მაისის თვე ძველბერძნული ქალღმერთის – მაიას სახელს უკავშირდება, რომელიც თავის მხრივ ნაყოფიერების, ქალურობისა და შვილიერების სიმბოლოდ ითვლებოდა ბერძნებში. ასტროლოგიურად კი მაისი, ორ რადიკალურად განსხვავებულ ზოდიაქოს ნიშანს: კუროსა და ტყუპს აერთიანებს. აქედან გამომდინარე ამ თვეში დაბადებული ადამიანები, ერთდროულად არიან ცვალებადებიც და პრინციპულებიც, კონსერვატორებიც და ნოვატორებიც. და რაც მთავარია, ნებისმიერი მაისის ადამიანი ასხივებს ძლიერ სასიცოცხლო ენერგეტიკას და უშრეტ ოპტიმიზმს, რაც ზუსტად შეესიტყვება ამ თვეს. მაისი ხომ სიცოცხლის გამოღვიძების, ახლის საწყისის და აღორძინების სიმბოლოა.
როგორია 25 მაისს დაბადებული ადამიანი
25 მაისს დაბადებული ადამიანები ამბიციურები და უზომოდ პატივმოყვარეები არიან. ისინი პატარა ასაკიდან გამოირჩევიან თანატოლებში ლიდერობის სიყვარულით. უფრო დიდ ასაკში კი ყველაფერს აკეთებენ საიმისოდ, რომ გარშემო მყოფთა შორის დომინანტური პოზიცია დაიკავონ. თუმცა, კარგი იქნება ახსოვდეთ, რომ წარმატება, რომელსაც ისინი ხშირ შემთხვევაში აღწევენ კიდეც ცხოვრებაში, ახლობლების დახმარებისა და თანადგომის ხარჯზე მოდის მათთან.