მოზაიკა

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მამაკაცი მერწყული
მამაკაცი მერწყული

მარ­თა­ლია, მათ უმ­რავ­ლე­სო­ბას, დიდი ქო­ნე­ბის დაგ­რო­ვე­ბის­კენ მის­წრა­ფე­ბა ნაკ­ლე­ბად გა­აჩ­ნია, თუმ­ცა ბე­დის­წე­რის უც­ნა­უ­რო­ბით, არ­ცთუ იშ­ვი­ა­თად ხდე­ბა ისე, რომ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ხში­რად ახერ­ხე­ბენ ცხოვ­რე­ბა­ში იმას, რომ საკ­მა­ოდ დიდი ფი­ნან­სუ­რი კა­პი­ტა­ლის მფლო­ბე­ლე­ბი გახ­დნენ. (ცნო­ბის­თვის მსოფ­ლიო მი­ლი­არ­დელ­თა სი­ა­შია, მერ­წყუ­ლებს ქალ­წუ­ლებ­თან, მო­რი­ე­ლებ­თან და ვერ­ძებ­თან ერ­თად ლი­დე­რუ­ლი პო­ზი­ცია უკა­ვი­ათ). ფულ­თან მი­მარ­თე­ბა­ში მერ­წყულს ძუნ­წი ნამ­დვი­ლად არ ჰქვია, თუმ­ცა ვერც მფლან­გვე­ლო­ბა­ში მის და­და­ნა­შა­უ­ლე­ბას შეს­ძლებს ვინ­მე. რო­გორც წესი, ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლებს, ამ ქვეყ­ნად ყვე­ლა­ზე მე­ტად ვა­ლე­ბის ეში­ნი­ათ. შე­სა­ბა­მი­სად ვა­ლის აღე­ბა, ისე­ვე რო­გორც თან­ხის გა­სეს­ხე­ბა მათ­თვის ერ­თობ უსი­ა­მოვ­ნო საქ­მეა. მერ­წყუ­ლი ორი­გი­ნა­ლუ­რი, კრე­ა­ტი­უ­ლი და არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დი მა­მა­კა­ცია. ამი­ტომ მის­გან სტან­დარ­ტულ ურ­თი­ე­რე­თო­ბას თუ ელით, თა­ვი­სი ნიშ­ნო­ბა-ქორ­წილ-თაფ­ლო­ბის თვით, მინ­და გა­გაფრ­თხი­ლოთ რომ ასეთ შემ­თხვე­ვა­ში იმე­დი მწა­რედ გა­გიც­რუვ­დე­ბათ. მერ­წყუ­ლი მა­მა­კა­ცი არ აღი­ა­რებს სა­ყო­ველ­თა­ოდ მი­ღე­ბულ წე­სებს და სტან­დარ­ტებს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მისი სი­ძულ­ვი­ლი ქორ­წი­ნე­ბის ინ­სი­ტუ­ტის მი­მართ ნამ­დვი­ლად არ არის გა­სა­ო­ცა­რი. შე­სა­ბა­მი­სად, თუკი მას­თან სე­რი­ო­ზუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა გინ­დათ, მო­გი­წევთ მოთ­მი­ნე­ბით აღი­ჭურ­ვოთ და საკ­მა­ოდ ხან­გრძლი­ვი დრო­ის მან­ძილ­ზე, მას­თან მე­გობ­რო­ბით დაკ­მა­ყო­ფილ­დეთ. რა­ტომ მე­გობ­რო­ბა როცა თქვენ მას­ზე გა­თხო­ვე­ბა გინ­დათ? ეს იმი­ტომ, რომ მერ­წყუ­ლის­თვის იდე­ა­ლუ­რი ქალი, პირ­ველ რიგ­ში კარ­გი მე­გო­ბა­რი და თა­ნა­მო­აზ­რე უნდა იყოს. რო­მელ­თა­ნაც მას გარ­და სექ­სი­სა, სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სე­ბი, მის­წრა­ფე­ბე­ბი, შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი და იდე­ე­ბი აკავ­ში­რებს. მხო­ლოდ ამის შემ­დეგ და­ფიქ­რდე­ბა იგი, ცო­ლად ხომ არ მო­ეყ­ვა­ნა მის­თვის ესო­დენ კომ­ფორ­ტუ­ლი პი­როვ­ნე­ბა, რო­მე­ლიც აგერ უკვე რამ­დე­ნი წე­ლია, მოთ­მი­ნე­ბით ელის მისი მხრი­დან ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბას. თუმ­ცა ასეთ შემ­თხვე­ვა­შიც კი, თქვე­ნი მხრი­დან ოდ­ნა­ვი ძალ­და­ტა­ნე­ბი­სან მოვ­ლე­ნე­ბის დაჩ­ქა­რე­ბის მცდე­ლო­ბა, მას­ში მძაფრ პრო­ტეს­ტის გრძნო­ბას გა­მო­იწ­ვევს და შე­საძ­ლოა თქვე­ნი ნა­ნატ­რი ქორ­წი­ნე­ბა, გა­ნუ­სა­ზღვრე­ლი ვა­დით გა­და­ი­დებ . თქმა არ უნდა, თქვენ და იგი აუ­ცი­ლებ­ლად დარ­ჩე­ბით მე­გობ­რე­ბად, მაგ­რამ მე­ტის იმე­დი სა­მო­მავ­ლოდ არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ უნდა გქონ­დეთ.

ტი­პი­უ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი - მომ­ღე­რა­ლი ჯას­ტინ ტიმ­ბერ­ლე­ი­კი

Astrologia

ასე რომ მომ­ხიბ­ვლე­ლი, გამ­გე­ბი­ა­ნი მე­გობ­რის როლი მო­ირ­გეთ და და­ე­ლო­დეთ სა­ნამ თქვენს საყ­ვა­რელ მერ­წყულს "გას­ხი­ვოს­ნე­ბა" ეწ­ვე­ვა და სა­კუ­თარ გულს და ხელს შე­მოგ­თა­ვა­ზებთ. თუმ­ცა ამ შემ­თხვე­ვა­შიც, ყვე­ლა­ფე­რი არას­ტან­დარ­ტუ­ლად და ორი­გი­ნა­ლუ­რად მოხ­დე­ბა. თუ სხვა მა­მა­კა­ცე­ბი, თა­ვი­ანთ სიყ­ვა­რულს ქა­ლის მი­მართ, მა­ქის­მა­ლუ­რი ყუ­რა­დღე­ბის გა­მო­ხატ­ვით ამ­ჟღავ­ნე­ბენ, მერ­წყუ­ლი მა­მა­კა­ცი ხში­რად სა­პი­რის­პი­როდ იქ­ცე­ვა. თუკი უცებ მო­გეჩ­ვე­ნათ, რომ იგი თქვენ მი­მართ თით­ქოს გა­ცივ­და, იცო­დეთ სწო­რედ ამ დროს იღებს იგი თქვენ­თვის ესო­დენ მნიშ­ვნე­ლო­ვან გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, სა­მუ­და­მოდ და­გი­კავ­ში­როთ სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბა. ხოლო მისი სი­ცი­ვე, სხვა არა­ფე­რია თუ არა სი­ნა­ნუ­ლის გრძნო­ბა. მას ხომ ამ ქვეყ­ნად უამ­რა­ვი რამ აინ­ტე­რე­სებს, ამი­ე­რი­დან კი თქვენ უნდა და­გით­მოთ მაქ­სი­მა­ლუ­რი ყუ­რა­დღე­ბა და ამ­დე­ნი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხი შე­უს­წავ­ლე­ლი დარ­ჩეს. ქალს, რო­მე­ლიც თა­ვის ცხოვ­რე­ბას მერ­წყულს და­უ­კავ­შირ­დეს, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ახ­სოვ­დეს ის, რომ მი­უ­ხე­და­ვად ქორ­წი­ნე­ბი­სა, მერ­წყულს მა­ინც მაქ­სი­მა­ლუ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბა სჭირ­დე­ბა. თა­ვის მხრივ, ისიც გა­გე­ბით მო­ე­კი­დე­ბა თქვენს ინ­ტე­რე­სებს, არა­სო­დეს ჩა­ე­რე­ვა თქვენს პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში და ყო­ველ­თვის ეც­დე­ბა მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­გი­წყოთ ხელი ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ გან­ვი­თა­რე­ბა­ში. მერ­წყუ­ლი ქმრე­ბი ყვე­ლა­ზე ლო­ი­ა­ლუ­რი მე­ო­რე ნა­ხევ­რე­ბი და დე­მოკ­რა­ტი მა­მე­ბი არი­ან. ბავ­შვე­ბი რო­გორც წესი აღ­მერ­თე­ბენ მერ­წყულ მა­მას, რო­მელ­საც შე­უძ­ლია მათ ათას­გვა­რი ორი­გი­ნა­ლუ­რი თა­მა­ში ას­წავ­ლოს. თუმ­ცა ური­გო არ იქ­ნე­ბა მერ­წყუ­ლის ცოლს არ და­ა­ვი­წყდეს ისიც, რომ ბავ­შვებ­თან ერ­თად, ქმარ­საც არა­ნაკ­ლე­ბი ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ოს, რად­გან მერ­წყუ­ლიც ხომ თა­ვი­სე­ბუ­რი დიდი ბავ­შვია, რო­მელ­საც მუდ­მი­ვად ესა­ჭი­რო­ე­ბა თქვე­ნი მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბა და თვალ­ყუ­რის დევ­ნე­ბა.

მამაკაცი მერწყული

მამაკაცი მერწყული

მართალია, მათ უმრავლესობას, დიდი ქონების დაგროვებისკენ მისწრაფება ნაკლებად გააჩნია, თუმცა ბედისწერის უცნაურობით, არცთუ იშვიათად ხდება ისე, რომ ეს ადამიანები ხშირად ახერხებენ ცხოვრებაში იმას, რომ საკმაოდ დიდი ფინანსური კაპიტალის მფლობელები გახდნენ. (ცნობისთვის მსოფლიო მილიარდელთა სიაშია, მერწყულებს ქალწულებთან, მორიელებთან და ვერძებთან ერთად ლიდერული პოზიცია უკავიათ). ფულთან მიმართებაში მერწყულს ძუნწი ნამდვილად არ ჰქვია, თუმცა ვერც მფლანგველობაში მის დადანაშაულებას შესძლებს ვინმე. როგორც წესი, ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს, ამ ქვეყნად ყველაზე მეტად ვალების ეშინიათ. შესაბამისად ვალის აღება, ისევე როგორც თანხის გასესხება მათთვის ერთობ უსიამოვნო საქმეა. მერწყული ორიგინალური, კრეატიული და არაპროგნოზირებადი მამაკაცია. ამიტომ მისგან სტანდარტულ ურთიერეთობას თუ ელით, თავისი ნიშნობა-ქორწილ-თაფლობის თვით, მინდა გაგაფრთხილოთ რომ ასეთ შემთხვევაში იმედი მწარედ გაგიცრუვდებათ. მერწყული მამაკაცი არ აღიარებს საყოველთაოდ მიღებულ წესებს და სტანდარტებს. აქედან გამომდინარე, მისი სიძულვილი ქორწინების ინსიტუტის მიმართ ნამდვილად არ არის გასაოცარი. შესაბამისად, თუკი მასთან სერიოზული ურთიერთობა გინდათ, მოგიწევთ მოთმინებით აღიჭურვოთ და საკმაოდ ხანგრძლივი დროის მანძილზე, მასთან მეგობრობით დაკმაყოფილდეთ. რატომ მეგობრობა როცა თქვენ მასზე გათხოვება გინდათ? ეს იმიტომ, რომ მერწყულისთვის იდეალური ქალი, პირველ რიგში კარგი მეგობარი და თანამოაზრე უნდა იყოს. რომელთანაც მას გარდა სექსისა, საერთო ინტერესები, მისწრაფებები, შეხედულებები და იდეები აკავშირებს. მხოლოდ ამის შემდეგ დაფიქრდება იგი, ცოლად ხომ არ მოეყვანა მისთვის ესოდენ კომფორტული პიროვნება, რომელიც აგერ უკვე რამდენი წელია, მოთმინებით ელის მისი მხრიდან ამ გადაწყვეტილების მიღებას. თუმცა ასეთ შემთხვევაშიც კი, თქვენი მხრიდან ოდნავი ძალდატანებისან მოვლენების დაჩქარების მცდელობა, მასში მძაფრ პროტესტის გრძნობას გამოიწვევს და შესაძლოა თქვენი ნანატრი ქორწინება, განუსაზღვრელი ვადით გადაიდებ . თქმა არ უნდა, თქვენ და იგი აუცილებლად დარჩებით მეგობრებად, მაგრამ მეტის იმედი სამომავლოდ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გქონდეთ.

ტიპიური წარმომადგენელი - მომღერალი ჯასტინ ტიმბერლეიკი

Astrologia

ასე რომ მომხიბვლელი, გამგებიანი მეგობრის როლი მოირგეთ და დაელოდეთ სანამ თქვენს საყვარელ მერწყულს „გასხივოსნება“ ეწვევა და საკუთარ გულს და ხელს შემოგთავაზებთ. თუმცა ამ შემთხვევაშიც, ყველაფერი არასტანდარტულად და ორიგინალურად მოხდება. თუ სხვა მამაკაცები, თავიანთ სიყვარულს ქალის მიმართ, მაქისმალური ყურადღების გამოხატვით ამჟღავნებენ, მერწყული მამაკაცი ხშირად საპირისპიროდ იქცევა. თუკი უცებ მოგეჩვენათ, რომ იგი თქვენ მიმართ თითქოს გაცივდა, იცოდეთ სწორედ ამ დროს იღებს იგი თქვენთვის ესოდენ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, სამუდამოდ დაგიკავშიროთ საკუთარი ცხოვრება. ხოლო მისი სიცივე, სხვა არაფერია თუ არა სინანულის გრძნობა. მას ხომ ამ ქვეყნად უამრავი რამ აინტერესებს, ამიერიდან კი თქვენ უნდა დაგითმოთ მაქსიმალური ყურადღება და ამდენი მნიშვნელოვანი საკითხი შეუსწავლელი დარჩეს. ქალს, რომელიც თავის ცხოვრებას მერწყულს დაუკავშირდეს, აუცილებლად უნდა ახსოვდეს ის, რომ მიუხედავად ქორწინებისა, მერწყულს მაინც მაქსიმალური თავისუფლება სჭირდება. თავის მხრივ, ისიც გაგებით მოეკიდება თქვენს ინტერესებს, არასოდეს ჩაერევა თქვენს პროფესიულ საქმიანობაში და ყოველთვის ეცდება მაქსიმალურად შეგიწყოთ ხელი ინტელექტუალურ განვითარებაში. მერწყული ქმრები ყველაზე ლოიალური მეორე ნახევრები და დემოკრატი მამები არიან. ბავშვები როგორც წესი აღმერთებენ მერწყულ მამას, რომელსაც შეუძლია მათ ათასგვარი ორიგინალური თამაში ასწავლოს. თუმცა ურიგო არ იქნება მერწყულის ცოლს არ დაავიწყდეს ისიც, რომ ბავშვებთან ერთად, ქმარსაც არანაკლები ყურადღება მიაქციოს, რადგან მერწყულიც ხომ თავისებური დიდი ბავშვია, რომელსაც მუდმივად ესაჭიროება თქვენი მოვლა-პატრონობა და თვალყურის დევნება.