სპორტი
კონფლიქტები
საზოგადოება

23

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვერძი ქალი
ვერძი ქალი

სტა­ტის­ტი­კის მი­ხედ­ვით, ვერ­ძის ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნით ყვე­ლა­ზე მეტი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და ძლი­ე­რი ხა­სი­ა­თის ქალი ევ­ლი­ნე­ბა ქვე­ყა­ნას. თუმ­ცა, პლა­ნე­ტა მარ­სის მა­მა­კა­ცუ­რი ენერ­გე­ტი­კის გავ­ლე­ნა, რო­მე­ლიც ვერძ ქალს და­ბა­დე­ბი­დან მტკი­ცე ხა­სი­ა­თის ფორ­მი­რე­ბა­ში უწყობს ხელს, სუ­ლაც არ ნიშ­ნავს იმას, რომ ეს მათ გა­რეგ­ნულ მა­ხა­სი­ა­თებ­ლებ­ზეც აი­სა­ხე­ბა. უფრო პი­რი­ქით, ბევ­რი ვერ­ძი ქალი, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ქა­ლუ­რი მომ­ხიბ­ვლე­ლო­ბით და შარ­მი­თაა და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი, რაც მათ მმარ­თვე­ლი პლა­ნე­ტა მარ­სის მა­მა­კა­ცურ ენერ­გე­ტი­კას­თან ერ­თად, კა­რი­ე­რუ­ლი მწვერ­ვა­ლე­ბის და­პყრო­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა. გა­მორ­ჩე­უ­ლი თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბა, სი­ა­მა­ყე და სა­კუ­თა­რი თა­ვის რწმე­ნის გა­სა­ო­ცა­რი უან­რი, ვერძ ქალს გა­მუდ­მე­ბით უბიძ­გებს იმის­კენ, რომ მიღ­წე­უ­ლით არა­სო­დეს დაკ­მა­ყო­ფილ­დეს და ახალ-ახალ სირ­თუ­ლე­ებს შე­ე­ჭი­დოს.

ვერ­ძე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ძალ­ზე იმ­პულ­სუ­რია და გუ­ლის კარ­ნა­ხით უფრო უად­ვილ­დე­ბა ცხოვ­რე­ბა ვიდ­რე გო­ნე­ბით. სწო­რედ ამის მი­ზე­ზია, ხში­რად მათ უხა­სი­ა­თო­ბა­ზე მო­ა­რუ­ლი გა­მო­ნათ­ქვა­მი. ცვა­ლე­ბა­დო­ბა და ად­ვი­ლად აღ­გზნე­ბა­დო­ბა, არ­ცთუ იშ­ვი­ა­თად უშ­ლის ვერძ ქალს ხელს იმა­ში, რომ გარ­შე­მო მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბი და ხალ­ხი ობი­ექ­ტუ­რად შე­ა­ფა­სოს, ამი­ტომ იგი ად­ვი­ლად ახერ­ხებს მტრე­ბის შე­ძე­ნას, რაც მას თა­ვის მხრივ დი­დად არც ადარ­დებს. სა­ნამ, ეს ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი მტრე­ბი მის ძვირ­ფას თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბას არ შე­ე­ხე­ბი­ან.

მარ­სით მარ­თუ­ლი ეს ქალ­ბა­ტო­ნი, და­ბა­დე­ბი­დან ლი­დე­რო­ბის მოყ­ვა­რუ­ლი და თავ­ნე­ბაა. ხში­რად იგი, მა­მა­კაც­ზე მეტი ამ­ტა­ნო­ბი­თა და პრინ­ცი­პუ­ლო­ბი­თაც კი გა­მო­ირ­ჩე­ვა, რაც და­მე­თან­ხმე­ბით, სა­უ­კე­თე­სო თვი­სე­ბაა კა­რი­ე­რა­ში წარ­მა­ტე­ბის მი­საღ­წე­ვად. თუმ­ცა, დიდი მუხ­რუ­ჭია ქა­ლის­თვის, პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის მო­სა­წყო­ბად. აბა, რო­მელ მა­მა­კაცს მო­ე­წო­ნე­ბა ქალი, რო­მე­ლიც გა­მუდ­მე­ბით ახ­დენს იმის დე­მონ­სტრი­რე­ბას, რომ ამ უკა­ნას­კნელ­ზე ძლი­ე­რი და ჭკვი­ა­ნია. თუმ­ცა აქვე მინ­და ვთქვა ისიც, რომ ხა­სა­ი­თის სიმ­ტკი­ცე და გა­მოკ­ვე­თი­ლი ლი­დე­რუ­ლი თვი­სე­ბე­ბი, სუ­ლაც არ უშ­ლის ვერძ ქალს ხელს, იმა­ში რომ გუ­ლის სიღ­რმე­ში რო­მან­ტი­კო­სად და გა­მო­უს­წო­რე­ბელ იდე­ა­ლის­ტად დარ­ჩეს მთე­ლი ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე. მა­მა­კა­ცებ­მა რომ იცოდ­ნენ, თუ რამ­დე­ნად მტვრე­ვა­დია იგი ში­ნა­გა­ნად, მი­უ­ხე­და­ვად თა­ვი­სი ამ "ჟან­დარ­მის" იმი­ჯი­სა, ალ­ბათ უფრო გა­გე­ბით მო­ე­კი­დე­ბოდ­ნენ მის პე­რი­ო­დულ პო­ხონ­დრი­ებს.

ვერ­ძი ქალი უზო­მოდ ენერ­გი­უ­ლი, კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რი და მო­უს­ვე­ნა­რია. იგი ხში­რა­დაა მხურ­ვა­ლე რო­მა­ნის გმი­რი და არც თუ იშ­ვი­ა­თად ხდე­ბა ე.წ. "სა­ბე­დის­წე­რო სა­სიყ­ვა­რუ­ლო სამ­კუ­თხე­დის" პერ­სო­ნა­ჟიც. თავ­გა­და­სავ­ლე­ბი­სა და რის­კის სიყ­ვა­რუ­ლის გამო, მას შე­უძ­ლია სა­ერ­თოდ ფე­ხებ­ზე და­ი­კი­დოს გარ­შე­მო მყოფ­თა აზრი და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მი­ღე­ბულ-გა­ბა­ტო­ნე­ბუ­ლი ნორ­მე­ბი. თუმ­ცა, თუკი საქ­მე, ხან­მოკ­ლე გა­ტა­ცე­ბას ეხე­ბა (რაც ვერ­ძი ქა­ლის ცხოვ­რე­ბა­ში საკ­მა­ოდ ხში­რია), სა­სურ­ვე­ლი ობი­ექ­ტის ხელ­ში ჩაგ­დე­ბის შემ­დეგ (ვერ­ძის­თვის მი­უღ­წე­ვე­ლი მი­ზა­ნი არ არ­სე­ბობს!) მისი მარ­სი­ა­ნუ­ლი ცე­ცხლი საკ­მა­ოდ მალე ქრე­ბა და იგი სას­წრა­ფოდ უბ­რუნ­დე­ბა მის­თვის ესო­დენ მნიშ­ვნე­ლო­ვან, კა­რი­ე­რულ ას­პა­რეზს.

რო­გორც წესი, ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბულ ქა­ლებს, ას­ტრო­ლო­გე­ბი ურ­ჩე­ვენ ოჯა­ხი მაქ­სი­მა­ლუ­რად გვი­ან ასაკ­ში შექ­მნან, რად­გან მათი ხა­სი­ა­თის ისე­თი თვი­სე­ბე­ბი, რო­გო­რი­ცაა და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბი­სად­მი გა­და­მე­ტე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი, გარ­შე­მო მყო­ფებ­ზე ბა­ტო­ნო­ბის მო­თხოვ­ნი­ლე­ბა (რა­საც ხში­რად, ბევ­რი მათ­გა­ნი ვერც კი აც­ნო­ბი­ე­რებს ბო­ლომ­დე) და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სპონ­ტა­ნუ­რად მი­ღე­ბა-ცვლი­ლე­ბის უნა­რი, შე­საძ­ლოა ად­რე­ულ ასაკ­ში შექ­მნი­ლი ოჯა­ხის ნგრე­ვის მი­ზე­ზი გახ­დეს. გა­საკ­ვი­რი არ არის ის ფაქ­ტიც, რომ ჩემ­თვის ნაც­ნობ ვერძ ქალ­ბა­ტო­ნებს შო­რის, ბევ­რია ისე­თი, ვი­საც არა­ერ­თი და ორი, არა­მედ სამი ქორ­წი­ნე­ბაც კი აქვს უკან მო­ტო­ვე­ბუ­ლი, თუმ­ცა სა­კუ­თა­რი, იდე­ა­ლის­ტუ­რი ბუ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ისევ და­ჟი­ნე­ბით ელის სა­ოც­ნე­ბო პრინცს და ეჭვი ოდ­ნა­ვა­დაც არ ეპა­რე­ბა იმა­ში, რომ იგი, მის ცხოვ­რე­ბა­ში, აუ­ცი­ლებ­ლად გა­მოჩ­ნდე­ბა.

ტი­პუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი - მსა­ხი­ო­ბი რიზ უი­ზერ­სპუ­ნი

Astrologia

მა­მა­კა­ცი, რო­მელ­საც ვერ­ძი ქალი და­ე­მორ­ჩი­ლე­ბა და რაც მთა­ვა­რია, შე­იყ­ვა­რებს, აუ­ცი­ლებ­ლად მას­ზე სუ­ლით ძლი­ე­რი და ჭკვი­ა­ნი უნდა იყოს. ამ ქა­ლის ხა­სი­ათ­ში, მი­უ­ხე­და­ვად პე­რი­ო­დუ­ლად გა­მოვ­ლე­ნი­ლი ბავ­შვუ­რი ჭირ­ვე­უ­ლო­ბი­სა, მარ­სის ცე­ცხლი ჭარ­ბობს, შე­სა­ბა­მი­სად, მის მო­სათ­ვი­ნი­ე­რებ­ლად საკ­მა­ოდ დიდი დრო და მოთ­მი­ნე­ბაა სა­ჭი­რო.

ვერ­ძი ქა­ლე­ბი, გა­რეგ­ნუ­ლი შარ­მი­სა და სექ­სუ­ა­ლუ­რი მომ­ხიბ­ვლე­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, პო­ლი­გა­მი­უ­რო­ბით ნაკ­ლე­ბად გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან. ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში, თუ მან ღა­ლატ­ზე წას­ვლა გა­და­წყვი­ტა, გულ­მარ­თა­ლი ბუ­ნე­ბა არ­მის­ცემს იმის სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ ყო­ფილ პარტნი­ორს ეს თა­ვად­ვე არ შე­ა­ტყო­ბი­ნოს და ორ­მა­გი თა­მა­ში დიდ­ხანს გა­აგ­რძე­ლოს. თუმ­ცა თუ ვერ­ძი პარტნი­ო­რის ღა­ლატ­ზე, შუ­რის­ძი­ე­ბის გამო მი­დის, არც მა­შინ და­უთ­მობს ვინ­მეს იმის სი­ა­მოვ­ნე­ბას, პირ­ველ­მა ახა­როს ექსს, თავ­ზე ამოწ­ვე­რი­ლი სიმ­პა­თი­უ­რი რქე­ბის შე­სა­ხებ. ისე­თი სი­ტყვე­ბის არსი და მნიშ­ვნე­ლო­ბა, რო­გო­რი­ცაა "თა­ნას­წო­რუფ­ლე­ბი­ა­ნო­ბა" და "და­მო­უ­კიდბ­ლო­ბა", ვერძ ქალს ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან აქვს გათ­ვით­ცნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი, თა­ნაც ზედ­მე­ტად კარ­გად და ნათ­ლად. ამი­ტომ იშ­ვი­ა­თად შეხ­ვდე­ბით ვერძს, რო­მე­ლიც სი­ნა­ზით, დამთმო­ბი ბუ­ნე­ბით ან ლო­ი­ა­ლუ­რო­ბით იქ­ნე­ბა გა­მორ­ჩე­უ­ლი და თუ მა­ინც შეხ­ვდით ასეთ ეგ­ზემპლარს, იცო­დეთ, რომ ეს მის პი­რად რუ­კა­ში სას­წო­რის ან კირჩხი­ბის დიდი გავ­ლე­ნის დამ­სა­ხუ­რე­ბა იქ­ნე­ბა. თუმ­ცა აქ­ტი­უ­რი ხა­სი­ა­თი და დი­ნა­მიზ­მი, ეს სწო­რედ ის თვი­სე­ბე­ბია, რი­თაც ვერ­ძი ქა­ლე­ბი, უმ­თავ­რე­სად იპყრო­ბენ სა­პი­რის­პი­რო სქე­სის ყუ­რა­დღე­ბას.

ვერ­ძი ქა­ლის მე­გობ­რე­ბი და თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი, არა­ერ­თგზის იქ­ნე­ბი­ან გა­ო­ცე­ბუ­ლი, ამ ქა­ლის სი­მა­მა­ცი­თა და შე­უ­ვა­ლო­ბით. მათ აქვთ გა­სა­ო­ცა­რი უნა­რი "იტივ­ტი­ვონ ზე­და­პირ­ზე" მა­ში­ნაც კი, როცა გარ­შე­მო და­ნარ­ჩე­ნე­ბი უმი­სა­მარ­თოდ იღუ­პე­ბი­ან. ვერ­ძე­ბის მოქ­ნი­ლო­ბა, ნე­ბის­მე­ირ ცხოვ­რე­ბი­სე­ულ სირ­თუ­ლეს თავი ოს­ტა­ტუ­რად და­აღ­წი­ონ, ხში­რად მარ­თლაც რომ გა­სა­ო­ცა­რია.

მა­მა­კაცს რო­მელ­საც სურ­ვი­ლი აქვს ცხოვ­რე­ბის მეგ­ზუ­რად ვერ­ძი ჰყავ­დეს გვერ­დით, მო­უ­წევს ურ­თი­ერ­თო­ბის სა­წყის ეტაპ­ზე­ვე გა­ა­ა­ნა­ლი­ზოს სა­კუ­თა­რი მოქ­მე­დე­ბის სქე­მა, რად­გან შუ­ა­ლე­დურ მიდ­გო­მას ეს ქალი ვერ აი­ტანს. ჩემი აზ­რით, ცნო­ბი­ლი ფრა­ზა: "ქალი ან უნდა გა­აღ­მერ­თო, ან უნდა მი­ა­ტო­ვო" ზუს­ტად ვერძ ქალ­ზეა ნათ­ქვა­მი. იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ თქვენ არ გე­ყო­ფათ ნე­ბის­ყო­ფა სა­ი­მი­სოდ, რომ ეს ქალი გულ­გრი­ლად მი­ა­ტო­ვოთ (თუნ­დაც მოკ­ლე ხნით, სა­ი­მი­სოდ, რომ მან სა­კუ­თა­რი ად­გი­ლი ის­წავ­ლოს თქვენ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში), გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, მის ხელ­ში უბ­რა­ლო სა­თა­მა­შოდ გა­და­იქ­ცე­ვით, რო­მელ­საც იგი, როცა მო­უნ­დე­ბა მა­შინ გა­და­აგ­დებს. თუმ­ცა, თუ თქვე­ნი ხა­სი­ა­თის თვი­სე­ბებ­ში, ამ­ბი­ცი­ე­ბი არა­ნაკ­ლებ სჭარ­ბობს ვიდ­რე მი­სა­ში, მა­შინ თა­მა­მად მო­კი­დეთ ამ ქა­ლის მორ­ჯუ­ლე­ბის საქ­მეს ხელი, და­მი­ჯე­რეთ, შე­დე­გი ამად ნამ­დვი­ლად ეღი­რე­ბა.

ვერ­ძი სა­უ­კე­თე­სო ცოლი იქ­ნე­ბა იმ კა­ტე­გო­რი­ის მა­მა­კა­ცის­თვის, ვინც ცხოვ­რე­ბის­გან ყო­ველ­თვის მაქ­სი­მუმს ელის და ახალ-ახა­ლი მწვერ­ვა­ლე­ბის და­ლაშ­ქვრის არ ეშე­ნია. ვერ­ძი ქა­ლე­ბის სა­სა­ხე­ლოდ უნდა ით­ქვას, რომ პე­რი­ო­დუ­ლად აუ­ტა­ნე­ლი ხა­სი­ა­თის გარ­და, მათ აქვთ ბევ­რი კარ­გი თვი­სე­ბაც, რო­მელ­საც პო­ზი­ტი­ურ გან­წყო­ბა­ზე ყოფ­ნი­სას ამ­ჟღავ­ნე­ბენ. ისი­ნი გა­მუდ­მე­ბით ცდი­ლო­ბენ აი­მაღ­ლონ ერუ­დი­ცი­ის დონე, რის ხარ­ჯზეც შე­სა­ნიშ­ნა­ვი კომ­პა­ნი­ო­ნე­ბი და სა­სი­ა­მოვ­ნო მო­სა­უბ­რე­ე­ბი არი­ან. ხშირ შემ­თხვევ­ში მათ სა­კუ­თა­რი, არ­ცთუ მცი­რე შე­მო­სა­ვა­ლი გა­აჩ­ნი­ათ, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევთ ფი­ნან­სუ­რი კრი­ზი­სის დროს, მე­უღ­ლეს უყოყ­მა­ნოდ ამო­უდ­გნენ გვერ­დით, თუმ­ცა ამ შემ­თხვე­ვა­ში, გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ ისიც, რომ თუ თქვე­ნი ე.წ. "უმუ­შევ­რო­ბის პე­რი­ო­დი" დიდხ­ნას გას­ტანს, მისი მხრი­დან პა­ტი­ვის­ცე­მას და­კარ­გავთ. ვერ­ძის­თვის მა­მა­კა­ცის სიძ­ლი­ე­რე, ამ უკა­ნას­კნე­ლის მიერ, ცხოვ­რე­ბი­სე­ულ სირ­თუ­ლე­ებ­თან გამ­კლა­ვე­ბის უნა­რით იზო­მე­ბა.

ვერ­ძი ქა­ლის ხა­სი­ათ­ში, ყვე­ლა­ზე ცუდი თვი­სე­ბე­ბია: ეჭ­ვი­ა­ნო­ბა (ხში­რად უას­ფუძ­ვლო და სრუ­ლი­ად აბ­სურ­დუ­ლიც კი) და მე­უღ­ლეს­თან აშ­კა­რა მე­ტო­ქე­ო­ბის სურ­ვი­ლი მთე­ლი ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე. თუმ­ცა მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ ქალს უყოყ­მა­ნოდ შე­უძ­ლია, ოჯახ­სა და მე­უღ­ლეს ხში­რად მთე­ლი თა­ვი­სი ინ­ტე­რე­სე­ბი ანაც­ვა­ლოს, ვერ­ძი ქა­ლის იდე­ა­ლი, მა­ინც და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი, ამა­ყი, ძლი­ე­რი და ცოტა აგ­რე­სი­უ­ლი მა­მა­კა­ცია. რო­მე­ლიც აი­ძუ­ლებს მას სა­კუ­თა­რი მარ­სი­ა­ნუ­ლი აგ­რე­სია, პე­რი­ო­დუ­ლად მა­ინც და­ი­ვი­წყოს და მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მო­ამ­ჟღავ­ნოს ის სა­ო­ცა­რი ქა­ლუ­რო­ბა და სი­ნა­ზე, რაც გუ­ლის სიღ­რმე­ში გა­აჩ­ნია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

ვერძი ქალი

ვერძი ქალი

სტატისტიკის მიხედვით, ვერძის ზოდიაქოს ნიშნით ყველაზე მეტი დამოუკიდებელი და ძლიერი ხასიათის ქალი ევლინება ქვეყანას. თუმცა, პლანეტა მარსის მამაკაცური ენერგეტიკის გავლენა, რომელიც ვერძ ქალს დაბადებიდან მტკიცე ხასიათის ფორმირებაში უწყობს ხელს, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ეს მათ გარეგნულ მახასიათებლებზეც აისახება. უფრო პირიქით, ბევრი ვერძი ქალი, განსაკუთრებული ქალური მომხიბვლელობით და შარმითაა დაჯილდოებული, რაც მათ მმართველი პლანეტა მარსის მამაკაცურ ენერგეტიკასთან ერთად, კარიერული მწვერვალების დაპყრობაში ეხმარება. გამორჩეული თავმოყვარეობა, სიამაყე და საკუთარი თავის რწმენის გასაოცარი უანრი, ვერძ ქალს გამუდმებით უბიძგებს იმისკენ, რომ მიღწეულით არასოდეს დაკმაყოფილდეს და ახალ-ახალ სირთულეებს შეეჭიდოს.

ვერძების უმრავლესობა ძალზე იმპულსურია და გულის კარნახით უფრო უადვილდება ცხოვრება ვიდრე გონებით. სწორედ ამის მიზეზია, ხშირად მათ უხასიათობაზე მოარული გამონათქვამი. ცვალებადობა და ადვილად აღგზნებადობა, არცთუ იშვიათად უშლის ვერძ ქალს ხელს იმაში, რომ გარშემო მიმდინარე მოვლენები და ხალხი ობიექტურად შეაფასოს, ამიტომ იგი ადვილად ახერხებს მტრების შეძენას, რაც მას თავის მხრივ დიდად არც ადარდებს. სანამ, ეს ზემოხსენებული მტრები მის ძვირფას თავმოყვარეობას არ შეეხებიან.

მარსით მართული ეს ქალბატონი, დაბადებიდან ლიდერობის მოყვარული და თავნებაა. ხშირად იგი, მამაკაცზე მეტი ამტანობითა და პრინციპულობითაც კი გამოირჩევა, რაც დამეთანხმებით, საუკეთესო თვისებაა კარიერაში წარმატების მისაღწევად. თუმცა, დიდი მუხრუჭია ქალისთვის, პირადი ცხოვრების მოსაწყობად. აბა, რომელ მამაკაცს მოეწონება ქალი, რომელიც გამუდმებით ახდენს იმის დემონსტრირებას, რომ ამ უკანასკნელზე ძლიერი და ჭკვიანია. თუმცა აქვე მინდა ვთქვა ისიც, რომ ხასაითის სიმტკიცე და გამოკვეთილი ლიდერული თვისებები, სულაც არ უშლის ვერძ ქალს ხელს, იმაში რომ გულის სიღრმეში რომანტიკოსად და გამოუსწორებელ იდეალისტად დარჩეს მთელი ცხოვრების მანძილზე. მამაკაცებმა რომ იცოდნენ, თუ რამდენად მტვრევადია იგი შინაგანად, მიუხედავად თავისი ამ "ჟანდარმის" იმიჯისა, ალბათ უფრო გაგებით მოეკიდებოდნენ მის პერიოდულ პოხონდრიებს.

ვერძი ქალი უზომოდ ენერგიული, კომუნიკაბელური და მოუსვენარია. იგი ხშირადაა მხურვალე რომანის გმირი და არც თუ იშვიათად ხდება ე.წ. "საბედისწერო სასიყვარულო სამკუთხედის" პერსონაჟიც. თავგადასავლებისა და რისკის სიყვარულის გამო, მას შეუძლია საერთოდ ფეხებზე დაიკიდოს გარშემო მყოფთა აზრი და საზოგადოებაში მიღებულ-გაბატონებული ნორმები. თუმცა, თუკი საქმე, ხანმოკლე გატაცებას ეხება (რაც ვერძი ქალის ცხოვრებაში საკმაოდ ხშირია), სასურველი ობიექტის ხელში ჩაგდების შემდეგ (ვერძისთვის მიუღწეველი მიზანი არ არსებობს!) მისი მარსიანული ცეცხლი საკმაოდ მალე ქრება და იგი სასწრაფოდ უბრუნდება მისთვის ესოდენ მნიშვნელოვან, კარიერულ ასპარეზს.

როგორც წესი, ამ ნიშნით დაბადებულ ქალებს, ასტროლოგები ურჩევენ ოჯახი მაქსიმალურად გვიან ასაკში შექმნან, რადგან მათი ხასიათის ისეთი თვისებები, როგორიცაა დამოუკიდებლობისადმი გადამეტებული სიყვარული, გარშემო მყოფებზე ბატონობის მოთხოვნილება (რასაც ხშირად, ბევრი მათგანი ვერც კი აცნობიერებს ბოლომდე) და გადაწყვეტილების სპონტანურად მიღება-ცვლილების უნარი, შესაძლოა ადრეულ ასაკში შექმნილი ოჯახის ნგრევის მიზეზი გახდეს. გასაკვირი არ არის ის ფაქტიც, რომ ჩემთვის ნაცნობ ვერძ ქალბატონებს შორის, ბევრია ისეთი, ვისაც არაერთი და ორი, არამედ სამი ქორწინებაც კი აქვს უკან მოტოვებული, თუმცა საკუთარი, იდეალისტური ბუნებიდან გამომდინარე, ისევ დაჟინებით ელის საოცნებო პრინცს და ეჭვი ოდნავადაც არ ეპარება იმაში, რომ იგი, მის ცხოვრებაში, აუცილებლად გამოჩნდება.

ტიპური წარმომადგენელი - მსახიობი რიზ უიზერსპუნი

Astrologia

მამაკაცი, რომელსაც ვერძი ქალი დაემორჩილება და რაც მთავარია, შეიყვარებს, აუცილებლად მასზე სულით ძლიერი და ჭკვიანი უნდა იყოს. ამ ქალის ხასიათში, მიუხედავად პერიოდულად გამოვლენილი ბავშვური ჭირვეულობისა, მარსის ცეცხლი ჭარბობს, შესაბამისად, მის მოსათვინიერებლად საკმაოდ დიდი დრო და მოთმინებაა საჭირო.

ვერძი ქალები, გარეგნული შარმისა და სექსუალური მომხიბვლელობის მიუხედავად, პოლიგამიურობით ნაკლებად გამოირჩევიან. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ მან ღალატზე წასვლა გადაწყვიტა, გულმართალი ბუნება არმისცემს იმის საშუალებას, რომ ყოფილ პარტნიორს ეს თავადვე არ შეატყობინოს და ორმაგი თამაში დიდხანს გააგრძელოს. თუმცა თუ ვერძი პარტნიორის ღალატზე, შურისძიების გამო მიდის, არც მაშინ დაუთმობს ვინმეს იმის სიამოვნებას, პირველმა ახაროს ექსს, თავზე ამოწვერილი სიმპათიური რქების შესახებ. ისეთი სიტყვების არსი და მნიშვნელობა, როგორიცაა "თანასწორუფლებიანობა" და "დამოუკიდბლობა", ვერძ ქალს ადრეული ასაკიდან აქვს გათვითცნობიერებული, თანაც ზედმეტად კარგად და ნათლად. ამიტომ იშვიათად შეხვდებით ვერძს, რომელიც სინაზით, დამთმობი ბუნებით ან ლოიალურობით იქნება გამორჩეული და თუ მაინც შეხვდით ასეთ ეგზემპლარს, იცოდეთ, რომ ეს მის პირად რუკაში სასწორის ან კირჩხიბის დიდი გავლენის დამსახურება იქნება. თუმცა აქტიური ხასიათი და დინამიზმი, ეს სწორედ ის თვისებებია, რითაც ვერძი ქალები, უმთავრესად იპყრობენ საპირისპირო სქესის ყურადღებას.

ვერძი ქალის მეგობრები და თაყვანისმცემლები, არაერთგზის იქნებიან გაოცებული, ამ ქალის სიმამაცითა და შეუვალობით. მათ აქვთ გასაოცარი უნარი "იტივტივონ ზედაპირზე" მაშინაც კი, როცა გარშემო დანარჩენები უმისამართოდ იღუპებიან. ვერძების მოქნილობა, ნებისმეირ ცხოვრებისეულ სირთულეს თავი ოსტატურად დააღწიონ, ხშირად მართლაც რომ გასაოცარია.

მამაკაცს რომელსაც სურვილი აქვს ცხოვრების მეგზურად ვერძი ჰყავდეს გვერდით, მოუწევს ურთიერთობის საწყის ეტაპზევე გააანალიზოს საკუთარი მოქმედების სქემა, რადგან შუალედურ მიდგომას ეს ქალი ვერ აიტანს. ჩემი აზრით, ცნობილი ფრაზა: "ქალი ან უნდა გააღმერთო, ან უნდა მიატოვო" ზუსტად ვერძ ქალზეა ნათქვამი. იმ შემთხვევაში თუ თქვენ არ გეყოფათ ნებისყოფა საიმისოდ, რომ ეს ქალი გულგრილად მიატოვოთ (თუნდაც მოკლე ხნით, საიმისოდ, რომ მან საკუთარი ადგილი ისწავლოს თქვენთან ურთიერთობაში), გაითვალისწინეთ, მის ხელში უბრალო სათამაშოდ გადაიქცევით, რომელსაც იგი, როცა მოუნდება მაშინ გადააგდებს. თუმცა, თუ თქვენი ხასიათის თვისებებში, ამბიციები არანაკლებ სჭარბობს ვიდრე მისაში, მაშინ თამამად მოკიდეთ ამ ქალის მორჯულების საქმეს ხელი, დამიჯერეთ, შედეგი ამად ნამდვილად ეღირება.

ვერძი საუკეთესო ცოლი იქნება იმ კატეგორიის მამაკაცისთვის, ვინც ცხოვრებისგან ყოველთვის მაქსიმუმს ელის და ახალ-ახალი მწვერვალების დალაშქვრის არ ეშენია. ვერძი ქალების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ პერიოდულად აუტანელი ხასიათის გარდა, მათ აქვთ ბევრი კარგი თვისებაც, რომელსაც პოზიტიურ განწყობაზე ყოფნისას ამჟღავნებენ. ისინი გამუდმებით ცდილობენ აიმაღლონ ერუდიციის დონე, რის ხარჯზეც შესანიშნავი კომპანიონები და სასიამოვნო მოსაუბრეები არიან. ხშირ შემთხვევში მათ საკუთარი, არცთუ მცირე შემოსავალი გააჩნიათ, რაც საშუალებას აძლევთ ფინანსური კრიზისის დროს, მეუღლეს უყოყმანოდ ამოუდგნენ გვერდით, თუმცა ამ შემთხვევაში, გაითვალისწინეთ ისიც, რომ თუ თქვენი ე.წ. "უმუშევრობის პერიოდი" დიდხნას გასტანს, მისი მხრიდან პატივისცემას დაკარგავთ. ვერძისთვის მამაკაცის სიძლიერე, ამ უკანასკნელის მიერ, ცხოვრებისეულ სირთულეებთან გამკლავების უნარით იზომება.

ვერძი ქალის ხასიათში, ყველაზე ცუდი თვისებებია: ეჭვიანობა (ხშირად უასფუძვლო და სრულიად აბსურდულიც კი) და მეუღლესთან აშკარა მეტოქეობის სურვილი მთელი ცხოვრების მანძილზე. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ამ ქალს უყოყმანოდ შეუძლია, ოჯახსა და მეუღლეს ხშირად მთელი თავისი ინტერესები ანაცვალოს, ვერძი ქალის იდეალი, მაინც დამოუკიდებელი, ამაყი, ძლიერი და ცოტა აგრესიული მამაკაცია. რომელიც აიძულებს მას საკუთარი მარსიანული აგრესია, პერიოდულად მაინც დაივიწყოს და მაქსიმალურად გამოამჟღავნოს ის საოცარი ქალურობა და სინაზე, რაც გულის სიღრმეში გააჩნია.