რო­ვე­ბაც. კარ­გი ჯან­მრთე­ლო­ბა აქვს, თუმ­ცა მალე იღ­ლე­ბა და მის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა.

ბორ­ბა­ლი – 21.06-21.07

ამ პე­რი­ოდ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი იმ­პულ­სუ­რე­ბი და სა­ოც­რად ემო­ცი­უ­რე­ბი არი­ან. გა­რეგ­ნუ­ლად ქა­რიზ­მა­ტუ­ლე­ბი და მომ­ხიბ­ვლე­ლე­ბი, გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დი ხა­სი­ა­თი­თა და ცვა­ლე­ბა­დო­ბით. არი­ან საკ­მა­ოდ ბუ­ტია და წყე­ნია ნა­ტუ­რე­ბი. ად­ვი­ლად ვარ­დე­ბი­ან უკი­დუ­რე­სო­ბა­ში. მიდ­რე­კი­ლე­ბა აქვთ თავ­ბრუ­დამ­ხვე­ვი რო­მა­ნე­ბის­კენ. ხში­რად უყ­ვარ­დე­ბათ ცალ­მხრი­ვად და ამით იტან­ჯე­ბი­ან. აქვთ უნა­რი კონ­ცენ­ტრა­ცია მო­ახ­დი­ნონ პრობ­ლე­მა­ზე. ექ­სტრე­მა­ლურ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში შე­სა­ნიშ­ნა­ვად მუ­შა­ობს მათი გო­ნე­ბაც და ინ­ტუ­ი­ცი­აა. შე­უძ­ლი­ათ და­ი­კა­ვონ ლი­დე­რის პო­ზი­ცია სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, კარ­გი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რუ­ლი ნი­ჭი­სა და დე­მა­გო­გი­უ­რი ჩვე­ვე­ბის გამო. ემო­ცი­უ­რი ბუ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე აწუ­ხებთ თა­ვის ტკი­ვი­ლე­ბი. მათ­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია ის­წავ­ლონ მო­დუ­ნე­ბა და ხან­და­ხან სრუ­ლი დას­ვე­ნე­ბის უფ­ლე­ბა მის­ცენ სა­კუ­თარ თავს.

ვარ­სკვლა­ვი – 22.07-22.08

ვარ­სკვლა­ვე­ბი მომ­ხიბ­ვლე­ლე­ბი და ქა­რიზ­მა­ტუ­ლე­ბი არი­ან და კარ­გად ეს­მით სა­კუ­თა­რი მომ­ხიბ­ვლე­ლო­ბის ფასი. რის ხარ­ჯზეც სა­უ­კე­თე­სოდ ახერ­ხე­ბენ თავი ოს­ტა­ტუ­რად და­აღ­წი­ონ ნე­ბის­მი­ერ ცხოვ­რე­ბი­სე­ულ სირ­თუ­ლეს. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ბე­დის ნე­ბი­ე­რე­ბი არი­ან და ხშირ შემ­თხვე­ვა­ში უპი­რო­ბოდ უმარ­თლებთ და სა­ჭი­რო დროს, სა­ჭი­რო ად­გი­ლას აღ­მოჩ­ნდე­ბი­ან ხოლ­მე. ჯან­მრთე­ლო­ბის მხრივ მათი სუს­ტი წერ­ტი­ლია ხერ­ხე­მა­ლი და ძვალ­სახ­სრო­ვა­ნი სის­ტე­მა. ასე­ვე ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­აქ­ცი­ონ სა­სუნ­თქ სის­ტე­მა­სა და ფილ­ტვებს. ზედ­მე­ტად არ გა­და­ი­ღა­ლონ ემო­ცი­უ­რად და კარ­გად და­ის­ვე­ნონ ხოლ­მე პე­რი­ო­დუ­ლად.

ზან­ზა­ლა­კი – 23.08-22.09

სირ­ბი­ლე და კე­თი­ლი გული – აი, ამ პე­რი­ოდ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თი. თუმ­ცა, ამას­თან ერ­თად, სა­ოც­რად რე­ა­ლის­ტე­ბი და შრო­მის­მოყ­ვა­რე­ე­ბიც არი­ან. ზან­ზა­ლა­კებს არ­ცთუ იშ­ვი­ა­თად სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გა­მო­სა­ჩე­ნი ად­გი­ლი უკა­ვი­ათ, მათ მი­მარ­თა­ვენ რჩე­ვი­სა და დახ­მა­რე­ბის­თვის. მათ­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია სა­ო­ცა­რი ნიჭი – გულ­დას­მით უს­მი­ნონ თა­ნა­მო­სა­უბ­რეს. ზან­ზა­ლაკს გულ­თან ახ­ლოს მი­აქვს სხვი­სი პრობ­ლე­მე­ბი და გა­სა­ო­ცა­რი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი უნა­რე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა. მარ­თა­ლია, საკ­მა­ოდ მკაც­რი და მომ­თხოვ­ნია, მაგ­რამ მისი რჩე­ვე­ბი რე­ა­ლუ­რად და­სა­ფა­სე­ბე­ლია. ფი­ნან­სებ­თან ფრთხი­ლე­ბი და უზო­მოდ წინ­და­ხე­დუ­ლე­ბი არი­ან. მათ ხელ­გაშ­ლილს ნამ­დვი­ლად ვერ და­ვარ­ქმევთ, თუმ­ცა ძუნ­წიც არ ჰქვი­ათ. აქვთ კარ­გი ჯან­მრთე­ლო­ბა, რა­საც მათი ში­ნა­გა­ნი სი­სა­და­ვე და სი­კე­თე უწყობს ხელს. ისი­ნი არა­სო­დეს უსურ­ვე­ბენ სხვას ცუდს და ბო­რო­ტე­ბას.

მო­ნე­ტა – 23.09-22.10

ის თან­და­ყო­ლი­ლი დიპ­ლო­მა­ტი­ის გრძნო­ბით და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი, მომ­ხიბ­ვლე­ლი და სა­ოც­რად ქა­რიზ­მა­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნია. ნე­ბის­მი­ე­რი პრობ­ლე­მი­დან ყო­ველ­თვის პო­უ­ლო­ბენ გა­მო­სა­ვალს. პო­ზი­ტი­ვით სავ­სე არი­ან და გუ­ლუხ­ვად უზი­ა­რე­ბენ სა­კუ­თარ გან­წყო­ბას სხვებს. გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლებ­სა და რა­ცი­ო­ნა­ლუ­რებს მოს­წონთ სხვებ­ში რო­გორც სუ­ლი­ე­რი, ისე ფი­ზი­კუ­რი სი­ლა­მა­ზის აღ­მო­ჩე­ნა. მათ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ცხოვ­რე­ბის ეს­თე­ტი­კუ­რი მხა­რე, ამი­ტომ ყო­ველ­თვის ცდი­ლო­ბენ, გარ­შე­მო სი­ლა­მა­ზი­სა და დახ­ვე­წი­ლო­ბის ატ­მოს­ფე­რო შექ­მნან. მო­ნე­ტე­ბი საქ­მი­ა­ნე­ბი და მოქ­ნი­ლე­ბი არი­ან, როცა საქ­მე ფულს ეხე­ბა. ეხერ­ხე­ბათ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი გზით მარ­თვა. აქვთ თან­და­ყო­ლი­ლი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის გრძნო­ბა. უვ­ლი­ან სა­კუ­თარ ჯან­მრთე­ლო­ბას და ხში­რად მის­დე­ვენ ცხოვ­რე­ბის ჯან­საღ წესს. იცა­ვენ კვე­ბის რე­ჟიმს და ცდი­ლო­ბენ არ გა­და­იტ­ვირ­თონ ემო­ცი­უ­რად.

გრძე­ლი ხან­ჯა­ლი – 23.10-21.11

ამ პე­რი­ოდ­ში და­ბა­დე­ბუ­ლებს ხში­რად ახა­სი­ა­თებთ გარ­კვე­უ­ლი ტრანსფორ­მა­ცი­ის­კენ მიდ­რე­კი­ლე­ბა მთე­ლი სი­ცო­ცხლის მან­ძილ­ზე. ისი­ნი ემო­ცი­უ­რე­ბი, ვნე­ბი­ა­ნე­ბი, პრინ­ცი­პუ­ლე­ბი და ინ­ტუ­ი­ცი­უ­რე­ბი არი­ან. აქვთ დაკ­ვირ­ვე­ბის ნიჭი და შე­უძ­ლი­ათ ნე­ბის­მი­ერ ხი­ფათს და­აღ­წი­ონ თავი. ამ ნიშ­ნით იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი და ძლი­ე­რი ხალ­ხი იბა­დე­ბა. მათ შო­რის ბევ­რია მაგი, მკი­თხა­ვი და ეზო­ტე­რი­კო­სიც. ახა­სი­ა­თებთ მყა­რი მო­რა­ლუ­რი პრინ­ცი­პე­ბი და თან­და­ყო­ლი­ლი სიბ­რძნე, რაც გარ­შე­მო მყო­ფებს შო­რის პა­ტი­ვის­ცე­მა­სა და მო­წი­წე­ბას იწ­ვევს მათ მი­მართ. გა­აჩ­ნი­ათ ძლი­ე­რი აღ­ნა­გო­ბა და კარ­გი ფი­ზი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის პატ­რო­ნე­ბიც არი­ან. თუმ­ცა მიდ­რე­კი­ლე­ბა გა­აჩ­ნი­ათ მო­ტე­ხი­ლო­ბე­ბის­კენ და ხში­რად არც უფრთხილ­დე­ბი­ან სა­კუ­თარ თავს.

ნა­ჯა­ხი – 22.11-21.12

ამ პე­რი­ოდ­ში რის­კი­სა და თავ­გა­და­სავ­ლე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი იბა­დე­ბი­ან. არი­ან სა­ოც­რად თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლე­ბი და თა­მა­მე­ბი, ამი­ტომ ცხოვ­რე­ბის ნე­ბის­მი­ერ ახალ შანსს ოპ­ტი­მიზ­მი­თა და სი­ხა­რუ­ლით ხვდე­ბი­ან. არი­ან სა­ოც­რად და­მო­უ­კი­დებ­ლე­ბი და თა­ვი­სუფ­ლე­ბის მოყ­ვა­რუ­ლე­ბი. ვერ იტა­ნენ ჩარ­ჩო­ებს და შე­ზღუდ­ვებს. მათ­თვის არ არ­სე­ბობს არა­ნა­ი­რი ტაბუ ან აკ­რძალ­ვა. ისი­ნი და­ჯილ­დო­ე­ბულ­ნი არი­ან სწრა­ფი აზ­როვ­ნე­ბი­თა და გამ­ჭრი­ა­ხო­ბით. აქვთ კრე­ა­ტი­უ­ლი ნიჭი და სამ­სა­ხი­ო­ბო ტა­ლან­ტი. ამას­თან, საკ­მა­ოდ შორ­სმჭვრე­ტე­ლე­ბი და დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლე­ბიც არი­ან, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევთ, ნე­ბის­მი­ე­რი რთუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან გა­მო­ვიდ­ნენ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი. მათი უმე­ტე­სო­ბა ნდო­ბით სარ­გებ­ლობს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და ხში­რა­დაა სხვე­ბის­თვის სა­სი­ცო­ცხლო სტი­მუ­ლი­სა და მო­ტი­ვა­ცი­ის მიმ­ცე­მი.

ნალი – 22.12-20.01

ამ პე­რი­ოდ­ში და­ბა­დე­ბულ ადა­მი­ა­ნებს სხვე­ბის­გან გა­მო­არ­ჩევს უსა­ზღვრო ენ­თუ­ზი­აზ­მი და ენერ­გი­უ­ლო­ბა. ნალი უზო­მოდ ემო­ცი­უ­რი, შთა­ბეჭ­დი­ლე­ბი­ა­ნი და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ნა­ტუ­რაა. ისი­ნი არი­ან ერ­თგუ­ლი, სა­ი­მე­დო მე­გობ­რე­ბი და ყო­ველ­თვის მზად არი­ან გარ­შე­მო მყო­ფე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად. ნა­ლე­ბი პრინ­ცი­პუ­ლე­ბი არი­ან, ყო­ველ­თვის ცდი­ლო­ბენ მი­აღ­წი­ონ და­სა­ხულ მი­ზანს. გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან სი­მა­მა­ცით, თა­მა­მი ქცე­ვე­ბი­თა და გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე არა­სო­დეს იხე­ვენ უკან. უყ­ვართ რის­კი და თავ­გა­და­სავ­ლე­ბი. თუმ­ცა ისეც ხდე­ბა, რომ გა­უ­აზ­რე­ბე­ლი რის­კის გამო ბევ­რი და­უ­კარ­გავთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ბოშათა უძველესი ზოდიაქო: გაიგეთ სიმართლე თქვენს შესახებ დაბადების თარიღის მიხედვით

ბოშათა უძველესი ზოდიაქო: გაიგეთ სიმართლე თქვენს შესახებ დაბადების თარიღის მიხედვით

ბოშათა უძველეს ჰოროსკოპსაც ზოდიაქოს 12 ნიშანი აქვს: მაგრამ არ ჰგავს ჩვენ შეჩვეულ ასტროლოგიურს. ის სპეციალური ჯადოსნური ბურუსითაა მოცული და შეუძლია ყოველი ადამიანის შესახებ, რამდენიმე წინადადებაში, მთელი სიმართლე თქვას.

თასი – 21.01-19.02

ბოშები თვლიან, რომ ამ ნიშნით საკმაოდ ცვალებადი და მერყევი ადამიანები იბადებიან. მათ ახასიათებთ დაწყებული საქმის მიტოვება. მიუხედავად იმისა, რომ დაბადებიდანვე გააჩნიათ უზომოდ დიდი კრეატივის ნიჭი და გამომგონებლური აზროვნება. თასები ძალიან მგრძნობიარე ინდივიდები არიან. მათი ოცნებაა გარშემო მყოფებთან ერთად სრულ ჰარმონიასა და კომფორტში ცხოვრება. მართალია, ხშირად ზარმაცობენ, მაგრამ საკმაოდ ქუდბედიანები არიან. გააჩნიათ მიდრეკილება მფლანგველობისაკენ და ხშირად ვარდებიან ვალებში, რაც რესურსების არასწორი გამოყენებითაა განპირობებული. ადვილად იღლებიან, როგორც ემოციურად, ისე ფიზიკურად. რის ხარჯზეც აქვთ რისკი გაიჩინონ სისტემური დაავადებები.

კაპიუშონი – 20.02-20.03

ეს ადამიანები საკმაოდ ეჭვიანები, სერიოზულები და მშვიდები არიან. მათი საუკეთესო თვისებაა ნამდვილი მეგობრების ამოცნობა და შემოკრება გარშემო. მეგობრები მათ ყოველთვის ეხმარებიან საჭირო დროსა და მომენტში. ადამიანები, რომელთაც კაპიუშონის პერიოდში არგუნათ ბედმა დაბადება, მუდმივად ნერვიულობენ ფინანსებზე. თუმცა, როგორც წესი, მარტივად და იოლად შოულობენ ფულს და ზოგადად ფინანსური პრობლემები მათ ცხოვრებაში, მარტივად გვარდება. ეს იმიტომ, რომ ამ ადამიანებს გააჩნიათ გასაოცარი გამომგონებლური ნიჭი, რაც გადამწყვეტ მომენტში მათივე სასარგებლოდ მუშაობს ხოლმე. მუშაობაში კაპიუშონები პრინციპულები, მშრომელები და მეთოდურები არიან. საიმისოდ, რომ ჯანმრთელობა დიდხანს შეინარჩუნონ, პერიოდულად სჭირდება იზოლაციასა და სიმშვიდეში დასვენება. მათი ორგანიზმისთვის ასევე კარგია ვარჯიში და მასაჟი.

ხანჯალი – 21.03-20.04

საკმაოდ პრაქტიკული, პრინციპული და შემტევი ადამიანია. მებრძოლი სული აქვს, გამჭრიახი გონება და, როგორც წესი, წვრილმანებზე არასოდეს კარგავს დროს. მძაფრი ინტუიციითა და კარგი ფინანსური ალღოთი გამოირჩევა. ხშირად სწყალობს ბედი აზარტულ თამაშებში და ზოგადად, უყვარს რისკი ცხოვრებაში. ხანჯალი კონკურენციისა და შეჯიბრის მოყვარული ნიშანია. ამიტომ მისთვის ცხოვრებას აზრი არა აქვს გამოწვევების გარეშე. მისი ნაკლია იმპულსურობა და სიფიცხე. რაც ხშირად აგრესიულ ქმედებებში გადასდის, ეს კი დიდწილად ვნებს მისსავე რეპუტაციას. სამაგიეროდ, გამოირჩევიან ძლიერი, რკინისებური ჯანმრთელობითა და კარგი ორგანიზატორული თვისებებით.

გვირგვინი – 21.04-20.05

გვირგვინები კომფორტისა და ფუფუნების მოყვარულები არიან. მათ უმეტესობას სწამს, რომ ამქვეყნად ყველაფერში საუკეთესოს იმსახურებენ. ამასთან, ფინანსების მიმართ ფრთხილი დამოკიდებულება ახასიათებთ და საკუთარ დოვლათს ყოველთვის ნაბიჯ-ნაბიჯ აგროვებენ. გვირგვინები უდიდესი სიჯიუტითა და პრინციპულობით გამოირჩევიან. ზოგჯერ იმდენად ჯიუტები არიან, რომ გარშემო მყოფებში აღშფოთებას იწვევენ საკუთარი საქციელით. სამაგიეროდ, ეს ის ხალხია, ვინც მუხლჩაუხრელი შრომით ახერხებს ცხოვრებაში სიმდიდრისა და კეთილდღეობის მოპოვებას. მათ არ აშინებთ ყველაფრის ნულიდან დაწყება, რაც საბოლოოდ წარმატებისა და სიმდიდრის საწინდარი ხდება მათთვის. ბევრი მათგანი წარმატებას აღწევს ბიზნესში, მრეწველობასა და შოუბიზნესში. გამოირჩევიან კარგი ჯანმრთელობით, რომელსაც სწორი კვებითა და დასვენებით თუ შეუწყობენ ხელს, მათი სასიცოცხლო პოტენციალი ერთი-ორად გაიზრდება.

შანდალი – 21.05-20.06

კომუნიკაბელური, ძალიან კონტაქტური, მოფერებისა და ჩახუტების მოყვარული ინდივიდია. მას მოსწონს ახალი ადამიანების გაცნობა, მეგობრების შეძენა და შუამავლობა. ყოველთვის გულისხმიერია სხვების მიმართ. ასხივებს სითბოსა და სინათლეს. ამიტომაც არის კოლექტივის და სამეგობროს სული და გული. ამასთან საკუთარი თავის ფასიც კარგად აქვს გააზრებული. ხშირად გულუბრყვილო და ჩერჩეტი ჩანს, თუმცა ეს მხოლოდ ნიღაბია თვალის ასახვევად. სინამდვილეში გამჭრიახი და წინდახედულია. გამგებიანს და ჭკვიანს, არ უჭირს სხვების თვალში საკუთარი თავის მომგებიანად წარმოჩენა. ფულთან დაკავშირებით გონივრულად ხელმომჭირნეა. უყვარს დაგროვებაც. კარგი ჯანმრთელობა აქვს, თუმცა მალე იღლება და მისთვის აუცილებელია ფიზიკური აქტივობა.

ბორბალი – 21.06-21.07

ამ პერიოდში დაბადებული ადამიანები იმპულსურები და საოცრად ემოციურები არიან. გარეგნულად ქარიზმატულები და მომხიბვლელები, გამოირჩევიან არაპროგნოზირებადი ხასიათითა და ცვალებადობით. არიან საკმაოდ ბუტია და წყენია ნატურები. ადვილად ვარდებიან უკიდურესობაში. მიდრეკილება აქვთ თავბრუდამხვევი რომანებისკენ. ხშირად უყვარდებათ ცალმხრივად და ამით იტანჯებიან. აქვთ უნარი კონცენტრაცია მოახდინონ პრობლემაზე. ექსტრემალურ სიტუაციაში შესანიშნავად მუშაობს მათი გონებაც და ინტუიციაა. შეუძლიათ დაიკავონ ლიდერის პოზიცია საზოგადოებაში, კარგი ორგანიზატორული ნიჭისა და დემაგოგიური ჩვევების გამო. ემოციური ბუნებიდან გამომდინარე აწუხებთ თავის ტკივილები. მათთვის აუცილებელია ისწავლონ მოდუნება და ხანდახან სრული დასვენების უფლება მისცენ საკუთარ თავს.

ვარსკვლავი – 22.07-22.08

ვარსკვლავები მომხიბვლელები და ქარიზმატულები არიან და კარგად ესმით საკუთარი მომხიბვლელობის ფასი. რის ხარჯზეც საუკეთესოდ ახერხებენ თავი ოსტატურად დააღწიონ ნებისმიერ ცხოვრებისეულ სირთულეს. ეს ადამიანები ბედის ნებიერები არიან და ხშირ შემთხვევაში უპირობოდ უმართლებთ და საჭირო დროს, საჭირო ადგილას აღმოჩნდებიან ხოლმე. ჯანმრთელობის მხრივ მათი სუსტი წერტილია ხერხემალი და ძვალსახსროვანი სისტემა. ასევე ყურადღება უნდა მიაქციონ სასუნთქ სისტემასა და ფილტვებს. ზედმეტად არ გადაიღალონ ემოციურად და კარგად დაისვენონ ხოლმე პერიოდულად.

ზანზალაკი – 23.08-22.09

სირბილე და კეთილი გული – აი, ამ პერიოდში დაბადებული ადამიანების სავიზიტო ბარათი. თუმცა, ამასთან ერთად, საოცრად რეალისტები და შრომისმოყვარეებიც არიან. ზანზალაკებს არცთუ იშვიათად საზოგადოებაში გამოსაჩენი ადგილი უკავიათ, მათ მიმართავენ რჩევისა და დახმარებისთვის. მათთვის დამახასიათებელია საოცარი ნიჭი – გულდასმით უსმინონ თანამოსაუბრეს. ზანზალაკს გულთან ახლოს მიაქვს სხვისი პრობლემები და გასაოცარი ფსიქოლოგიური უნარებით გამოირჩევა. მართალია, საკმაოდ მკაცრი და მომთხოვნია, მაგრამ მისი რჩევები რეალურად დასაფასებელია. ფინანსებთან ფრთხილები და უზომოდ წინდახედულები არიან. მათ ხელგაშლილს ნამდვილად ვერ დავარქმევთ, თუმცა ძუნწიც არ ჰქვიათ. აქვთ კარგი ჯანმრთელობა, რასაც მათი შინაგანი სისადავე და სიკეთე უწყობს ხელს. ისინი არასოდეს უსურვებენ სხვას ცუდს და ბოროტებას.

მონეტა – 23.09-22.10

ის თანდაყოლილი დიპლომატიის გრძნობით დაჯილდოებული, მომხიბვლელი და საოცრად ქარიზმატული ადამიანია. ნებისმიერი პრობლემიდან ყოველთვის პოულობენ გამოსავალს. პოზიტივით სავსე არიან და გულუხვად უზიარებენ საკუთარ განწყობას სხვებს. გაწონასწორებულებსა და რაციონალურებს მოსწონთ სხვებში როგორც სულიერი, ისე ფიზიკური სილამაზის აღმოჩენა. მათთვის მნიშვნელოვანია ცხოვრების ესთეტიკური მხარე, ამიტომ ყოველთვის ცდილობენ, გარშემო სილამაზისა და დახვეწილობის ატმოსფერო შექმნან. მონეტები საქმიანები და მოქნილები არიან, როცა საქმე ფულს ეხება. ეხერხებათ მოლაპარაკებების დიპლომატიური გზით მართვა. აქვთ თანდაყოლილი სამართლიანობის გრძნობა. უვლიან საკუთარ ჯანმრთელობას და ხშირად მისდევენ ცხოვრების ჯანსაღ წესს. იცავენ კვების რეჟიმს და ცდილობენ არ გადაიტვირთონ ემოციურად.

გრძელი ხანჯალი – 23.10-21.11

ამ პერიოდში დაბადებულებს ხშირად ახასიათებთ გარკვეული ტრანსფორმაციისკენ მიდრეკილება მთელი სიცოცხლის მანძილზე. ისინი ემოციურები, ვნებიანები, პრინციპულები და ინტუიციურები არიან. აქვთ დაკვირვების ნიჭი და შეუძლიათ ნებისმიერ ხიფათს დააღწიონ თავი. ამ ნიშნით იდუმალებით მოცული და ძლიერი ხალხი იბადება. მათ შორის ბევრია მაგი, მკითხავი და ეზოტერიკოსიც. ახასიათებთ მყარი მორალური პრინციპები და თანდაყოლილი სიბრძნე, რაც გარშემო მყოფებს შორის პატივისცემასა და მოწიწებას იწვევს მათ მიმართ. გააჩნიათ ძლიერი აღნაგობა და კარგი ფიზიკური ჯანმრთელობის პატრონებიც არიან. თუმცა მიდრეკილება გააჩნიათ მოტეხილობებისკენ და ხშირად არც უფრთხილდებიან საკუთარ თავს.

ნაჯახი – 22.11-21.12

ამ პერიოდში რისკისა და თავგადასავლების მოყვარული ადამიანები იბადებიან. არიან საოცრად თავდაჯერებულები და თამამები, ამიტომ ცხოვრების ნებისმიერ ახალ შანსს ოპტიმიზმითა და სიხარულით ხვდებიან. არიან საოცრად დამოუკიდებლები და თავისუფლების მოყვარულები. ვერ იტანენ ჩარჩოებს და შეზღუდვებს. მათთვის არ არსებობს არანაირი ტაბუ ან აკრძალვა. ისინი დაჯილდოებულნი არიან სწრაფი აზროვნებითა და გამჭრიახობით. აქვთ კრეატიული ნიჭი და სამსახიობო ტალანტი. ამასთან, საკმაოდ შორსმჭვრეტელები და დაკვირვებულებიც არიან, რაც საშუალებას აძლევთ, ნებისმიერი რთული სიტუაციიდან გამოვიდნენ გამარჯვებული. მათი უმეტესობა ნდობით სარგებლობს საზოგადოებაში და ხშირადაა სხვებისთვის სასიცოცხლო სტიმულისა და მოტივაციის მიმცემი.

ნალი – 22.12-20.01

ამ პერიოდში დაბადებულ ადამიანებს სხვებისგან გამოარჩევს უსაზღვრო ენთუზიაზმი და ენერგიულობა. ნალი უზომოდ ემოციური, შთაბეჭდილებიანი და შემოქმედებითი ნატურაა. ისინი არიან ერთგული, საიმედო მეგობრები და ყოველთვის მზად არიან გარშემო მყოფების დასახმარებლად. ნალები პრინციპულები არიან, ყოველთვის ცდილობენ მიაღწიონ დასახულ მიზანს. გამოირჩევიან სიმამაცით, თამამი ქცევებითა და გამოწვევის წინაშე არასოდეს იხევენ უკან. უყვართ რისკი და თავგადასავლები. თუმცა ისეც ხდება, რომ გაუაზრებელი რისკის გამო ბევრი დაუკარგავთ.