მსოფლიო
სამართალი

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ახალი კვლევის თანახმად, ცხვირის ქექვა შესაძლოა, ალცჰაიმერის რისკს ზრდიდეს
ახალი კვლევის თანახმად, ცხვირის ქექვა შესაძლოა, ალცჰაიმერის რისკს ზრდიდეს

2022 წელს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ­მა კვლე­ვამ გა­მო­ავ­ლი­ნა კავ­ში­რი ცხვი­რის ქექ­ვა­სა და დე­მენ­ცი­ის გან­ვი­თა­რე­ბის რისკს შო­რის - თაგ­ვებ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის სა­ფუძ­ველ­ზე, მეც­ნი­ე­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ბაქ­ტე­რი­ას ცხვირ­ში არ­სე­ბუ­ლი ყნოს­ვი­თი ნერ­ვის გავ­ლით ტვინ­ში მოხ­ვედ­რა შე­უძ­ლია.

ჯექ­სო­ნის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბი­ო­ლო­გი­ის პრო­ფე­სო­რის და მო­ლე­კუ­ლუ­რი ვირუ­სო­ლო­გის, სედ­რიკ ბაკ­ლის თქმით, ცხვი­რის ქექ­ვას ცხვი­რის ღრუ­ე­ბის თხე­ლი ეპი­თე­ლი­უ­მის გარ­სე­ბის და­ზი­ა­ნე­ბა და მათ­ში პა­ტა­რა ნაპ­რა­ლე­ბის გა­ჩე­ნა შე­უძ­ლია.

"ამ ბა­რი­ე­რის და­ზი­ა­ნე­ბის შემ­დეგ, თქვე­ნი თითი პირ­და­პირ კა­პი­ლა­რულ კა­ლა­პოტს ეხე­ბა, რო­მე­ლიც ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბის გა­დამ­ტა­ნი ხდე­ბა", - გან­მარ­ტავს ის.

მკვლე­ვარ­თა ჯგუფ­მა ავ­სტრა­ლი­ის გრი­ფი­ტის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მეც­ნი­ერ­თა ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით ჩა­ა­ტა­რა ტეს­ტე­ბი ბაქ­ტე­რი­ა­ზე, სა­ხე­ლად Chlamydia pneumoniae , რო­მელ­საც პნევ­მო­ნი­ის გა­მოწ­ვე­ვა შე­უძ­ლია.

ბაქ­ტე­რია ასე­ვე აღ­მო­ჩე­ნი­ლია ალ­ცჰა­ი­მე­რით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის ტვინ­ში.

"პირ­ვე­ლე­ბი ვართ, რომ­ლებ­მაც ვაჩ­ვე­ნეთ, რომ Chlamydia pneumoniae-ს ცხვი­რი­დან პირ­და­პირ ტვინ­ში მოხ­ვედ­რა შე­უძ­ლია, სა­დაც ალ­ცჰა­ი­მე­რის და­ა­ვა­დე­ბის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელ პა­თო­ლო­გი­ებს აყა­ლი­ბებს. ეს თაგ­ვე­ბის მო­დელ­ში შევ­ნიშ­ნეთ და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი მი­უ­თი­თებს, რომ მსგავ­სი რამ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვი­საც პო­ტენ­ცი­უ­რად სა­ში­შია", - ამ­ბო­ბენ მეც­ნი­ე­რე­ბი.

და­გეგ­მი­ლია ადა­მი­ა­ნებ­ში იგი­ვე კვლე­ვე­ბის ჩა­ტა­რე­ბა - მაგ­რამ მა­ნამ­დე მკვლე­ვა­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ცხვი­რის ქექ­ვა და ცხვი­რის თმის ამო­ღე­ბა "არ არის კარ­გი იდეა", რად­გან ის პო­ტენ­ცი­ურ ზი­ანს აყე­ნებს დამ­ცავ ქსო­ვილს.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

ახალი კვლევის თანახმად, ცხვირის ქექვა შესაძლოა, ალცჰაიმერის რისკს ზრდიდეს

ახალი კვლევის თანახმად, ცხვირის ქექვა შესაძლოა, ალცჰაიმერის რისკს ზრდიდეს

2022 წელს გამოქვეყნებულმა კვლევამ გამოავლინა კავშირი ცხვირის ქექვასა და დემენციის განვითარების რისკს შორის - თაგვებზე ჩატარებული კვლევის საფუძველზე, მეცნიერები ამბობენ, რომ ბაქტერიას ცხვირში არსებული ყნოსვითი ნერვის გავლით ტვინში მოხვედრა შეუძლია.

ჯექსონის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის პროფესორის და მოლეკულური ვირუსოლოგის, სედრიკ ბაკლის თქმით, ცხვირის ქექვას ცხვირის ღრუების თხელი ეპითელიუმის გარსების დაზიანება და მათში პატარა ნაპრალების გაჩენა შეუძლია.

"ამ ბარიერის დაზიანების შემდეგ, თქვენი თითი პირდაპირ კაპილარულ კალაპოტს ეხება, რომელიც ვირუსული ინფექციების გადამტანი ხდება", - განმარტავს ის.

მკვლევართა ჯგუფმა ავსტრალიის გრიფიტის უნივერსიტეტის მეცნიერთა ხელმძღვანელობით ჩაატარა ტესტები ბაქტერიაზე, სახელად Chlamydia pneumoniae , რომელსაც პნევმონიის გამოწვევა შეუძლია.

ბაქტერია ასევე აღმოჩენილია ალცჰაიმერით დაავადებული ადამიანის ტვინში.

"პირველები ვართ, რომლებმაც ვაჩვენეთ, რომ Chlamydia pneumoniae-ს ცხვირიდან პირდაპირ ტვინში მოხვედრა შეუძლია, სადაც ალცჰაიმერის დაავადებისთვის დამახასიათებელ პათოლოგიებს აყალიბებს. ეს თაგვების მოდელში შევნიშნეთ და მტკიცებულებები მიუთითებს, რომ მსგავსი რამ ადამიანებისთვისაც პოტენციურად საშიშია", - ამბობენ მეცნიერები.

დაგეგმილია ადამიანებში იგივე კვლევების ჩატარება - მაგრამ მანამდე მკვლევარები ამბობენ, რომ ცხვირის ქექვა და ცხვირის თმის ამოღება "არ არის კარგი იდეა", რადგან ის პოტენციურ ზიანს აყენებს დამცავ ქსოვილს.

წყარო