ივნისის თვეს სხვაგვარად ქალღმერთ იუნონას თვედაც მოიხსენიებენ. იუნონა რომაულ მითოლოგიაში ქორწინების, დედობისა და ზოგადად ქალური საწყისის მფარველ ღვთაებად ითვლებოდა. მისი პროტოტიპი ბერძნულ მითოლოგიაშიც გვხვდება ქალღმერთი ჰერას სახით. ასტროლოგიურად კი იუნონა პარტნიორულ ურთიერთობებს განაგებს. მისი ტრანზიტები მიანიშნებს ქორწინების, განქორწინების ალბათობას ან ოჯახური სიტუაციის მოსალოდნელ ცვლილებებს. იუნონას მფარველობაში მყოფი ივნისის თვე კი, ორ საკმაოდ განსხვავებულ ზოდიაქოს ნიშანს აერთიანებს. მოუსვენარ, კომუნიკაბელურ, ცნობისმოყვარე და ცოტა არ იყოს ზედაპირულ ტყუპს და ფრთხილ, ბუტია, უზომოდ სენსიტიურ კირჩხიბს.
როგორია 24 ივნისს დაბადებული ადამიანი
24 ივნისს დაბადებული ადამიანები, უზომოდ შრომისმოყვარე და წინდახედული ინდივიდები არიან. მათ აქვთ შესანიშნავი წარმოსახვა და მდიდარი ფანტაზიის უნარი. ამიტომ მათი ნიჭი ხშირად ფართო საზოგადოების მხრიდანაც უშუალო დაინტერესების საგანი ხდება. თუმცა, სასურველია თუ ეს ადამიანები, წინდახედულად გამოიყენებენ საკუთარ რესურსებს, რადგან ალბათობა იმისა, რომ ვინმე მათი გულწრფელობით ბოროტად ისარგებლებს საკმაოდ დიდია.