საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არ დაქორწინდეთ: სიყვარულის პლანეტა ვენერა რეტროგრადული ხდება
არ დაქორწინდეთ: სიყვარულის პლანეტა ვენერა რეტროგრადული ხდება

ას­ტრო­ლო­გი­ა­ში ვე­ნე­რა სი­ლა­მა­ზის, სიყ­ვა­რუ­ლი­სა და ფუ­ლის პლა­ნე­ტაა. ახლა იგი კონ­სერ­ვა­ტი­ულ, სე­რი­ო­ზულ და თავ­შე­კა­ვე­ბულ თხის რქა­შია. 19 დე­კემ­ბრი­დან კი რეტ­როგ­რა­დულ სვლას და­ი­წყებს თხის რქის 26-ე გრა­დუ­სი­დან და დაბ­რუნ­დე­ბა მე-11-ში, 2022 წლის 29 იან­ვრამ­დე.

ვე­ნე­რა ას­ტრო­ლო­გი­ა­ში არის ყვე­ლა­ფე­რი, რაც მომ­წონს (გე­მოვ­ნუ­რი თვი­სე­ბე­ბი, ჩაც­მუ­ლო­ბა, ვარ­ცხნი­ლო­ბა, ადა­მი­ა­ნე­ბი), რაც სი­ა­მოვ­ნე­ბა­სა და კომ­ფორ­ტს მა­ნი­ჭებს. ჩვე­ნი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი. ამას­თან ფი­ნან­სებ­საც გა­ნა­გებს და სი­ლა­მა­ზე­საც. ვე­ნე­რას რეტ­როგ­რა­დუ­ლი სვლის დროს ახა­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის და­წყე­ბას პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბის და სი­ლა­მა­ზის ნემ­სე­ბის გა­კე­თე­ბას არ გირ­ჩევთ. ეს პე­რი­ო­დი უმ­ჯო­ბე­სია, და­უთ­მოთ არ­სე­ბუ­ლი კავ­ში­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას, გა­და­ფა­სე­ბის, გა­და­კე­თე­ბის დროა (თუნ­დაც ადრე ნა­ყი­დი სა­მო­სის). ან სუ­ლაც დრო­მოჭ­მუ­ლი რო­მან­ტი­კუ­ლი კავ­ში­რის დას­რუ­ლე­ბის. ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­და­ფა­სე­ბის - ადრე მომ­წონ­და ახლა გე­მოვ­ნე­ბა შე­მეც­ვა­ლა.

რად­გან ვე­ნე­რა გრძნო­ბე­ბის, ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი­სა და სიყ­ვა­რუ­ლის პლა­ნე­ტაა, გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა, ყო­ფი­ლებ­თან შე­გახ­ვედ­როთ. ახა­ლი ძა­ლით იფეთ­ქოს ძველ­მა გრძნო­ბამ. აი, აღად­გენთ თუ არა მათ­თან კავ­შირს ეს უკვე თქვენ­ზე და თქვენს ნა­ტა­ლურ რუ­კა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. მობ­რუ­ნე­ბულ ადა­მი­ან­თან უნდა გა­და­ხე­დოთ თქვენს ურ­თი­ერ­თო­ბას, გა­მო­ას­წო­როთ, და­ას­რუ­ლოთ, მი­ი­ღოთ ის შე­დე­გი, რაც გან­შო­რე­ბის გამო ვერ მი­ი­ღეთ.

ვე­ნე­რა არის ფი­ნან­სე­ბიც და რეტ­როგ­რა­დუ­ლი სვლის დროს და­ფიქ­რდე­ბით: მაკ­მა­ყო­ფი­ლებს ჩემი შე­მო­სა­ვა­ლი, რა უნდა მო­ვი­მოქ­მე­დო, რომ გა­ვი­უმ­ჯო­ბე­სო ჩემი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა. შე­იძ­ლე­ბა დაბ­რუნ­დეთ ძველ სამ­სა­ხურ­ში, ან მი­უბ­რუნ­დეთ ძველ პრო­ექ­ტებს, მი­ტო­ვე­ბულ შე­მოქ­მე­დე­ბით იდე­ებს.

ახლა რეტ­როგ­რა­დულ სვლას ვე­ნე­რა თხის რქა­ში გა­ა­კე­თებს. წლე­ბის წინ ასეთ მო­ნაკ­ვე­თი მან გა­ი­ა­რა 2013 წლის 22 დე­კემ­ბრი­დან 2014 წლის 31 იან­ვრამ­დე გა­იხ­სე­ნეთ, რა მოხ­და მა­შინ თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში სა­ყიდ­ლე­ბის, ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სი­ლა­მა­ზის სფე­რო­ებ­ში.

რეტ­როგ­რა­დუ­ლი ვე­ნე­რას დროს არ გირ­ჩევთ და­ქორ­წი­ნე­ბას: შე­იძ­ლე­ბა მა­ლე­ვე გან­ქორ­წინ­დეთ ან მიხ­ვდეთ, რომ საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან ურ­თი­ერ­თო­ბა სი­ა­მოვ­ნე­ბას არ გა­ი­ნი­ჭებთ. ამ დროს არც ნიშ­ნო­ბას გირ­ჩევთ. მო­ე­რი­დეთ ექ­სპე­რი­მენ­ტებს ჩაც­მუ­ლო­ბა­ში, გა­რეგ­ნო­ბა­სა და ვარ­ცხნი­ლო­ბა­ში. მო­ე­რი­დეთ ფუ­ლის და­ბან­დე­ბას, ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ნივ­თე­ბის (ძვირ­ფა­სე­უ­ლო­ბის) შე­ძე­ნას. აგ­რეთ­ვე, არ გირ­ჩევთ არც ვა­ლის აღე­ბას, შე­იძ­ლე­ბა გა­გი­ჭირ­დეთ დაბ­რუ­ნე­ბა და არც გა­ცე­მას, შე­იძ­ლე­ბა სულ და­კარ­გოთ ფული. ნუ გახ­სნით სი­ლა­მა­ზი­სა და სამ­კერ­ვა­ლო სა­ლონს, ტან­საც­მლის მა­ღა­ზი­ას, ეს­თე­ტი­კურ ცენ­ტრს და სა­კონ­დიტ­რო­საც - ვე­ნე­რა გე­მოვ­ნე­ბა­ში ტკბი­ლის სიმ­ბო­ლოა.

და­აკ­ვირ­დით პე­რი­ო­დებს 11-15, 24-28 დე­კემ­ბე­რი და 2022 წლის 28 თე­ბერ­ვა­ლი-3 მარ­ტი. ამ დროს რეტ­როგ­რა­დუ­ლი ვე­ნე­რა თხის რქა­ში შეხ­ვდე­ბა პლუ­ტონს. ეს უკა­ნას­კნე­ლი არის მკაც­რი ქი­რურ­გი და მო­გა­ცი­ლებთ ყვე­ლა­ფერ იმას, რა­მაც თა­ვი­სი თავი ამო­წუ­რა. სე­რი­ო­ზუ­ლი ტრანსფორ­მა­ცია გვე­ლის ფი­ნან­სე­ბი­სა და სიყ­ვა­რუ­ლის თე­მებ­ში. გა­და­ყა­რეთ და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მო­სი, მო­ი­ცი­ლეთ უსარ­გებ­ლო ნივ­თე­ბი. გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვით გა­და­ი­კე­თოთ ადრე გა­კე­თე­ბუ­ლი ოპე­რა­ცია.

2022 წლის 9 იან­ვარს ვე­ნე­რა შეხ­ვდე­ბა მზეს და გა­მო­ა­ნა­თებს თა­ვის ყვე­ლა სა­უ­კე­თე­სო თვი­სე­ბას. ეს არის კარ­გი დღე სურ­ვი­ლის ჩა­სა­ფიქ­რებ­ლა­დაც. სხვა­თა შო­რის, სურ­ვი­ლის ჩა­სა­ფიქ­რებ­ლად, რა თქმა უნდა, სიყ­ვა­რუ­ლის თე­მა­ზე, 5 იან­ვა­რიც სა­უ­კე­თე­სო დღეა.

რაც შე­ე­ხე­ბა რეტ­როგ­რა­დუ­ლი ვე­ნე­რას გავ­ლე­ნას ფი­ზი­კურ დო­ნე­ზე. ვე­ნე­რა რომ ტკბი­ლე­უ­ლია უკვე ვთქვი. შე­ამ­ცი­რეთ ტკბი­ლე­უ­ლი­სა და ფქვი­ლე­უ­ლის ჭამა, ლუ­დის სმა. აკონ­ტრო­ლეთ ჰორ­მო­ნა­ლუ­რი ფონი, მო­უფრ­თხილ­დით თირკმე­ლებს, რეპ­რო­დუქ­ცი­ულ სის­ტე­მას.

ვის­ზე იმოქ­მე­დებს რეტ­როგ­რა­დუ­ლი ვე­ნე­რა ყვე­ლა­ზე მე­ტად? პირ­ველ რიგ­ში, რა თქმა უნდა, თხის რქებ­ზე და გან­სა­კუთ­რე­ბით მათ­ზე, ვინც და­ბა­დე­ბის დღეს აღ­ნიშ­ნავს პირ­ველ-16 იან­ვარს. 2-19 ივ­ლისს და­ბა­დე­ბულ კირჩხი­ბებ­ზე; 31 მარ­ტი­დან 16 აპ­რი­ლის შუ­ა­ლედ­ში და­ბა­დე­ბულ ვერ­ძებ­სა და სას­წო­რებ­ზე, გან­სა­კუთ­რე­ბით მათ­ზე, ვისი და­ბა­დე­ბის დღეც უწევს: 3-20 ოქ­ტომ­ბრის პე­რი­ოდ­ში. აგ­რეთ­ვე, პირ­ველ-17 მარტს და­ბა­დე­ბულ თევ­ზებ­სა და 3-19 ნო­ემ­ბერს და­ბა­დე­ბულ მო­რი­ე­ლებ­ზე; პირ­ველ-17 მა­ისს და­ბა­დე­ბულ კუ­რო­ზე; 3-19 სექ­ტემ­ბერს და­ბა­დე­ბულ ქალ­წუ­ლებ­ზე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

არ დაქორწინდეთ: სიყვარულის პლანეტა ვენერა რეტროგრადული ხდება

არ დაქორწინდეთ: სიყვარულის პლანეტა ვენერა რეტროგრადული ხდება

ასტროლოგიაში ვენერა სილამაზის, სიყვარულისა და ფულის პლანეტაა. ახლა იგი კონსერვატიულ, სერიოზულ და თავშეკავებულ თხის რქაშია. 19 დეკემბრიდან კი რეტროგრადულ სვლას დაიწყებს თხის რქის 26-ე გრადუსიდან და დაბრუნდება მე-11-ში, 2022 წლის 29 იანვრამდე.

ვენერა ასტროლოგიაში არის ყველაფერი, რაც მომწონს (გემოვნური თვისებები, ჩაცმულობა, ვარცხნილობა, ადამიანები), რაც სიამოვნებასა და კომფორტს მანიჭებს. ჩვენი ღირებულებები. ამასთან ფინანსებსაც განაგებს და სილამაზესაც. ვენერას რეტროგრადული სვლის დროს ახალი ურთიერთობების დაწყებას პლასტიკური ოპერაციების და სილამაზის ნემსების გაკეთებას არ გირჩევთ. ეს პერიოდი უმჯობესია, დაუთმოთ არსებული კავშირების გაუმჯობესებას, გადაფასების, გადაკეთების დროა (თუნდაც ადრე ნაყიდი სამოსის). ან სულაც დრომოჭმული რომანტიკული კავშირის დასრულების. ღირებულებების გადაფასების - ადრე მომწონდა ახლა გემოვნება შემეცვალა.

რადგან ვენერა გრძნობების, ურთიერთობებისა და სიყვარულის პლანეტაა, გამორიცხული არაა, ყოფილებთან შეგახვედროთ. ახალი ძალით იფეთქოს ძველმა გრძნობამ. აი, აღადგენთ თუ არა მათთან კავშირს ეს უკვე თქვენზე და თქვენს ნატალურ რუკაზეა დამოკიდებული. მობრუნებულ ადამიანთან უნდა გადახედოთ თქვენს ურთიერთობას, გამოასწოროთ, დაასრულოთ, მიიღოთ ის შედეგი, რაც განშორების გამო ვერ მიიღეთ.

ვენერა არის ფინანსებიც და რეტროგრადული სვლის დროს დაფიქრდებით: მაკმაყოფილებს ჩემი შემოსავალი, რა უნდა მოვიმოქმედო, რომ გავიუმჯობესო ჩემი მატერიალური მდგომარეობა. შეიძლება დაბრუნდეთ ძველ სამსახურში, ან მიუბრუნდეთ ძველ პროექტებს, მიტოვებულ შემოქმედებით იდეებს.

ახლა რეტროგრადულ სვლას ვენერა თხის რქაში გააკეთებს. წლების წინ ასეთ მონაკვეთი მან გაიარა 2013 წლის 22 დეკემბრიდან 2014 წლის 31 იანვრამდე გაიხსენეთ, რა მოხდა მაშინ თქვენს ცხოვრებაში საყიდლების, ურთიერთობების სილამაზის სფეროებში.

რეტროგრადული ვენერას დროს არ გირჩევთ დაქორწინებას: შეიძლება მალევე განქორწინდეთ ან მიხვდეთ, რომ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა სიამოვნებას არ გაინიჭებთ. ამ დროს არც ნიშნობას გირჩევთ. მოერიდეთ ექსპერიმენტებს ჩაცმულობაში, გარეგნობასა და ვარცხნილობაში. მოერიდეთ ფულის დაბანდებას, ძვირად ღირებული ნივთების (ძვირფასეულობის) შეძენას. აგრეთვე, არ გირჩევთ არც ვალის აღებას, შეიძლება გაგიჭირდეთ დაბრუნება და არც გაცემას, შეიძლება სულ დაკარგოთ ფული. ნუ გახსნით სილამაზისა და სამკერვალო სალონს, ტანსაცმლის მაღაზიას, ესთეტიკურ ცენტრს და საკონდიტროსაც - ვენერა გემოვნებაში ტკბილის სიმბოლოა.

დააკვირდით პერიოდებს 11-15, 24-28 დეკემბერი და 2022 წლის 28 თებერვალი-3 მარტი. ამ დროს რეტროგრადული ვენერა თხის რქაში შეხვდება პლუტონს. ეს უკანასკნელი არის მკაცრი ქირურგი და მოგაცილებთ ყველაფერ იმას, რამაც თავისი თავი ამოწურა. სერიოზული ტრანსფორმაცია გველის ფინანსებისა და სიყვარულის თემებში. გადაყარეთ დაზიანებული სამოსი, მოიცილეთ უსარგებლო ნივთები. გამორიცხული არაა ქირურგიული ჩარევით გადაიკეთოთ ადრე გაკეთებული ოპერაცია.

2022 წლის 9 იანვარს ვენერა შეხვდება მზეს და გამოანათებს თავის ყველა საუკეთესო თვისებას. ეს არის კარგი დღე სურვილის ჩასაფიქრებლადაც. სხვათა შორის, სურვილის ჩასაფიქრებლად, რა თქმა უნდა, სიყვარულის თემაზე, 5 იანვარიც საუკეთესო დღეა.

რაც შეეხება რეტროგრადული ვენერას გავლენას ფიზიკურ დონეზე. ვენერა რომ ტკბილეულია უკვე ვთქვი. შეამცირეთ ტკბილეულისა და ფქვილეულის ჭამა, ლუდის სმა. აკონტროლეთ ჰორმონალური ფონი, მოუფრთხილდით თირკმელებს, რეპროდუქციულ სისტემას.

ვისზე იმოქმედებს რეტროგრადული ვენერა ყველაზე მეტად? პირველ რიგში, რა თქმა უნდა, თხის რქებზე და განსაკუთრებით მათზე, ვინც დაბადების დღეს აღნიშნავს პირველ-16 იანვარს. 2-19 ივლისს დაბადებულ კირჩხიბებზე; 31 მარტიდან 16 აპრილის შუალედში დაბადებულ ვერძებსა და სასწორებზე, განსაკუთრებით მათზე, ვისი დაბადების დღეც უწევს: 3-20 ოქტომბრის პერიოდში. აგრეთვე, პირველ-17 მარტს დაბადებულ თევზებსა და 3-19 ნოემბერს დაბადებულ მორიელებზე; პირველ-17 მაისს დაბადებულ კუროზე; 3-19 სექტემბერს დაბადებულ ქალწულებზე.