ივნისის თვეს სხვაგვარად ქალღმერთ იუნონას თვედაც მოიხსენიებენ. იუნონა რომაულ მითოლოგიაში ქორწინების, დედობისა და ზოგადად ქალური საწყისის მფარველ ღვთაებად ითვლებოდა. მისი პროტოტიპი ბერძნულ მითოლოგიაშიც გვხვდება ქალღმერთი ჰერას სახით. ასტროლოგიურად კი იუნონა პარტნიორულ ურთიერთობებს განაგებს. მისი ტრანზიტები მიანიშნებს ქორწინების, განქორწინების ალბათობას ან ოჯახური სიტუაციის მოსალოდნელ ცვლილებებს. იუნონას მფარველობაში მყოფი ივნისის თვე კი, ორ საკმაოდ განსხვავებულ ზოდიაქოს ნიშანს აერთიანებს. მოუსვენარ, კომუნიკაბელურ, ცნობისმოყვარე და ცოტა არ იყოს ზედაპირულ ტყუპს და ფრთხილ, ბუტია, უზომოდ სენსიტიურ კირჩხიბს.
როგორია 14 ივნისს დაბადებული ადამიანი
14 ივნისს დაბადებული ადამიანები სიმამაცითა და ოპონირების გასაოცარი უნარით გამოირჩევიან. მათი უმრავლესობა თავგამოდებით იბრძვის საკუთარი იდეებისა და შეხედულებების დასაცავად, მაშინაც კი, როცა გამარჯვების შანსები საკმაოდ მცირეა. ამბიციური ხასიათის გამო კი, არცთუ იშვიათად იძენენ მტრებსა და არაკეთილისმსურველებს.