ივლისი ე.წ. სამეფო თვის სიმბოლიკითაც ხასიათდება. ივლისის თავდაპირველ სახელწოდებად, ქუინტილუს Quintilis (ლათ. quintus – «ხუთი») იყო მიჩნეული. თუმცა უკვე ჩვ. წელთაღრიცხვამდე 45 წელს, ოქტავიანე ავგუსტუსის ინიციატივით ამ თვეს სახელი შეეცვალა და იწოდა ივლისად, ოქტავიანეს წინამორბედის – რომის იმპერატორ იულიუს ცეზარის პატივსაცემად, რომელიც სწორედ ამ თვეში გახლდათ დაბადებული. ასტროლოგიური თვალსაზრისით, ივლისი ორ ზოდიაქოს ნიშანს – კირჩხიბსა და ლომს აერთიანებს, ორივე მათგანი კი თავის მხრივ სრულად ამართლებს ივლისის პერსონიფიკაციას – კირჩხიბი თავისი სულიერი სითბოთი და ემოციურობით, ლომი კი დიდსულოვნებითა და მეფური ხასიათით.
როგორია 28 ივლისს დაბადებული ადამიანი
28 ივლისს დაბადებული ადამიანები ლიდერული ხასიათითა და სამსახიობო ნიჭით არიან დაჯილდოებულნი. მათ უყვართ საყოველთაო ყურადღების ცენტრში ყოფნა და ყველაფერს აკეთებენ საიმისოდ, რომ პუბლიკის აღტაცება დაიმსახურონ. მათი ნაკლი მოუთმენლობა და სიფიცხეა. სწორედ ამ თვისებების გამო ხდება ხოლმე ისე, რომ ეს ადამიანები ზოგჯერ საზოგადოების მხრიდან კრიტიკის ობიექტად იქცევიან ხოლმე.