მაისის თვე ძველბერძნული ქალღმერთის – მაიას სახელს უკავშირდება, რომელიც თავის მხრივ ნაყოფიერების, ქალურობისა და შვილიერების სიმბოლოდ ითვლებოდა ბერძნებში. ასტროლოგიურად კი მაისი, ორ რადიკალურად განსხვავებულ ზოდიაქოს ნიშანს: კუროსა და ტყუპს აერთიანებს. აქედან გამომდინარე ამ თვეში დაბადებული ადამიანები, ერთდროულად არიან ცვალებადებიც და პრინციპულებიც, კონსერვატორებიც და ნოვატორებიც. და რაც მთავარია, ნებისმიერი მაისის ადამიანი ასხივებს ძლიერ სასიცოცხლო ენერგეტიკას და უშრეტ ოპტიმიზმს, რაც ზუსტად შეესიტყვება ამ თვეს. მაისი ხომ სიცოცხლის გამოღვიძების, ახლის საწყისის და აღორძინების სიმბოლოა.
როგორია 18 მაისს დაბადებული ადამიანი
18 მაისს დაბადებული ადამიანები, ლოგიკური აზროვნების უნარითა და პრაქტიკულობით გამოირჩევიან. მათ საკმაოდ უადვილდებათ დასახული მიზნისკენ სწრაფვა, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ყოველთვის გააჩნიათ უნარი საკუთარი მოსაზრების სიმყარე, არგუმენტირებულად დაასაბუთონ.