ივნისის თვეს სხვაგვარად ქალღმერთ იუნონას თვედაც მოიხსენიებენ. იუნონა რომაულ მითოლოგიაში ქორწინების, დედობისა და ზოგადად ქალური საწყისის მფარველ ღვთაებად ითვლებოდა. მისი პროტოტიპი ბერძნულ მითოლოგიაშიც გვხვდება ქალღმერთი ჰერას სახით. ასტროლოგიურად კი იუნონა პარტნიორულ ურთიერთობებს განაგებს. მისი ტრანზიტები მიანიშნებს ქორწინების, განქორწინების ალბათობას ან ოჯახური სიტუაციის მოსალოდნელ ცვლილებებს. იუნონას მფარველობაში მყოფი ივნისის თვე კი, ორ საკმაოდ განსხვავებულ ზოდიაქოს ნიშანს აერთიანებს. მოუსვენარ, კომუნიკაბელურ, ცნობისმოყვარე და ცოტა არ იყოს ზედაპირულ ტყუპს და ფრთხილ, ბუტია, უზომოდ სენსიტიურ კირჩხიბს.
როგორია 21 ივნისს დაბადებული ადამიანი
21 ივნისს დაბადებული ადამიანები ენერგიულები და მოძრავები არიან. მათ უყვართ აქტიური ცხოვრება და ცდილობენ მაქსიმუმი მიიღონ მისგან. თუმცა მათი ეს ჰიპერაქტიურობა ხშირად იწვევს ემოციურ გადაღლას და ნერვოზულ მდგომარეობას. რის გამოც არაერთი მავნე თვისება უყალიბდებათ (მაგ. ალკოჰოლიზმი, ტრანკვილიზატორებზე დამოკიდებულება და ა.შ).