ივლისი ე.წ. სამეფო თვის სიმბოლიკითაც ხასიათდება. ივლისის თავდაპირველ სახელწოდებად, ქუინტილუს Quintilis (ლათ. quintus – «ხუთი») იყო მიჩნეული. თუმცა უკვე ჩვ. წელთაღრიცხვამდე 45 წელს, ოქტავიანე ავგუსტუსის ინიციატივით ამ თვეს სახელი შეეცვალა და იწოდა ივლისად, ოქტავიანეს წინამორბედის – რომის იმპერატორ იულიუს ცეზარის პატივსაცემად, რომელიც სწორედ ამ თვეში გახლდათ დაბადებული. ასტროლოგიური თვალსაზრისით, ივლისი ორ ზოდიაქოს ნიშანს – კირჩხიბსა და ლომს აერთიანებს, ორივე მათგანი კი თავის მხრივ სრულად ამართლებს ივლისის პერსონიფიკაციას – კირჩხიბი თავისი სულიერი სითბოთი და ემოციურობით, ლომი კი დიდსულოვნებითა და მეფური ხასიათით.
როგორია 24 ივლისს დაბადებული ადამიანი
24 ივლისს დაბადებული ადამიანები ქარიზმატულები და დახვეწილები არიან. მათ აქვთ გასაოცარი უნარი სხვებს მისცენ ცხოვრების სტიმული და ამა თუ იმ თამამი ქმედებისკენ წაახალისონ კიდეც. ამ ადამიანების მთავარი პრობლემა არის ის, რომ მათ ძალიან უჭირთ ყოველდღიურ რუტინასთან შეგუება, რის გამოც ხშირად არცთუ უხიფათო ისტორიებში ყოფენ თავს.